გიორგი 38 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 ზური, არ გააზავო თორემ ხმას აღარ გაგცემ. :drunk: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 59 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 ზური, არ გააზავო თორემ ხმას აღარ გაგცემ. :drunk: არა გიორგის ვენაცვალე რა გავაზაო,რას ამბობ !!!! გაზავებული და ნაჩალიჩარი აქაც ოხრად ყრია !!!! მთელი მუღამი და კაიფი იმენნა სუფთა ორიგინალს აქვს !! ვისაც გავასინჯე ყველა შოკშია,ეს რა უმაგრესი რამე არისო !!! ავთო ალბათ სლოკინმა მოკლა ))))))))))))არა რა ამეზე ნაკლები არ უნდა დალიოს კაცმა,ოღონდ პატარა დოზებით თუ არა დეიბრიდები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 მე აქ უნდა დავწერო და სადაც გაგიხარდებათ, იქ გადაიტანეთ მერე ეს პოსტი. უცხოეთში მცხოვრები, საქართველოდან წამოსულები ბევრს იხალისებენ, არც თქვენ დაგაკლდებათ ღიმილი, ვინც ჩვენს მონატრებულ ქვეყანაში დაგტოვეთ. ჰო, ჭაჭაზე უნდა მოგიყვეთ. ჭაჭა ბოლოს 2010-ში გეახელით, ისიც ჩემს მეგობარს როცა ვესტუმრე SF-ში მთელი ოჯახით. ბოლოს 2005-ში რომ ვიყავი სახლში, მაშინ წამოვიღე აქეთ და მაგასაც ვუწილადე ორი "პოლიტრა". ჩვენნაირი განუკურნებელია, სერიოზულად თევზაობს და ნადირობს. 70-ათს მიღწეული წყვილია, წარმოშობით პოლონეთიდან არიან, ძალიან დიდი პატივი გვცეს, სანამ ცოცხალი ვარ არ დავუვიწყებ ჩვენზე გაწეულ ამაგს. მშობლებივით გვექცეოდნენ, უმაგრესი ადამიანები არიან. მოკლედ გაცნობა იყო და აინტერესებდათ საქართველოზე ყველაფერი. მეც მეტი რა მინდოდა ოოოო. ჩვენი ქვეყნის ისტორია სანიკიძეზე, გოთუაზე და კონსტანტინეზე უკეთ ვიცი, იმიტომ რომ ეგენი ერთმანეთისას არ კითხულობდნენ და მე კიდევ მაგათი ყველა წიგნი წაკითხული და დაზეპირებული მაქვს ბავშვობიდან. დანარჩენებზე რომ არაფერი ვსთქვათ, კაი მომზადებული ვარ მაგ საკითხში. თქვენ უნდა მაჩვენოთ ქართველი, ვინც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და თავისი ქვეყნის პროპაგანდა-აგიტაციას არ ეწევა. ე ყველაფერი რო დავამთავრე გაცნობიდან ნახევარ საათში/გაქანებული ქართლელი ვარ და მეგრელები გადაირეოდნენ ჩვენს მოსმენაზე, ისე სწრაფად თარგმნიდა ჩემი მეუღლე ჩემს მონაყოლს. სად ვიცოდი მაშინ მე ამდენი ინგლისური?/ ბოლობოლო მივადექით სასმელებს, მათ შექმნას, მოვლა-შენახვას და გახარჯვას, ანუ რაციონალურად დალევას. ე მაგათ თავიდანვე შევატყვე მიმიკებზე რო ვერ ჩაჯდებოდნენ ჩვენს პერიმეტრებში და მეუღლეს მივანიშნე, შენ კახელებზე არაფერი დაგცდეს/ეგ კიდევ გაქანებული კახელია/ დანარჩენ საქართველოს მე გადავარჩენთქო. მოკლედ, პოლონელებს მაგრა ევასებათ მძიმე ალკოჰოლი, არც იშვიათ ღვინოებზე ამბობენ უარს. კაი პურმარილის დაყრაც იციან, ვერ იგრძნობ თავს უცხოდ, გულუხვი მასპინძლობა სცოდნიათ. /სხვების ოჯახებშიც ვარ ნამყოფი და მომწონს ეგ ხალხი./ ჭაჭაზე მაგრა გავაჯაზე, მანამდე გავსინჯე უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ღვინო და გამისკდა "პატრიოტული ბუშტი". თქვენ "აზზე" არა ხართ, რა სასმელი გვაქვს ქართველებსთქო. ფარნავაზიდან დავიწყე და ზაქიჭამიაზე გამაჩერა ჩემმა ცოლმა, თორემ ედიკას ამოვუტრიალებდი ბოლოს დამსმელს. ნამეტანი დაინტერესდნენ ამ ჭაჭით და მეც პირობა მივეცი შეზარხოშებულმა, აუცილებლად გაგასინჯებთქო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 ხშირად მეთიშება ინეტი და ამიტომ ცალცალკე დავწერე, ვაითუ წამეშალოს და მერე მე ამის დამწერი აღარა ვართქო. ეს ყველაფერი მოხდა 2000-სში. მერე ჩვენ გადმოვედით სხვა შტატში. მერეა და ერთი "უშნო" ჩვევა მჭირს, თუ შევპირდი ვინმეს რამე, აუცილებლად შევასრულებ ჩემს ნათქვამს, ამიტომაც არ ვიყენებ სკარბეზს. შეიძლება ისეთს შევაგინო, მერე ასრულებაზე ვინანო, ამიტომ თავს ვიკავებ. როგორც იქნა მომიწია 05-ში საქართველოში ჩამოსვლა. სიმართლე გითხრათ, დიდი მოტრფიალე არ გახლავართ მძიმე ალკოჰოლისა, ძირითადად ღვინოა ჩემს მენიუში. რა აღარ გავსინჯე "მონატრებულმა". აქეთ უკან დაბრუნება იყო და 6 თვე ლუდის დანახვაც მეზარებოდა. საერთოდ აღარ გავკარებივარ სასმელს. წამოსვლისას, წამოვიღე ბლომად ორნახადი ჭაჭა. ვაღიარებ, რომ კახელებზე მაგარ ჭაჭას, საქართველოში ვერსად ვერ ხდიან. პაპაჩემი აკეთებდა ხოლმე ხილის ჭაჭას, ჩემმა მეგობრებმა "პერშინგ დვა" დაარქვეს, რამოდენიმემ იმის დალევის მერე ცოლიც კი მოიყვანა. ჰოო, ენგრეა, ჭკუიდან გადაჰყავდა ხალხი. დაახლოებით 10 ლიტრი წამოვიღე. ვიყენებდი მწვადების შეწვისას, ქაბაბზე და ხინკალი მაგის გარეშე, ხინკალი არ არი. ამ პოლონელ კაცს მივართვი ამდენი წლის შენახული და შეპირებული, როცა კალიფორნიაში წავედით. პირველი ჭიქის გადაკვრა იყო და კინაღამ გამეგუდა. ძლივს მოვასულიერეთ. გამოიხედა თვალებში და: -შენ წარმოდგენა არა გაქვს რა ღვინოების კოლექცია დაგახვედრეო. ეხლაც ხელუხლებლად უწყვია საყინულეში ის ორი ბოთლი, მეცამეტე წელი მიდის, კავშირი გვავქს. - რამდენი ჩამოხვალ, ყოველთვის გექნებაო. ეგ ჭაჭა კიდევ, ცოლეულის ყველაზე ძუნწი მეზობლისგან ვიყიდე შალაურში, როცა რო სხვა 10 ლარს აფასებდა, ლიტრაში 15ეროვნული გადავუხადე. სახლიდანაც მატანდნენ, მეზობელ-ნაცნობები და ა.შ, სად აღარა მყავს მეგობრები. ერთი ტიკით მოვიდა აეროპორტში, წაიღე ჯიგარს გაგიგრილებსო. ეგ ბიჭი ის არის, სკაიპზე რო მთხოვა, "ხა ხუთის ჯიპი" გამომიგზავნეო და მთელი მსოფლიო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის გადაქექვა რომ მომიწია, როგორმე ეგ მოდელი მაპოვნინათქო, მერე ჩემმა ძმამ "ადიალა" რო გადააფარა და გააგრძელა ჩემთან საუბარი. პ.ს. ორნახადი ჭაჭა არ გააზავოთ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 59 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 მერე გიო,გაასინჯე? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 მეორე წერილში მიწერია ზური, კინაღამ დამეხრჩო, ეხლაც საყინულეში აქვს ორივე ბოთლი, ერთს აკლია მხოლოდ ორი ჭიქა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 46 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 ........................................................................................... ე ყველაფერი რო დავამთავრე გაცნობიდან ნახევარ საათში/გაქანებული ქართლელი ვარ და მეგრელები გადაირეოდნენ ჩვენს მოსმენაზე, ისე სწრაფად თარგმნიდა ჩემი მეუღლე ჩემს მონაყოლს . სად ვიცოდი მაშინ მე ამდენი ინგლისური?/ ........................................................................................... :d030: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted March 9, 2013 Report Share Posted March 9, 2013 ფარნავაზიდან დავიწყე და ზაქიჭამიაზე გამაჩერა ჩემმა ცოლმა, თორემ ედიკას ამოვუტრიალებდი ბოლოს დამსმელს. აუ ეს მაგარი იყო რა მაგარი ხარ ელჩი რა ვიცინე!!!! :d030: კარგად წავიდა ის არაყი ზურასთან მოუხდა სიტუაციას :hi: ავთო გაიხარე შენი ნაბეღლავი მაგარი სამკურნალო რამეა აი! არც აქ ვიყავი სუსტად ელჩი მარა ჩვენი დალოცვილი სამშობლოს ჰაერის ამბავი ხო იცი დ ქე შემემატა წონა ცოტა მარა დავაგდებ დედას ვუტირებ :e025: ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 თქვენი მონა მორჩილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 29 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 თქვენი მონა მორჩილი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 თქვენი მონა მორჩილი ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted May 8, 2013 Report Share Posted May 8, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted May 8, 2013 Report Share Posted May 8, 2013 ელიზბარ ელიზბარ როგორ ხარ ? სად ხარ დაკარგული? ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted May 8, 2013 Report Share Posted May 8, 2013 ელიზბარ ელიზბარ როგორ ხარ ? სად ხარ დაკარგული? კარგად ვარ დუტა გაიხარე, რავიცი ხშირად ვეღარ ვახერხებ ხოლმე შემოსვლას ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 31, 2013 Report Share Posted May 31, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted June 1, 2013 Report Share Posted June 1, 2013 (edited) dato55 დავით, თქვენნაირი ხალხისთვის არის ეს ფორუმი, თორემ, მე თქვენზე ყურადღებიანი ვარ და რამდენი რამ ვისწავლე ამ ჩიტირეკიებისაგან, თავად მიკვირს კაცო. ალალი ბიჭი ყოფილხარ. საწყენად არ მიიღო ჩემი დარიგება, მომეწონე და მინდა ჩემი მეგობარი იყვე. Edited June 1, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
beginerfisher 0 Posted June 1, 2013 Report Share Posted June 1, 2013 :Laie_99: :Laie_99: :Laie_99: ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 1, 2013 Report Share Posted June 1, 2013 ესეც მე ციტირება Link to post Share on other sites
Коба 46 Posted June 1, 2013 Report Share Posted June 1, 2013 ესეც მე 'kaskada'- მეორე და მესამე სურათს პირდაპირი კავშირი ხომ არა აქვს ერთმანეთთან? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 2, 2013 Report Share Posted June 2, 2013 ესეც მე ეს უზბეკი სად ნახე კაცო? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 29 Posted June 20, 2014 Report Share Posted June 20, 2014 (edited) B) Edited June 21, 2014 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 20, 2014 Report Share Posted June 20, 2014 JABA კორეელია მოსკოვში ვნახე კობა ვერ მივხვდი შენს ნათქვამს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 alika-alika მე მივხვდი და შენ რა გჭირს კაცო? იმხელა ჯეკ დანიელსის დალევის შემდეგ, ეგეთი "მანქანით" ხომ არ იარე მთელი კვირაო? :d030: ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 alika-alika მე მივხვდი და შენ რა გჭირს კაცო? იმხელა ჯეკ დანიელსის დალევის შემდეგ, ეგეთი "მანქანით" ხომ არ იარე მთელი კვირაო? :d030: ფოტოზე ნაჩვენები ვისკი ჯეკი არაა, ჯონი ვოლკერია ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 22, 2014 Report Share Posted June 22, 2014 ელჩი :d030: ისე ეგ ვისკი ერთ დალევაზე 1.5 დავლიე და მაგ კორეელმა საჩუქრად მიყიდა ახალი ბოთლი და გამომატანა სამწუხაროდ ისიც ჩავისხი და ცარიელი ბოთლიღა მიგდია :( ერთი რეისი კიდე უნდა გავაკეთო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.