Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ხარიუსი

 

 

ძირითადად სამი ტიპისაა.ევროპული,ციმბირული და მონღოლური,მას კბილები აქვს სხვებიდან განსხვავებით.ევროპული ყველაზე პატარაა და 1 კილოგრამამდე იზრდება,მაგრამ უფრო მეტებიც დაუჭერიათ ვითომ ,ძირითადად 500-600 გრ. აღწევს .ციმბირული კი 2 კგ. აღწევს,ასევე მონღოლური ხარიუსი,არის ინფო რომ 3 კგ. აღწევს.....სანამ თვითონ არ დაიჭერ ხომ იცი ..... ეს ხარიუსი დაჭერილია მდინარე ვოლგაზე,ტვერის ოლქში,მოსკოვიდან 220 კილომეტრში

 

20b3cfc4b089.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო თევზია ხარიუსი და ამიტომ ცალკე თემის გახსნაც დაიმსახურა.. მე ყოველთვის სპინინგით ვცდილობ მის დაჭერას,მაგრამ თუ არაფერი გამოდის გადავდივარ ტივტივიან ანკესზე,ჭიაზე კარგად მოდის,მაგარი მებრძოლი და ძლიერი თევზია.ნაზი და გემრიელი ხორცი აქვს,ოდნავი ახალი კიტრის სუნი გაჰკრავს,ერთია რომ დიდხანს არ ინახება და დაჭერის შემდეგ მალე უნდა შეიჭამოს

Link to post
Share on other sites

ხარიუსი ამ დღეებში დავიჭირე მდინარე ADIGE-ზე( PO-ს მერე სიდიდით მეორე მდინარეა იტალიაში)მართალი ვთქვა მე ქაშაპზე ვთევზაობდი ხორცის მატლით თან ძალიან კარგ ადგილს მივაგენი.არც კი ვიცანი რა თევზია,ზურამ-(სალამანდრამ)მითხრა რომ ხარიუსია,ცოტა რაღაცეები მოვძებნე ინტ-ში და მინდა მომზადებული გავიდე ხარიუსზე,ძალიან საინტერესო თევზია :)

 

289156_m.jpg

 

289147_m.jpg

 

289155_m.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ხარიუსის გამრავლება შვეიცარიაში(ბერნის კანტონი). თევზზე ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა.

 

Link to post
Share on other sites

კარგი ვიდეო არის დავით!ხარიუსი კი ულამაზსი და ერთერთი საუკეთესო თევზი არის თითქმის ყველანაირი თევზაობის მოყვარულთათვის.საქართველოში უამრავი მდინარეები არის სადაც თავისუფლად გამრავლდება გარეფაქტორებმა თუ არ შეუშალეს ხელი.

Link to post
Share on other sites

საქართველოში წვერას ადგილებში უფრო შეეგუება თუ კალმახის? ერთიცაა, კონკურენციას არ გაუწევენ ერთმანეთს? პროფესიონალის გადასაწყვეტი საკითხია.

Link to post
Share on other sites

საქართველოში წვერას ადგილებში უფრო შეეგუება თუ კალმახის? ერთიცაა, კონკურენციას არ გაუწევენ ერთმანეთს? პროფესიონალის გადასაწყვეტი საკითხია.

მეცნიერები მდინარეებს წყლის დინების სისწრაფის და ტემპერატურის მიხედვით რამოდენიმე ზონად ყოფენ.წვერა და ხარიუსი ერთ ზონაში არიან....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მაშინ ისეთ მდინარეში შეიძლება სადაც წვერა არ არის.

 

 

მეცნიერები მდინარეებს წყლის დინების სისწრაფის და ტემპერატურის მიხედვით რამოდენიმე ზონად ყოფენ.წვერა და ხარიუსი ერთ ზონაში არიან....

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მეცნიერები მდინარეებს წყლის დინების სისწრაფის და ტემპერატურის მიხედვით რამოდენიმე ზონად ყოფენ.წვერა და ხარიუსი ერთ ზონაში არიან....

 

ერთ ზონაში ყოფნისას კონკურენციას მაინც არ უწევენ ერთმანეთს რადგან წყლის სხვა და სხვა ფენაში იკვებებიან.ევროპაში ხარიუსი,წვერა და კალმახები მშვენივრათ ეგუებიან ერთმანეთს

Link to post
Share on other sites

მაგარი ქინება ხარიუსი ჩვენს მთის მდინარეებში. ისე იხტიოლოგის კონსულტაცია მაინც საჭიროა.

Link to post
Share on other sites

კი რა თქმა უნდა.აქ,მოსკოვიდან არც თუ ისე შორს,სადღაც 200 კილომეტრში არის მდინარეები სადაც ხარიუსი და კალმახი გვხდება.ოღონდ მდინარის სხვა და სხვა ადგილებს ირჩევენ.ქვირითობის პერიოდიც სხვა და სხვა აქვთ.ერთი სიტყვით მაგარი პერსპექტიული რამაა ხარიუსი ჩვენთან.ერთი თავისებურება აქვს ხარიუსს კიდევ.მიუხედავათ იმისა რომ ძალზე ნაზი და გემრიელი ხორცი აქვს,საერთოდ არ ინახება და მალე ფუჭდება...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...