Jump to content
Club-Monadire.Ge

тоз-25, тоз-54, тоз-66 ტოზ-25;TOZ-25. ტოზ-54;TOZ-54. ტოზ-66; TOZ-66


Recommended Posts

ორლულიანი ТОЗ-25

 

321ce9c386cc.jpg

 

ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი ჰორიზონტალური ლულებით 12 და 16 ყალიბისა. კოზლოვისა და პარამონოვის კონსტრუქციის ძველი მოდელი. სერიულად გამოდიოდა 1963-1966 წლებში.

სახსნელი ლულებით 700-730მმ; ლულების შევიწროება სტანდარტული(0,5 და 1,0). სიბურჯღლე არანაკლებ 55 და 70% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულებისა. მასში გამოიყენება მუყაოსა( პლასტმასისაც) და ლითონის ვაზნები. ლულების ჩეაკეტვა სამმაგი_ ლულების ქვემოთ კაუჭებზე და გრინერის ჭანჭიკით კალაპოტის (სახაზინო) ზედა მხარეს. ლულა და სავაზნე(სიგრძე 70მმ) ქრომირებულია.

 

619cd6e3a15b.jpg

 

კონსტრუქციის თავისებურებაა გვერდითი სახსნელი ,,ლოყები" რომლებიც კონდახის გაგრძელებას წარმოადგენენ(აღნიშნული ლოყები ხის ან პლასტმასის გახლავთ). კონსტრუქციული ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ლოყების მოხსნით(დამაგრებულია გამჭოლი ჭანჭიკით), შესაძლებელია მექანიზმის დათვალიერება და გასუფთავება.

თუმცა პრაქტიკაში ამ კონსტრუქციამ ვერ გაამართლა, რადგან დროთა განმავლობაში ისინი სუსტდებოდნენ, დამაგრება არამყარი ხედებოდა და არც თუ იშვიათად ჭრილებიდან მექანიზმში წყალი და ჭუჭყი აღწევდა.

 

 

 

 

ТОЗ-66-ორლულიანი გარეჩახმახებიანი გლუვლულიანი სანადირო თოფი.

 

df214ec85823.jpg

 

ТОЗ-66 გამოდიოდა 1968-1974 წლებში.აქვს გაძლიერებული კალაპოტი, ქრომირებული ლულები სიგრძით 700 -720 მმ. სტანდარტული ჩოკური შევიწროებით.(მარჯვენა ნახევარჩოკი-მარცხენა ჩოკი)ლულის არხების დიამეტრია 18,5-18,6 მმ, რაც მუყაოს და ლითონის ვაზნების წარმატებულ მოხმარებას უწყობს ხელს. ლულების სიმყარე უზრუნველყოფს როგორც ბოლიანი ასევე უბოლო დენთის მოხმარებას.კონდახი პისტოლეტური ფორმისაა და ძირითადად მზადდებოდა არყის ხიდან. წონა 3კგ და 200გრ.

სიბურჯღლე მარჯვენა ლულისათვის 50%, მარცხენასთთვის 60%.

 

 

 

 

 

 

ТОЗ-54_ორლულიანი გარეჩახმახიანი გლუვლულიანი სანადირო თოფი.

 

 

5ef570980045.jpg

 

 

ეს მოდელი მოდიფიკაციაა, მან შეცვალა ძველი მოდელები 1974 წელს. ძირითადად იწარმოებოდა საცალო ვარიანტები 12 კალიბრის. წონა არაუმეტეს 3,200გ. ლულის სიგრძე 720 მმ. ლულების შევიწროვება სტანდარტული მარჯვენა 0,5(ნახევარ ჩოკი) და მარცხენა 1,0(ჩოკი). მოდიფიცირებასთან ერთად შეიცვალა ფორმებიც, მაგრამ დიდი გავლენა მის სილამაზეზე ამას არ მოუხდენია. სერიული წარმოება შეწყდა 1975 წელს.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

მე მქონდა ეგ იარაღი,საკმაოდ კარგი ჭრა და მიტანა აქვს,შეიძლება ითქვას რო რუსულ გარე ჩახმახიანებში ბადალი არ ყავს. მინუსებს რაც შეეხება კარგად ივარჯიშე ძამა რო სიმძიმეების ტარებას მიეჩვიო :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

რაც შეეხება ჭრას მართლაც არაუშავს,სამაგიეროდ აქვს რაღაც უშნო,კუთხოვანი ფორმები,ბრტყელი და დიდი ცივიო,უშნო ჩახმახები,ამის გამო ვერ დაიმსახურა მონადირეთა სიყვარული და მალევე მოიხსნა წარმოებიდან!!

Link to post
Share on other sites

მე მქონდა ეგ იარაღი,საკმაოდ კარგი ჭრა და მიტანა აქვს,შეიძლება ითქვას რო რუსულ გარე ჩახმახიანებში ბადალი არ ყავს. მინუსებს რაც შეეხება კარგად ივარჯიშე ძამა რო სიმძიმეების ტარებას მიეჩვიო :haha: :haha:

 

გეთანხმები გივი, კარგად უნდა ივარჯიშოს არა მარტო სიმძიმის ტარებაში, არამედ ჩახმახის შეყენებაშიც, რადგან საშინლად მაგარი ზამბარები აქვს. ამ თოფის ჩახმახების შეყენება განსაკუთრებით პრობლემატურია ზამთარში გათოშილი თითებით.

Link to post
Share on other sites

გეთანხმები გივი, კარგად უნდა ივარჯიშოს არა მარტო სიმძიმის ტარებაში, არამედ ჩახმახის შეყენებაშიც, რადგან საშინლად მაგარი ზამბარები აქვს. ამ თოფის ჩახმახების შეყენება განსაკუთრებით პრობლემატურია ზამთარში გათოშილი თითებით.

კარგი ხართ ბიჭებო, ნამდვილად ეგრეა ყველაფერი, ეგ უბრალოდ მეორე თოფად მაქვს შეძენილი...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...