Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ორლულიანი ТОЗ-25 ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი ჰორიზონტალური ლულებით 12 და 16 ყალიბისა. კოზლოვისა და პარამონოვის კონსტრუქციის ძველი მოდელი. სერიულად გამოდიოდა 1963-1966 წლებში. სახსნელი ლულებით 700-730მმ; ლულების შევიწროება სტანდარტული(0,5 და 1,0). სიბურჯღლე არანაკლებ 55 და 70% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულებისა. მასში გამოიყენება მუყაოსა( პლასტმასისაც) და ლითონის ვაზნები. ლულების ჩეაკეტვა სამმაგი_ ლულების ქვემოთ კაუჭებზე და გრინერის ჭანჭიკით კალაპოტის (სახაზინო) ზედა მხარეს. ლულა და სავაზნე(სიგრძე 70მმ) ქრომირებულია. კონსტრუქციის თავისებურებაა გვერდითი სახსნელი ,,ლოყები" რომლებიც კონდახის გაგრძელებას წარმოადგენენ(აღნიშნული ლოყები ხის ან პლასტმასის გახლავთ). კონსტრუქციული ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ლოყების მოხსნით(დამაგრებულია გამჭოლი ჭანჭიკით), შესაძლებელია მექანიზმის დათვალიერება და გასუფთავება. თუმცა პრაქტიკაში ამ კონსტრუქციამ ვერ გაამართლა, რადგან დროთა განმავლობაში ისინი სუსტდებოდნენ, დამაგრება არამყარი ხედებოდა და არც თუ იშვიათად ჭრილებიდან მექანიზმში წყალი და ჭუჭყი აღწევდა. ТОЗ-66-ორლულიანი გარეჩახმახებიანი გლუვლულიანი სანადირო თოფი. ТОЗ-66 გამოდიოდა 1968-1974 წლებში.აქვს გაძლიერებული კალაპოტი, ქრომირებული ლულები სიგრძით 700 -720 მმ. სტანდარტული ჩოკური შევიწროებით.(მარჯვენა ნახევარჩოკი-მარცხენა ჩოკი)ლულის არხების დიამეტრია 18,5-18,6 მმ, რაც მუყაოს და ლითონის ვაზნების წარმატებულ მოხმარებას უწყობს ხელს. ლულების სიმყარე უზრუნველყოფს როგორც ბოლიანი ასევე უბოლო დენთის მოხმარებას.კონდახი პისტოლეტური ფორმისაა და ძირითადად მზადდებოდა არყის ხიდან. წონა 3კგ და 200გრ. სიბურჯღლე მარჯვენა ლულისათვის 50%, მარცხენასთთვის 60%. ТОЗ-54_ორლულიანი გარეჩახმახიანი გლუვლულიანი სანადირო თოფი. ეს მოდელი მოდიფიკაციაა, მან შეცვალა ძველი მოდელები 1974 წელს. ძირითადად იწარმოებოდა საცალო ვარიანტები 12 კალიბრის. წონა არაუმეტეს 3,200გ. ლულის სიგრძე 720 მმ. ლულების შევიწროვება სტანდარტული მარჯვენა 0,5(ნახევარ ჩოკი) და მარცხენა 1,0(ჩოკი). მოდიფიცირებასთან ერთად შეიცვალა ფორმებიც, მაგრამ დიდი გავლენა მის სილამაზეზე ამას არ მოუხდენია. სერიული წარმოება შეწყდა 1975 წელს. ციტირება Link to post Share on other sites
geo.geoo 0 Posted August 10, 2016 Report Share Posted August 10, 2016 მინუსები და პლიუსები მაინტერესებს ვისაც აქვს ან ქონია ტოზ 54 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 11, 2016 Report Share Posted August 11, 2016 მე მქონდა ეგ იარაღი,საკმაოდ კარგი ჭრა და მიტანა აქვს,შეიძლება ითქვას რო რუსულ გარე ჩახმახიანებში ბადალი არ ყავს. მინუსებს რაც შეეხება კარგად ივარჯიშე ძამა რო სიმძიმეების ტარებას მიეჩვიო :haha: ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 11, 2016 Report Share Posted August 11, 2016 რაც შეეხება ჭრას მართლაც არაუშავს,სამაგიეროდ აქვს რაღაც უშნო,კუთხოვანი ფორმები,ბრტყელი და დიდი ცივიო,უშნო ჩახმახები,ამის გამო ვერ დაიმსახურა მონადირეთა სიყვარული და მალევე მოიხსნა წარმოებიდან!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 12, 2016 Author Report Share Posted August 12, 2016 მე მქონდა ეგ იარაღი,საკმაოდ კარგი ჭრა და მიტანა აქვს,შეიძლება ითქვას რო რუსულ გარე ჩახმახიანებში ბადალი არ ყავს. მინუსებს რაც შეეხება კარგად ივარჯიშე ძამა რო სიმძიმეების ტარებას მიეჩვიო :haha: გეთანხმები გივი, კარგად უნდა ივარჯიშოს არა მარტო სიმძიმის ტარებაში, არამედ ჩახმახის შეყენებაშიც, რადგან საშინლად მაგარი ზამბარები აქვს. ამ თოფის ჩახმახების შეყენება განსაკუთრებით პრობლემატურია ზამთარში გათოშილი თითებით. ციტირება Link to post Share on other sites
geo.geoo 0 Posted August 16, 2016 Report Share Posted August 16, 2016 გეთანხმები გივი, კარგად უნდა ივარჯიშოს არა მარტო სიმძიმის ტარებაში, არამედ ჩახმახის შეყენებაშიც, რადგან საშინლად მაგარი ზამბარები აქვს. ამ თოფის ჩახმახების შეყენება განსაკუთრებით პრობლემატურია ზამთარში გათოშილი თითებით. კარგი ხართ ბიჭებო, ნამდვილად ეგრეა ყველაფერი, ეგ უბრალოდ მეორე თოფად მაქვს შეძენილი... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.