Jump to content
Club-Monadire.Ge

иж-59 спутник; იჟ-59; IJ-59


Recommended Posts

иж-59 спутник

 

 

6dadaa1fcb3b.jpg

 

 

ИЖ-59 ,, спутник”

ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი 12 ყალიბისა(კლიმოვის კონსტრუქცია). ძველი მოდელია. სერიულად გამოდიოდა 1960-1964 წლებში. განკუთვნილი იყო ძირითადად სამოყვარულო ნადირობისათვის, აგრეთვე სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე.

ლულის სიგრძე 750მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ(ორთავე ქრომირებული). ლულები ერთმანეთთან არაა შედუღებული. ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 18,5მმ, სავაზნისა კი 20,6მმ. შევიწროებები სტანდარტული. სიბურჯღლე შეადგენს ქვედა ლულისათვის არანალკებ 50%-ს, ზედასთვის კი 60%.

შესაძლებელია ბოლიანი და უბოლო დენთის გამოყენება როგორც მუყაოს ისე მეტალის ვაზნაში. წონა შეადგენს 3,3-დან 3,5-მდე კილოგრამს.

ექსპლოატაციაში გამოამჟღავნა შემდეგი სახის ნაკლი: ცუდი ბალანსი(გრძელი ლულების გამო) და სროლისას ე.წ. ჯვარედინი მიტანა ანუ ზედა ლულას მიაქვს ცოტა ქვემოთ და ქვედა ლულას ცოტა ზემოთ. ამ მიზეზთა გამო ,, спутник” ბაზაზე დამზადებულ ИЖ-12-ში ლულები(ზედა და ქვედა) შეადუღეს.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

ერთი მე ვარ ალიენი და მეორე ეს კლიმოვის კონსტრუქცია :) ესეც ისევეა მოპარული და მითვისებული, როგორც სხვა ბევრი რამ რუსეთის მიერ, თუ სწორად მახსოვს ბრაუნინგის ,,ასკოლკაა,,. მე მაქვს ეს თოფი და ზღაპრულად ვხმარობუკვე 30 წელიწადია(მიჩვევის ამბავიც არის ალბათ), არავითარი ჯვარედინი მიტანა არ დამიფიქსირებია,რაც შეეხება ამ თოფის ბალანსს, არის ა სიმართვლის მარცვალი, მაგრამ ადვილად მოგვარებადი - კონდახზე სავაზნე, მუდმივად 4 ვაზნა მიდევს და სულ ეგ არის.:) . თუმცა ეს თოფი თუ არ იხმარე , მხოლოდ ეგ ინფორმაცია დევს რუსულ ბაზაზე (ფორუმების გარდა რაღა თქმა უნდა).

რაც შეეხება ექსტერიერს, პირადად მე არ მეგულება ამაზე ლამაზი რუსული თოფი (იმიტომ არა რომ მე მაქვს :)

Edited by bagman
Link to post
Share on other sites

არავითარი ჯვარედინი მიტანა არ დამიფიქსირებია

 

 

ერთიანი ტყვია თუ გაგისვრია შენი თოფიდან?

Link to post
Share on other sites

მე ფრინველზე ვნადირობ, მარა მანამდე პაპაჩემი ნადირობდა მაგ თოფით ნადირზე საქართველო-აზერბაიჯანში. უახლოეს მომავალში ვცდი ...კოლიმატორით :)

Link to post
Share on other sites

მე ფრინველზე ვნადირობ, მარა მანამდე პაპაჩემი ნადირობდა მაგ თოფით ნადირზე საქართველო-აზერბაიჯანში. უახლოეს მომავალში ვცდი ...კოლიმატორით :)

 

 

რადგან თემამ მოიტანა, ცოტათი გავშალოთ ეგ საკითხი:

 

თავიდანვე უნდა დავსძინოთ, რომ ქვემოთ მოტანილი დებულება ეფუძნება საქმეში ჩახედული ხალხის მოსაზრებას...

 

როგორც მოგეხსენებათ სპუტნიკს არ გააჩნია შემაერთებელი თამასები, ამიტომ გასროლის მომენტში ლულის რეზონანსული რხევა უფრო მეტია ვიდრე შემაერთებელი თამასით აღჭურვილი თოფისა(მაგალითად იჟ-12).

საზოგადოდ ლულების ბლოკად შეკვრის დროს მათ ისე აფიქსირებენ, რომ წარმოსახვითი ღერძები(ზე და და ქვედა ლულებისა) ერთმანეთს კვეთდეს ლულის ტუჩიდან 35 მეტრში.

გასროლისას წარმოშობილი მომეტებული რხევა ჭურვს უბიძგებს მეტად გადაიხაროს ზედა წარმოსახვითი ღერძიდან ქვემოთ, ხოლო ქვედა ლულის შემთხვევაში კი ზემოთ. აღნიშნული ნაკლი თითქმის შეუმჩნეველია საფანტის გასროლისას, მაგრამ საკმაოდ თვალნათელია ერთიანი ტყვიის გამოყენებისას.

 

"სპუტნიკს" აქვს ერთი უპირატესობა შემაერთებელი თამასით აღჭურვილი სხვა საბჭოთა ვერტიკალების მიმართ და ეს გახლავთ შემდეგში:

 

როგორც მოგეხსენებათ ვერტიკალური ლულების ბლოკს მიჩრჩილვა მთელ სიგრძეზე უწევს სამჯერ: 1) მარჯვენა შემაერთებელი თამასის დამაგრებისას 2) მარცხენა შემაერთებელი თამასის დამაგრებისას და 3)სამიზნე თამასის დამაგრებისას.

თუ ლულის მასალა შესაბამისი ხარისხის არაა ან(და) ოსტატიც ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მიჩრჩილვა-გახურებისას ლულა "გაიქცევა" და ასეთ შემთხვევებში გამოდის წუნიანი, გურულად რომ ვთქვათ "დაფრანგულ" ლულებიანი ნაკეთობა. აღნიშნული არც თუ იშვიათია საბჭოთა წარმოების თოფებში და საკმაოდ ხშირია ტანამედროვე რუსულ ნაკეთობებში.

 

სპუტნიკის ლულას(ისიც მხოლოდ ზედას) გახურება უწევს მხოლოდ ერთჯერ_ სამიზნე თამასის დამაგრებისას, ამიტომ 3-ჯერ ნაკლებია შანსი იმისა, რომ ლულები "გაქცეული" იყოს...

 

 

ახლა გაიხსენეთ თუ გაგიგიათ, რომ სპუტნიკზე ეთქვას ვინმეს "კრივოი" ლულები აქვსო... ხოლო იჟ-12-ზე, იჟ-27-ზე და ჰორიზონტალურებზე ხომ არც თუ იშვიათად საუბრობენ ამ პრობლემის თაობაზე :dato:

Link to post
Share on other sites

ბევრი რამე მაქვს მაგ თემაზე წაკითხული მე რუსულ ფორუმებზე :) ისიც , რომ 100 მეტრში ბატებს ხოცავენ (ცოტას რუსებიც გააზვიადებდნენ ალბათ) და თუ ეს რეალურია საფანტსაც მისცემს სხვაობას ამ მანძილზე. მე, პირადად მაგ მანძილზე აზრადაც არ გავივლებ სროლას ცოცხალ ორგანიზმზე. ვცდი აუცილებლად ჟაკანს 50 და 80 მეტრ მანძილზე და მოგახსენებთ შედეგს :) ერთადერთი რაც ნერვს მიშლის საფანტზე, მწყერის შორს გაშვება მიწევს თუ ჩემი დატენილი გილზები არა მაქვს. უახლოეს მომავალში, თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდება გავალთ: მე ,ჩემი თოფი და 1-2 ,,ალექსანდროვის,,ფურცელი და როგორც ზემოთ აღვნიშნე შედეგებს მოგახსენებთ :to_keep:

Link to post
Share on other sites

ბევრი რამე მაქვს მაგ თემაზე წაკითხული მე რუსულ ფორუმებზე :) ისიც , რომ 100 მეტრში ბატებს ხოცავენ (ცოტას რუსებიც გააზვიადებდნენ ალბათ)

:d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

единственный минус это при интенсивной стрельбе ружье крестить начинает,а так никогда не подводила. с 80-100 метров патрон СКМ индустрия 000,серого гуся тряпкой валит. есть доказательства,выложу видео скоро.

youtube ზე მინახავს ეს კომენტარი

ვიდეოსაც გვპირდება დასამტკიცებლად მარა ვეძებ ამაოდ :Laie_99:
Link to post
Share on other sites

რასაც რუსი "ასაღებს", ეგ ვიტვორტის ფოლადსა და პერდეს ნაკეთობას არ ძალუძს...

 

 

ვიდაოთ თუ გნებავთ ერთ კვირას... :91:

Link to post
Share on other sites

ისე მაგ თოფებს საკმაოდ გრძელი ლულები 750მმ და ჩოკები 0,5;1,0;ზოგჯერ 1,2 აქვთ,მაგ ლულიდან ნასროლი მსხვილი 000 საფანტი 80-100 მეტრზე კი ინარჩუნებს ბატის მოსაკლავ ან დასაჭრელ ძალას,ნუ თუ მოხვდა რა თქმა უნდა,მაგრამ ეს შემთხვევის ამბავია და არა რიგითი მოვლენა!!!

Link to post
Share on other sites

ისე მაგ თოფებს საკმაოდ გრძელი ლულები 750მმ და ჩოკები 0,5;1,0;ზოგჯერ 1,2 აქვთ,მაგ ლულიდან ნასროლი მსხვილი 000 საფანტი 80-100 მეტრზე კი ინარჩუნებს ბატის მოსაკლავ ან დასაჭრელ ძალას,ნუ თუ მოხვდა რა თქმა უნდა,მაგრამ ეს შემთხვევის ამბავია და არა რიგითი მოვლენა!!!

 

 

ეს ხდება 1000 შემთხვევიდან ერთჯერ. :alfons: ამ ფორუმზე 1000-ჯერ ბატზე ნასროლი შეიძლება მარტო ვახო(ბრაუნინგს) ჰქონდეს :haha:

 

ვახო ძამა, 100 მეტრში ბატი ჩამოგიგდია?

Link to post
Share on other sites

ეს ხდება 1000 შემთხვევიდან ერთჯერ. :alfons: ამ ფორუმზე 1000-ჯერ ბატზე ნასროლი შეიძლება მარტო ვახო(ბრაუნინგს) ჰქონდეს :haha:

 

ვახო ძამა, 100 მეტრში ბატი ჩამოგიგდია?

რა 1000 ჯერ გელა.3 ჯერ მაქვს ცხოვრებასში ნასროლი.2 ჯერ შენ რომ გაქვს ჩემეული მაგითი და ერთხელ მც-თი.

ხუთიანს ძლივს დავატანინე,კარტეჩს ვესროდი.სხვა ნომერი ვერ გავაკარე მაქსიმუმ 45-50 მეტრში.

მე ასე შემემთხვა.

ხოლო ორიანიდან 0000 მაგმუმმა მიადუღა ადგილზე დაახლოებით იგივე მანძილზე მაქს 55-60 მეტრში

Link to post
Share on other sites

ისე მაგ თოფებს საკმაოდ გრძელი ლულები 750მმ და ჩოკები 0,5;1,0;ზოგჯერ 1,2 აქვთ,მაგ ლულიდან ნასროლი მსხვილი 000 საფანტი 80-100 მეტრზე კი ინარჩუნებს ბატის მოსაკლავ ან დასაჭრელ ძალას,ნუ თუ მოხვდა რა თქმა უნდა,მაგრამ ეს შემთხვევის ამბავია და არა რიგითი მოვლენა!!!

რა თქმა უნდა შემთხვევის ამბავია, უბრალოდ მე მახსოვდა რომ, ვიღაც წერდა ამ 100 მეტრის შესახებ, თორემ ვიმეორებ, პირადად მე აზრად არ გავივლებ მაგ მანძილზე სროლას, მითუმეტეს ბატზე :)

Link to post
Share on other sites

ისე მონადირეებისგან ყველაფერს გაიგონებ კაცი,გელამ იცის ეგ ამბავი,ერთი ახლობელი მყავს,იმ სიმაღლეზე მოკლა იხვი, სანამ მიწაზე დაეცემოდა ორი ღერი სიგარეტი მოწია!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

:yes:

ისე მონადირეებისგან ყველაფერს გაიგონებ კაცი,გელამ იცის ეგ ამბავი,ერთი ახლობელი მყავს,იმ სიმაღლეზე მოკლა იხვი, სანამ მიწაზე დაეცემოდა ორი ღერი სიგარეტი მოწია!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

გელა, აქ 20-30 მეტრში ესვრი რადგან ფოლადის საფანტს ხმარობ. ისე თითო ნადირობაზე სადღაც 25 ვაზნას ისვრი საშუალოდ და ქე მექნება 500 ვაზნა მაინც ნასროლი.

 

 

ეს ხდება 1000 შემთხვევიდან ერთჯერ. :alfons: ამ ფორუმზე 1000-ჯერ ბატზე ნასროლი შეიძლება მარტო ვახო(ბრაუნინგს) ჰქონდეს :haha:

 

ვახო ძამა, 100 მეტრში ბატი ჩამოგიგდია?

Link to post
Share on other sites

გელა, აქ 20-30 მეტრში ესვრი რადგან ფოლადის საფანტს ხმარობ. ისე თითო ნადირობაზე სადღაც 25 ვაზნას ისვრი საშუალოდ და ქე მექნება 500 ვაზნა მაინც ნასროლი.

კეთილი შურით მშურს ბრატუხა... :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...