Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ტოზ–119 ტოზ-119 არის ერთლულიანი იარაღი გარე ჩახმახზე. გამოდის 12, 16, 20, 28, 32 და 410 ყალიბებისა. ყალიბების ასეთი მრავალფეროვნების გამო გამოიყენება როგორც სანადიროდ ასევე სავარჯიშოდ(მ.შ. ქალებისა და ყმაწვილებისათვის) თოფს გააჩნია ხრახნილლულიანის მსგავსი სამიზნე, რომელიც აუმჯობესებს დამიზნებას ტყვიის სროლის შემთხვევაში. მისი სანადიროდ ტარება გაადვილებულია მცირე წონის გამო. წონა შეადგენს მხოლოდ 2,5 კგ-ს(12 ყალიბის შემთხვევაში). ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია. სასხლეტ-დამცემი მექანიზმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას(გამორიცხულია უნებლიე გასროლა ლულის არასრული დაკეტვის შემთხვევაში). გადასახსნელი კლიტე განლაგებულია სასხლეტების დამცავი ფარის უკან. სასხლეტის დაშვების ზღვრები შეადგენს 1,5-დან 2,5 კგ-მდე. 12 ყალიბის ლულის სიგრძეა 711მმ, ხოლო სავაზნისა კი 70მმ. კონდახი და ტიბჟირი მზადდება წიფლის ან არყის ხისაგან. თუმცა შემკვეთის სურვილისამებრ შეიძლება დამზადდეს კაკლისაც. კონდახს გააჩნია რეზინის ამორტიზატორი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.