Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 иж-39 иж-39 არის უნივერსალური თოფი(ლულების ვერტიკალური განლაგებით) სპორტული სროლოსა და ნადირობისათვის. დაპროექტებულია კლიმოვის მიერ. მზადდება როგორც მრგვალი ასევე ტრანშეული სტენდისათვის 1979 წლიდან. თოფის ძირითადი მექანიზმები иж-27м-ის ანალოგიურია. საბაზო მოდელისაგან განსხვავდება გაძლიერებული საკეტით, რაც მის საიმედოობას ზრდის. მოდელს გააჩნია ერთსასხლეტიანი მექანიზმი, სროლის რიგითობის გადამრთველით( иж-27м-1с-ის ანალოგი). ლულის სიგრძეა 675მმ მრგვალი სტენდისათვის და 750მმ ტრანშეული სტენდისათვის; სავაზნის სიგრძე 70მმ, დიამეტრი 18,4მმ; კონდახის(უმეტესად მონტეკარლოს ტიპის) მასალა მაღალი ხარისხის კაკალი. ამ მოდელის ეჟექტორიანი ვარიანტია ИЖ 39Е. სპორტული იარაღი МР-233 ეს იგივე ИЖ 39Е-ია, რომელსაც გააჩნია 1)ლულის ბოლოებში გაზოდინამიური კომპენსატორები(იგივე რაც ИЖ 27 sportig-ს) ანუ ნახვრეტები და 2) სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, რომელსაც საბრძოლო ზამბარა აქვს სპირალისებური. გამოდის МР-233 B ტიპის სასხლეტ-დამცემი მექანიზმით. მას გააჩნია 2 სასხლეტი კავი, თითოეული მათგანი უნივერსალურია ანუ შეუძლია იმუშავოს ორთავე ლულაზე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.