Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • 5 months later...

ჭანარი ( Luciobarbus capito ) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. აქვს ორი წყვილი ულვაში, თავის ქვემო მხარეზე — ნახევარმთვარისებრი პირი. სხეულის გვერდებზე გასდევს ყვითელი ზოლი. არსებობს ჭანარის ორი ფორმა: გამსვლელი და ადგილობრივი. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანართა უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 20 კგ-ს.

ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა.

ჭანარი კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე სამხრეთ და დასავლეთ მდინარეების აუზებშია გავრცელებული. ძირითადად ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე. ცალკეული წყაროების მონაცემებით ჭანარი ჩრდილო ესპანეთშიც გვხვდება, თუმცა ტაქსონონიური სისტემის სინქრონიზაციაში ხარვეზების გამო, ეს მონაცემები ბოლომდე სარწმუნოდ ვერ ჩითვლება.

საქართველოში ჭანარი მდინარე მტკვარსა და ალაზანში, ასევე მათ ცალკეულ შენაკადებში ბინადრობს.

 

 

 

96262acf2e68.jpg

 

3024738a8d28.jpg

 

e69f1f4cf4a0.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

აგია "ცოცხალი"?! :)

 

არა რამაზ. აი აგია ცოცხალი, მურწა: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=58&st=0&gopid=20189entry20189

 

ეს ჭანარია, საქართველოში მობინადრე წვერას გვარის თევზების " გენერალი". :)

post-7-0-08524600-1341748770_thumb.jpg

post-7-0-72063700-1341748811_thumb.jpg

post-7-0-11157100-1341748842_thumb.jpg

post-7-0-17718700-1341748861_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

თან ბავშმა ცხოვრებაში პირველად დავიჭირეო და რამოდენაო.როგორ უხაროდა! :* აი ამას ართმევენ მომავალ თაობას ნაბიჭვარი ბრაკონიერები! :(

Link to post
Share on other sites

ჭანარი უმაგრესი და ულამაზესი თევზია,თუმცა გემოთი მურწასაც და წვერასაც ჩამოუვარდება.სამწუხაროდ ყველაზე დიდ ჭანარებს ბრაკონიერები იჭერენ როდესაც იგი საქვირითოდ მიეშურება მდინარის სათევეებისაკენ,გამოკვრით სამკავებზე.არის ინფოები რომ ამ მეთოდით 10-15 კილოიანებსაც იჭერენ(((((

Link to post
Share on other sites

ჭანარს გააჩნია გეოგრაფიული რასები ესპანეთში Barbus capito graellsi და Barbus capito haasi მდ.ებროში, ასევე Barbus capito bocagai ტბა ალბუფერა

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

აბა ნახეთ ამ ლინკზეც მგონი ჭანარია(მე-6 პოსტში)

 

მდინარე არაქსშია დაჭერილიო, წონით 13,850 kg.

 

http://rybolov.webtalk.ru/viewtopic.php?id=144

 

dca82a8eaf20.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

კი დავით,ჭანარია,თან რა ჭანარი !!!!!!!!! ისე ჭანარს 20 კილო შეუძლია გაიზარდოს.ნეტა საქართველოში დაჭერილი ჭანარის მაქსიმალური ზომა რაა ? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ჭანარია და ტან რა ჭანარი! აუუ მმენატრა რა თევზაობა.

 

ასე 25-30 წლის წინ ალაზანში იჭირებოდა 12-15 კგ ჭანრები!

 

ახლა 3 კგ დიდი მიღწევაა :karochera:

Link to post
Share on other sites

თან ბავშმა ცხოვრებაში პირველად დავიჭირეო და რამოდენაო.როგორ უხაროდა! :* აი ამას ართმევენ მომავალ თაობას ნაბიჭვარი ბრაკონიერები! :(

მართალი და კაი სიტყვებია, ისეთ გუნებზე დავდექი რომ მაგ დენისტებს ცოლი და დედა უნდა გავუუპატიურო

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ჭანარის წყალქვეშა კადრები არამგონია ბევრი არსებობდეს თუნდაც აკვარიუმში გადაღებული.

 

თან ამ ჭანარს საინტერესო ისტორია აქვს. რამოდენიმე წლის უკან სქელშუბლა და კობრი გაუშვიათ ბათუმის პარკის ე.წ. ნურის ტბაში(სავარაუდოდ კახეთიდან წამოყვანილი). ამის შემდეგ, მეთევზეებს შემთხვევით დაუჭერიათ ანკესზე პატარა წვერა. ეუცხოვათ თურმე წვერა, თან "ნურის"ტბაში დაჭერილი და გადაუციათ ბათუმის აკვარიუმისათვის. რამოდენიმე წელია რაც აკვარიუმში ცხოვრობს.

ისე, ჭანარი რომაა მე ვუთხარი, არ იცოდნენ და უბრალოდ წვერა ეწერა.

 

ვფიქრობ არ შემშლია და ნამდვილად ჭანარია. :)

 

 

ჭანარი(არამარტო) ბათუმის აკვარიუმში

 

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...
  • 3 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...