Gurulo 154 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 ИЖ-25 ესაა სპორტულ-საწვრთნელი თოფი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით. დამზადებულია ИЖ-12-ის ბაზაზე. მისი მოდიფიკაცია_ИЖ-25Т განკუთვნილია ტრანშეულ სტენდზე სასროლად და აქვს 750მმ-იანი ლულა ჩოკური(1,0) შევიწროებებით. ტრანშეული სტენდისათვის აგრეთვე გამოდიოდა ლულები გაძლიერებული ჩოკით 1,25. იარაღის წონაა 3,5-3,7კგ. მეორე მოდიფიკაცია ИЖ-25К განკუთვნილია მრგვალი სტენდისათვის. მას გააჩნია 650მმ სიგრძის ლულა ცილინდრული(0) შევიწროებით და ლულის ბოლოს აქვს გაფართოება,რაც უზრუნველყოფს საფანტის გაშლას მოკლე დისტანციებზე. ამ მოდიფიკაციის წონაა 3,3-3,6კგ. ეს იარაღი გამოდიოდა მხოლოდ 12 ყალიბისა. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გაკეთებულია დამოუკიდებელ საფუძველზე და გააჩნია ინტერსეპრორები, გააჩნია ერთი სასხლეტი და სელექტორული გადამრთველის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ლულიდან გასროლა ნებისმიერი თანმიმდევრობით. ამისათვის სასხლეტის წინ გაწევაა საკმარისი, ხოლო საწყის პოზიციაძე დასაბრუნებლად(თანმიმდევრობა:,,ქვედა”-,,ზედა”) საჭიროა გადასახსნელი ბერკეტის გაწევა მარჯვნივ. აქვს კაკლის კონდახი, პისტოლეტური ფორმისა(ამორტიზატორით). სამიზნე თამასა დანაყოფებიანია(ე.წ. ვენტილირებადი). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.