Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ИЖ-25

 

df8a6bc335d4.jpg

 

ესაა სპორტულ-საწვრთნელი თოფი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით. დამზადებულია ИЖ-12-ის ბაზაზე. მისი მოდიფიკაცია_ИЖ-25Т განკუთვნილია ტრანშეულ სტენდზე სასროლად და აქვს 750მმ-იანი ლულა ჩოკური(1,0) შევიწროებებით. ტრანშეული სტენდისათვის აგრეთვე გამოდიოდა ლულები გაძლიერებული ჩოკით 1,25. იარაღის წონაა 3,5-3,7კგ. მეორე მოდიფიკაცია ИЖ-25К განკუთვნილია მრგვალი სტენდისათვის. მას გააჩნია 650მმ სიგრძის ლულა ცილინდრული(0) შევიწროებით და ლულის ბოლოს აქვს გაფართოება,რაც უზრუნველყოფს საფანტის გაშლას მოკლე დისტანციებზე. ამ მოდიფიკაციის წონაა 3,3-3,6კგ.

ეს იარაღი გამოდიოდა მხოლოდ 12 ყალიბისა. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გაკეთებულია დამოუკიდებელ საფუძველზე და გააჩნია ინტერსეპრორები, გააჩნია ერთი სასხლეტი და სელექტორული გადამრთველის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ლულიდან გასროლა ნებისმიერი თანმიმდევრობით. ამისათვის სასხლეტის წინ გაწევაა საკმარისი, ხოლო საწყის პოზიციაძე დასაბრუნებლად(თანმიმდევრობა:,,ქვედა”-,,ზედა”) საჭიროა გადასახსნელი ბერკეტის გაწევა მარჯვნივ. აქვს კაკლის კონდახი, პისტოლეტური ფორმისა(ამორტიზატორით). სამიზნე თამასა დანაყოფებიანია(ე.წ. ვენტილირებადი).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...