Gurulo 154 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 тоз-84 ორლულიანი სანადირო თოფი тоз-84-11 ორი სასხლეტითა და უეჟექტოროდ тоз-84 არის 12 ყალიბის თოფი სტანდარტული 70მმ-იანი ვაზნებისათვის(тоз-84-10). განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის. ეს მოდელი შემუშავებულია тоз-34, тоз-55,,ზუბრის”, тоз-57т-1с და тоз-57к-1с-ების შემცვლელად( тоз-84-ის ბაზაზე გათვალისწინებულია საშუალო და მცირე ყალიბის თოფების გამოშვება). წარმოება გაშვებულია 1985 წლიდან. тоз-84-10. სახსნელი ლულებით, ქრომირებული. საბაზო მოდელს აქვს 12 ყალიბის ლულები სიგრძით 711მმ. ეჟექტორი სურვილისამებრ შეიძლება გაითიშოს და იმუშაოს როგორც ჩვეულებრივმა ექსტრაქტორმა. ლულების შევიწროება სტანდარტული. ლულებისა და კალაპოტის შეერთება ხდება ნახევარკაუჭებით, რომლებიც ჩაპრესილია კალაპოტში. სამიზნე თამასა დანაყოფებიანია. თოფის წონაა არაუმეტეს 3,2კგ. გაბარიტები: 1175/55/210. тоз-84-11 განსხვავდება საბაზო მოდელისაგან ეჟექტორის არქონითა, ორი სასხლეტითა და არაავტომატური მცველით. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.