Gurulo 154 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 тоз-39м ТОЗ-39 არის ორლულიანი სერეწაო თოფი შეწყვილებული ლულებით, რომელიც შემუშავებულია 60-იანი წლების პირველ ნახევარში კოროვიაკოვისა და ოჩნევის მიერ. 1988 წელს კოროვიაკოვმა წარმოადგინა მოდელი ТОЗ-39М(წარმოებაში არ ჩაშვებულა). კონსტრუქტორის ჩანაფიქრით მოდელი მოწოდებულია დააკმაყოფილოს მონადირეთა მოთხოვნები თოფის სარეწაო მნიშვნელობით გამოყენებასთან დაკავშირებით, ეფექტურობისა და მისი სხვადასხვაგვარი მოდიფიცირების კუთხით. მათ შორის ყალიბებისა და ლულების მრავალფეროვნებით. გამოირჩევა რიგი ტექნოლოგიური და კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებით_ უპირველეს ყოვლისა საბაზო კონსრტუქციის უნივერსალურობით, რომელიც წარმოადგენს საფუძველს გამოიშვას ნებისმიერი ყალიბის თოფი, 12-დან დაწყებული(მ.შ. ,,მაგნუმიც”) ყველაზე მცირეთი დამთავრებული. აგრეთვე კომბინირებული(გლუვი-ხრახნილი)5,6მმ-იანი და სამლულიანი ვარიანტიც კი. კონსტრუქცია იძლევა საშუალებას დამაგრებული იქნას ოპტიკური სამიზნე. 20, 28 და 32 ყალიბის ლულები დაპროექტებული იყო 660მმ სიგრძისა(მთლიანი წონა არაუმეტეს 2,7კგ), ხოლო 12 და 16 ყალიბისათვის ლულის სიგრძე იყო 711მმ, საერთო წონით 3კგ-მდე. ორიგინალურია საბრძოლო ზამბარებისა და ალმისებური მცველის კონსტრუქცია. თოფის მექანიზმი მაქსიმალურად გამარტივებულია და ითვლის დეტალების მინიმალურ რაოდენობას. გარეგნულად იარაღი რაციონალურობითა და სიმარტივით(ჩემი აზრით პრიმიტივიზმითაც) გამოირჩევა(თითქმის არა აქვს ორნამენტები). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.