Jump to content
Club-Monadire.Ge

тоз-39м ტოზ-39მ;TOZ-39M


Recommended Posts

тоз-39м

 

 

31daf3a34f59.jpg

 

 

ТОЗ-39 არის ორლულიანი სერეწაო თოფი შეწყვილებული ლულებით, რომელიც შემუშავებულია 60-იანი წლების პირველ ნახევარში კოროვიაკოვისა და ოჩნევის მიერ. 1988 წელს კოროვიაკოვმა წარმოადგინა მოდელი ТОЗ-39М(წარმოებაში არ ჩაშვებულა). კონსტრუქტორის ჩანაფიქრით მოდელი მოწოდებულია დააკმაყოფილოს მონადირეთა მოთხოვნები თოფის სარეწაო მნიშვნელობით გამოყენებასთან დაკავშირებით, ეფექტურობისა და მისი სხვადასხვაგვარი მოდიფიცირების კუთხით. მათ შორის ყალიბებისა და ლულების მრავალფეროვნებით. გამოირჩევა რიგი ტექნოლოგიური და კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებით_ უპირველეს ყოვლისა საბაზო კონსრტუქციის უნივერსალურობით, რომელიც წარმოადგენს საფუძველს გამოიშვას ნებისმიერი ყალიბის თოფი, 12-დან დაწყებული(მ.შ. ,,მაგნუმიც”) ყველაზე მცირეთი დამთავრებული. აგრეთვე კომბინირებული(გლუვი-ხრახნილი)5,6მმ-იანი და სამლულიანი ვარიანტიც კი. კონსტრუქცია იძლევა საშუალებას დამაგრებული იქნას ოპტიკური სამიზნე. 20, 28 და 32 ყალიბის ლულები დაპროექტებული იყო 660მმ სიგრძისა(მთლიანი წონა არაუმეტეს 2,7კგ), ხოლო 12 და 16 ყალიბისათვის ლულის სიგრძე იყო 711მმ, საერთო წონით 3კგ-მდე. ორიგინალურია საბრძოლო ზამბარებისა და ალმისებური მცველის კონსტრუქცია. თოფის მექანიზმი მაქსიმალურად გამარტივებულია და ითვლის დეტალების მინიმალურ რაოდენობას. გარეგნულად იარაღი რაციონალურობითა და სიმარტივით(ჩემი აზრით პრიმიტივიზმითაც) გამოირჩევა(თითქმის არა აქვს ორნამენტები).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...