Gurulo 154 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 (edited) ИЖ-41 ამ იარაღის კონსტრუქტორია ანატოლი მატვეები. ის იქმნებოდა, როგორც სასაჩუქრე ეგზემპლიარი და იწარმოებოდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 1982 წელს. მზადდებოდა შეკვეთებით (ფასი შეადგენდა მაშინდელ 1000-დან 2000-მდე მანეთს) ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულათა სიგრძე 725მმ. აღჭურვილია ეჟექტორით. წონა არა უმეტეს 3,4 კგ. გრავირება მაღალმხატვრული. კონდახი და ტიბჟირი მზადდებოდა მაღალი ხარისხის კაკლისაგან. თოფის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია ორი უნივერსალური დამოუკიდებელი სასხლეტი კავი, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მუშაობს ორთავე ლულაზე. წინა სასხლეტ კავზე პირველ დაწოლას მოქმედებაში მოჰყავს მარჯვენა ლულა, ხოლო მეორე დაწოლას კი მარცხენა. უკანა სასხლეტ კავზე პირველ დაწოლას მოქმედებაში მოჰყავს მარცხენა ლულა, ხოლო მეორე დაწოლას კი მარჯვენა. ეს სისტემა რუსულ თოფებში მხოლოდ ამ მოდელზე გვხვდება სხვაზე არა. ამ მოდელის რესურსი შეადგენდა 80-დან 90 ათასამდე გასროლას, რაც თავისთავად მეტყველებს მის მაღალ ხარისხზე. გამოშვებულია სულ 3000 ცალამდე ეგზემპლიარი და ამიტომ კოლექციონერთა ოცნებას წარმოადგენს. СТАТЬЯ СТАТЬЯ ПО ТЕМЕ Оружие мирного времени: история создания пистолета М Edited February 28, 2021 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.