davit 1 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 (edited) სეტერი გორდონი შოტლანდიური სეტერი წარმომავლობა. შოტლანდიური სეტერი ძველი ინგლისური შავ-ჩალისფერი ძაღლების საფუძველზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყვანეს. მის შექმნაში ძირითადი როლი გორდონთა ჰერცოგების თავშესაფარს ეკუთვნის. ჯიშწარმოქმნის პროცესში გამოიყენებოდა მეტიზაცია სხვა ჯიშების სეტერებთან, ასევე პოინტერებთან. ამასთან ერთად, სამუშაო თვისებებით განთქმულ შოტლანდიურ სეტერებს მრავალჯერადად იყენებდნენ სხვა სეტერების გასაუმჯობესებლად. თავიდან ბოლომდე აღნიშნული ჯიში 1860 წელს ჩამოყალიბდა. ჯიშის დახასიათება. შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. ინგლისური სეტერის მსგავსად, სეტტერ-გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, მისგან გამოირჩევა უფრო მასიური აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. სეტერ-გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. აღწერა. შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით. კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული. მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე. თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე, წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული, მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი, თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით. კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი. შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ. ყოლა და მოვლა. შოტლანდიური სეტერი საკმაოდ კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას. თუმცა, საჭიროებს სივრცეს განვითარებისათვის და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს. აუცილებელია მისი ბეწვის რეგულარული ვარცხნა. Edited January 23, 2012 by დათო სურათის არასწორი დადება ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ხალხო სადმე არ გეულებათ კარგი ლეკვები გორდონის? ან ახლა თუარაა როდის იქნება რო ვიცოდე? ბათუმში ყავთო მითხრეს 500დოლარს აფასებენ ლეკვებსო და სიმართლეა ამხელა თანხა უნდა მართლა? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 მეგობარო ჯერ არ არის მაგრამ იქნება,რიგში ხომ არ გინდა ჩადგომა???? ახლობელს ყავს და აპირებს დართვას,ისე საიდუმლოდ გეტყვი B) მეც ძუ გორდონი მყავს ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ვფიქრობ მაგრამ მესამე ძაღლი სად წავიყვანო ძალიან მიყვარს ეს ჯიში და მინდა ამ ზაფხულისთვის ავიყვანო მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია ისიც არ მინდა ყურადღება მიაკლდეს მერე და ეგეთ აყვანილ ძაღლს სულ არ გყავდეს კაცს ის ჯობია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ეს გორდონი ამ რეგიონში გადავირე რამდენიმე წლის წინ. ევროპიდან ყოფილა ჩამოყვანილი, სუფთაა მაგრამ პასპორტი არ აქვს, ისე ნადირობაში მხეციაო. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 გქონდეთ მხედველობაში!!!!!! როგორც მოგეხსენებათ მამა არჩილს უნდა ხვადი გორდინი. ლევანა იქნებ ერთი გამოვიდეს იქნებ ეს ხაზი მამა არჩილისთვის ა?აქ თუ რამე იქნა მე ავიყვან ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 კი ვიცი დავით თუ რამე გამოჩნდა ნორმალური რათქმა უნდა ისე გაკეთდება როგორც საჭიროა. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 მეგობარო ჯერ არ არის მაგრამ იქნება,რიგში ხომ არ გინდა ჩადგომა???? ახლობელს ყავს და აპირებს დართვას,ისე საიდუმლოდ გეტყვი B) მეც ძუ გორდონი მყავს რა ღირს ჯაბა გორდონის ლეკვები? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 მეგობარო ჯერ არ არის მაგრამ იქნება,რიგში ხომ არ გინდა ჩადგომა???? ახლობელს ყავს და აპირებს დართვას,ისე საიდუმლოდ გეტყვი B) მეც ძუ გორდონი მყავს მეც საიდუმლოდ ვამბობ შენ რომ კარგი ძუ პოინტერიც გყავს. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 მეც საიდუმლოდ ვამბობ შენ რომ კარგი ძუ პოინტერიც გყავს. ეე ავთო სადღაა მეგია,დამტოვა ლეკვის გარეშე მეც და შენც!ერთი თვის წინ მივაბარე მიწას! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 4, 2012 Report Share Posted May 4, 2012 http://huntdogs.ru/nurseries_details.php?bc_tovar_id=35 ეს შოტლანდიური სეტერების მოსკოვური ძაღლსაშენის ,,გორდონ ჰაუსის,, ვებ გვერდია,დაათვალიერეთ ,,გორდონისტებმა,,საინტერესოა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 4, 2012 Author Report Share Posted May 4, 2012 http://huntdogs.ru/nurseries_details.php?bc_tovar_id=35 ეს შოტლანდიური სეტერების მოსკოვური ძაღლსაშენის ,,გორდონ ჰაუსის,, ვებ გვერდია,დაათვალიერეთ ,,გორდონისტებმა,,საინტერესოა!!!!! მამუკა გულს გვიხეთქავ ხომ? ეს ნახე აბა.... ვინერვიულოდ ერთად http://huntdogs.ru/nurseries_details.php?bc_tovar_id=37 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 4, 2012 Report Share Posted May 4, 2012 მამუკა გულს გვიხეთქავ ხომ? ეს ნახე აბა.... ვინერვიულოდ ერთად http://huntdogs.ru/nurseries_details.php?bc_tovar_id=37 არ ვინერვიულებ დათუნია,მაგ ძაღლსაშენის სისხლი მყავს მე სახლში,მანდ პირველივე სურათზე როკიას ბაბუაა,აი ეს: http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=1232 ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 5, 2012 Author Report Share Posted May 5, 2012 არ ვინერვიულებ დათუნია შენ უნდა მამკლა მამუკაააა? მამუკა გაგიცვლი შენი ძაღლის ლეკვში ჩემ ბოვშს ჯოხი მოაქვს ამას უკვე ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 ოი დათია,შენ რა ხარ!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 16, 2012 Author Report Share Posted May 16, 2012 სიახლე გამოჩნდა მარკეტზე http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2608665 ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 15, 2012 Author Report Share Posted June 15, 2012 (edited) ნახეთ რა მაგარი გორდონი იყიდება? მამა არჩილს უნდა ასეთი 558512525 მფლობელი : zurikobatumi (ყველა განცხადება) წერილის მიწერა გორდონი სასწრაფოდ იყიდება . სუფთა სისხლისაა თვის და ათი დღის Edited April 4, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 4, 2012 Report Share Posted August 4, 2012 ბიჭებო გუშინ დამირეკეს და მითხრეს ქუთაისში ყოლიათ უცხო სისხლის შოტლანდიელის ხვადი,კერძოდ ზასტავაზე.ქუთათურები ეგებ მოიძიოთ რა ძმურად,საბუთები ნახოთ და ერთი ორი სურათი გადაუღოთ.ლულუ რომ ატყდება აწი მინდა დავრთო ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 4, 2012 Report Share Posted August 4, 2012 ბიჭებო გუშინ დამირეკეს და მითხრეს ქუთაისში ყოლიათ უცხო სისხლის შოტლანდიელის ხვადი,კერძოდ ზასტავაზე.ქუთათურები ეგებ მოიძიოთ რა ძმურად,საბუთები ნახოთ და ერთი ორი სურათი გადაუღოთ.ლულუ რომ ატყდება აწი მინდა დავრთო ვააა,ჯაბუნია,მაგარი იქნება,ახალ სისხლზე დართვა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 4, 2012 Report Share Posted August 4, 2012 იმედი მაქვს ვიპოვნით ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted August 4, 2012 Author Report Share Posted August 4, 2012 არის ზასტავაზე და თუ მოვხვდი იქ გადაუღებ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 ერთი იაღლიში ჩემი გორდონის ამბავში: დაჭრილს დავაყენეთ თავზეო ჩემმა ძმამ, უკეთა ნაბულები, სდია და ბოლოს გაექცაო. ჩემი სპანიელისგან ეს გამორიცხული იყო, თუნდაც კურცჰაარისგან. ნეტა ძაღლის გამოუცდელობის ბრალია, თუ მაღალი ყმოსვის გამო ადვილეად ეპარება დაჭრილი? სამაგიეროდ მინდორში შველივით დახტის თურმე და ჰაერში იყინება როგორც სუნს იკრავსო, ულამაზესი ნაბულით აუყვანიათ ხუთივე ნახული მწყერი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 გამოუცდელობა ვახო,პრაქტიკის უქონლობა,მეტი არაფერი!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 BROWNING ისე გორდონების მინუსი ხომ არაა ეგ? ჯაბასიც და ვისაც კი ვიცნობ და გორდონი ყავს ყველა მაგას უჩივის. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 BROWNING ამ სეზონის ბოლომდე გამოასწორებს ვახო მაგ ნაკლს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.