Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ხრამული (Varicorhinus capoeta)

 

საქართველოს წყლებში ჩვეულებრივი ხრამულის გარდა კდევ 3 ქვესახეობაა გავრცელებული

 

1. მტკვრის ხრამული (Varicorhinus capoeta capoeta)

ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოში

2. სევანის ხრამული (Varicorhinus capoeta sevangi)

მტკვრის ხრამულის ქვესახეობაა.აკლიმატიზირებულ იქნა სევანიდან საქართველოს ტბებსა და წყალსაცავებში

2. კოლხური ხრამული (Varicorhinus sieboldi)

ბინადრობს დასავლეთ საქართველოში

4. მცირეაზიური ხრამული (Varicorhinus tinca (Heckel)

ბინადრობს მდ. ჭოროხში და მის შენაკადებში: აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ხრამული როგორც ერთ-ერთი სწრაფადმრავლებადი თევზი ძალიან საინტერესოა საქართველოს მდინარეებში გამრავლების თვალსაზრისით

მოგახსენებთ მაგალითს...მდინარე ყვირილაში,ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთში დაახლოებით 10-12 წლის წინ ხრამული არ იყოსაერთოდ,პირადად მიკითხავს ასაკიანი მეთევზეებისთვის,არვიცი საიდან მოხდა იმ პერიოდში ხრამული ყვირილაში(ზოგი ამბობს გაუშვეს ლიფსიტი,ზოგი ვიღაცას ყავდა ტბაში და გაექცაო)მაგრამ ფაქტი არის რომ ამ უკანასკნელი წლების მანძილზე იგი ძალზედ სწრაფად გამრავლდა და შეიძლება ითქვას რომ სხვა ჯიშებს გაასწრო რაოდენობით,პირადად 1,5 კგ-ი მყავს დაჭერილი,მაგრამ 2 კგ-იც მინახავს რომ დაეჭირათ.(კიდევ მეტი იქნებოდა ჩვენს ბუნების მოყვარულებს )რომ არ გაეწყვიტად.

ამავდროულად ხრამული ძალიან საინტერესო თევზია თევზაობის თვალსაზრისით,იგი ძლიერი და მეომარი თევზია,უფრო ფსკრულით მოდის,მაგრამ ხშირად ტივტივაზეც კარგად დამიჭერია.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მადლობა ზური!

 

დაახლოებით 25 წლის წინ, სკოლის ასაკში ვიყავი, ნათესავებთან ერთად ვხელაობდით მდ.ჩოლააბურში, შამპანურის კომბინადიტის უკან. წყალში ჩაყრილი იყო დამტვრეული სინკარები და უამრავი თევზი გამოვიღეთ ხელით. მაშინ ვნახე პირველად თეევზი(საკმაოდ დიდი ეგზემპლარები) რომელსაც ბოლოწითელს ეძახდნენ. ასევე მაგ ადგილზე, პირველად ვნახე ზოლებიანი თევზი - ქორჭილა, ჩასადგმელ ბადეში მოყვა. ასევე უამრავი, სხვადასხვა ზომის ქაშაპი.

გასულ ზაფხულს მოვინახულე ეგ ადგილი... სტერილურია. თან იქვე მანგანუმის წიდას რეცხავენ და ქვემოთ ბოლომდე ჩოლაბურ-ძევრულა-ყვირილის შესართავამდე (ჩოლაბური და ძევრულა ერთად უერთდება ყვირილას) კუპრივით შავია.

Link to post
Share on other sites

ყვირილაზე ჯრუჭულის შესართავიდან იწყება კატასტროფული მდგომარეობა....

ბევრი მანგანუმის სამრეცხაო არის და ყველა არავითარი ფილტრაციის გარეშე ჩაედინება პირდაპირ მდინარეში...(ეს ალბათ სხვა თემაში უნდა დამეწერა)თევზაობა მხოლოდ საღამოს 6 საათის შემდეგ არის შესაძლებელი..ხრამულიც მაგ დროს უკეთესად მოდის.

Link to post
Share on other sites

DMORAL

ჩემ ბავშვობაში კიდე ხრამული (ბოლოწითელი) საერთოდ არ იყო ყვირილაში ჭიათურა-საჩხერეში.მახსოვს ბიძაჩემი ამბბობდა ხოლმე"ეს ბოლოწითელი რეიქნა ნეტაო ??".ჩემი კლასელი სერგო დარკვეთში კაშხალთან ცხოვრობდა და ყოველ დღე თევზაობდა,დაჭერილ თევზს ყიდდა.90-ან წლებში ხრამული ამ ზემოთ რომ გამოჩნდა სერგო მოსკოვში იყო,მე ხრამულზე რომ უთხარი და ვაჩვენე სურათი ასეთი თევზი საერთოდ არ მინახიაო მითხრა...

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

1453480_173900232816790_594893962_n.jpg

 

ეს ხრამულები არაგვზეა დაჭერილი , ამ ზაფხულს . პატარა ამბავსაც დაგიწერთ ამათზე თუ დაგაინტერესებთ :):hi: :hi:

Edited by datoxaran
Link to post
Share on other sites

datoxaran

 

შენ რა შუაში ხარ, ნელნელა დაამუღამებ აქ მიმართვის ფორმებს :)

 

აბა მოგვიყევი როგორ იჭერ ამ საინტერესო თევზს?

Link to post
Share on other sites

datoxaran

 

ლევანის დადებულ ვიდეოში არის, აგერ

 

უშნოდ არავისთვის არ მიკადრებია :hi:

 

კარგი , მე მეგონა მე მითხარი ;) ;) ;)

P.S 14 წლის ვარ და აპარატი თვალით არ მინახავს , და არც სურვილი მაქვს :iscavlet: :iscavlet: :iscavlet: :iscavlet: :iscavlet:

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

ესაა მირიან თავხელიძის მიერ გარდაბანში მტკვარზე ხავსზე დაჭერილი ხრამული.ნამდვილად რეკორდული ეკზემპლიარია !

 

63e08a956b8e.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...