Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ორლულიანი თოფი ИЖ-49

 

0a4543ae8ea2.jpg

 

ИЖ-49 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით ძირითადად 16, იშვიათად კი 12 და 20 ყალიბისა. ძველი მოდელია, რომელიც შექმნილია ,,ზაუერის” ბაზაზე. იწარმოებოდა 1950 წლიდან 1954 წლამდე სერიულ და ცალობით ეგზემპლარებად. თოფს გააჩნია საკმაოდ დიდი მასა და არადამაკმაყოფილებელი ბალანსი. ასე მაგალითად_ უდიდეს უმრავლესობას 16 ყალიბის თოფებისა გააჩნდათ წონა 3,25კგ(ზოგჯერ 3,5კგ), ხოლო 12 ყალიბის კი 3,5-3,75კგ, 20 ყალიბის 3-3,25კგ.

 

5c38ad12f2eb.jpg

 

ლულის სიგრძე 700-725მმ; ცალობითი შეკვეთებით, შემკვეთის სურვილისამებრ კეთდებოდა 750მმ-იანიც. ლულა დამზადებულია50À მარკის ფოლადისაგან მუყაოს ვაზნაზე, თუმცა შესაძლებელია ლითონის ვაზნების გამოყენებაც. სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულის არხების დიამეტრი 12 ყალიბისთვის შეადგენს 18,5მმ, 16-თვის_16,8, ხოლო 20-თვის 15,7მმ. ლულათა შევიწროება 12 ყალიბისათვის არის სტანდარტული(0,5, 1,0) 16 და 20 ყალიბებისათვის კი 0,45 და0,8მმ შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულისათვის. სიბურჯღლე: 50-55% მარჯვენა და 55-60% მარცხენა ლულისათვის.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...