Gurulo 154 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 ИЖБ-K ორლულიანი შიდაჩახმახიანი თოფი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. ეს თოფი მუყაოს ვაზნებისათვისაა განკუთვნილი. სავაზნის სიგრძე 70მმ(კონსტრუქტორი მოროზოვი). განკუთვნილია საფანტის, კარტეჟისა და ტყვიის სასროლად. ლულის სიგრძე 700 მმ_,, ცილინდრი-ჩოკი”. საკეტები გვერდით დაფებზე სახსნელი, ყველა ზამბარა სპირალური აქვს. ძალიან მყარი კალაპოტით, კონდახი პისტოლეტური ან ნახევრად პისტოლეტური ტიპის(კაკლის). გამოდიოდა 1934-1935 წლებში. კონსტრუქციის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ დამცემი მექანიზმის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება ჩამკეტი ბერკეტის გადაწევისას, რაც ითხოვდა მნიშვნელოვან ძალისხმევას, განსაკუთრებით დაჭუჭყიანების შემთხვევაში. ცილინდრის სიბურჯღლე 40%-ია, ხოლო ჩოკის- 60%. თოფის წარმოება დიდ ხანს არ გაგრძელებულა და აღიარეს არადამაკმაყოფილებლად. შეიცვალა ИЖ Б-36 მოდელით. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.