Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

............................................................

ოღონდაც შენ არაფერი მოკლა და არაფერს დაგაკლებთო.

..............................................................

 

მეც მასეთი სიტუაცია მაქვს ოჯახში :karochera: სანადიროდ რომ მივდივარ მეუღლე მეხვეწება, ისე ისროლე, რომ ააცილოო :vinsent:

კარგა ხანია სახლში ნანადირევი არ მომიტანია, ნაცნობ-მეგობრებს ვურიგებ, ანდა მანქანაში ვტოვებ და სახლში როცა არავინ არაა მაშინ შემომაქვს :(

Link to post
Share on other sites
  • Replies 216
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინ გაიხსნა ჩემთან ფრინველზე ნადირობის სეზონი. რა მომასვენებდა,  გამთენიისას წავედი. დაახლოებით 25-30კმ ვიარე, მწყერი ვერ ვნახე, გვრიტი და ქედანი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, სროლას აზრი არა

გუშინ დილით გავედი  შველზე. სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია. არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო. დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს.  

https://basecamp.kuiu.com/kuiunation/stuck-n-the-rut-2015-moose-hunt/167465982-170827587/

Posted Images

ეს არის ორეგონის ველური ბუნების და თევზების დეპარტამენტი. თუ გადახედავთ, უბრალოდ ზედმეტი კითხვა არ გიჩნდებათ, რადგან ყველაფერზეა აქ პასუხი გაცემული. ნადირობა, თევზაობა, ლიცენზიები, ნადირობის კურსები, უსაფრთხოება, მგლები და რა ვიცი უამრავი რამ. აი ეს არის სახელმწიფოს ნამუშევარი. ახლა მითხარით ჩვენი სახელმწიფოს ნამუშევარი და კი ბატონო, მერე ჰქონდეთ პრეტენზია მონადირეებისადმი. საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ უნდათ აიღონ, აქეთ გტენიან ნახალკას :alfons:

 

http://www.dfw.state.or.us/education/outdoor_skills/index.asp

 

ისე ელჩი, ბრაკონიერობა არც მანდ ყოფილა გამონაკლისი(როგორც ყველგან), სტატისტიკას გადავხედე და მადა ქე აქვენ ისე :alfons:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ.

 

მაგარ შარში ვარ ძმებო.

 

შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა.

 

იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო.

 

მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. :d030:

 

არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. :karochera:

Link to post
Share on other sites

ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ.

 

მაგარ შარში ვარ ძმებო.

 

შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა.

 

იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო.

 

მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. :d030:

 

არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. :karochera:

შეიპატიჟე გიო საყინულეში შეახედე და წავლენ მისით :d030:

Link to post
Share on other sites

ეეეჰ, თქვენ გეღიმებათ და მე კიდევ კრუნჩხვები დამმართეს ამათ.

 

ხომ არ მოვაშინაურო, იმაზე ვფიქრობ უკვე და მოზრდილი ფერმა გავაშენო?

 

დღეს გამთენიისას ოთხი იყო მოსული. :karochera:

 

იმ იაღოველებისა არ იყვეს, ასიანი კიდევ ვიღაცა მიჩალიჩებს და იმისი მოგზავნილებია ესენი. :d030:

Link to post
Share on other sites

მეც მასეთი სიტუაცია მაქვს ოჯახში :karochera: სანადიროდ რომ მივდივარ მეუღლე მეხვეწება, ისე ისროლე, რომ ააცილოო :vinsent:

კარგა ხანია სახლში ნანადირევი არ მომიტანია, ნაცნობ-მეგობრებს ვურიგებ, ანდა მანქანაში ვტოვებ და სახლში როცა არავინ არაა მაშინ შემომაქვს :(

 

ეს ახლა წავიკითხე.

მასე ვარ კობა მეც.

რაც მე დამიზნებული მაქვს და ვიცი რომ 99.99% დავტოვებ ადგილზე, ავუწევ ხოლმე ლულას და ყურებთან ვესვრი.

-წადი მომშორდი და უფრთხილდი ადამიანსთქო.

 

ცხოველზე ზედმეტია ლაპარაკი, იცი შენ ჩემი სიტუაცია, მარტო დავდივარ, მარტოს მიწევს ცხოველის დამუშავება და მანქანამდე გამოტანა.

ძნელია ძმაო ეგ ყველაფერი, მაგრამ საინტერესოა, თუ რამდენის გაქაჩვა შეგიძლია ადამიანს უფიქრდები მერე.

 

ვერც ფრინველებს ვერ იტანენ ჩემები. :e025:

მაგათი ბუნდღა არ დაგვანახო აქო. :d030:

"უჯიშოები" არიან რაა. :d030:

 

თევზებზე კიდევ არა მიშავს, მაგრამ მაგაზეც პრობლემები აქვთ.

ეგ რომ არ დაგეჭირა და სახლში არ მოგეტანა, გაგეშვა და გამრავლდებოდნენო.

ვაახ, გამრავლებულები არიან და იმიტომ მაქვს მაგათი დაჭერის უფლებათქო.

 

მიდი და უხსენი ეგეთებს?!

 

მე ვინ დამღლის, აქეთკენა მყავს მონელებულები, არავითარი სურვილი არა აქვთ მსგავს საკითხებზე მეკამათნონ, იციან რომ ტვინს ვატკენ სათითაოდ. :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

პირველ ოქტომბერს გაიხსნა შველის სეზონი, ერთ თვეზე მეტი მექნება, ხუთ ნოემბერს მორჩება.

მეუღლე მეუბნება, თვალები გაქვს ჩასისხლიანებული, აღგზნებული ხარ და ვერა გცნობო. მოდი და ელაპარაკე ესეთებს. :d030:

ჩამოვედი და იმდენი საქმე დამხვდა, მეტი რომ არ შეიძლება, უოლოსს ვურეკავ და ტელეფონს არ პასუხობს, სადღაც მაქვს მაგის მეორე ხაზი და იმასაც ვერ ვპოულობ. :karochera:

 

არ მინდა დაუკითხავად წასვლა, წერილობითი ნებართვა კი მაქვს მისგან, მაგრამ დაუკითხავად არ შევალ მის ტერიტორიაზე.

 

P.S.მოკლედ რომ ვთქვათ, გლახათა ვარ, ხელები მისველდება წარამარა. :e025:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

გუშინ გაიხსნა ჩემთან ფრინველზე ნადირობის სეზონი.

რა მომასვენებდა,  გამთენიისას წავედი.

დაახლოებით 25-30კმ ვიარე, მწყერი ვერ ვნახე, გვრიტი და ქედანი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, სროლას აზრი არა აქვს.

წამოსვლისას ორი მაინც გავისროლე,  დენთის სუნი მენატრებოდა.

Link to post
Share on other sites
On 27.07.2017 at 9:33 PM, გიორგი said:

ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ.

 

მაგარ შარში ვარ ძმებო.

 

შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა.

 

იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო.

 

მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. :d030:

 

არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. :karochera:

გაძლება მოგცეს ღმერთმა...

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 2 weeks later...

გუშინ დილით გავედი  შველზე.

სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია.

არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო.

დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს.

 

Link to post
Share on other sites

ლევანის გაუმარჯოს.

ახლა რეგულარულად ერთის, ისიც ხარი უნდა იყვეს.

ადრე ფურის აღებაც შეგეძლო, ისიც მხოლოდ ერთისა.

ხორცის ხარისხს თუ შევადარებთ, ფურისა უფრო გემრიელია, მაგრამ ხარი წონაში თითქმის ორჯერ დიდია.

თავიდან სიტყვა რეგულარული შემთხვევით არ დამიწერია, არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ არის დარეპორტებული დაშვებული რაოდენობა და შემდეგ ამატებენ ერთ კვირიანს.

მაგ ერთ კვირაშიც შეგიძლია ერთი კიდევ აიღო.

Link to post
Share on other sites
23 hours ago, გიორგი said:

გუშინ დილით გავედი  შველზე.

სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია.

არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო.

დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს.

 

გიორგი, გასვლა რომ გქონდათ მეგობართან ერთად, რა შედეგებით დაბრუნდი? 

"ძაღლისმაგვარი" არსება წამოყვანილი ყავდა?

Link to post
Share on other sites

შენ წარმოიდგინე და სამი ცალი ორაგული დავიჭირეთ, მაგრამ ორაგულის ისეთი სახეობა იყო სამივე, შენახვის უფლება არ გვქონდა, იძულებული ვიყავით სამივე გაგვეშვა. ადრე დაშვებული იყო. სურათებიც მიდევს თევზაობის თემაში. წელს აკრძალეს, პოპულაცია შემცირდაო.

ლაპარაკია COHO SALMON-ზე.

მაგრამ ეგ ძაღლი მაინც მაგარი თარსი ვიღაცაა.

რავარია, შეხორცებული გაქვს სპინინგი და ჩარტყმას ელოდები, ეს კიდევ წარამარა ხან ზურგზე დაგახტება, ხან ძუაში გაეხლართება და მერე "ვერთობი" რაა.

Link to post
Share on other sites
6 minutes ago, გიორგი said:

 

მაგრამ ეგ ძაღლი მაინც მაგარი თარსი ვიღაცაა.

რავარია, შეხორცებული გაქვს სპინინგი და ჩარტყმას ელოდები, ეს კიდევ წარამარა ხან ზურგზე დაგახტება, ხან ძუაში გაეხლართება და მერე "ვერთობი" რაა.

კაი ტიპი ყოფილა. .. თევზების მოსყიდულია ეტყობა.

კი "გაერთობოდი" მაგ ძაღლთან ერთად.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...