davit 1 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 ავთოს შეეძინა ვაჟკაცი! გურულო: ჩემს უსაყვარლეს ძმას ავთანდილს და ჩემს რძალს თიკოს ვულოცავ ვაჟიშვილის შეძენას. ჯანმრთელობა და ბედნიერება ულევი გქონოდეთ ჩემო მოყვრებო! ანიკას და სოფოს ძმის, ხოლო ქალბატონ თალიკოს კი კიდევ ერთი შვილიშვილის შეძენას ვულოცავ! გაიხარეთ და გამრავლდით დარახველიძეებო!!! დემეტრე დარახველიძე სანიმუშო ქართველი გაზრდილიყოს! ვუსურვებ მამამისზე მაგარი მონადირე და მეთევზე გამხდარიყოს. მეც თქვენთან ერთად ვზეიმობ ქვისლო. გაკოცე კისერში მილიონჯერ!!! BROWNING ავთო, მაგის სადღეგრძელოს შევსვამ დღესვე. მერე წაიტრაბახებს რომ დავიბადე კანადის ტაიგაშიც კი დაილია ჩემი სადღეგრძელოო ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს უფალმა. სახელიც გვითხარი ბარემ. qevxo ავთოს და მის მეუღლეს ვულოცავ ვაჟკაცის დაბადებას! ავთო სულ ასეთი გახარებული ყოფილიყავი, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ პატარა! ვიცი რომ დემეტრე ნამდვილი ქართველი და მაგარი ბუნების მოყვარული კაცი გაიზრდება ! levani სტაჟიანი მონადირე ჩემო ავთო ჩემო ძმაო, უფალმა ყველა დღე ასეთი სიხარულის და ბედნიერების მოგცეს როგორც დღეს გაქვს, შEნი ვაჟკაცის დაბადებას გაუმარჯოს!!!!!!!! Salamandra ვააააააააააა !!! დიდებული მოსალოცი საქმეა ავთო ბატონო !!!!! ღმერთმა სასახელო შვილი გაგიზარდოს !!!! გილოცავ გულითა და სულით !!!!! ავთო ახლა შემოვედი სახლში ძმებო, გეხუტეთ ყველას ვინც აქამდე მომილოცა და აწი მომილოცავს! ჭკუაზე აღარავარ ხალხო ისეთი ლამაზი დღე მქონდა დღეს ! ჯერ პირველი რომ კაცი გამიჩნდას მონადირე და მერე იმ სიხარულს ენით ვერ გადმოვცემ რაც თქვენმა ზარებმა და მოლოცვებმა მომანიჭა! ყველას ყველას ყველას გეხუტეეეეეეეეეეეეეეეეეეთ! ბიჭია ბიჭიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! დათო ახლა შემოვედი სახლში ძმებო, გეხუტეთ ყველას ვინც აქამდე მომილოცა და აწი მომილოცავს! ჭკუაზე აღარავარ ხალხო ისეთი ლამაზი დღე მქონდა დღეს ! ჯერ პირველი რომ კაცი გამიჩნდას მონადირე და მერე იმ სიხარულს ენით ვერ გადმოვცემ რაც თქვენმა ზარებმა და მოლოცვებმა მომანიჭა! ყველას ყველას ყველას გეხუტეეეეეეეეეეეეეეეეეეთ! ბიჭია ბიჭიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! გილოცააააააააააავთ ყველანი ავთია.....ღმერთმა გაგიზარდოს სასახელო ვაჟკაცი... ავთო გეხუტეთ ძმებო! ამ დილას თავი მაქვს ვაშლის იაშიკივით ,კინაღამ დავაობლე წუხელ ჩემი კაცი იმდენი ვილოთავეAთ საფიჩხიაზე ისეთი ზალპი მომასმენინეს ტელეფონში ჯავრით აღარავარ,მეშინია ბიჭებს ხომ არაფერი პრობლემა შეემთხვათ პატრულის გამო. ასეთი სროლას მთელ ქალაქში გაიგონებდნენ ალბათ მადლობას გიხდით კიდევ თქვენ გეხუტეთ! მონადირე.გე მაგარია! ვეხუტე ჯაბას და მირზა77 !მთელი დღე არ მომცილებიან გვერდიდან! მიყვარს მონადირეებიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ელიზბარი კიდევ და კიდევ ავთო გილოცავ სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს დათო ავთო გილოცავ, ღმერთმა კარგი ქართველი, ჯანმრთელი და ძლიერი ვაჟკაცი გაგიზარდოს!!!!! ავთია იმდენი იძახე ქვისლიო ეეე ხალხნო ავთოს დემეტრე იმ დღეს დაიბადა რა დღესაც ჩვენი გურული გელა ავთიას რომ შეეძინა ვაჟი გელა ორმაგათ უბერავდა გაგიმართლა გელა აწინ აქეთ მოგიწევს დაბადების დღის გადახდა გაერთიანებული სუფრებით dmoral ღმერთმა სასახელო ვაჟკაცი გაგიზარდოს ავთო,ჯამრთელი,ბედნიერი და ნაღდი ქუთაისელი გაზრდილიყოს ძმაო ავთო უღმესი მადლობა ყველას ! გაიხარეთ! ვისაც არ გამოუცდია ყველას გისურვებთ უახლოეს მომავალში პატარა მონადირის დაბადებას! უცოლოებო!!!!!!!!!!!!!! თქვენ რომ იცოდეთ რა არის შვილი და მისი სიყვარული ეხლავე წახვიდოდით ცოლის მოსაყვანად. ნუ აჩერებთ თაობას! ამის ნება თქვენთვის სამშობლოს არ მოუცია. BROWNING დემეტრეს გაუმარჯოს, დემეტრეს, კაცურ კაცს ავთო გაიხარე ვახო! მშობლები ყავს ავთანდილი და თინათინი. თუ ავთანდილ ავთანდილობს და თინათინ თინათინობს მაშინ რა გამოდის? დემეტრემ უნდა იდემეტროს! ავთო aleko22 სულით და გულით გილოცავთ ავთანდილ, მაგრად გამეხარდა ღმერთმა სასახელო ვაჟკაცი გაგიზარდოს გაუმარჯოს დემეტრეს arxeina გილოცავ ავთო ბიძია, შენ ქე იცი რამფერ გამიხარდა მაგ ამბავი, ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს, ბედნიერება სიხარული და სიყვარული არ მოკლებოდეს ცხოვრებაში, (არხეინა და არხეინოვიჩი) gurulo დამსახურებული ვააააააააააააააააააააააა დემეტრე!!!!!!! შემოგევლო ჩემი თავი!!!!!!!!! ყველაზე ,,მთავარი" კაცი ავთოს ოჯახში! გაიზარდე, იხარე და იმრავლე ბიძია!!!!!!!!!!!!!!!!!! მილიონი კოცნა შენ!: მალადეც ავთო! ასე პაწაწა და უკვე ჩამოყალიბებული ნაკვთები აქვს! ბიჭის გაკეთებაც კაი გცოდნია! ჩამიკოცნე თიკო. დათო აი ჩემი მომავალი მონადირე. ოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე პატარა დარახველიძე იუ მომკლავ ბიძია რომ გაიზრდები მამაშენი იმდენჯერ დავათვრე ავთია დავდო ის ფოტო თავს რომ იწონებ?რესტორნიდან რომ მოვდივართ? გაიზარდე ბიძია სასახელო კაცი და მალე ჩამოდი აქეთ კაცო რა ქინდა თბილიში ..ავთია წამოიყვანე მაგ ბოვში დროზე თორე შემოგვეპარა სეზონი BROWNING ხვალ დავდებ ვიდეოს, დემეტრე რომ იტრაბახებს მერე ისეთს შალიკო ღმერთმა გაგიზარდოს, გილოცავ სულითა და გულით, მართალია ცოტა მოგვიანებით მაგრამ არაუშავს, გაგიზარდოს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი და დიდი მონადირე BROWNING მოკლედ.... კანადელები ლოცავენ მომავალ მონადირეს....მართალია აქცენტი და სინქრონულობა უკეთესი შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც კარგად ისმის: გაუმარჯოს დემეტრეს WnJWIGVgFvg ავთო ციტატა(BROWNING @ Aug 10 2010, 04:04 AM) მოკლედ.... კანადელები ლოცავენ მომავალ მონადირეს....მართალია აქცენტი და სინქრონულობა უკეთესი შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც კარგად ისმის: გაუმარჯოს დემეტრეს WnJWIGVgFvg ვახო დაგლოცოს უფალმა ყველა მეგობართან ერთად.! დიდი მადლობა .მართლა იამაყებს ჩემი შვილი რომ მამამისს ასეთი მეგობარი ყავს! ყველას მადლობას ვუხდი დემეტრეს დალოცვისათვის! Chavle აბაააააა წავიდა ზალპებიიიიიი !!!!!! გილოცავ ავთო ძამია, პატარა ვაჟკაცის შეძენას, რაც მთავარია ნამდვილი საფიჩხიელი და ნამდვილი ვაჟკაცი გაზარდოს ღმერთმა, აბა ვისი შვილია ცუდი რომ იყოს , გაიხარეთ და გამრავლდიიით...... kavkasieli გიოლოცავ ავთო სასახელო კაცი გაზრდილიყოს. ჩუბინი ავთო გილოცავ ვაჟკაცის შეძენას , გაგიზარდოს ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი ავთო მადლობა ყველას კიდევ ერთხელ.ყველასთვის მომელოცოს! jaba ავთოს ვეხუტე!!ავთანდილოვიჩი ხოა მაგრად მაგას ვენაცვალე გაგიზარდოს სასახელო და რაც მთავარია მარტო შენ კი არა ჩვენც უნდა გვასახელოს kavkasieli ღმეღთმა დალოცოს დემეტრე. ჯიგარი საფიჩხიელი გაიზრდება! წყალწითელას მეორე თეზის ჭერის ოსტატი ეზრდება ღმერთმა ვაშკაცი კაცი გაგიზარდოს. ავთო მადლობა დემი! გაიხარე! jano7774 "წუხელის ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ მისთვის დემეტრე განგებავ ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე..." გილოცავ ძმაო სასახელო ვაჟკაცი გაგიზარდოს ღმერთმა, გეტყობა ისეთი გულანთებული კაცი ხარ, რომ შენი ვაჟკაცი უეჭველად ჩვენი ქვეყნის მტრების დედის მტირებელი გაიზრდება. kavkasieli კაი სიტყვა იყო ჯანო ავთო გაიხარე კობა! მადლობა! ავთია გაასწორე.სამსახურში ვარ და ფოტო ვერ დავდევი.ჩაასწორე რომ ნახავ. ა ლინკი http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=1870&st=0 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 ვულოცაააააააააააავ ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 paraskeva ეკატერინე რას ულოცავ, ავთოს ვაჟკაცი უკვე სამი წლის ხდება ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 Supernatural სამის არა რამაზ ,წლინახევრის ხდება მალე. მადლობა ეკატერინეს! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 339 Posted January 30, 2012 Report Share Posted January 30, 2012 ავთო, გიჟივით შემოვვარდი, მეორე ბიჭი თუ გააგორა და მიმალავდათქო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 339 Posted January 30, 2012 Report Share Posted January 30, 2012 სამისას ქე გავსდა Supernatural სამის არა რამაზ ,წლინახევრის ხდება მალე. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 31, 2012 Report Share Posted January 31, 2012 მალე მეორეც შეეძინება ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.