Jump to content
Club-Monadire.Ge

სარეწაო მნიშვნელობის ტბები


Recommended Posts

სარეწაო მნიშვნელობის ტბები საქართველოში

 

 

ამტყელი აზანთა, ტბა აფხაზეთში გულრიფშის რაიონში. ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153 კმ², სიგრძე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როცა მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდ. ამტყელს. ამტყელი საზრდოობს თოვლითა და ჭვიმით. წყლის დონე მაღალია გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, დაბალია - ზამთარში. ტბას ერთვის მდ. ამტყელი. ამტყელის წყალი ცივის, ზაფხულობით ზედაპირზე მისი ტემპერატურაა 18-20°C, ფსკერთან 5°C. იყინება მხოლოდ სუსხიან ზამთარში. ამტყელში არის კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.

 

ბაზალეთის ტბა ტბა დუშეთის რაიონში, ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად. საზრდოობს ატმოსფერული ნლექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.

ბაზალეთი:

 

 

ბებესირი ტბათა ჯგუფი აფხაზეთში გალის რაიონში, მდინარე ოქუმის ქვემო დინების აუზში. დიდი ბებესირი და ბებესირი მდებარეობს ოქუმის მარჯვენა მხარეს, პატარა ბებესირი მარცხენა მხარეს. ტბები წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. დიდი ბებესირის ზედაპირის ფართობი 0,61 კმ2, უდიდესი სიღრმე 4,5 მ, ბებესირისა, შესაბამისად, - 0,14 კმ2, 4,6 მ, პატარა ბებესირისა - 0,1 კმ2, 1,7 მ. ტბები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით (ქარიყლაპია, კობრი, ლოქო, კაპარჭინა და სხვა).

ბუღდაშენის ტბა ტბა ნინოწმინდის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ2, აუზის ფართობი 69,3 კმ, მაქსიმალური სირღმე 0,85 მ, მოცულობა 164 600 მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წლის მცენარეულობით. ტბაში არის კალმახი და სხვა თევზი. ზაფხულობით ბევრია მცურავი ფრინველი.

 

გაგიდა ტბა აფხაზეთში გალის რაიონში, შავი ზღვის ნაპირზე. ტბის სარკის ფართობი 0,03 კმ2, უდიდესი სიღრმე 2 მ, აუზის ფართობი 3,2 კმ2. საზრდოობს წვიმის წყლით. ერთვის სამი პატარა ნაკადი. ნაპირები ლელქაშიანია. მდიდარია თევზით (კობრი, ლოქო და სხვა).

 

გირაფის ტბა ყვარაშის ტბა, ტბა ჩხალთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გულრიფშის რაიონში, ზღვის დონიდან 2178 მ-ზე. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. წყლის სარკის ფართობი 0,077 კმ2, აუზის ფართობი 0,82 კმ2, უდიდესი სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. არის კალმახი.

 

იმნათის ტბა ტბა გურიის დაბლობზე, ლანჩხუთის რაიონში, ზღვის დონიდან 0,6 მ, სარკის ფართობი 0,06 კმ2, აუზის ფართობი 0,48 კმ2, უდიდესი სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია, საზრდოობს წვიმის წყლით. ტბაში იცის ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა თევზი.

 

ინკითი რელიქტური ტბა ბიჭვინთის კონცხზე, აფხაზეთში, გაგრის რაიონის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1 მ, სარკის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 3,2 , წყლის მოცულობა 810 ათ. მ3. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწეკის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ინკითში 10 სახეობის თევზია

 

კუმისის ტბა ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 470 მ, ზედაპირის ფართობი 4,5 კმ2, აუზის ფართობი 96,6 კმ2, უდიდესი სიღრმე 4 მ. ტბის წყალი მარილიანი იყო, ძირითადად გლაუბერის მარილს შეიცავდა. ტბიდან გაუშვეს მლაშე წყალი და შეავსეს მტკვრის წყლით. ამჟამად ტბა გამოყენებულია თევზის სარეწად (კობრი, სარკისებრი კობრი და სხვა).

 

უს ტბა ქორქის ტბა, ტბა თბილისში, მთაწმინდის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.

 

 

 

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთით. წყლის სარკის ფართობი 0,47 კმ2, აუზის ფართობი 16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 4 მ, მოცულობა 1,22 მლნ. მ3. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

 

 

მზი ტბა გუდაუთის რაიონში, აცეტუკას ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2053 მ. სარკის ფართობი 0,044 კმ2, აუზის ფართობი 0,8 კმ2, უდიდესი სიღრმე 11,5 მ. წყლის მოცულობა 225100 მ3. ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. საზრდოობს წყლით. ტბიდან გადის მდინარე მზიმნა (ავადჰარის მარჯვენა შენაკადი). მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში ცხოვრობს კალმახი.

 

პალიასტომი ტბა გურიის დაბლობზე. სარკის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდინარე ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C) , ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს თავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.

 

რიწის ტბა (აფხ.: Риҵа) მდებარეობს ბიჭვინთის ჩრდილოეთით, აფხაზეთში, საქართველო, კავკასიის მთებს შორის მოქცეული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი ტბაა გარშემორტყმული შერეული მთიური ტყეებითა და სუბალპური მდელოებით. ტბის წყალი ცივი და მტკნარია. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს. ტბაში ექვსი მდინარე ჩაედინება და ერთი (მდ. ლუფშარა) გამოედინება.

1930 წელს შეიქმნა რიწის ბუნებრივი ნაკრძალი (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.

რიწა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოში (116 მ) და მდიდარია კალმახით. საშუალო წლიური ტემპერატურა ტბის მიდამოებში 7,8 °C (იანვარში -1.1°C, აგვისტოში 17.8°C). საშუალო წლიური ნალექი დაახ. 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.

იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.

 

ფარავანი — ტბა საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე აბულ-სამსარსა და ჯავახეთის ქედს შორის.

ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 37,5 კმ²-ია, ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმეა 3,3 და 2,2 მ, შესაბამისად. წყლის მოცულობა ტბაში 91 მილიონი კუბური მეტრია. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47 -73 სმ შორის.

მცირე მდინარეებთან (შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკის წყალი) ტბა თოვლის ნადნობით, წვიმით და მიწისქვეშა წყაროებით მარაგდება. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდ. ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა ნაპირზე. პოპულარულია მეთევზეთათვის.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...