ebaneba 3 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 გნოლი (Perdix perdix) ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.