ebaneba 3 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (Coturnix coturnix) ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - მწერებით. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 17, 2013 Report Share Posted July 17, 2013 ეს ჩემი მწყერია ნახეთ როგორ ხმებს გამოსცემს, გაგიგიათ ასე ყვიროდეს მწყერი? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 17, 2013 Report Share Posted July 17, 2013 kaskada ბავშვობაში ხელით ვიჭერდი ხოლმე, აბა მაშინ ვინ მანდობდა თოფს? მომყავდა მერე თბილისში. ასე რომ ეგ ხმა უცხო არ არის ჩემთვის. ერთი რაღაცა გამიკვირდა, თავი არა აქვს გატეხილი, ჩემები თავპირს იმტვრევდნენ, გალიასთან მისვლისას ხტებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ სათევზაო ბადე მქონდა გადაკრული, დამელოტებული იყვნენ ერთ თვეში. უცნაურია, გამოვაზამთრებდი, დიდძალ ხორბალს ვაჭმევდი და გაზაფხულზე ისევ "სვაბოდაზე" ვუშვებდი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 17, 2013 Report Share Posted July 17, 2013 ელჩი ეს ფერმის მწყერია თუმცა ქუჩაში დავიჭირეთ თბილიში, მანქანას დაეჯახა და კვდებოდა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 1 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ბავშვობაში სადღაც 12 14 წლის ვიყავი მთელი ოჯახი ამოვწყვიტე მწყერის რაჭაში ბაბუასთან წყალი მიმქონდა სათიბში საფეთქს ეძახიან დიდი ბორცვია დაღმართი იყო დავეშვი სირბილით და ფეხით გავსრისე არც მაშიჯ ვიყავი 40 კილო დედა 2 ახალგამოჩეკილი და 3 კვერცხი იყო.იმ დღის მერე მე და საკვები ფრინველები გავემიჯნეთ ერთმანეთს ალბათ ესეცაა მიზეზი რომ ნადირობისკენ გახედვაც არ მინდა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ამ სეზონზე ამიფრინდა 4 დედმამიშვილი, ლამის გადავეფარე არ ესროლოთ-მეთქი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 123 0 Posted July 6, 2016 Report Share Posted July 6, 2016 მწყერი ძალიან მაგარი ფრინველია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 123 0 Posted July 6, 2016 Report Share Posted July 6, 2016 სად არის ბევრი მწყერი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2017 Report Share Posted April 8, 2017 ერთხელ ბელორუსიაში მივდიოდი მანქანით. ზაფხული იყო, ცხელოდა და ფანჯარა მქონდა ჩამოწეული. გზის ორივე მხარეს რაღაც მარცვლეული იყო დათესილი (ბელორუსიაში, რუსეთისგან განსხვავებით, დაუმუშავებელ მინდორს ვერ ნახავ, ყველგან რაღაცაა დარგულ-დათესილი. ამიტომაცაა მრავლად ფრინველ-ცხოველი). უცებ, მანქანის წინ, ოციოდე მეტრში, გზაზე ორმა მწყერმა გადაირბინა. ზომაზე ეტყობოდათ, რომ, დედალ-მამალი იყო. ერთი, ჩემი აზრით დედალი, გზის პირას გაჩერდა, შემობრუნდა მანქანისკენ და ინტერესით დაგვაკვირდა მე და მანქანას. მეც შევანელე სვლა და მწერისგან 3-4 მეტრში გავჩერდი. მწყერი არ განძრეულა ადგილიდან და დიდი ინტერესით მათვალიერებდა . მეც გამოვყავი თავი ფანჯრიდან და დავუწყე დათვალიერება ამ თამამ ფრინველს. მწყერმა თავი დახარა და ასე, ქვევიდან ზევით დამიწყო თვალთვალი . მე თავი ისევ შევყავი მანქანაში. მწყერმაც თავი გაასწორა და ასე გამართულად დამიწყო ყურება. მე ისევ გამოვყავი თავი ფანჯრიდან, მწყერმა ისევ დახარა თავი დ... ასე გაგრძელდა ორიოდე წუთი, სანამ მამალი მწყერი არ დაბრუნდა უკან. დაბრუნდა და როცა ნახა რა ინტერესით მაკვირდებოდა მე თავისი "მანდილოსანი" , კინაღამ გადაირია ეჭვიანობით. მასში გაიღვიძა ნამდვილმა "ოტელომ" , მაგრამ სულ მთლად დასახრჩობად ვერ გაიმეტა თავისი "დეზდემონა", თავში რამოდენიმეჯერ ჩაუკაკუნა ("ვის უყურებ შე დედამო...ოო") და გაირეკა წინ. გადაღლილი ვიყავი, 700 კილომეტრზე მეტი მქონდა გავლილი, მაგრამ ამ ეჭვიანობის სცენამ ისე გამამხიარულა, რომ დარჩენილი 400 კილომეტრი არც შემიმჩნევია როგორ გავიარე. 1 ციტირება Link to post Share on other sites
ashikurab 0 Posted June 21, 2017 Report Share Posted June 21, 2017 თჰის ის რეალლყ ვერყ ფანტასტიც ბირდ. Nიცე ტო სეე ტჰის აწესომე ონე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 21, 2017 Report Share Posted June 21, 2017 თჰის ის რეალლყ ვერყ ფანტასტიც ბირდ. Nიცე ტო სეე ტჰის აწესომე ონე. ეს რა არის რეებს წერთ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.