ebaneba 3 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 ხოხობი (Phasianus) დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 9, 2013 Report Share Posted January 9, 2013 (edited) BROWNING დაწერილია 18 January 2011 - 06:36 AM ჩემმა მეგობარმა მამაომ(შეგნებულად არ ვწერ მის სახელს და ადგილს), საკუთარი სახსრებით გააკეთა კოლხური სახოხბე. ჯერჯერობით ერთი მამალი და ოთხი დედალი ჰყავს. ინკუბატორიც შეიძინა და უნდა გამოაჩეკინოს. მერე აპირებს იქვე ბუნებაში გაუშვას ნამატი. ასე გამოიყურება ეს სახოხბე დღეს. სახოხბის გარეთ სულ ჯაგებია, ნაღდი სახოხბე ადგილები, ესაა რომ უამრავი მტაცებელია გარშემო და მაგათ მუსრი თუ არ გაავლეს, ისე არაფერი გამოვა. მამაო თუ ზრუნავს კოლხურ ხოხობზე, გარემოს დაცვას რა უშლის ხელს ქართულ ენდემურ ჯიშებს მიხედოს. მარა, მაგ ბოვში გონია, მარტო ტამტამების დამკვრელობაზე ოცნებობს დღე და ღამე P.S. გადმოვიტანე. ამ კეთილი საქმის და კარგი პოსტის დაკარგვა დამენანა. დათო მორალიშვილი. Edited January 9, 2013 by DMORAL 1 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 15, 2013 Report Share Posted December 15, 2013 ეს არის ჩინური ოქროს ხოხობი. დედაჩემმა დაიჭირა ეზოში ბარტყი. თავიდან ერთი შეფერილობის იყო და დედალი კოლხური ხოხობი მეგონა. შემდეგ ბუმბული გასცვივდა,ვიფიქრე დაავადდა და კვდებათქო მარა 2-3 დღეში შევატყვე ახალი კვირტები წამოუვიდა.კვება გავუძლიერე ,თავზე ვევლებოდი და საოცრებაც მოხდა. 2 კვირაში ისე შეიმოსა გაკვირვებული დავრჩი. ნანახიც არ მქონდა მსგავსი ხოხობი. მოვიძიე ინტერნეტში და დავადგინე რომ ეს არის ,,ჩინური ოქროს ხოხობი,,. ახლა დედოფალს ვეძებ მაგრამ ფაფუ ვერ ვშოულობ. :( 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 15, 2013 Report Share Posted December 15, 2013 ვააა რა მაგარი ტიპია !!!! სასწრაფოთ უნდა დავაოჯახოთ !!!ყოჩაღ ავთო ! ეს რა საინტერესო მხეცი გყოლია !!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 15, 2013 Report Share Posted December 15, 2013 ეგ ისაა ავთო გარეთ გალიაში რო გეჯდა??? :blink: :blink: :blink: გაოცებული ვარ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 15, 2013 Report Share Posted December 15, 2013 ეგ ისაა ავთო გარეთ გალიაში რო გეჯდა??? :blink: :blink: :blink: გაოცებული ვარ კი ისაა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 ავთო ძალიან ლამაზია, დედოფალი ადგილობრივი რომ უშოვნო? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 ავთო ძალიან ლამაზია, დედოფალი ადგილობრივი რომ უშოვნო? ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 (edited) ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: :d030: იყიდება მასეტები ავთო აქ ფრინველების ბაზარზე,გაგიგებ თუ გინდა ფასს და გამოუშვებ ქუთაისში Edited December 16, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: ნამეტანი ტემპერამენტიანი ყოფილა ავთია შენი ხოხობი ! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 :d030: იყიდება მასეტები ავთო აქ ფრინველების ბაზარზე,გაგიგებ თუ გინდა ფასს და გამოუშვებ ქუთაისში თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება. კაი ავთო გაგიგებ,და შეგეხმიანები ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება. ავთოია ე ბიჯო შენ რომ წახვიდე ქალებში და ერთი 2 კაცი წაიყვანო უფრო იაფი დაჯდება.ეხლა გადავრეკ-გადმოვრეკე,ახლობელი "პტიჩნიკები" შევაწუხე და ძალიან შინაურულად ზრდასრული დედალი 200 ლარი შენთვისო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 ავთოია ე ბიჯო შენ რომ წახვიდე ქალებში და ერთი 2 კაცი წაიყვანო უფრო იაფი დაჯდება.ეხლა გადავრეკ-გადმოვრეკე,ახლობელი "პტიჩნიკები" შევაწუხე და ძალიან შინაურულად ზრდასრული დედალი 200 ლარი შენთვისო უნდა მივცე სხვა გზა აღარ მაქ. :haha: :haha: რა ამბავიაო კაცო? გავყიდი ამას ამის დედაც მასე თუა :d030: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 16, 2013 Report Share Posted December 16, 2013 უნდა მივცე სხვა გზა აღარ მაქ. :haha: :haha: რა ამბავიაო კაცო? გავყიდი ამას ამის დედაც მასე თუა :d030: ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო კაია თუ არა მამალი რაფერ უნდა მიხვდეს ქვისლი? შეხედულება და შეფერილობა ,,ჯაჭვეტა" და ლამაზი აქვს, მარა კაცობის ამბავში არ ეყოლება გამონაცადი დედლის უქონლობის გამო ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 ე ბიჯო ავთო არ გაყიდო !!!! შემომაქვს წინადადება კლუბის საწევროებიდან ეიღე ის 200 ლარი და უყიდე მაგ ბიჭს დედალი ანუ მეუღლე !!!!! ამ დღეებში გამოვაგზავნი ჩემსას და ლანდერისას 50-50 ლარის ოდენობას.მაგარი ფრინველია !!! ავთო სელექციონერ !!!! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 (edited) ძაან ლამაზი ფრინველია. ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო მაგ ფრინველები თუ მასე ძვირი ღირს საქართველოში, ჯობია მაშინ ჩვენ ვიყიდოთ ერთი დედალი მაინც (ჯობია ორი), მოვამრავლოთ და რაღაცა ნაწილი მაინც გავყიდოთ. ჩადებულ თანხასაც დავიბრუნებთ და კლუბის ბიუჯეტისთვისაც რაღაც დამატებითი შემოსავალიც იქნება. თუ კლუბი ვერ გამოყოფს ამისთვის თანხას, მზად ვარ მე გამოვაგზავნო. არ მინდა ავთიამ გადადგას უკიდურესი ნაბიჯი * მინდა დავუმატო - ბუნებაში მაგ ხოხობი არ გავუშვათ, ჯობია ჩვენებურ ხოხობს დავეხმაროთ ამ გზით და მაგი გავამრავლოთ. ჩინური იყოს ბიზნესისთვის. თუ უბრალოდ ვერ გავყიდეთ, შეიძლება მონადირეები მოვიწვიოთ და მაგათთვის გავუშვათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ინადირონ რამდენიც უნდათ (უფრო სწორედ, რამდენსაც შეისყიდიან იმდენი ) Edited December 17, 2013 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 ა სალამანდრასაც ზუსტად ასეთივე აზრი ქონია. ერთდროულად ერთი და იგივე დავწერეთ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 დავამატებ !!! ჩემ კლასელს ხაშურში ყავს ხოხბები ვოლიერში,კოლხური ხოხბები.არაა მათი შენახვა პრობლემა.ქათამივით არის ოღონდ უფრო ადვილად ფრთხვება და შეიძლება სტრესის გამო დაკნინდეს.ნაკლებათ შეწუხება უნდა,ხელში აყვანა და ტიპა მოფერება,გამიგეთ ალბათ )))).ავთო ეგენი რო მოამრავლო მაგარი იქნება ისედაც და ფინანსური თვალსაზრისითაც ... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 კობა გაიხარე კობას ვენაცვალე,ნათქვამი რომაა,შეიძლება სულ მთლად აზრობრივად არ შეეფარდებოდეს მაგრამ მაინც ახლოსაა.подобное тянется к подобному !!! თუ არა რა უნდოდა ხოხობს ავთოს ეზოში ???!!!!! ავთო !!! ვოლიერი და რამოდენიმე დედალი მაგ შენ ყმაწვილს !! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 კობა გაიხარე კობას ვენაცვალე,ნათქვამი რომაა,შეიძლება სულ მთლად აზრობრივად არ შეეფარდებოდეს მაგრამ მაინც ახლოსაა.подобное тянется к подобному !!! თუ არა რა უნდოდა ხოხობს ავთოს ეზოში ???!!!!! ავთო !!! ვოლიერი და რამოდენიმე დედალი მაგ შენ ყმაწვილს !! რა უნდოდა და ....ავთოიას დაადგა თვალი ხომ ხედავ, თითქმის შებმული ყავს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 :d030: :d030: ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 17, 2013 Report Share Posted December 17, 2013 რა უნდოდა და ....ავთოიას დაადგა თვალი ხომ ხედავ, თითქმის შებმული ყავს გადამრევთ თქვენ კაცო! საძინებელთან ახლოს ზის გალიაში,ხოდა გამთენიისას რო დეიწყებს კივილს 2-3 საათი არ ჩერდება. შებმული კიარა იძულებულს მხდის იძულებულს :d030: აგერ მეზობელს ყავს ევროპული დედალი და იმის სუნი სცემს ალბათ და იმიტომაა ამ დღეში. არადა ის მეზობელი გაიძახის ჯერ არასრულწლოვანია და ვერ გავათხოვებო რაც არ უნდა კაი სიძე შემხვდესო!ნაბადი ,ცხენი და უნდა მევიტაცო მაგის დედაც!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.