Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ხოხობი (Phasianus)

 

eb5f512cb447.jpg

 

დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.

ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...
  • Replies 84
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

BROWNING დაწერილია 18 January 2011 - 06:36 AM   ჩემმა მეგობარმა მამაომ(შეგნებულად არ ვწერ მის სახელს და ადგილს), საკუთარი სახსრებით გააკეთა კოლხური სახოხბე. ჯერჯერობით ერთი მამალი და ოთხი დედალი ჰყ

ეს არის ჩინური ოქროს ხოხობი. დედაჩემმა დაიჭირა ეზოში ბარტყი. თავიდან ერთი შეფერილობის იყო და დედალი კოლხური ხოხობი მეგონა. შემდეგ ბუმბული გასცვივდა,ვიფიქრე დაავადდა და კვდებათქო მარა 2-3 დღეში შევატყვ

BROWNING

დაწერილია 18 January 2011 - 06:36 AM

 

ჩემმა მეგობარმა მამაომ(შეგნებულად არ ვწერ მის სახელს და ადგილს), საკუთარი სახსრებით გააკეთა კოლხური სახოხბე. ჯერჯერობით ერთი მამალი და ოთხი დედალი ჰყავს. ინკუბატორიც შეიძინა და უნდა გამოაჩეკინოს. მერე აპირებს იქვე ბუნებაში გაუშვას ნამატი. ასე გამოიყურება ეს სახოხბე დღეს. სახოხბის გარეთ სულ ჯაგებია, ნაღდი სახოხბე ადგილები, ესაა რომ უამრავი მტაცებელია გარშემო და მაგათ მუსრი თუ არ გაავლეს, ისე არაფერი გამოვა.

მამაო თუ ზრუნავს კოლხურ ხოხობზე, გარემოს დაცვას რა უშლის ხელს ქართულ ენდემურ ჯიშებს მიხედოს.

მარა, მაგ ბოვში გონია, მარტო ტამტამების დამკვრელობაზე ოცნებობს დღე და ღამე

 

f7a5d0540229.jpg

 

4ef865a0183e.jpg

 

5828aa06ae7b.jpg

 

768f894edf00.jpg

 

5613fae325f7.jpg

 

 

P.S.

გადმოვიტანე. ამ კეთილი საქმის და კარგი პოსტის დაკარგვა დამენანა.

 

დათო მორალიშვილი.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

ეს არის ჩინური ოქროს ხოხობი. დედაჩემმა დაიჭირა ეზოში ბარტყი. თავიდან ერთი შეფერილობის იყო და დედალი კოლხური ხოხობი მეგონა. შემდეგ ბუმბული გასცვივდა,ვიფიქრე დაავადდა და კვდებათქო მარა 2-3 დღეში შევატყვე ახალი კვირტები წამოუვიდა.კვება გავუძლიერე ,თავზე ვევლებოდი და საოცრებაც მოხდა. 2 კვირაში ისე შეიმოსა გაკვირვებული დავრჩი. ნანახიც არ მქონდა მსგავსი ხოხობი. მოვიძიე ინტერნეტში და დავადგინე რომ ეს არის ,,ჩინური ოქროს ხოხობი,,. ახლა დედოფალს ვეძებ მაგრამ ფაფუ ვერ ვშოულობ. :(

 

 

4612a6f4b973.jpg

 

6dbfcf987e8d.jpg

Link to post
Share on other sites

ავთო

ძალიან ლამაზია, დედოფალი ადგილობრივი რომ უშოვნო? :)

ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: :d030:

:d030: :d030: :d030:

იყიდება მასეტები ავთო აქ ფრინველების ბაზარზე,გაგიგებ თუ გინდა ფასს და გამოუშვებ ქუთაისში

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

ეგეც შეიძლება აჩო. იმოდენას კივის დილაობით ლამის მე მივცე ამის დედაც :d030: :d030:

 

ნამეტანი ტემპერამენტიანი ყოფილა ავთია შენი ხოხობი ! :haha:

Link to post
Share on other sites

:d030: :d030: :d030:

იყიდება მასეტები ავთო აქ ფრინველების ბაზარზე,გაგიგებ თუ გინდა ფასს და გამოუშვებ ქუთაისში

თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება.

Link to post
Share on other sites

თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება.

კაი ავთო გაგიგებ,და შეგეხმიანები

Link to post
Share on other sites

თუ მოხვდე გამიგე ჯაბა. ჩინური ოქროს ხოხობი ქვია და გოგო გვესაჭიროება.

ავთოია ე ბიჯო შენ რომ წახვიდე ქალებში და ერთი 2 კაცი წაიყვანო უფრო იაფი დაჯდება.ეხლა გადავრეკ-გადმოვრეკე,ახლობელი "პტიჩნიკები" შევაწუხე და ძალიან შინაურულად ზრდასრული დედალი 200 ლარი შენთვისო :karochera:

Link to post
Share on other sites

ავთოია ე ბიჯო შენ რომ წახვიდე ქალებში და ერთი 2 კაცი წაიყვანო უფრო იაფი დაჯდება.ეხლა გადავრეკ-გადმოვრეკე,ახლობელი "პტიჩნიკები" შევაწუხე და ძალიან შინაურულად ზრდასრული დედალი 200 ლარი შენთვისო :karochera:

უნდა მივცე სხვა გზა აღარ მაქ. :haha: :haha: :haha: :haha: რა ამბავიაო კაცო? გავყიდი ამას ამის დედაც მასე თუა :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

უნდა მივცე სხვა გზა აღარ მაქ. :haha: :haha: :haha: :haha: რა ამბავიაო კაცო? გავყიდი ამას ამის დედაც მასე თუა :d030: :d030:

ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო

Link to post
Share on other sites

ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო

 

 

კაია თუ არა მამალი რაფერ უნდა მიხვდეს ქვისლი? :haha:

 

შეხედულება და შეფერილობა ,,ჯაჭვეტა" და ლამაზი აქვს, მარა კაცობის ამბავში არ ეყოლება გამონაცადი დედლის უქონლობის გამო :d030:

Link to post
Share on other sites

ე ბიჯო ავთო არ გაყიდო !!!! შემომაქვს წინადადება კლუბის საწევროებიდან ეიღე ის 200 ლარი და უყიდე მაგ ბიჭს დედალი ანუ მეუღლე !!!!! ამ დღეებში გამოვაგზავნი ჩემსას და ლანდერისას 50-50 ლარის ოდენობას.მაგარი ფრინველია !!! ავთო სელექციონერ !!!!

Link to post
Share on other sites

ძაან ლამაზი ფრინველია.

 

 

 

ხუმრობის გარეშე გეუბნები ჯობია გაყიდო,მასე მირჩია იმ ადამიანმაც.თუ კაი მამალია 150-200$ ღირსო

 

მაგ ფრინველები თუ მასე ძვირი ღირს საქართველოში, ჯობია მაშინ ჩვენ ვიყიდოთ ერთი დედალი მაინც (ჯობია ორი), მოვამრავლოთ და რაღაცა ნაწილი მაინც გავყიდოთ. ჩადებულ თანხასაც დავიბრუნებთ და კლუბის ბიუჯეტისთვისაც რაღაც დამატებითი შემოსავალიც იქნება.

თუ კლუბი ვერ გამოყოფს ამისთვის თანხას, მზად ვარ მე გამოვაგზავნო. არ მინდა ავთიამ გადადგას უკიდურესი ნაბიჯი :e025::*

 

* მინდა დავუმატო - ბუნებაში მაგ ხოხობი არ გავუშვათ, ჯობია ჩვენებურ ხოხობს დავეხმაროთ ამ გზით და მაგი გავამრავლოთ. ჩინური იყოს ბიზნესისთვის. თუ უბრალოდ ვერ გავყიდეთ, შეიძლება მონადირეები მოვიწვიოთ და მაგათთვის გავუშვათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ინადირონ რამდენიც უნდათ (უფრო სწორედ, რამდენსაც შეისყიდიან იმდენი :old:)

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

დავამატებ !!! ჩემ კლასელს ხაშურში ყავს ხოხბები ვოლიერში,კოლხური ხოხბები.არაა მათი შენახვა პრობლემა.ქათამივით არის ოღონდ უფრო ადვილად ფრთხვება და შეიძლება სტრესის გამო დაკნინდეს.ნაკლებათ შეწუხება უნდა,ხელში აყვანა და ტიპა მოფერება,გამიგეთ ალბათ )))).ავთო ეგენი რო მოამრავლო მაგარი იქნება ისედაც და ფინანსური თვალსაზრისითაც ...

Link to post
Share on other sites

კობა

გაიხარე კობას ვენაცვალე,ნათქვამი რომაა,შეიძლება სულ მთლად აზრობრივად არ შეეფარდებოდეს მაგრამ მაინც ახლოსაა.подобное тянется к подобному !!! თუ არა რა უნდოდა ხოხობს ავთოს ეზოში ???!!!!! :d030:ავთო !!! ვოლიერი და რამოდენიმე დედალი მაგ შენ ყმაწვილს !!

Link to post
Share on other sites

კობა

გაიხარე კობას ვენაცვალე,ნათქვამი რომაა,შეიძლება სულ მთლად აზრობრივად არ შეეფარდებოდეს მაგრამ მაინც ახლოსაა.подобное тянется к подобному !!! თუ არა რა უნდოდა ხოხობს ავთოს ეზოში ???!!!!! :d030:ავთო !!! ვოლიერი და რამოდენიმე დედალი მაგ შენ ყმაწვილს !!

 

რა უნდოდა და ....ავთოიას დაადგა თვალი :alfons: ხომ ხედავ, თითქმის შებმული ყავს :d030:

Link to post
Share on other sites

რა უნდოდა და ....ავთოიას დაადგა თვალი :alfons: ხომ ხედავ, თითქმის შებმული ყავს :d030:

გადამრევთ თქვენ კაცო! საძინებელთან ახლოს ზის გალიაში,ხოდა გამთენიისას რო დეიწყებს კივილს 2-3 საათი არ ჩერდება. შებმული კიარა იძულებულს მხდის იძულებულს :d030: :d030: :d030:

აგერ მეზობელს ყავს ევროპული დედალი და იმის სუნი სცემს ალბათ და იმიტომაა ამ დღეში. არადა ის მეზობელი გაიძახის ჯერ არასრულწლოვანია და ვერ გავათხოვებო რაც არ უნდა კაი სიძე შემხვდესო!ნაბადი ,ცხენი და უნდა მევიტაცო მაგის დედაც!!!!!!!!!!!!!! :vinsent:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...