Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბატი

906732fdd682.jpg

ბატები, იხვისებრთა ოჯახის ფრინველები ბატისნაირთა რიგისა. წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე 60-100 სმ. შედარებით მაღალი ფეხები უფრო სასიარულოდაა მომაჯვებული, ვიდრე საცურაოდ. ბატები ძირითადად იკვებებიან ხმელეთზე ან წყალმარჩხში მხენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით, თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა. ბუდობენ მიწაზე ან კლდის ნაპრალებში. დებენ 5-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ხოლო ჭუკების აღზრდაში მონაწილეობს მამალიც. რუხი ბატი (Anser anser), მეკალოე ბატი(Anser fabalis), წრიპინა ბატი (Anser erythopus), თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) გვხვდება საქართველოში. მშრალცხვირა ბატი (Anser cygnoides), მთის ბატი (Eulabeia indica) გვხვდება პამირზე, ტიან-შანზე; თეთრი ბატი (Anser coerulescens) გავრცელებულია ვრანგელის კუნძულსა და არქტიკულ ამერიკაში. ყველა ბატი სარეწაო მნიშვნელობისაა.

შინაური ბატის წინაპარია გარეული რუხი ბატი გარეგნული და ანატომიური ნიშნების მიხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს, რომლებიც გასუქების შემდეგ 10 კგ-მდე ხორცს იძლევიან. ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა - 100-მდე. სანაშენედ გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როცა უკვე 3-4 კგ იწონის. ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე. აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში (მოყინულობის სამკურნალოდ). ზოგ ქვეყანაში (უნგრეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა) განვითარებულია ბატების ღვიძლის სპეციალიზებული წარმოება. მისგან ამზადებენ კერძებსა და კონსერვებს

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

აქაც იგივეს გეტყვით რომ, მარტო არასდროს მჭერია თოფი და მარტო არასდროს მინადირია, უბრალოდ მინდოდა რომ სამახსოვროდ დამრჩენოდა სურათი,ამას მარტო ვერ გავბედავ,უბრალოდ ძალიან მიყვარს თევზაობა და ნადირობა

კაი ბიჭი ხარ, მოვა ის დროც როცა მარტოც ინადირებ და თოფგადაკიდებული ტყეში ივლი კიდეც. აბა შენ იცი :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ბატი

906732fdd682.jpg

ბატები, იხვისებრთა ოჯახის ფრინველები ბატისნაირთა რიგისა. წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე 60-100 სმ. შედარებით მაღალი ფეხები უფრო სასიარულოდაა მომაჯვებული, ვიდრე საცურაოდ. ბატები ძირითადად იკვებებიან ხმელეთზე ან წყალმარჩხში მხენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით, თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა. ბუდობენ მიწაზე ან კლდის ნაპრალებში. დებენ 5-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ხოლო ჭუკების აღზრდაში მონაწილეობს მამალიც. რუხი ბატი (Anser anser), მეკალოე ბატი(Anser fabalis), წრიპინა ბატი (Anser erythopus), თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) გვხვდება საქართველოში. მშრალცხვირა ბატი (Anser cygnoides), მთის ბატი (Eulabeia indica) გვხვდება პამირზე, ტიან-შანზე; თეთრი ბატი (Anser coerulescens) გავრცელებულია ვრანგელის კუნძულსა და არქტიკულ ამერიკაში. ყველა ბატი სარეწაო მნიშვნელობისაა.

შინაური ბატის წინაპარია გარეული რუხი ბატი გარეგნული და ანატომიური ნიშნების მიხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს, რომლებიც გასუქების შემდეგ 10 კგ-მდე ხორცს იძლევიან. ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა - 100-მდე. სანაშენედ გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როცა უკვე 3-4 კგ იწონის. ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე. აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში (მოყინულობის სამკურნალოდ). ზოგ ქვეყანაში (უნგრეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა) განვითარებულია ბატების ღვიძლის სპეციალიზებული წარმოება. მისგან ამზადებენ კერძებსა და კონსერვებს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...