Jump to content
Club-Monadire.Ge

ბუნებრივი სატყუარები


Recommended Posts

ყველი

 

 

ყველი პროტეინებით მდიდარი სატყუარაა. მას მიზანმიმართულად იყენებენ წვერაზე თევზაობისას. ჩვენში, ყველზე ასევე იჭერენ: კობრს, ქაშაპს, შამაის, კარჩხანას, მოზრდილ ნაფოტას და სხვა. სატყუარად ან მოსაჩვევად(კუბიკების სახით, ფიდერის საკვებურით ან PVA ბადე-პაკეტით) გამოსაყენებელი ყველი აუცილებლად უნდა იყოს საკმაოდ დამწიფებულ-დაძველებული(არაგაფუჭებული), მოყვითალო რძისფერი. ამასთან, უმარილო ან უმნიშვნელოდ მარილიანი. ამ პარამეტრების გათვალისწინებით, საუკეთესო სატყუარად ითვლება ე.წ. შვეიცარული და ჰოლანდიური GOUDA-ს ტიპის ყველი. უშუალოდ სატყუარად(კავზე) ძირითადად გამოიყენება მცირე კუბიკების და პასტის სახით. პასტის(ცომის)სახით კომბინირებულადაც გამოიყენება, მოზელილ პურთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ასევე, ყველის ბაზაზე ქარხნულად ამზადებენ მისივე არომატის მქონე ბოილებს, პელეტცებს და სხვა ანალოგიური ტიპის სათევზაო სატყუარებს.

 

 

 

033387fca97e.jpg

 

77fea1213439.jpg

 

f6b9a38094c5.jpg

 

b99d40c67cdc.jpg

 

03e3b082131b.jpg

 

c1956e463db0.jpg

 

504fcc918d92.jpg

 

185a4e46d734.jpg

 

774c9d1bfb47.jpg

 

5d0cc76d81bf.jpg

 

8464d5e8a32f.jpg

 

f3881b1488e9.jpg

 

fe3514e0335e.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 3 weeks later...

ერთმა გამოცდილმა მეთევზემ მირჩია ჩალის ღეროს მატლი სატყუარად, რომელსაც ჩალიღერას ეძახიან. ვიზუალურად ოპარიშსა გავს, ოღონდ ცოტა დიდებია და წვრილი ბუსუსები აქვს ქვემოთ რომლებითაც მოძრაობს. ყანის აღების მერე დარჩენილ გადანაჭრელებშია ბლომად ეს მატლი.

ერთხელ ვცადე ეგ სატყუარა მაგრამ არანაიაირი შედეგი, თუმცა არამგონია მთალდ სატყუარის ბრალი ყოფილიყო, რადგან იმ დღეს არანაირ სატყუარაზე არ აიღო. გაქვთ ვინმეს ამ მატლით თევზაობის გამოცდილება? რამდენად შედეგიანი თევზაობისას?

ღირს კი მაგის გამო ყანაში სიარული? :)

Link to post
Share on other sites

ერთმა გამოცდილმა მეთევზემ მირჩია ჩალის ღეროს მატლი სატყუარად, რომელსაც ჩალიღერას ეძახიან. ვიზუალურად ოპარიშსა გავს, ოღონდ ცოტა დიდებია და წვრილი ბუსუსები აქვს ქვემოთ რომლებითაც მოძრაობს. ყანის აღების მერე დარჩენილ გადანაჭრელებშია ბლომად ეს მატლი.

ერთხელ ვცადე ეგ სატყუარა მაგრამ არანაიაირი შედეგი, თუმცა არამგონია მთალდ სატყუარის ბრალი ყოფილიყო, რადგან იმ დღეს არანაირ სატყუარაზე არ აიღო. გაქვთ ვინმეს ამ მატლით თევზაობის გამოცდილება? რამდენად შედეგიანი თევზაობისას?

ღირს კი მაგის გამო ყანაში სიარული? :)

გუბისწყალზე ქაშაპს ვიჭერდი მაგით.მოდიოდა კარგად.

Link to post
Share on other sites

გუბისწყალზე ქაშაპს ვიჭერდი მაგით.მოდიოდა კარგად.

 

ძალიან კარგი. შამაიაც ეტანება კარგადო და ვნახოთ. ბევრი ძალისხმევა არ ჭირდება მაგ მატლის მოპოვებას და ვსინჯავ მომავალშიც აუცილებლად.

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი. შამაიაც ეტანება კარგადო და ვნახოთ. ბევრი ძალისხმევა არ ჭირდება მაგ მატლის მოპოვებას და ვსინჯავ მომავალშიც აუცილებლად.

აუცილებლად სინჯე. ერთერთი შედეგიანი სატყუარაა მდინარისთვის. შამაიაზე ხო მისწრებაა.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

13b531732c7f.jpg

 

სამი თუ ოთხი დღის უკან, ქუთაისში, ზუსტად მასეთი კალია შემომისკუპდა საქარე მინის საწმენდზე.

 

გიგანტური ზომების იყო.

Link to post
Share on other sites

სამი თუ ოთხი დღის უკან, ქუთაისში, ზუსტად მასეთი კალია შემომისკუპდა საქარე მინის საწმენდზე.

 

გიგანტური ზომების იყო.

:blink: :blink: ესღა გვაკლდა კიდე რა !!! ეს გადამფრენი სარანჩაა,99% დარწმუნებული ვარ ! :blink: :blink:

Link to post
Share on other sites

ეს სარანჩა კაი ხანია ბინადრობს ზური იმერეთში,აქვე იზამთრებს,მინახავს კედლებში შეყუჟული ზამთარშიც.

 

 

დათო სურათზე რაც არის მინიმუმ 6-7 სანტიმეტრი სიგრძისაა.მინახავს უფრო დიდებიც.

Link to post
Share on other sites

ეს სარანჩა კაი ხანია ბინადრობს ზური იმერეთში,აქვე იზამთრებს,მინახავს კედლებში შეყუჟული ზამთარშიც.

 

 

დათო სურათზე რაც არის მინიმუმ 6-7 სანტიმეტრი სიგრძისაა.მინახავს უფრო დიდებიც.

ცოტა რაოდენობით თუა ეგ არაფერი მაგრამ საშინლად მომრავლება იცის და მერე მტრისას,ანადგურებს ყველაფერს მწვანეს..

Link to post
Share on other sites

ეს სარანჩა კაი ხანია ბინადრობს ზური იმერეთში,აქვე იზამთრებს,მინახავს კედლებში შეყუჟული ზამთარშიც.

 

 

დათო სურათზე რაც არის მინიმუმ 6-7 სანტიმეტრი სიგრძისაა.მინახავს უფრო დიდებიც.

 

ჰო ავთო, ძალიან დიდი იყო და იმით მიიქცია ყურადღება. უცებ მეგონა ბეღურა თუ მოაფრინდა მანქანის საქარე მინას. თან უჩვეულო შეფერილობისაა, მჭვანე თითქმის არ ერია სულ რუხი ფერის იყო.

 

მოკლედ მასეთი იყო.

Link to post
Share on other sites

იქნებ ხის მატლზე თქვათ ორიოდ სიტყვა :scratchchin:

 

შეიძლება მისი ხელოვნურად მოპოება?

მიდიხარე ტყეში,ნახულობ დამპალ ხეს და ჩეხავ,ძველ ფიცრებშიც არის ხოლმე.

 

 

8c8c39855ae3.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მაისის ხოჭო

 

საყოველთაოდ აღიარებული სატყუარაა ქაშაპისათვის

 

b7e244b2658d.jpg

 

c5fbc6cd7856.jpg

 

46ef53ccfeea.jpg

 

მაისის ხოჭოს მატლი

 

cbe9ba7aaf14.jpg

 

ვობლერი - მაისის ხოჭოს იმიტაცია

7b1d4b596687.jpg

 

 

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

თევზჭერის მოყვარულებს

ბევრი მოყვარული, განსაკუთრებით კი ახალბედები, ხშირად გვეკითხებიან, ამა თუ იმ თევზის დასაჭერად რა სატყუარა გამოვიყენოთო. ის, ვინც დაინტერესებულია ანკესით თევზის ჭერის წესებით, მას ლიტერატურაც ბევრი აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში ანკესით ჭერას უმაღლეს სასწავლებლებშიც კი ასწავლიან.

დღეისათვის ქართულად გამოცემულია შემდეგი ლიტერატურა: მაქს პიპერის წიგნი „მრავალნაცადი მეტევზე“, რომელიც შოთა დოლიძემ თარგმნა, გამოცემულია „საბჭოთა საქართველოს“ მიერ 1977 წელს. ასევე დაგეხმარებათ კოტე საპიცკის „მოყვარული მეთევზის მეგზური“ და „მოყვარული მეთევზის კალეიდოსკოპი“ (საბჭოთა საქართველო 1977 წ.), შოთა დოლიძის „სპორტული თევზაობა“ (საბჭოთა საქართველო 1979 წ.), შ.კალანდაძის „საქართველოს თევზჭერის მოყვარულის ცნობარი“ 1980 წ.

 

სახვადასხვაგვარი სატყუარა

ანკესით თევზაობისას აუცილებელია სატყუარა. ჭიაყელა უნივერსალური სატყუარაა, რომელიც ყოველგვარი თევზის დასაჭერად გამოდგება. პატარა ჭიაყელებს ეტანება ციმორი. კობრს, კაპარჭინას, წვერას და სხვა თევზებს უფრო მსხვილი ჭიაყელები ურჩევნიათ. ქაშაყსა და ქორჭილას კი უფრო მოზრდილი სატყუარით იჭერენ.

თუ ჭიაყელას თევზი არ მიეტანა, მაშინ შეიძლება ვიხმაროთ სხვაგვარი სატყუარები: მატლი და მუხლუხო ჭია. ქაშაყი, კაპარჭინა და სხვა თევზები ძალიან ეტანებიან ხის ქერქის მატლს, ბოსტნის და პეპლების მუხლუხოებს. ხორცის ბუზის თეთრი მატლი ძალიან კარგი სატყუარაა კობრის ჯიშის თევზებისათვის.

იქ, სადაც გვხვდება მედღეურა, რეკომენდებულია მოვძებნოთ მისი მატლი. მედღეურას მატლი შეიძლება ვიპოვოთ ფსკერის შლამში. შლამს იღებენ ქილით ან პეპლის საჭერი ბადით, შემდეგ გადმოაპირქვავებენ ნაპირზე, სადაც ეძებენ ორი სანტიმეტის სიგრძის მცოცავ მატლებს. მატლს მთელი სიგრძეძე კი ატ წამოაგებენ ანკესზე, მის ორ ბოლოს რგოლს, რათა ფსკერზე ჩაშვებისას თავისუფლად მოძრაობდეს.

მდინარის მცირე მოლუსკი ცხოვრობს მერქანზე. იგი ნაფოტას საყვარელი საკვებია.

კიბის კისერი მარტო ჩვენთვის კი არ არის დელიკატესი, ბევრი თევზისათვის სასიამოვნო საკვებია. თევზი მთლიან კიბოს ეტანება, ზოგიერთს კი პატარ-პატარა ნაჭრები ურჩევნია.

თითქმის ყველა მწერი წელიწადის დროის მიხედვით კარგი სატყუარაა. მაისის ხოჭო – ზაფხულში ცოცხლად, ხოლო მოგვიანებით დასპირტული შესანიშნავი სატყუარა იქნება. ყოველთვის ვარგისია ივნისის ხოჭო, კურტალია, ჭრიჭინა, ოთახის ბუზი.

ზოგ შემთხვევში შეიძლება გავჭრათ თევზის კუჭი და ვნახოთ, რა არის მასში. ზოგ რამეს ისეთსაც ვიპოვით, რომ ელიც სატყუარად გამოდგება. ბაღის ლოკოკინებს და ლოქორიებს, პატარა და საშუალო ზომის ბაყაყებს, ცხენისა და ცვეულებრივ წურველას, დაკლული ცხოველების ფილტვებს, თირკმლებსა და სხვა შიგნეულს სხვადასხვა ტევზი ეტანება.

საზღვარგარეთ, განსაკუთრებით საფრანგეთში, დიდ გასავალშია ხორცის მწვანე ბუზის ჭია. მას კარგად ეტანება კალმახი და ყველა სახის არამტაცებელი თევზი.

მსხვილ და წვრილ არამტაცებელ თევზებს ძალიან უყვართ მოყვითალო და ოდნავ რბილი კარტოფილის სატყუარა. მთლიანი კანგაუცლელი კარტოფილი შესანიშნავად ჩერდება ანკესზე. მსხვილ კარტოფილს პატარა რგოლებად ჭრიან. ის კიდეებზე უფრო მაგარია, ვიდრე – შუაში. თუნუქის ბრტყელ კოლოფში ინახავენ წინასწარ დამზადებულ ნაწრებს, კოლოფის ფსკერსა და კედლებზე ქონს წაუსვავენ, მოაყრიან ცოტა შაქარსა და მარილს.

კარტოფილის სატყუარას მსგავსია აგრეთვე მანანას ატრია. კანიანად მოხარშულ კარტოფილს, აგრეთვე ბურღულს, დავამატოთ ცოტა შაქარი, მოვაგუნდაოთ ნიგვზის ტოლა ატრია და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ორი წუთის შემდეგ ისინი ამოტივტივდებიან და უნდა ამოვიღოთ. ატრია უნდა იყოს რბილი და ამავე დროს დრეკადი, როგორც რეზინი, მაშინ იგი კარგად მაგრდება ანკესზე.

ცომს, რომელიც სატყუარას, ძირითადად იყენებენ არამტაცებელი თევზის დასაჭერად. იგი ასე მზადდება: ტეთრ პურს გააცლიან კანს, შეურევენ მოხარშულ კარტოფილს (5:1 პროპორციით) და აზელენ, სანამ კარგი ცომი არ მოვა. კარგია ქონის დამატებაც, რითაც მოქნილი ხდება, წყალში სწრაფად არ იხსნება და დროზე ადრე არ ხმება. გარდა ამისა, შეიძლება დავუმატოთ: შაქარი, მარილი, თაფლი, რბილი ყველი და სხვა ცოცხალი წარმოშობის დანამატებია: მატლები, წიების წვრილი ნაწრები, წიაყელას ან დფნის ფაფა, ეს დანამატი ძალიან სასარგებლოა, კარგი სატყუარაა აგრეთვე ანკესზე წამოგებული მაკარონი.

სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვანაირად შემზადებულ ყველს ეტანებიან პატარა და დიდი თევზები: კაპარჭინა, გველტევზა და სხვა. წამოეგებიან ყველზე, მაგრამ სატყუარა შესაფერისი ზომის უნდა იყოს. 3-6 მმ. დიამეტრიამი ყველის რგოლები კარგია ზოგიერთი მსხვილი თევზისათვისაც. კარგია აგრეთვე შვეიცარიული და ჰოლანდიური მაგარი ყველი. მისგან ამოიჭრება პატარა ზომის ნაჭრები და გაკეთდება რგოლები, დასარბილებლად რამით ჩაყრიან ტკბილ რძეში. დარბილებული ყველი ადვილად წამოეგება ანკესს. კარგი სატყუარას მომზადება შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ყველის ნარჩენებისგანაც. ნარჩენებს დაფშვნიან, ყველი კარგად აირევა და გაიხსნება, შეურევენ ფქვილს; შეიძლება ყველს დავუმატოთ ცოტა თაფლი, ქონი და გადავხარშოთ. სატყუარა უნდა იყოს რბილი, მაგრამ კარგად ჩერდებოდეს ანკესზე. კარგი იქნება, თუ დავუმეტებთ დასრესილ ლოკოკინებს, კიბორჩხალებს, მატლებს, თევზებს და სხვა სატყუარას. ამ დანამატებს ერთმანეთს შეურევენ ანკესზე წამოგების წინ.

ყველაზე უფრო გახშირებულია მარცვლეულით თევზაობა. მოხარშავენხორბალს 24 საათის განმავლობაშI დაალბობენ, შემდეგ გადასწურავენ, დაასხამენ ახალ წყალს და დახურული ქვაბით დადგამენცეცხლზე, უმჯობესია – გაზქურაზე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.ორი საათის შემდეგ ხორბალი დასკდება, გამოჩნდება თეთრი ბოლოები, მაგრამ მარცვლები ძალზე რბილი იქნება. მისგან წვენი ისე უნდა გამოვწუროთ, რომ მარცვლებს ტენი მთელი კვირის განმავლობაში ეყოს. ხარშვისას უნდა ჩავუმატოთ შაქარი ან მარილი. სატყუარასთვის არჩევენ მსხვილსა და კარგ მარცვლებს.

ბარდა, როგორც კარგი სატყუარა, დიდი ხანია ცნობილია კობრის ჯიშის მსხვილი თევზის დასაჭერად. უფრო საიმედო იქნება, თუ დაკონსერვებულ მწვანე ბარდას ვიყიდით.

მსხვილი ცერცვი კარგი სატყუარაა.

სატყუარად განსაკუთრებით კარგია უმი ან დამარილებული ღორის ქონი.მას რძეში ალბობენ.

თევზი ხშირად ძეხვის ნაჭრებსაც ეტანება. ნემსკავს შეიძლება წამოვაგოთ როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი.

 

შოთა კალანდაძე

ჟურნალი მონადირე და მეთევზე

1989 წელი.

Link to post
Share on other sites

khirimeli

 

კარგია! მშვენიერი სტატიაა!

 

:hi:

 

უნდა მივიდე საჯაროში და ეგ წიგნები გადავაქსეროქსო. განსაკუთრებით მაინტერესებს ამა თუ იმ წყალსატევში რა სახეობები ბინადრობდნენ. ჩვენი აღსადგენია განადგურებული ან განადგურების პირას მყოფი სახეობები.

 

მადლობა!

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

ამონარიდი ჟურნალ „მონარიე და მეთევზე“ განთავსებული გივი სანდროშვილის სტატიიდან „ბაზალეთის ტბა და ჟინვალი წყალსაცავი“ ასევე მიხეილ დემეტრაშვილის (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი) „ჯანდარის ტბა და მისი იქთიოფაუნა“ 1990 წ.

 

 

ჟინვალის წყალსაცავის ფართობი 1130 ჰექტარა. შიგ ბევრია ხრამული და მტკვრის წვერა, მურწა, ჭანარი და კალმახი.

 

 

მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ო. ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი, სახელდობრ:

1. კავკასიური ქაშაპი;

2. გუწო ანუ ლოქორია;

3. მტკვრის ტობი;

4. მტკვრის ციმორი, ანუ ჩხირა ჯუჯა;

5. ხრამული;

6. მტკვრის წვერა;

7. ჭანარი;

8. მურწა;

9. შამაია;

10. მტკვრის თაღლითა;

11. შავწარბა;

12. აღმოსავლური ფრიტა;

13.ამიერკავკასიური ბლიკა;

14.აღმოსავლური კაპარჭინა;

15. ტაფელა ანუ სარქველა;

16.კობრი ანუ გოჭა;

17. წინააზიური გველანა;

18. ლოქო ანუ ღლავი;

19.გამბუზია;

20. თეთრი სქელშუბლა;

21. თეთრი ამური;

22. ჭრელი სქელშუბლა;

23. ჭერეხი.

 

 

 

 

თუ საჭიროდ ჩათვლით შესაბამის თემაში გადაიტანეთ ან წაშალეთ

Link to post
Share on other sites

ბიჭებო. თეთრი მატლის გამოყვანას ვერ მასწავლით?

რამდენი დღე სჭირდება?

ხორცს მნიშვნელობა აქვს რისი იქნება? თევზი შეიძლება?

სიცხეში უნდა იყოს ეს ხორცი, თუ ჩრდილში?

Link to post
Share on other sites

GigaG

აიღე 1 ლიტრიანი პოლიეთილენის ნაბეღლავის (ან რომელიმე სულერთია) გადაჭერი ნახევარზე.შუას ზემოთ დახვრიტე წვრილად ისე რომ მატლი გამოეტიოს ,ასე 3-4 მილიმეტრი.ზემოთ ნაწილში გაუკეთე 2 ნახვრეტი ისე რომ ჩამოსაკიდი გაუკეთდეს(მავთულით ან ძაფით სულერთია).მეორე გააკეთე მარტო ჩამოსაკიდით ოღონდ უფრო დიდი ზომის ჭურჭელი,მაგალითად წყალის ან ზეთის სამლიტრიანი.დაკიდებ ხის ტოტზე ან სადაც გაწყობს იქ ერთად. პატარა დახვრეტილი უნდა მოთავსდეს დიდში .საკიდები ისე დაარეგულირე რომ დიდი ჭურჭელი ცოტათი უფრო მაღლა აცდეს დახვრეტილს,3-5 სანტიმეტრით.წარმოიდგინე პატარა ჭიქა რომ დიდში ჩაკიდო(ჩაკიდული არ დაგილევია კაცო? :e025: )

დახვრეტილ ჭურჭელში მოათავსე ხორცი,თევზი,ნაწლავები,მოკლედ რაც გეშოვება და ზემოდან დაახალე ერთი კვერცხი(ეს ბოლო უცბად ზრდის)ხოლო დიდში ჩაყარე წმინდა ნახერხი ისე რომ ფსკერი მოფაროს 4-5 მილიმეტრით. შეიძლება ფქვილიც მაგრამ გარეთ როცა კიდებ ჩიტები ამოგიჭამენ მატლებიანად. ნახერხში კი არ ეტანებიან. როცა ჩამოკიდებ ამ ყველაფერს ზემოდან გადააფარე რამე ისე რომ გაწვიმებისას წყალი არ ჩავიდეს. სულ ეგაა.5-7 დღეში კარგი სათევზაო სატყუარები გექნება დიდ ჭურჭელში.თანაც ნახერხით გასუფთავებული,დიდთვლიანი საცერი თუ გექნება ამ საქმისთვის უფრო ადვილად გააცალკავებ მატლს და ნახერხს.პატარა რეზერვუარს პერიოდულად ამატე ხორცი და ჩათვალე სანამ სითბოა მატლი არ შემოაკლდება შენს სათევზაო სატყუარებს. ;) თუ რამე ვერ გაიგე მზად ვარ დაგეხმარო. ;)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...