GigaG 0 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 GigaG აიღე 1 ლიტრიანი პოლიეთილენის ნაბეღლავის (ან რომელიმე სულერთია) გადაჭერი ნახევარზე.შუას ზემოთ დახვრიტე წვრილად ისე რომ მატლი გამოეტიოს ,ასე 3-4 მილიმეტრი.ზემოთ ნაწილში გაუკეთე 2 ნახვრეტი ისე რომ ჩამოსაკიდი გაუკეთდეს(მავთულით ან ძაფით სულერთია).მეორე გააკეთე მარტო ჩამოსაკიდით ოღონდ უფრო დიდი ზომის ჭურჭელი,მაგალითად წყალის ან ზეთის სამლიტრიანი.დაკიდებ ხის ტოტზე ან სადაც გაწყობს იქ ერთად. პატარა დახვრეტილი უნდა მოთავსდეს დიდში .საკიდები ისე დაარეგულირე რომ დიდი ჭურჭელი ცოტათი უფრო მაღლა აცდეს დახვრეტილს,3-5 სანტიმეტრით.წარმოიდგინე პატარა ჭიქა რომ დიდში ჩაკიდო(ჩაკიდული არ დაგილევია კაცო? ) დახვრეტილ ჭურჭელში მოათავსე ხორცი,თევზი,ნაწლავები,მოკლედ რაც გეშოვება და ზემოდან დაახალე ერთი კვერცხი(ეს ბოლო უცბად ზრდის)ხოლო დიდში ჩაყარე წმინდა ნახერხი ისე რომ ფსკერი მოფაროს 4-5 მილიმეტრით. შეიძლება ფქვილიც მაგრამ გარეთ როცა კიდებ ჩიტები ამოგიჭამენ მატლებიანად. ნახერხში კი არ ეტანებიან. როცა ჩამოკიდებ ამ ყველაფერს ზემოდან გადააფარე რამე ისე რომ გაწვიმებისას წყალი არ ჩავიდეს. სულ ეგაა.5-7 დღეში კარგი სათევზაო სატყუარები გექნება დიდ ჭურჭელში.თანაც ნახერხით გასუფთავებული,დიდთვლიანი საცერი თუ გექნება ამ საქმისთვის უფრო ადვილად გააცალკავებ მატლს და ნახერხს.პატარა რეზერვუარს პერიოდულად ამატე ხორცი და ჩათვალე სანამ სითბოა მატლი არ შემოაკლდება შენს სათევზაო სატყუარებს. თუ რამე ვერ გაიგე მზად ვარ დაგეხმარო. ჩაკიდული როგორ არ დამილევია, ე.ი. ყველაფერი გამომივა ერთი რაც ვერ გავიგე. ეს მატლი საიდან ჩნდება, ბუზი არ უნდა დააჯდეს იმ ხორცს?? ანუ ბუზი როგორც მივხვდი იმ 3-4მმ ნახვრეტებში ვერ შეეტევა და აბა წეროს მოყავს ეს შობელძაღლები? და მეორე, ეგ ყველაფერი ჩრდილში უნდა დავკიდო? ყარს ძალიან? აივანზე რომ დავკიდო ცოლი გადამაგდებს იმ აივნიდან? სახლის სახურავზეც შემიძლია, ოღონდ იქ მთელი დღე მზეა... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 ჩაკიდული როგორ არ დამილევია, ე.ი. ყველაფერი გამომივა ერთი რაც ვერ გავიგე. ეს მატლი საიდან ჩნდება, ბუზი არ უნდა დააჯდეს იმ ხორცს?? ანუ ბუზი როგორც მივხვდი იმ 3-4მმ ნახვრეტებში ვერ შეეტევა და აბა წეროს მოყავს ეს შობელძაღლები? და მეორე, ეგ ყველაფერი ჩრდილში უნდა დავკიდო? ყარს ძალიან? აივანზე რომ დავკიდო ცოლი გადამაგდებს იმ აივნიდან? სახლის სახურავზეც შემიძლია, ოღონდ იქ მთელი დღე მზეა... ხოო აივანზე ნამდვილად არ გამოვა. თუ სახლიდან გაგაგდო და არ გადმოგაგდო აივნიდან ესეც კაია თავი ისე დაახურე ბუზის შესასვლელი ადგილი რომ დარჩეს.ან დაუტოვე შესაძრომი პატარა.რო აქოთდება ბუზი ეგრევე გაჩნდება და შეძვრება ეგ არ იდარდო. ციტირება Link to post Share on other sites
GigaG 0 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 ხოო აივანზე ნამდვილად არ გამოვა. თუ სახლიდან გაგაგდო და არ გადმოგაგდო აივნიდან ესეც კაია თავი ისე დაახურე ბუზის შესასვლელი ადგილი რომ დარჩეს.ან დაუტოვე შესაძრომი პატარა.რო აქოთდება ბუზი ეგრევე გაჩნდება და შეძვრება ეგ არ იდარდო. დიდი მადლობა ავთო. ანუ დარჩა კორპუსის სახურავი... სახურავზე მზეა მთელი დღე თაკარა... ივარგებს ეგეთ პირობებში? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 დიდი მადლობა ავთო. ანუ დარჩა კორპუსის სახურავი... სახურავზე მზეა მთელი დღე თაკარა... ივარგებს ეგეთ პირობებში? მოდი ასე ვქნათ . რადგან მაგარ სიცხეში მალე ამოშრება ,,ნედლეული,,ამიტომ ისეთი რამ გადააფარე ცოტა ჩრდილიც რომ მისცეს და უშუალოდ არ აცხუნოს მზემ. ხო მართლა მატლები როცა დიდ ჭურჭელში მოხვდება უკვე დაზრდილია და მეტს აღარ გაიზრდება.შეგიძლია რამე სუფთა კოლოფში ფქვილი ჩაყარო და მატლები შიგ მოათავსო. თავსახური ნემსით დახვრიტე რამოდენიმე ადგილას და მაცივარში მოათავსე(ისე რომ ქალებმა არ გახსნას შემთხვევით თორე პარაშუტი დაგჭირდება )მაცივარში ერთ თვემდე ინახება თეთრი მატლი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 გიგა, ამათ ნუ უსმენ, გეიუბნები რაა. მაგ მატლის გამოყვანის ისეთ ხერხებს გასწავლიან ეგენი, თან პროფესიონალ თამადად ჩამოგაყალიბებენ, ანუ ყოველდღე მოგიწევს დალევა. მე უფრო ადვილ ხერხს გასწავლი, მაგრამ სამი თვე მოგვიწევს ლოდინი ორივეს. მე იმიტომ, რომ ვერ ვიშორებ ჩემს სიმამრს აქედან, შენ კიდევ ამ სამთვეში მოგიწევს მინიმუმ 2-3კგ-იანი თევზების გადანახვა/გაყინე ხოლმე ერთდროულად თუ ვერ დაიჭირე/, ათამდე რომ მოაგროვო კარგი იქნება, მერე მოგწერ ჩემი სახლიკაცის მობილურს და ეგ არის აკადემიკოსი მაგ საქმეში. 4-5 დღეში , შენზე ბუთხუზა თეთრი მატლი არცერთ მეთევზეს არ ეყოლება. მერე შენი დაჭერილი 10კგ-იანი თევზები, წინა ფარფლებით ტაშს დაგიკრავენ და ხმამაღლა იყვირებენ ყველას გასაგონად: სიცოცხლის და ცურვის დედაც, ესეთი გემრიელი საჭმელი ცხოვრებაში არ გვიგემიაო. ოღონდ, როცა ჩემი სიმამრი მოვა ხოლმე თევზებთან რიტუალის ჩასატარებლად, თუ ეზო გაქვს, მთლად უარესი, ყველა ბასრი იარაღი გადამალე, როგორებიც არიან ხერხები ნაჯახები, ცულები, ბარები, თოხები და ა.შ. ვერ იტანს, ალერგია ეწყება. კაცოოოოოო, ახალი გადმოსულები ვიყავით და ეზოზე ბევრი მარადმწვანე ბუჩქი და ხე დაგვხვდა. მე საქმეზე სხვა ქალაქში ვიყავი ერთ კვირიანით და რომ დავბრუნდი, ყველა დაუჭრია. -ეს რა ჰქენი ბიჯო, რა დაგიშავესთქო? და, -რა ჩემს ფეხებად გვინდა, მაინც არაფერს ისხავენ ეგენიო. ჰო, ბუზების სახოცი რამოდენიმე იქონიე, სადაც თევზი გექნება გაკიდული, მერე მაგან იცის. იმედია გამიგებ ხუმრობას გიგა. ეხლა რა ხდება. 10 ცალი ყველაზე დიდი ამერიკული ქაშაყი გადავარჩიე ბოლო გასვლიდან და ლუდისთვის გამოყვანას ვაპირებდი მარილში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამოვალაგე 4 დღის მერე, დავრეცხე ნაზად და თავდაყირა დავკიდე. სხვათაშორის ავთოსგან ვისწავლე გაშრობის ეს მეთოდი. ცხვირიდან ქონი წამოუვა თუ არა, მერე ამოატრიალებ და შენს სასურველ სმშრალემდე დასტოვებ მზეზე, უფრო სწორებ გადახურულში სჯობია. მეც გადახურულში მქონდა გაკიდული ეს ათიცალი ბომბორა და დღეს გავედი, რათა შემმოწმებინა. მანამდე 3-4 პირ მარლაში გადავახვიე საგულდაგულოდ, თანაც ეგ ჯანდაბა-მარლა აქ ვერ ვიშოვე და სიდედრს ჩამოვატანინე. შევედი და კინაღამ წავიქეცი ორ რამეზე, ჯერ სუნზე და მერე ომარა იდგა ბუზების სახოცით. გავხსენი მარლა და იმდენი უტყაპუნებია ეს ბუზების სახოცი ამ თევზებისთვის, გაუხევია სადღაც და შავ ბუზებს ქორწილი მორჩენი ჰქონდათ იქა, შალახოც უცეკვიათ და სამშობიაროც იქვე გაუხსნიათ, გადათეთრებული იყო თევზი შიგნიდან მატლით. -არადა მუმიებივით შევახვიე, ვერცერთი მწერი რომ ვერ შესულიყო. როგორია? 30კილომდე თევზის ნაგავში გადაყრა?, დავხურე ჰერმეტულ სათლებში და ახლო მყოფ მდინარეში მდორეში ჩავყარე. ციტირება Link to post Share on other sites
GigaG 0 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 გიგა, ამათ ნუ უსმენ, გეიუბნები რაა. მაგ მატლის გამოყვანის ისეთ ხერხებს გასწავლიან ეგენი, თან პროფესიონალ თამადად ჩამოგაყალიბებენ, ანუ ყოველდღე მოგიწევს დალევა. მე უფრო ადვილ ხერხს გასწავლი, მაგრამ სამი თვე მოგვიწევს ლოდინი ორივეს. მე იმიტომ, რომ ვერ ვიშორებ ჩემს სიმამრს აქედან, შენ კიდევ ამ სამთვეში მოგიწევს მინიმუმ 2-3კგ-იანი თევზების გადანახვა/გაყინე ხოლმე ერთდროულად თუ ვერ დაიჭირე/, ათამდე რომ მოაგროვო კარგი იქნება, მერე მოგწერ ჩემი სახლიკაცის მობილურს და ეგ არის აკადემიკოსი მაგ საქმეში. 4-5 დღეში , შენზე ბუთხუზა თეთრი მატლი არცერთ მეთევზეს არ ეყოლება. მერე შენი დაჭერილი 10კგ-იანი თევზები, წინა ფარფლებით ტაშს დაგიკრავენ და ხმამაღლა იყვირებენ ყველას გასაგონად: სიცოცხლის და ცურვის დედაც, ესეთი გემრიელი საჭმელი ცხოვრებაში არ გვიგემიაო. ოღონდ, როცა ჩემი სიმამრი მოვა ხოლმე თევზებთან რიტუალის ჩასატარებლად, თუ ეზო გაქვს, მთლად უარესი, ყველა ბასრი იარაღი გადამალე, როგორებიც არიან ხერხები ნაჯახები, ცულები, ბარები, თოხები და ა.შ. ვერ იტანს, ალერგია ეწყება. კაცოოოოოო, ახალი გადმოსულები ვიყავით და ეზოზე ბევრი მარადმწვანე ბუჩქი და ხე დაგვხვდა. მე საქმეზე სხვა ქალაქში ვიყავი ერთ კვირიანით და რომ დავბრუნდი, ყველა დაუჭრია. -ეს რა ჰქენი ბიჯო, რა დაგიშავესთქო? და, -რა ჩემს ფეხებად გვინდა, მაინც არაფერს ისხავენ ეგენიო. ჰო, ბუზების სახოცი რამოდენიმე იქონიე, სადაც თევზი გექნება გაკიდული, მერე მაგან იცის. იმედია გამიგებ ხუმრობას გიგა. ეხლა რა ხდება. 10 ცალი ყველაზე დიდი ამერიკული ქაშაყი გადავარჩიე ბოლო გასვლიდან და ლუდისთვის გამოყვანას ვაპირებდი მარილში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამოვალაგე 4 დღის მერე, დავრეცხე ნაზად და თავდაყირა დავკიდე. სხვათაშორის ავთოსგან ვისწავლე გაშრობის ეს მეთოდი. ცხვირიდან ქონი წამოუვა თუ არა, მერე ამოატრიალებ და შენს სასურველ სმშრალემდე დასტოვებ მზეზე, უფრო სწორებ გადახურულში სჯობია. მეც გადახურულში მქონდა გაკიდული ეს ათიცალი ბომბორა და დღეს გავედი, რათა შემმოწმებინა. მანამდე 3-4 პირ მარლაში გადავახვიე საგულდაგულოდ, თანაც ეგ ჯანდაბა-მარლა აქ ვერ ვიშოვე და სიდედრს ჩამოვატანინე. შევედი და კინაღამ წავიქეცი ორ რამეზე, ჯერ სუნზე და მერე ომარა იდგა ბუზების სახოცით. გავხსენი მარლა და იმდენი უტყაპუნებია ეს ბუზების სახოცი ამ თევზებისთვის, გაუხევია სადღაც და შავ ბუზებს ქორწილი მორჩენი ჰქონდათ იქა, შალახოც უცეკვიათ და სამშობიაროც იქვე გაუხსნიათ, გადათეთრებული იყო თევზი შიგნიდან მატლით. -არადა მუმიებივით შევახვიე, ვერცერთი მწერი რომ ვერ შესულიყო. როგორია? 30კილომდე თევზის ნაგავში გადაყრა?, დავხურე ჰერმეტულ სათლებში და ახლო მყოფ მდინარეში მდორეში ჩავყარე. :D :D არა, მეგობარო არ მინდა, თან სხვისი სიმამრი :D ისევ ჩაკიდულის საფუძვლიანი შესწავლა ჯობია აქ, თან 3 თვე რა დაელოდება :D ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 7, 2012 Report Share Posted July 7, 2012 ელჩი რატო გაფუჭდა, მარილი ვერ აიღო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 7, 2012 Report Share Posted July 7, 2012 პირველივე დღეს დამდგარა და უტყაპუნებდა ბუზების სახოცს, გახია ზემოდან მარლა, თვითონ ვერ შეამჩნია, მეც არ მეცალა და გაივსო თევზი შავი ბუზის მატლით 10 დღეში. შეპარულა რამოდენიმე ბუზი და გადატენეს კვერცხებით. 5 დღის მერე, ვთხოვე ამოატრიალე ყველა და ცხვირით მაღლა დაკიდეთქო, რადგან ქონი მოსდით ხოლმე კუდით დაკიდებულებს მაგ დროში. ვერ გაახვია ყველა ერთად და......... მატლს შევინახავდი, როგორც ავთო და ბიჭები სწერენ, მაგრამ ვერ მომიხერხდება კაი ხანი სათევზაოდ წასვლა მდინარეზე და იმიტომ დავძირე წყალში. მაგათი ნაგავში გადაყრა, დიდი უნამუსობა იქნებოდა ჩემგან, დავაბრუნე იქ, სადაც საჭირო იყო. სიმართლე გითხრა, იმაზე არ ვნანობ, რომ თევზი გამიფუჭდა, იმაზე ვნანობ, რომ ამდენი წვალების შემდეგ სახლში მოტანილ ნადავლს, სათანადო ყურადღება არ და ვერ მივაქციე. დიდი მინუსი მე. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 12, 2012 Author Report Share Posted August 12, 2012 http://www.youtube.com/watch?v=uv9F5Jru3XQ ნახეთ საინტერესოა! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 თავიდან ბოლომდე წავიკითხე ეს თემა და გამორჩენილი გვაქვს კიდევ ერთი ბუნებრივი სატყუარა. ჭიებთან და მატლებთან რომ უკაცრავად ვარ, კი იცით ბევრმა, მეზარება მაგათი წამოცმა და ფორთხიალი ნემსკავზე, არადა შედეგიანები არიან. ერთხელ საქონლის და ღორის ღვიძლი ვიყიდე სხვა შინაგან ორგანოებთან ერთად, რითაც ყაურმა კეთდება და სახლში უარი სთქვეს ამ კერძზე. მეთქი ხომ არ გადავყრი, რაში შეიძლება გამოვიყენოთქო? იმ პერიოდში აქტიურად ვთევზაობდი მდინარეზე, თითქმის ყოველ დღე, მოვრჩებოდი თუ არა სამუშაოს, მდინარესთან ვეშურებოდი ხოლმე. წავიღე ეს ღვიძლები და დავადებილე თევზები. ყველა გადაგდებაზე ამომყავდა. ბასრი დანით ვჭრიდი ჭიაყელის მსგავს ფორმებად. არ ვიცი რა, შანსი არ ჰქონდათ თევზებს. სადღაც მაქვს ერთი ძველი სურათი, სადაც გამწკრივებული მაქვს ეგ თევზები. აუცილებლად მოვძებნი და დავდებ. ორ დღეში დაახლოებით 100 ცალი მოზრდილი თევზი დავიჭირე, მართალია ისიც რომ მთელი ორი დღე, გათენებიდან დაღამებამდე სპინინგს არ ვუშვებდი ხელს და თან ვიდექი, ერთიც არ დამიმუხლავს. მერე მომბეზრდა, ძალიან გამიადვილდა თევზის ჭერა და აღარ მაინტერესებდა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 13, 2012 Author Report Share Posted August 13, 2012 (edited) კი, მართალი ხარ გიო. ღვიძლი(ღორის,ძროხის, ქათმის,...) აღიარებული სატყუარაა. ასევე ღორის ქონიც. http://poimaika.ru/nasadki-i-nazhivki/342-pechen-i-salo-kak-nazhivka-dlya-rybalki.html ზოგადად, ეს თემა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენ ფორუმზე და ძალიან მიხარია! ვისაც თევზაობის ინტერესი გააჩნია ბევრ რამეს გაიგებს ამ თემიდან. Edited August 13, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 ღვიძლზე ძალიან მაგარი ქაშპები მყავს დაჭერილი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 ღვიძლზე მე პირადად არ მითევზავია,მაგრამ მინახავს როგორ იჭირეს სხვებმა,მე ქაშაპზე ქათმის წელებზე ვთევზაობ ძირითადათ,ხშირად მიყიდია კარგი სოფლის ქათამი მაგისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 14, 2012 Author Report Share Posted August 14, 2012 (edited) ლიტველების ძალიან კარგი ფილმია! ქაშაპი მაისის ხოჭოზე_ http://www.youtube.com/watch?v=QCoFdFXexf8 დააკვირდით!!! მგონი ბორჯომის ბოთლში აგროვებენ ხოჭოებს. ) Edited August 14, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
sergeevich 0 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 დაწერილია 05 July 2011 - 11:35 PM ციტატა(motevsave @ Jul 5 2011, 11:09 PM) ვათვალიერებდი ამ გვერდს და ვერსად ვერ ვნახე ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარა... წუნწუხის მატლი....მე ძალიან ხშირად მყავს ძალიან კარგი შედეგები მიღებული ამ მატლით,შეიძლება რამე სხვა ქვია ლიტერატურულად,მაგრამ ჩვენსკენ ასე ეძახიან.წუნწუხი მოგეხსენებათ წყალში გახსნილი ნაკელია,რომელსაც ბოსტნებში იყენებენ,აი ამ წუნწუხში ნახავთ ამ მატლს,თეთრი ფერისაა და გრძელი კუდი აქვს,ხანდახან რომ არაფერს არ ეკარებოდა თევზი,ეს მატლი კარგად მუშაობდა,განსაკუთრეით წვერა მოდიოდა კარგად,ასევე ხრამულსაც და ქაშაპსაც უყვარს.ხშირად სოფელ-სოფელ მივლია და კითხვა-კითხვით მიშოვია ხოლმე ეს მატლი,კი უკვირდათ ხალხს ამ ნაკელში რო ვქექიალობდი,არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია,მაგრამ მერე შედეგი მახარებდა.მგონი ახლა არის მაგის სეზონი დ ცადეთ ვინმემ თუ მოიპოვებთ. შეგიძლიათ მაშინვე გარეცხოთ რამოდენიმეჯერ და კი გაუდის სუნი.2-3 დღე ძლებს თუ სიგრილეში შეინახავთ. მაგარია! პირველად გავიგე, საჭირო ინფორმაციაა. თუმცა ქალაქში ძნელად თუ იშოვი. მჯერა და დარწმუნებული ვარ მაგარი შედეგიანი იქნება. აი მოპოვების რა მოგახსენო . ეს არის ამ ჯიგარის მატლია, მტკვარზე მითევზავია მაგით, ხრამული იღებდა გადარეულივით. ციტირება Link to post Share on other sites
DaTo-KiZo 0 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 ქაფშია შემოდგომა–ზამთარში პატარებზე დაჭრილ ქაფშიაზე ვიჭერდი ზღვის ქორჭილას, ხონთქარს, სტავრიდს, მერლანგს მიდიაზე წერია? მე ვერ შევამჩნიე. ვიცი რომ თევზაობენ ზღვაზე მარა ნემსკავზე ვერ დავამაგრე ვერასდროს წესიერად :D ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 მიდიას წამოცმა და ნემსკავზე გაჩერება მართლაც ძნელია, იგივე მინდა გითხრათ ორაგულის და სთილჰედის ქვირითზე. საშინელებაა მათი დამაგრება კაუჭზე. პ.ს. არის ხალხი, ვინც საკუთარი თვალით ნახა სათევზაო მაღაზიაში სატყუარად რომ იდო გაყიდვაში ბლომად ქვირითი. დავწერ მერე კიდევ სხვა ბუნებრივ სატყუარებზეც, ბევრია მოსაყოლი. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 25, 2012 Report Share Posted December 25, 2012 (edited) ბირკას მატლი Arctium láppa- ს ლიტერატურული სახელი არ ვიცი და ისე კი ვიცნობ მას როგორც ბირკა ! ამ მცენარეს რომ ყველა იცნობს ამაში ეჭვი არ მეპერება,მაგრამ ის რომ ამ მცენარის ტოტებში და ღეროში ბინადრობს პატარა ზომის თეთრი ფერის მატლი ბევრმა არ იცის.ეს მატლი საუკეთესო სატყუარაა თევზისათვის,განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.ამ მატლის მოპოება ხდება ზამთარში და არაა რთული.ტეხავენ ამ მცენარეს ხმელ ტოტებს და შემდეგ ბასრი დანით ჭრიან მთელ სიგრძეზე.ამ ტოტებს გული რბილი აქვთ და სწორედ შიგ ბინადრობენ ეს მატლები. ინახავენ ამ მატლებს ხის ან პენოპლასტის კოლოფში მაცივრის ქვედა თაროზე.ნემსკავზე აცვავენ 2 ცალს.მასზე მშვენივრად მოდის ნაფოტა,კაპარჭინა,ბლიკა,....... Edited December 27, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 25, 2012 Report Share Posted December 25, 2012 (edited) მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი ეს მცენარეც გეცოდინებათ.ამ მცენარეში მობინადრე მატლიც ერთ ერთი საუკეთესო ზამთრის სატყუარაა თევზისათვის Edited December 27, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 26, 2012 Author Report Share Posted December 26, 2012 (edited) გაიხარე ზურაბ! შარშანწინ, ზამთარში, ჯაპანას ტბებზე ვნახე მაგის მაგვარი გამხმარი მცენარე. რამოდენიმეს შტამი სიგრძეზე გავჭერი და იქ გამეჩითნენ მასეთი ტიპები, ოღონდ ცოტა პატარები. ადრე "ახოტა რიბალკაზე" ვნახე ცოცხალი სატყუარის მოპოვების ეგ მეთოდი და ჯაპანაში გამახსენდა. P.S. თქვენის ნებართვით, ხომ არ აჯობებდა ეს პოსტები(მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი და ბირკას მატლი ) ბუნებრივი სატყუარების დიდ თემაში გადაგვეტანა. ჩემი აზრით ლოგიკური იქნება. Edited December 26, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 26, 2012 Report Share Posted December 26, 2012 (edited) ამ მცენარეს(ბირკას მატლი) ,,ღორის ბირკა,, ქვია ლიტერატურულად ზური. ყველგან საკმაოდ ბლომადაა მაგრამ სათევზაოდ თუ გამოიყენებოდა მაგის მატლი შენგან გავიგე დღეს. :yes: Edited December 27, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 26, 2012 Author Report Share Posted December 26, 2012 ძალიან საინტერესო და სასარგებლო პოსტები გვაჩუქა სალამანდრამ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აქტუალური. ბირკიდანაც ტუ შეიძლებოდა მატლის მოპოვება არ ვიცოდი. P.S. თქვენის ნებართვით, ხომ არ აჯობებდა ეს პოსტები(მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი და ბირკას მატლი ) ბუნებრივი სატყუარების დიდ თემაში გადაგვეტანა. ჩემი აზრით ლოგიკური იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted December 26, 2012 Report Share Posted December 26, 2012 მე ადრე გაზაფხულზე წინა შემოდგომას აღებულ ჩალიღერების გადანაჭრელებში ვაგროვებ ხოლმე მაგდაგვარ მატლებს,შამაიზე მუშაობს კარგად ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 26, 2012 Report Share Posted December 26, 2012 (edited) მე ადრე გაზაფხულზე წინა შემოდგომას აღებულ ჩალიღერების გადანაჭრელებში ვაგროვებ ხოლმე მაგდაგვარ მატლებს,შამაიზე მუშაობს კარგად ! არ დაიზარო და შემდეგში როდესაც მაგ მატლების მოგროვებას დააპირებ სურათი გადაუღე და გვაჩვენე....არსად არ მინახავს ასეთი ინფო ! Edited December 26, 2012 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 27, 2012 Report Share Posted December 27, 2012 კი ზური ჩალიღერას(სიმინდის ღეროს) მატლი ჩვენსკენ ძალიან პოპულარული სატყუარაა. ბევრჯერ გამომიყენებია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.