Jump to content
Club-Monadire.Ge

ბუნებრივი სატყუარები


Recommended Posts

ბუნებრივი სატყუარები. მცენარეული ან

 

ცხოველური წარმოშობის სატყუარები

 

 

levani

 

დაწერილია 19 September 2008 - 12:04 AM

 

სატყუარები

 

 

აბა აქ დავწეროთ ვინ რა სატყუარა ვიცით და რა მოდის იმ სატყუარაზე. მე დავწერ ყველა სატყუარას რითაც ვთევზაობ და რა თევზიც დამიჭერია

ზღვაზე თევზის ხორცით: მერლანკა, სარგანი, ლიფიორი, სმარიდკა(ქართულად არ ვიცი როგორაა) ზღვის ღორჯო (ერთხელ დავიჭირე 700 გრამიანი), იორში, ლოსიკი(სამწუხაროდ ქართულად არ ვიცი როგორაა)

 

ზღვაზე მარსკოი ჩერვით, პურით, ბულკით კეფალი.

 

მდინარეში: მიწის ჭიაყელა, კარაედის მატლი, ოპარიში(მცვანე ბუზის მატლი), ქვის ქვეშ მცხოვრები ნაკადულის ჭიები და რაჩკები, ყველი, კიბორჩხალას კუდები. დაჭერილი მყავს წვერა, მურწა, ქაშაპი მდინარის ღორჯო, ნაფოტა, ტობი, ქორჭილა.

 

ტბები და არხები: ნაკელის ჭიაყელა, დაკონსერვებული სიმინდი, ოპარიში, პური, მიწის ჭიაყელა, კიტრის გულის ნაჭრები, დაჭერილი მყავს კარასი, კობრი, თეთრი ამური, ფარფლწითელა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

BROWNING

 

 

დაწერილია 26 September 2008 - 01:01 AM

 

მოხარშული ხორბალი, პერლოვკა, სიმინიდი, ყველი, ლორის ნაწერი(კაი ქაშაპი დავიჭირე ერთხელ), მახრა(წვერაზე მისწრებაა), ღორტაფა, ნაკელის ჭია, ტარაკანა, კალია, კალბასი. ცელოფანზეც კი მიცდია ერთხელ.

Link to post
Share on other sites

levani

 

 

 

დაწერილია 07 November 2008 - 10:12 PM

 

 

QUOTE(mama_archili @ Oct 30 2008, 04:12 PM)

 

 

ლევან! მაინტერესებს კიტრის გულით რა თევზი დაიჭირე?

 

 

ამური, თეთრი ამური.

Link to post
Share on other sites

levani

 

 

დაწერილია 10 January 2009 - 08:37 PM

 

ერთ კარგ რამეს დავწერ მეთევზეებისათვის. ყველამ ხომ ვიცით რა კარგი სატყუარაა მიწის მწვანე ჭიაყელა? ეს არის ძალიან ხვანცალა ჭია და თევზი თუა ახლომახლო მივარდება მაგ სატყუარს. მიწიდან მაგის ამოსაყვანად საკმარისია შაბიამნის ხსნარის დასხმა სველ კორდზე და თავისით მოცოცავენ. მერე ანკესზე უნდა წამოვაგოთ ორივე ბოლოთი ისე, რომ შუაწელი თავისუფალი ქონდეს. ასე დიდხანს არ კვდება და ხვანცალებს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 27 February 2009 - 12:58 AM

 

Salamandra

 

მეთევზეებს გაუმარჯოს! ხავსზე თუ თევზაობს ვინმე? ან საერთოდ სად იღებენ და რა მუღამია მაგით თევზაობა?

 

ხავსი მაგარი რამეა !მასსე იჭერენ ზაფხულზე,როცა წყალი საკმაოდ თბილია.ხავსზე მოდის ხრამული,თეთრი ამური,ნაფოტა,ქაშაპი,ტობი.მოსკოვში ერთი მდინარეა რომელიც ზამთარ ზაფხულ თბილია რადგან გამწმენდი ნაგებობიდან თბილი წყალი ჩაედინება შიგ,ხო და შარშან 9 მაისს მეგობარმა ხავსით ნაფოტის ჭერისას თეთრი ამური დაიჭირა,ორმოცი წუთი აწვალა, 0,16 ძუა ეყენა კატუშკაზე.რომ ამოათრია აწონა, 6,700 იწონიდა

Link to post
Share on other sites

დაწერილია 07 April 2009 - 02:17 PM

 

 

gurulo

 

 

QUOTE(noso @ Apr 6 2009, 02:16 PM)

 

 

არა გელა მე ვიცი რომ ,ნიორს უსმევენ ჭიას და რომ აცვავს ჩია დიდხას ფართხალებს ,ეგრე დამიჭერია მაგრამ ეგ არ გამიგია.

მე მინახავს ტელევიზორში როგორ იჭერს საზანს კაცი მარწყვით

 

 

 

ვისაც სატელიტური ანტენები გაქვთ ნახეთ არხი ,,passione pesca"(13 გრადუსზე მოდის, თუ ვინმეს გაინტერესებთ მომწერეთ და პარამერტებსაც მოგაწვდით). ჰოდა ამ არხზე ამ დილითაც იყო იმ გადაცემის გამეორება და ნამდვილად ნიორი იყო, თანაც მხოლოდ ნიორს უკეთებდა ნემსკავზე, უფრო მეტსაც გეტყვით:პადკორმკად(საკვებს რომ უყრიან თევზს მოსატყუებლად) ნიორს ყრიდა წყალში.

მეც მაგრად გამიკვირდა, მაგრამ რა ვიცი...

Link to post
Share on other sites

gurulo

 

დაწერილია 16 May 2009 - 11:43 PM

 

 

QUOTE(gurulo @ Dec 2 2008, 06:11 AM)

 

 

ბატონო მეთევზეებო, გამიგონია სატყუარას უშუალოდ თევზაობის წინ კანაფის ზეთში ასველებენო.ასეთი დამუშავების შემდეგ თევზი ძალიან კარგად მოდისო.

 

 

სალამანდრა და სერგეევიჩ, ეს პოსტი კარგა ხნის წინ დავწერე. სამწუხაროდ არავინ გამომეხმაურა. ალბათ კანაფის(კანაპლიის) ზეთი მართლაც მაგარი სატყუარაა. პრაქტიკაში თუ გამოგიცდიათ ცოტა რამ მოგვიყევით რა.

 

სხვათაშორის საბანეევის წიგნში წერია, რომ კანაფის ზეთში დამუშავებულ სატყუარაზე იმდენად დიდია თევზის ლტოლვა, რომ რაც ახლო-მახლო თევზეულობა მოძრაობს ყველა მასთან მოდისო.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

დაწერილია 01 June 2009 - 11:35 PM

 

 

ციტატა(levani @ Jun 1 2009, 11:23 PM)

 

 

დღეს ვიყავი სათევზაოდ სუფსაზე, ქაშაპი მოდის არაუშავს და მაგის გამო რამდენიმე ხელოვნური სატყუარა ვიყიდე. რაც შემეძლო შევარჩიე მარა პრაქტიკაში რომ ვნახე დაჭერის მაგივრად აფრთხობს თევზს. რასაც ველოდით ნადავლს იმის მესამედი ძლივს დავიჭირეთ.

 

 

ლევან მწვანე ბუზზე ჩვენთან ქაშაპი კისერს იტეხავს ისე მოდის,შავ კალიაზეც მაგრად იჭერენ ბიჭები.ეს დილით ,შუადღეზე კი ქათმის ნაწლავს უგებენ ამობრუნებულს.

Link to post
Share on other sites

motevsave - pescatore

 

დაწერილია 03 September 2009 - 10:25 PM

 

ყველას მოგესალმებით!!! თუ იციტ კეფალი რითი შეიძლება დაიჭირო,მე კი ვიჭერ პასტაზე,მარა ნაკლებად მოდის,თან ლეშა არ აცლის,დიდი დინებაა სადაც ვთევზაობ და 150 გრამიანი ტყვია მიკეთია,ზღვის ჭია კი ვიცი,მარა 1 კვირით ადრე უნდა შეუკვეთო და მე ამ შაბათს მინდა გასვლა,თუ ვინმემ იცით,დამეხმარეთ რამე რჩევით.წინასწარ მადლობთ!!!

 

 

QUOTE(levani @ Jun 1 2009, 09:47 PM)

 

 

მწვანე ბუზზე ალბათ პირდაპირ ზედაპირიდან არა ავთო? მე მაგალითად კალიით ვიჭერდი დაყოლების მეთოდით (მაგრამ მწვანე კალიით ივლისში) ზედაპირიდან. მაგარი დასაჭერია რაც მართალი მართალია.

 

 

მე ახალი წევრი ვარ და ცოტა გვიან ვკითხულობ ამ ნაწერს,ქაშაპს ყვირილაზე ყველასე კარგად ქათმის წელებზე ვიჭერდი,ზამთარში უფრო დიდები მოყვება თან

Link to post
Share on other sites

ავთო

 

დაწერილია 18 September 2009 - 11:58 PM

 

აიღეთ ლითონის ქილა რომელსაც ეხურება თავსახური.სასურველია ქილა იყოს 7-8 სმ დიამეტრის.სახურავი გახვრიტე ისე რომ ბუზი ჩაეტიოს ,მერე კი ქილა დახვრიტეთ შუაწელზე 3-4 მმ ბურღით გარშემოღასე 10-15 ნახვრეტი რომ გამოვიდეს. ჩადეთ ხორცის ნაჭერი და ერთი კვერცხის გული(კვერცხის გული მალე ზრდის მატლს) ეს უნდა ჩაიდოს ისე რომ მასა ამოვიდეს ნახვრეტებამდე. ჩააბით ზონარი ისე რომ ხეზე დაიკიდოს(ან აივანზე სადმე).შემდეგ აიღეთ უფრო დიდი დიამეტრის ქილა ,ისეთი რომელშიაც ჩაეტევა ის პირველი,გაუკეთეთ საკიდი მასაც ჩაყარეთ პურის ფქვილი და ამოაცვით პირველ ქილას ისე რომ ფსკერი ფქვილს არ ეხებოდეს. როცა მატლები დაიზრდებიან დაიწყებენ იმ ნახვრეტებიდან გამოძრომას ჩაცვივდებიან ფქვილიან ქილაში და არ მოგიწევთ უსიამოვნო პროცედურების გავლა.

შეგიძლიათ დაამზადოთ რამოდენიმე ისეთი ქილა რომელშიაც მატლი(ოპარიში)იზრდება წაიღოთ მდინარეზე და დაკიდოთ ისეთ ტოტზე რომელიც მდინარეზეა გადაშვერილი და დატოვეთ რამოდენომე დღით.იქ მოხდება იგივე რაც ზემოთ აღვწერე მაგრამ მატლები ფქვილის ნაცვლად წყალში ჩაიყრება ნელი ტემპით.ამაზე უკეთესი მისაჩვევი კი რაღაა საჭირო? მიბრძანდით დააგეთ მატლი ანკესსზე და ითევზავეთ იქ სადაც ქილა ჰკიდია.ბევრ თევზს რომ დაიჭერთ მე არ დაგავიწყდეთ

Link to post
Share on other sites

დაწერილია 25 October 2010 - 07:38 PM

 

levani

 

 

ციტატა(cottonmouth @ Oct 25 2010, 05:58 PM)

 

 

არ დამცინოთ მაგრამ ხშირად ახსენებთ ხოლმე სატყუარად სიმინდს და მოხარშულ სიმინდს გულისხმობთ თუ ჩვეულებრივ უმ სიმინდს?

 

 

არავინ არ დაგცინებს მაგაზე, პირიქით ყველა დაგეხმარებით.იმიტომ, რომ ეს ცოდნა არავის დაგვყოლია, ყველა ვეკითხებოდით გამოცდილებს და ვიყენებდით პრაქტიკაში, სახლის პირობებშიც შეიძლება სათევზაოდ გამოსადეგი სიმინდის დამზადება, მაგრამ მე პირადად ვხმარობ მაღაზიაში ნაყიდ დაკონსერვებულ სიმინდს, თუნუქის ქილებით იყიდება მოხარშული, ტკბილი სიმინდი. მხოლოდ ამ სატყუარაზე სულ არ მოდის. არის შემთხვევები როცა ნემსკავზე უნდა ააგო რამდენიმე ცალი, არის როცა ერთი ცალიც საკმარისია, ხშირად კანის გაცლაა საჭირო. ეს ყველაფერი პრაქტიკიდან მოვა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ლევან წელს შაორზე, სახლში მოხარშულ სიმინდზე უფრო მოვიდა ვიდრე კონსერვის. ხან ასეა, ხან ისე, კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც მეტი სატყუარა გაქვს მით უკეთესი

Link to post
Share on other sites

salamandra

 

დაწერილია 09 November 2010 - 10:07 PM

 

 

QUOTE(dmoral @ Nov 9 2010, 10:37 PM)

 

 

перловица-ს რა ქვია ქართულად ?

 

წინასწარ დიდი მადლობა.

 

2772ddf2d3f0.jpg

 

ქართულად არ ვიცი რა ქვია მაგრამ ასე გამოიყურება

Link to post
Share on other sites

დაწერილია 09 November 2010 - 11:16 PM

 

კობრზე სათევზაო სატყუარად დამაინტერესა.

 

როცა ქარიყლაპიაზე ნადირობა მიწევს სხვადასხვა წყალსატევებზე(ზღვისპირეთში) ხშირად მინახია როგორც გახსნილი

 

ნიჟარები ასევე ცოცხლები. რამოდემიჯერ იმ ადგილებში სადაც გახსნილი ნიჟარები ეყარა დიდი (მინიმუმ 3 დან5კგმდე)

 

კობრები შევნიშნე. ხოდა მოვიწამლე. მხოლოდ ერთხელ მოვახერხე გასვლა. პურდაპირ ვუყურბდი, წყალქვეშა

 

გემებივით როგორ ტორტმანით დაცურავდნენ პირდაპირ სატყუარის თავზე და პირს არ აკარებნენ. კარგადაც

 

დავკვებე:მჭადის ფქვილი +"პეჩენიე იუბელინიე" +კოპტონისმტვერი+დაფჩხვნილი სუხარი+ვანილი+ანისის

 

ატრაქტანტი. უშუალო სატყუარად ნესკავზე: მჭადი, სიმინდი, კოპტონი, გამბუზია, და ბოლოს "პერლოვიცაც" მაგრამ

 

მაინცდამაინც ბოლოს ძროხებიი სისხლი გამიშრეს. ხან "პრიკორმკას" დაერივნენ, ხან ჯოხებს და "საჩოკს".

 

მოკლედ ჩამეშალა. არადა გულში ჩამრჩა და აქედანვე ვემზადები კობრის სეზონისთვის. მგონია რომ კოპტონის

 

გრანულებმა PVA სეტკით ან პაკეთით და მასშივე ნესკავმა "პერლოვიცათი" ღამით ან დილით ადრე

 

უნდა იმუშაოს.

 

თქვენც მირჩიეთ რამე.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 27 December 2010 - 04:29 PM

 

 

ციტატა(Irakli @ Dec 27 2010, 02:12 PM)

 

 

სატყუარად ყველამ ვიცით რო წითელი ჭია მაინც უფრო აქტუალურია, როდესაც სათევზაოდ მივდივარ დღის წესრიგში დგება წითელი ჭიის მოპოვება ან ყიდვა. აქ ორ პრობლემას ვაწყდები ხოლმე 1) მეთვითონ რო მოვიპოვო საჭიროა ჭიაყელა იყოს მიწაში ან ნაკელში, სამწუხაროდ ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩემ უბანში მთელი ჰექტარი რო შემობარო ჭია არაა, გაგეცინებათ მაგრამ მართლა არაა არც ნაკელში და არც მიწაში. ძლიერი სიცხის გამო იმდენად შრება ზედაპირები რო ჭია გამქრალია. 2) მეორე პრობლემა ისაა რომ თუ ვერ ან არ მოიპოვებ ჭიაყელას მაშინ უნდა იყიდო, ყიდვა პრობლემა არაა, პრობლემა არის საყიდლად წასვლა. როცა კუმისზე მინდა წასვლა ეს ტბა ჩემიდან 4 კილომეტრშია, ხოლო ჭიის საყიდლად კი მინიმუმ 15 კილომეტრზე მიწევს წასვლა

 

ყველაფრის გამოსავალი არსებობს და აქაც მოვნახე, ერთი პლასტმასის სათლი შევწირე ამ საქმეს, დავუხვრიტე ძირი, ჩავყარე მიწა და სულცოტაოდენი ნაკელი, ჩავაყარე ჭიაყელებისთვის საჭირო ძირითადი საკვები ფოთლებისა და თივის სახით, ზემოდანაც მიწა წავაყარე და ვრწყავ. ივლისიდან დავიწყე ამის კეთება, ოქტომბერში გადავამოწმე მდგომარეობა და აღმოჩნდა რომ საკვები სრულიად აეთვისებინათ ჩემს ჭიაყელებს მაგრამ გამრავლებით ჯერ არანაირი ნიშანი არ ქონდათ, საკვები მივუმარჯვე მხოლოდ ჩამოცვენილი ფოთლები და შემდგომი აცივებისგან თავის დასაღწევად სათლი ავტოფარეხში ჩავიტანე (ძალიან თბილი ავტოფარეხი მაქვს ამჟამად -2-3 გრადუსზე შიგნით +12 სულ არის), რათქმაუნდა აქაც წყალს ვუსხავ თვეში ორჯერ. გუშინწინ კვლავ გადავამოწმე რა ხდებოდა შიგნით, საკვები კვლავ ბოლომდე ქონდათ ათვისებული, ნუ თითქმის ბოლომდე ძალიან ცოტაღა იყო დარჩენილი, სამაგიეროდ პირველი გენერაცია მომცეს სასწაული რაოდენობის პატარა ჭიაყელაა ამჟამად სათლში, რომლებსაც მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ გაიზარდონ. საკვები კვლავ დავუმარაგე შიგნით და ალბათ 2-3 თვე საკვები აღAრ დაჭირდებათ. სეზონის დაწყებისთვის ჩემი ვარაუდით უკვე ნემსკავისათვის ვარგისი ჭიაყელები მეყოლება N რაოდენობით ის პირველი თაობა კი რომელიც თავიდან ჩავყარე უკვე ძალიან დამსხვილებულები არიან, კარგმა კვებამ თავისი შედეგი გამოიღო, ამასთან ერთად ბიოჰუმუსიც მექნება ყვავილებისთვის

 

ვინც ჩემნაირ პირობებში ცხოვრობს, ანუ სადაც არ მოიპოვება ჭიაყელები და საყიდელად კი ქალაქიდანაც მოშორებით არიან ძალიან კარგი საშუალებაა იყოლიო საკუთარი და თან გაამრავლო. ნამდვილად იოლი რამეა. ზაფხულში წყალი კვირაში ერთხელ უნდა დაასხა, თუ სარდაფში გეყოლებათ ორკვირაში ერთხელაც ეყოფა. ზამთარში ანუ ეხლა ვუსხავ 2-3 კვირაში ერთხელ და ტენიანობას შესანიშნავად ინახავს.

 

 

 

 

კარგია.

 

ადრე მეზობელს ჰქონდა ქუთაისში, ეზოში კომპოსტის ორმო და ბავშვობაში იქ ვნახულობდი ჭიაებს მეც.

 

მე ძირითადად ყიდვა მიწევს.

Link to post
Share on other sites

"საინტერესო სატყუარები" ასე ქვია ამ ფილმს და მართლაც, ჩვენს პირობებშიც, გამოსადეგი და საინტერესოა. )

 

ჰო კიდე, მთავარი მავიწყდებოდა - ამ ფილმში ვიხილე ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი )))))))))))))))

 

ავთომ გამაცნო მე ) და ლევანიც იცნობს

 

თავი კი მოგვაბეზრა მაგრამ ძველი ნაცნობის ნახვა ხომ იცით კაცს მაინც რომ უხარია . თევზი სამეკალა :derisive:

 

http://www.youtube.com/watch?v=jxtgwckPMnQ&list=UUUYUCy6ZWEvYC_hSrDlZt-Q&index=18&feature=plcp

 

 

 

 

აბა ნახეთ

Link to post
Share on other sites

დაწერილია 19 February 2011 - 01:03 AM

 

ამ სატყუარის შესახებ ჩვენს ფორუმზე ინფორმაცია უკვე დევს, მაგრამ არა ამ თემაში.

 

ნაკადულის მატლი (Ручейник) ერთ-ერთი კარგი სატყუარაა. ძალიან ძნელი

 

მოსაპოვებელიც არაა და თევზსაც მადას აღუძრავს. მოიპოვება თხელწყლიან ღელეებში და ნაკადულებში.

 

გარედან გარსი-ჯავშანი აქვს სილის ნაწილაკების, კენჭების და ხის ტოტების პატარა ნატეხებისაგან შეკრული.

 

წებოვანას თვითონ გამოყოფს.

 

 

ამ "ციხესიმაგრეში" ასეთი მატლი იმალება-

 

19ea306bda81.jpg

 

b1c5cdf8e03e.jpg

 

a4406e5a1763.jpg

 

b360d3de3aad.jpg

 

d739caa474d6.jpg

 

78bda3e61ecd.jpg

 

b1f1536cf639.jpg

 

შემდეგ ასეთ პეპელად გადაიქცევა

 

 

იმდენად მიმზიდველია თევზისთვის , რომ შოლტით თევზაობისას ფართოდ იყენებენ ამ მწერის იმიტაციებს -

 

d64d0a5240d0.jpg

 

108c45297d7f.jpg

 

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!!!

Link to post
Share on other sites

motevsave

 

დაწერილია 04 May 2011 - 12:32 AM

 

ნაკადულის მატლი (Ручейник) ერთ-ერთი კარგი სატყუარაა.

მე ამას ღორტავის მატლს ვეძახდი,ერთ ერთ ყველაზე მაგარი სატყუარაა,ვინაიდან სადაც თევზაობ იქ თუ არის აღებული,იქ თევზის ბუნებრივი საკვებია,სხვა სატყუარებთან განსხვავებით,ამიტომ არის ასე შედეგიანი.

Link to post
Share on other sites

ბუნებრივი სატყუარები

 

 

მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სატყუარები

 

 

დაწერილია 30 May 2011 - 10:50 PM

 

ნაკადულის მატლის (Ручейник) მოპოვების ხერხია აღწერილი აქ:

 

 

 

http://club-fish.ru/content/view/6551/223/

 

მე ჯერ არ მიცდია მაგრამ მოკლე შინაარსი ასეთია

 

თხმელას ტოტები უნდა მოვჭრათ(მოვტეხოთ) და ჩავალაგოთ მდინარის (ნაკადულის) შედარებით მდორე(წყნარი)

 

დინების მქონე ადგილზე, ისე რომ ტოტები ფსკერს ეხებოდნენ. დავტოვებთ ასე 2-4 საათით და შემდეგ ფთხილად

 

ავიღებთ თხმელას ტოტებს და ავკრეფთ მათზე მიმაგრებულ ნაკადულის მატლს.

 

საინტერესოა!?

Link to post
Share on other sites

დაწერილია 05 July 2011 - 11:35 PM

 

 

ციტატა(motevsave @ Jul 5 2011, 11:09 PM)

 

 

ვათვალიერებდი ამ გვერდს და ვერსად ვერ ვნახე ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარა...

წუნწუხის მატლი....მე ძალიან ხშირად მყავს ძალიან კარგი შედეგები მიღებული ამ მატლით,შეიძლება რამე სხვა ქვია ლიტერატურულად,მაგრამ ჩვენსკენ ასე ეძახიან.წუნწუხი მოგეხსენებათ წყალში გახსნილი ნაკელია,რომელსაც ბოსტნებში იყენებენ,აი ამ წუნწუხში ნახავთ ამ მატლს,თეთრი ფერისაა და გრძელი კუდი აქვს,ხანდახან რომ არაფერს არ ეკარებოდა თევზი,ეს მატლი კარგად მუშაობდა,განსაკუთრეით წვერა მოდიოდა კარგად,ასევე ხრამულსაც და ქაშაპსაც უყვარს.ხშირად სოფელ-სოფელ მივლია და კითხვა-კითხვით მიშოვია ხოლმე ეს მატლი,კი უკვირდათ ხალხს ამ ნაკელში რო ვქექიალობდი,არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია,მაგრამ მერე შედეგი მახარებდა.მგონი ახლა არის მაგის სეზონი დ ცადეთ ვინმემ თუ მოიპოვებთ. შეგიძლიათ მაშინვე გარეცხოთ რამოდენიმეჯერ და კი გაუდის სუნი.2-3 დღე ძლებს თუ სიგრილეში შეინახავთ.

 

 

 

მაგარია!

 

პირველად გავიგე, საჭირო ინფორმაციაა. თუმცა ქალაქში ძნელად თუ იშოვი. მჯერა და დარწმუნებული ვარ მაგარი

 

შედეგიანი იქნება. აი მოპოვების რა მოგახსენო .

Link to post
Share on other sites

levani

 

დაწერილია 30 January 2011 - 10:23 PM

 

ირაკლის ვენაცვალე და მივესალმები, ბუღლუჯი არ არის მერქნის მატლი, ბუღლუჯი მაისის ხოჭოს მატლია რომელიც ნიადაგში ბალახეული მწვანე საფარის ქვემოთ ფორმირდება ჭუპრად, თუ დააკვირდებით ბუღლუჯს წინა ფეხები აქვს, მერქნის მატლებს არა აქვს. ამას გარდა დიდი ბუღლუჯი დაკეცილი მტკაველის ხელაა და ლოქო და დიდი ქაშაპი მართლა მაგრად მოდის ზედ.

 

p.s. რაც მართალია მართალი ესეც უნდა ავღნიშნო არის მერქნის მატლის ზოგიერთი სახეობა მატლობაში აქვს ფეხები ჭუპრს უკვე აღარ.

 

ბუღლუჯი

9d30f04f5248.jpg

 

მერქნის ხოჭოს მატლი

1fb2c6683c4a.jpg

Link to post
Share on other sites

დათო

 

დაწერილია 31 January 2011 - 08:38 PM

 

 

მწვანე ჭია

 

ძირითადად მდინარის ნაპირებზეა გავრცელებული.ძალიან ძნელი საპოვნი კი არის

5d4353916545.jpg

 

წითელი ჭია ,,მიწის ჩვეულებრივი,,

 

bdd0a4ac3fd2.jpg

 

 

ეს ჩვეულებრივი მიწის ჭიაა.ყველგან გვხვდება

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...