Jump to content
Club-Monadire.Ge

ბუნებრივი სატყუარები


Recommended Posts

დაწერილია 11 May 2011 - 09:19 PM

 

 

ციტატა(levani @ May 11 2011, 10:50 AM)

 

 

ნერეისი ქვია ქართულად! აქაც გამორჩეულად კარგი სატყუარაა ზღვაზე სათევზაოდ. არა მარტო კეფალი, მაგაზე უარს არც ხონთქარა ამბობს, არც გარბული და კიდევ ათასი ჯიშის თევზი.

 

7ebe56830f01.jpg

 

bb34c4494cf8.jpg

 

 

 

ხომ ვერ მეტყვი როგორ უნდა მოვიპოვო,ვიცი რომ ზღვაში მოიპოვება.

Link to post
Share on other sites
  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სალამანდრა

 

დაწერილია 12 May 2011 - 08:51 AM

 

 

ციტატა(motevsave @ May 11 2011, 11:47 PM)

 

 

ვეძებე მასე ჯიგარო და ნიჯარების მეტი ვერაფერი ვნახე

ამ სურათშიც მე ვარ

 

e950cab821f8.jpg

 

ხო მაშინვე გიცანი !!! ახლა რა ხდება.ეს ჭია უნდა ვეძებოთ იქ სადაც წყლის მოქცევა და მიქცევაა, ესეიგი მთვარის ზემოქმედებას განიცდის სანაპირო.როდესაც წყალი მიდის და რამოდენიმე ხნით სანაპირო წყლისაგან თავისუფლდება, მაშინ ეძებენ ამ ჭიებს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 02 December 2011 - 06:37 PM

 

მაყვალი

 

ქაშაპი მაყვალზე

 

ყვირილაზე დაჭერილი ქაშაპის გასუფთავებისას მისი მუცელი შავი თუთით დამხვდა სავსე.მერე გამახსენდა იმ ადგილებში მდინარეზე გადაკიდებული თუთის ხე დგას,მომდევნო დღეებშიც კარგად მოვიდა იქ კაშაპი.....

Link to post
Share on other sites

წარმოგიდგენთ ძმები შერბაკოვების ძალიან საინტერესო ვიდეორგოლს - "მცენარეული სატყუარები"

 

http://video.yandex.ru/users/werewolff/view/606/#

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

კალია

 

გამორჩეული სატყუარაა თევზისათვის, გამოდგება როგორც ფსკერული მონტაჟის ასევე ტივტივისა და უშუალოდ წყლის ზედაპირზე სათევზაო მონტაჟისათვისაც. დიდი სიამოვნებით ეტანება პატარა ზომის კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელიც და მსხვილი მტაცებელიც. უნდა აღვნიშნო ის, რომ ქაშაპზე წარმატებული თევზაობის ერთერთი უტყუარი სატყუარაა. სიამოვნებით მიირთმევს დიდი კობრი და წვერაც. საერთოდ ყველა თევზი არჩევს იმ სატყუარას რომელიც იმ სათევზაო პერიოდისათვის მოიპოვება ბუნებაში, ამიტომ თუ არ დაიზარებთ და აგვისტოდან (როცა მასიურად მოდის მინდვრებში კალია) შეაგროვებთ ამ მწერს დამერწმუნეთ კარგი, ხარისხიანი თევზაობა გარანტირებული გაქვთ.

 

2823dff8b917.jpg

Link to post
Share on other sites

ხორცის მწვანე ბუზის მატლი (ოპარიში)

 

მეთევზეები დამერწმუნებიან, ეს პატარა და ხვანცალა მატლი ხშირ შემთხვევაში წყალსატევთან და მდინარესთან ნებისმიერ სხვა სატყუარასთან შედარებით უპირატესია. არის შემთხვევა როცა ყველა ჩვენ წაღებულ სატყუარას თევზი უკეთებს იგნორირებას და არჩევს მწვანე ბუზის მატლს. ვიცნობ პირადად მეთევზეებს რომლებიც არ აღიარებენ არც ერთ სხვა სატყუარას და წლის ნებისმიერ პერიოდში თევზაობენ მხოლოდ ამ სატყუარათი. ამ კატეგორიის მეთევზეებს საკუთარ საკარმიდამოში ან სახლში მოწყობილი აქვთ ამ მატლის გამოსაყვანი ,,ინკუბატორები"

 

7764865e42ed.jpg

Link to post
Share on other sites

გეთანხმებით რომ ძალიან კარგი და პრაქტიკული სატყუარა არის...ამ ბოლო პერიოდის ჩემი წარამატებებიც მაგ მატლის დამსახურება არის..

ჭიათურაში თითქმის მთელი სეზონი ვხმარობდი რეზერვად მაგ სატყუარას,ჩემით გამომყავდა,მითუმეტეს ძალიან ადვილი გამოსაყვანია,ერთი ნაკლი ის აქვს რომ სუნი აქვს საზიზღარი...(ბინის სახურავზე ვაკეთებდი)

ერთს მოგახსენებთ ვინც არ იცის... თუ გინდათ დიდი ზომის მატლი მიიღოთ თევზი დადევით ხორცის ნაცვლად,ყველაზე დიდები თევზისგან გამოდის.თან 1-2 პატარა თევზს სულ კი დაიჭერ მეთევზე რომ ჩაამატოხოლმე.

Link to post
Share on other sites

მახრა

 

42dcabf61144.jpg

 

შეიძლება ჩაითვალოს როგორც დიდი თევზის დასაჭერი სატყუარა. მასზე უარს არ ამბობს არც ლოქო, არც დიდი ქაშაპი კობრი თუ სხვა თევზების მსხვილი წარმომადგენელი. მისი მოპოვება რც ისე ადვილია იმის გამო, რომ ნიადაგში ღრმად ცხოვრობს და მხოლოდ გარკვეულ პერიოდში გვხვდება. ზოგჯერ მას თავს აგლეჯენ და ისე წამოაცვამენ ნემსკავს რაც არასწორია. ნემსკავზე ეცმევა შემდეგნაერად. ზურგის შუა ნაწილში გაუტარეთ ნემსკავი და თავის შუა ნაწილში ამოატარეთ. სქელი და უხეში თავის საფარველი საშუალებას გვაძლევს სწრაფ დინებაშიც დაზღვეული ვიყოთ მისი ნემსკავიდან დაცურებისაგან.

Link to post
Share on other sites

levani

 

:hi: კარგია!!

 

ლევან, ფილმს დავდებ,სადაც მახრა გამოყენებია სატყუარად.

 

ძალიან მიყვარს ეს ფილმი -

 

http://video.yandex.ru/users/konandrakon/view/879/#

 

იანდექსზე გამოსახულება უკეთესი ხარისხითაა.

 

 

 

Link to post
Share on other sites

ბუზი

 

41d1930ebbd5.jpg

 

ზაფხულში, როცა სხვადასხვა თევზი(ქაშაპი, კალმახი, ნაფოტა, კაპარჭინა, ქორჭილა, ფარფწითელა, თეთრულა და სხვა) აქტიურად იკვებება წყლის ზედაპირიდან, ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარაა ცოცხალი ბუზი

 

რამოდენიმე ბუზის ცოცხლად დაჭერა გადაუჭრელ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ხშირად, სრულფასოვანი თევზაობისათვის რამოდენიმე ცალი საკმარისი არაა.

საკმარისი რაოდენობის ბუზების დასაჭერად მაღალკედლებიან ჭურჭელში(მაგ.პლასტიკატის ხუთ ლიტრიანი წყლის თავგადაჭრილი ბოთლი)ათავსებენ საჭმლის ნარჩენებს და დებენ გარეთ. როცა მასში საკმაო რაოდენობის ბუზები აღმოჩნდება გადააფარებენ თხელ ტილოს ან მარლას. ამავე ტილოდან ჩაასხამენ ჭურჭელში წყალს და თითქმის პირამდე აავსებენ. ცოტა ხანი დაველოდებით, ბუზები ნაკლებად აქტიურები გახდებიან. შემდეგ ამოვალაგებთ და მოვათავსებთ ასანთის კოლოფში.

 

ასანთის კოლოფი კი წინასწარ უნდა მომზადდეს. :haha: მის, შიგა, სრიალა, ნაწილს უნდა გადაეწებოს სქელი ქაღალდი და ისე, რომ დარჩეს მხოლოდ პატარა ხვრელი, საიდანაც ჩავსვამთ და ამოვიღებთ(თვითონ ამოვა) ბუზებს.

 

ასანთის კოლოფში ჩასმამდე, დაზღვევის მიზნით, შეიძლება ჩვენი სატყუარების ერთი ან ორივე ფრთის "დემონტაჟიც" მოვახდინოთ.

 

ცოცხალი ბუზით თევზაობისას გამოიყენება მაქსიმალურად მსუბუქი აღკაზმულობა და პატარა ზომის, საკმაოდ თხელი კავი. სასურველია კავის წვერი ბუზის ფეხებისკენ გამოვიყვანოთ.

 

 

გამოყენებადი მეთოდები:

მსუბუქი ტივტივა(ზედაპირული გატარებისათვის), მსუბუქი მცურავი ბომბარდა(ან წყლით შესავსები ტივტივა), გაშოლტვით თევზაობა(fly fishingi) და ტენკარა.

 

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!

 

:haha:

Link to post
Share on other sites

პური

 

b64bfb74c2ee.jpg

 

იმ შემთხვევაშიც თუ ჭიაყელები სახლში დაგრჩათ სხვა სატყუარებთან ერთად პური გამოასწორებს ყველა შეცდომას. სატყუარად ხომ საუცხოოა და დასაკვებადაც ერთერთი ყველაზე კარგია.

Link to post
Share on other sites

levani

 

:)

 

სრულყოფილი თემა გამოგვდის.

 

პურის მომზადება სატყუარად -

 

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მაგარია დავით, ასეთი პურის დამზადება წარმოდგენაშიც არ მქონდა. ზაფხულში მაგრად უნდა იმუშავოს ამან. მე მხოლოდ არ ვიცი როგორ და რა პრინციპით მაგრდება ასეთი საშუალებით პური ნემსკავის გვერდით.

Link to post
Share on other sites

სად პოულობს ეს კაცი ეგეთ ჩანაწერებს)).ისე მაგაზე მეც კი მოვიდოდი)).საკმაოდ მყარად ზის სატყუარა კაუჭზე,კაი რამეა დავითა.ძაან მომეწონა :haha:

Link to post
Share on other sites

 

ეს კობრის მონტაჟების ვიდეოა, მაგრამ კლიპის პირველ წუთშია ნაჩვენები კავის "თმიანი აღკაზმულობა".

 

ძალიან ადვილია. მხოლოს ბოილის ნემსი( ფაქტიურად ყაისნაღი) დაგჭირდება.

 

ასეთია-

 

68fe38cd792a.jpg

 

და ესეც ნახე http://www.ryba4ok.com/component/k2/item/269-fider-karp-i-xleb.html

 

:haha:

Link to post
Share on other sites

პურის თეთრ ფქვილს მარილით ზომიერად ვაზავებ, ვამატებ მცენარეულ ზეთს/სიმინდის ან მზესუმზირის/, ხან მოხარშულ კარტოფილსაც ვურევ.

ცომს ვაკეთებ დაახლოებით ხინკალისთვის როგორც ვამზადებთ, კაი ხანი ვზილავ, რომ მკვრივი იყვეს.

ასეთი ცომი ერთი კვირაც სძლებს ცელოფანში მოთავსებული, ზაფხულში სასურველია თევზაობის შემდეგ მაცივარში შევინახოთ.

მდინარეზე ორაგულისნაირების გარდა ყველა სახეობა ამ პროდუქტით მყავს დაჭერილი, ასევე თეთრი ფუნთუშის გულითაც, მაგრამ ცომი უფრო უკეთეს შედეგს მაძლევს.

Link to post
Share on other sites

პურის თეთრ ფქვილს მარილით ზომიერად ვაზავებ, ვამატებ მცენარეულ ზეთს/სიმინდის ან მზესუმზირის/, ხან მოხარშულ კარტოფილსაც ვურევ.

ცომს ვაკეთებ დაახლოებით ხინკალისთვის როგორც ვამზადებთ, კაი ხანი ვზილავ, რომ მკვრივი იყვეს.

ასეთი ცომი ერთი კვირაც სძლებს ცელოფანში მოთავსებული, ზაფხულში სასურველია თევზაობის შემდეგ მაცივარში შევინახოთ.

მდინარეზე ორაგულისნაირების გარდა ყველა სახეობა ამ პროდუქტით მყავს დაჭერილი, ასევე თეთრი ფუნთუშის გულითაც, მაგრამ ცომი უფრო უკეთეს შედეგს მაძლევს.

 

:haha:

 

გიორგი,

 

ზეთი არარაფინირებული ხომ აჯობებს, მაგალითად კახური?

 

 

ეს კიდე,

 

ქაშაპი შავი პურის ქერქზე.

 

 

Link to post
Share on other sites

რათქმაუნდა დავით, მარა ვინ მომცემს აქ მე კახურ ზეთს? :haha:

 

ზეთი პირველ რიგში არომატიზატორის ფუნქცია ასრულებს, ასევე ცელოფანში მოთავსებული ცომი არ ეკვრის გარსს და ადვილი დასამრგვალებელია.

გასათვალისწინებელია მისი რაოდენობაც ცომში, ბევრი არ უნდა ვუქნათ, რადგანაც ცომი რბილდება მაინც რამოდენიმე საათში.

თუ დიდი ხნით ვაპირებ თევზაობას, ცოტა ფქვილიც მიმაქვს ხოლმე, რათა გადავზილო იმ დღევანდელი თევზაობისთვის საჭირო რაოდენობა.

Link to post
Share on other sites

:haha:

რათქმაუნდა დავით, მარა ვინ მომცემს აქ მე კახურ ზეთს? :haha:

 

ზეთი პირველ რიგში არომატიზატორის ფუნქცია ასრულებს, ასევე ცელოფანში მოთავსებული ცომი არ ეკვრის გარსს და ადვილი დასამრგვალებელია.

გასათვალისწინებელია მისი რაოდენობაც ცომში, ბევრი არ უნდა ვუქნათ, რადგანაც ცომი რბილდება მაინც რამოდენიმე საათში.

თუ დიდი ხნით ვაპირებ თევზაობას, ცოტა ფქვილიც მიმაქვს ხოლმე, რათა გადავზილო იმ დღევანდელი თევზაობისთვის საჭირო რაოდენობა.

 

 

კი, კახურ ზეთს მანდ ნამდვილად ვერ მოგცემენ. :haha:

 

მაგრამ, რაც დაწერე, ამერიკელებისთვის ხომ არ დაგიწერია?!

 

:haha:

Link to post
Share on other sites

სიმინდი

5a748f7ac229.jpg

 

კლასიკური სატყუარაა კობრზე სათევზაოდ.აღსანიშნავია რომ სატყუარად ძირითადად გამოიყენება ყვითელი სიმინდის მარცვალი.ჩვენ შეგვიძლია ის უახლოეს მაღაზიაში შევიძინოთ ან დავამზადოთ ოჯახში.ორივე ვარიანტი შედეგიანია,თუმცა აქვთ თავისი ნიუანსებიც.დავიწყოთ მზა სიმინდიდან რომელსაც ვყიდულობთ.

d14551043e7b.jpg

 

e725660aa37a.jpg

მზა,მოხარშული სიმინდის მარცვლები რომელიც გამოიყენება ძირითადად სალათების კეთებისას.შენაერთში აქვს მოტკბო ელემენტები,რაც დადებითად აისახება მის სატყუარად გამოყენებისას.თუ დააკვირდებით მარცვლებს სათესლე ყუნწები აქვთ მოცლილი რაც არა მარტო მათ ზომაზე,არამედ სიმკვრივეზეც მოქმედებს.მათი მინუსი იმაში მდებარეობს რომ ძალზე რბილია და ფაქიზი,სატყუარა კაუჭზე მჭიდროდ არ ჯდება,ოჯახში მოხარშული სიმინდიდან განსხვავებით.

ოჯახში სიმინდის სწორად მოხარშვა ერთგვარ ძალიან რთული პროცესია.სიმინდის მოხარშვის ზუსტი დრო უნდა შეარჩიო.ის არ უნდა გადასკდეს,ან აიფურცლოს.ასევე თუ კი დააკლდა ხარშვა უვარგისი გამოვა.გასინჯვისას მარცვალი უნდა იყოს რბილი,და მთელი.

Link to post
Share on other sites

მართალს ამბობს ზაზა სიმინდის მარცვლების შესახებ, ძალიან ძნელია მათი ნემსკავზე გაჩერება, თანაც თუ შორ მანძილზე გვიწევს სატყუარის გასროლა.

სამკაუჭაზე მიჭირს და ერთიანზე თავად წარმოიდგინეთ რა შედეგი ექნება.

ერთს დავამატებდი, რომ ეს სიტკბო, ბუნებრივი სიტკბოა სიმინდის, ასეთი ჯიშის ტაროები და მათგან გაკეთებული კონსერვები იყიდება აქ.

ჩვენთან რომელიც არის, იმას საფურაჟედ ხმარობენ.

თქვენ თვითონ თუ დაამზადებთ უკეთესი იქნება, დაუმატებთ შაქრის სეროფს და პრობლემაც გადაჭრილია.

 

 

პ.ს. დავით, ეგეთ რაღაცეებს ესენი ვერა ხვდებიან. :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

:karochera:

 

კარგია ზაზა!

 

 

ესეც ვიდეო ბუზის თემაზე-

 

ანკესის აღკაზმვაც კარგადაა ნაჩვენები :e025:

 

 

:haha:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...