Jump to content
Club-Monadire.Ge

ბუნებრივი სატყუარები

Recommended Posts

GigaG

აიღე 1 ლიტრიანი პოლიეთილენის ნაბეღლავის (ან რომელიმე სულერთია) გადაჭერი ნახევარზე.შუას ზემოთ დახვრიტე წვრილად ისე რომ მატლი გამოეტიოს ,ასე 3-4 მილიმეტრი.ზემოთ ნაწილში გაუკეთე 2 ნახვრეტი ისე რომ ჩამოსაკიდი გაუკეთდეს(მავთულით ან ძაფით სულერთია).მეორე გააკეთე მარტო ჩამოსაკიდით ოღონდ უფრო დიდი ზომის ჭურჭელი,მაგალითად წყალის ან ზეთის სამლიტრიანი.დაკიდებ ხის ტოტზე ან სადაც გაწყობს იქ ერთად. პატარა დახვრეტილი უნდა მოთავსდეს დიდში .საკიდები ისე დაარეგულირე რომ დიდი ჭურჭელი ცოტათი უფრო მაღლა აცდეს დახვრეტილს,3-5 სანტიმეტრით.წარმოიდგინე პატარა ჭიქა რომ დიდში ჩაკიდო(ჩაკიდული არ დაგილევია კაცო? :e025: )

დახვრეტილ ჭურჭელში მოათავსე ხორცი,თევზი,ნაწლავები,მოკლედ რაც გეშოვება და ზემოდან დაახალე ერთი კვერცხი(ეს ბოლო უცბად ზრდის)ხოლო დიდში ჩაყარე წმინდა ნახერხი ისე რომ ფსკერი მოფაროს 4-5 მილიმეტრით. შეიძლება ფქვილიც მაგრამ გარეთ როცა კიდებ ჩიტები ამოგიჭამენ მატლებიანად. ნახერხში კი არ ეტანებიან. როცა ჩამოკიდებ ამ ყველაფერს ზემოდან გადააფარე რამე ისე რომ გაწვიმებისას წყალი არ ჩავიდეს. სულ ეგაა.5-7 დღეში კარგი სათევზაო სატყუარები გექნება დიდ ჭურჭელში.თანაც ნახერხით გასუფთავებული,დიდთვლიანი საცერი თუ გექნება ამ საქმისთვის უფრო ადვილად გააცალკავებ მატლს და ნახერხს.პატარა რეზერვუარს პერიოდულად ამატე ხორცი და ჩათვალე სანამ სითბოა მატლი არ შემოაკლდება შენს სათევზაო სატყუარებს. ;) თუ რამე ვერ გაიგე მზად ვარ დაგეხმარო. ;)

ჩაკიდული როგორ არ დამილევია, ე.ი. ყველაფერი გამომივა :drinks::haha:

ერთი რაც ვერ გავიგე. ეს მატლი საიდან ჩნდება, ბუზი არ უნდა დააჯდეს იმ ხორცს?? ანუ ბუზი როგორც მივხვდი იმ 3-4მმ ნახვრეტებში ვერ შეეტევა და აბა წეროს მოყავს ეს შობელძაღლები?

და მეორე, ეგ ყველაფერი ჩრდილში უნდა დავკიდო? ყარს ძალიან? აივანზე რომ დავკიდო ცოლი გადამაგდებს იმ აივნიდან? :91:

სახლის სახურავზეც შემიძლია, ოღონდ იქ მთელი დღე მზეა...

Link to post
Share on other sites
  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩაკიდული როგორ არ დამილევია, ე.ი. ყველაფერი გამომივა :drinks::haha:

ერთი რაც ვერ გავიგე. ეს მატლი საიდან ჩნდება, ბუზი არ უნდა დააჯდეს იმ ხორცს?? ანუ ბუზი როგორც მივხვდი იმ 3-4მმ ნახვრეტებში ვერ შეეტევა და აბა წეროს მოყავს ეს შობელძაღლები?

და მეორე, ეგ ყველაფერი ჩრდილში უნდა დავკიდო? ყარს ძალიან? აივანზე რომ დავკიდო ცოლი გადამაგდებს იმ აივნიდან? :91:

სახლის სახურავზეც შემიძლია, ოღონდ იქ მთელი დღე მზეა...

ხოო აივანზე ნამდვილად არ გამოვა. თუ სახლიდან გაგაგდო და არ გადმოგაგდო აივნიდან ესეც კაია :d030: თავი ისე დაახურე ბუზის შესასვლელი ადგილი რომ დარჩეს.ან დაუტოვე შესაძრომი პატარა.რო აქოთდება ბუზი ეგრევე გაჩნდება და შეძვრება ეგ არ იდარდო. :old:

Link to post
Share on other sites

ხოო აივანზე ნამდვილად არ გამოვა. თუ სახლიდან გაგაგდო და არ გადმოგაგდო აივნიდან ესეც კაია :d030: თავი ისე დაახურე ბუზის შესასვლელი ადგილი რომ დარჩეს.ან დაუტოვე შესაძრომი პატარა.რო აქოთდება ბუზი ეგრევე გაჩნდება და შეძვრება ეგ არ იდარდო. :old:

დიდი მადლობა ავთო.

ანუ დარჩა კორპუსის სახურავი...

სახურავზე მზეა მთელი დღე თაკარა... ივარგებს ეგეთ პირობებში?

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ავთო.

ანუ დარჩა კორპუსის სახურავი...

სახურავზე მზეა მთელი დღე თაკარა... ივარგებს ეგეთ პირობებში?

მოდი ასე ვქნათ . რადგან მაგარ სიცხეში მალე ამოშრება ,,ნედლეული,,ამიტომ ისეთი რამ გადააფარე ცოტა ჩრდილიც რომ მისცეს და უშუალოდ არ აცხუნოს მზემ.

ხო მართლა მატლები როცა დიდ ჭურჭელში მოხვდება უკვე დაზრდილია და მეტს აღარ გაიზრდება.შეგიძლია რამე სუფთა კოლოფში ფქვილი ჩაყარო და მატლები შიგ მოათავსო. თავსახური ნემსით დახვრიტე რამოდენიმე ადგილას და მაცივარში მოათავსე(ისე რომ ქალებმა არ გახსნას შემთხვევით თორე პარაშუტი დაგჭირდება ;) )მაცივარში ერთ თვემდე ინახება თეთრი მატლი.

Link to post
Share on other sites

გიგა, ამათ ნუ უსმენ, გეიუბნები რაა. :d030:

მაგ მატლის გამოყვანის ისეთ ხერხებს გასწავლიან ეგენი, თან პროფესიონალ თამადად ჩამოგაყალიბებენ, ანუ ყოველდღე მოგიწევს დალევა.

მე უფრო ადვილ ხერხს გასწავლი, მაგრამ სამი თვე მოგვიწევს ლოდინი ორივეს.

მე იმიტომ, რომ ვერ ვიშორებ ჩემს სიმამრს აქედან, შენ კიდევ ამ სამთვეში მოგიწევს მინიმუმ 2-3კგ-იანი თევზების გადანახვა/გაყინე ხოლმე ერთდროულად თუ ვერ დაიჭირე/, ათამდე რომ მოაგროვო კარგი იქნება, მერე მოგწერ ჩემი სახლიკაცის მობილურს და ეგ არის აკადემიკოსი მაგ საქმეში.

4-5 დღეში , შენზე ბუთხუზა თეთრი მატლი არცერთ მეთევზეს არ ეყოლება.

მერე შენი დაჭერილი 10კგ-იანი თევზები, წინა ფარფლებით ტაშს დაგიკრავენ და ხმამაღლა იყვირებენ ყველას გასაგონად: სიცოცხლის და ცურვის დედაც, ესეთი გემრიელი საჭმელი ცხოვრებაში არ გვიგემიაო.

ოღონდ, როცა ჩემი სიმამრი მოვა ხოლმე თევზებთან რიტუალის ჩასატარებლად, თუ ეზო გაქვს, მთლად უარესი, ყველა ბასრი იარაღი გადამალე, როგორებიც არიან ხერხები ნაჯახები, ცულები, ბარები, თოხები და ა.შ.

ვერ იტანს, ალერგია ეწყება.

კაცოოოოოო, ახალი გადმოსულები ვიყავით და ეზოზე ბევრი მარადმწვანე ბუჩქი და ხე დაგვხვდა.

მე საქმეზე სხვა ქალაქში ვიყავი ერთ კვირიანით და რომ დავბრუნდი, ყველა დაუჭრია.

-ეს რა ჰქენი ბიჯო, რა დაგიშავესთქო?

და,

-რა ჩემს ფეხებად გვინდა, მაინც არაფერს ისხავენ ეგენიო. :karochera:

ჰო, ბუზების სახოცი რამოდენიმე იქონიე, სადაც თევზი გექნება გაკიდული, მერე მაგან იცის.

იმედია გამიგებ ხუმრობას გიგა. :friends:

ეხლა რა ხდება.

10 ცალი ყველაზე დიდი ამერიკული ქაშაყი გადავარჩიე ბოლო გასვლიდან და ლუდისთვის გამოყვანას ვაპირებდი მარილში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ამოვალაგე 4 დღის მერე, დავრეცხე ნაზად და თავდაყირა დავკიდე.

სხვათაშორის ავთოსგან ვისწავლე გაშრობის ეს მეთოდი.

ცხვირიდან ქონი წამოუვა თუ არა, მერე ამოატრიალებ და შენს სასურველ სმშრალემდე დასტოვებ მზეზე, უფრო სწორებ გადახურულში სჯობია.

მეც გადახურულში მქონდა გაკიდული ეს ათიცალი ბომბორა და დღეს გავედი, რათა შემმოწმებინა.

მანამდე 3-4 პირ მარლაში გადავახვიე საგულდაგულოდ, თანაც ეგ ჯანდაბა-მარლა აქ ვერ ვიშოვე და სიდედრს ჩამოვატანინე.

შევედი და კინაღამ წავიქეცი ორ რამეზე, ჯერ სუნზე და მერე ომარა იდგა ბუზების სახოცით. :d030:

გავხსენი მარლა და იმდენი უტყაპუნებია ეს ბუზების სახოცი ამ თევზებისთვის, გაუხევია სადღაც და შავ ბუზებს ქორწილი მორჩენი ჰქონდათ იქა, შალახოც უცეკვიათ და სამშობიაროც იქვე გაუხსნიათ, გადათეთრებული იყო თევზი შიგნიდან მატლით.

-არადა მუმიებივით შევახვიე, ვერცერთი მწერი რომ ვერ შესულიყო. :karochera:

როგორია? 30კილომდე თევზის ნაგავში გადაყრა?,

დავხურე ჰერმეტულ სათლებში და ახლო მყოფ მდინარეში მდორეში ჩავყარე.

:karochera: :D :D

არა, მეგობარო არ მინდა, თან სხვისი სიმამრი :D

ისევ ჩაკიდულის საფუძვლიანი შესწავლა ჯობია აქ, თან 3 თვე რა დაელოდება :D

Link to post
Share on other sites

პირველივე დღეს დამდგარა და უტყაპუნებდა ბუზების სახოცს, გახია ზემოდან მარლა, თვითონ ვერ შეამჩნია, მეც არ მეცალა და გაივსო თევზი შავი ბუზის მატლით 10 დღეში.

შეპარულა რამოდენიმე ბუზი და გადატენეს კვერცხებით.

5 დღის მერე, ვთხოვე ამოატრიალე ყველა და ცხვირით მაღლა დაკიდეთქო, რადგან ქონი მოსდით ხოლმე კუდით დაკიდებულებს მაგ დროში.

ვერ გაახვია ყველა ერთად და......... :karochera:

მატლს შევინახავდი, როგორც ავთო და ბიჭები სწერენ, მაგრამ ვერ მომიხერხდება კაი ხანი სათევზაოდ წასვლა მდინარეზე და იმიტომ დავძირე წყალში.

მაგათი ნაგავში გადაყრა, დიდი უნამუსობა იქნებოდა ჩემგან, დავაბრუნე იქ, სადაც საჭირო იყო.

სიმართლე გითხრა, იმაზე არ ვნანობ, რომ თევზი გამიფუჭდა, იმაზე ვნანობ, რომ ამდენი წვალების შემდეგ სახლში მოტანილ ნადავლს, სათანადო ყურადღება არ და ვერ მივაქციე.

დიდი მინუსი მე. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

თავიდან ბოლომდე წავიკითხე ეს თემა და გამორჩენილი გვაქვს კიდევ ერთი ბუნებრივი სატყუარა.

ჭიებთან და მატლებთან რომ უკაცრავად ვარ, კი იცით ბევრმა, მეზარება მაგათი წამოცმა და ფორთხიალი ნემსკავზე, არადა შედეგიანები არიან.

ერთხელ საქონლის და ღორის ღვიძლი ვიყიდე სხვა შინაგან ორგანოებთან ერთად, რითაც ყაურმა კეთდება და სახლში უარი სთქვეს ამ კერძზე.

მეთქი ხომ არ გადავყრი, რაში შეიძლება გამოვიყენოთქო?

იმ პერიოდში აქტიურად ვთევზაობდი მდინარეზე, თითქმის ყოველ დღე, მოვრჩებოდი თუ არა სამუშაოს, მდინარესთან ვეშურებოდი ხოლმე.

წავიღე ეს ღვიძლები და დავადებილე თევზები.

ყველა გადაგდებაზე ამომყავდა.

ბასრი დანით ვჭრიდი ჭიაყელის მსგავს ფორმებად.

არ ვიცი რა, შანსი არ ჰქონდათ თევზებს.

სადღაც მაქვს ერთი ძველი სურათი, სადაც გამწკრივებული მაქვს ეგ თევზები.

აუცილებლად მოვძებნი და დავდებ.

ორ დღეში დაახლოებით 100 ცალი მოზრდილი თევზი დავიჭირე, მართალია ისიც რომ მთელი ორი დღე, გათენებიდან დაღამებამდე სპინინგს არ ვუშვებდი ხელს და თან ვიდექი, ერთიც არ დამიმუხლავს.

მერე მომბეზრდა, ძალიან გამიადვილდა თევზის ჭერა და აღარ მაინტერესებდა.

Link to post
Share on other sites

კი, მართალი ხარ გიო. ღვიძლი(ღორის,ძროხის, ქათმის,...) აღიარებული სატყუარაა.

ასევე ღორის ქონიც.

http://poimaika.ru/nasadki-i-nazhivki/342-pechen-i-salo-kak-nazhivka-dlya-rybalki.html

ზოგადად, ეს თემა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენ ფორუმზე და ძალიან მიხარია!

ვისაც თევზაობის ინტერესი გააჩნია ბევრ რამეს გაიგებს ამ თემიდან.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ღვიძლზე მე პირადად არ მითევზავია,მაგრამ მინახავს როგორ იჭირეს სხვებმა,მე ქაშაპზე ქათმის წელებზე ვთევზაობ ძირითადათ,ხშირად მიყიდია კარგი სოფლის ქათამი მაგისთვის.

Link to post
Share on other sites

ლიტველების ძალიან კარგი ფილმია!

ქაშაპი მაისის ხოჭოზე_

http://www.youtube.com/watch?v=QCoFdFXexf8

დააკვირდით!!! :)

მგონი ბორჯომის ბოთლში აგროვებენ ხოჭოებს. :))

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დაწერილია 05 July 2011 - 11:35 PM

ციტატა(motevsave @ Jul 5 2011, 11:09 PM)

ვათვალიერებდი ამ გვერდს და ვერსად ვერ ვნახე ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარა...

წუნწუხის მატლი....მე ძალიან ხშირად მყავს ძალიან კარგი შედეგები მიღებული ამ მატლით,შეიძლება რამე სხვა ქვია ლიტერატურულად,მაგრამ ჩვენსკენ ასე ეძახიან.წუნწუხი მოგეხსენებათ წყალში გახსნილი ნაკელია,რომელსაც ბოსტნებში იყენებენ,აი ამ წუნწუხში ნახავთ ამ მატლს,თეთრი ფერისაა და გრძელი კუდი აქვს,ხანდახან რომ არაფერს არ ეკარებოდა თევზი,ეს მატლი კარგად მუშაობდა,განსაკუთრეით წვერა მოდიოდა კარგად,ასევე ხრამულსაც და ქაშაპსაც უყვარს.ხშირად სოფელ-სოფელ მივლია და კითხვა-კითხვით მიშოვია ხოლმე ეს მატლი,კი უკვირდათ ხალხს ამ ნაკელში რო ვქექიალობდი,არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია,მაგრამ მერე შედეგი მახარებდა.მგონი ახლა არის მაგის სეზონი დ ცადეთ ვინმემ თუ მოიპოვებთ. შეგიძლიათ მაშინვე გარეცხოთ რამოდენიმეჯერ და კი გაუდის სუნი.2-3 დღე ძლებს თუ სიგრილეში შეინახავთ.

მაგარია!

პირველად გავიგე, საჭირო ინფორმაციაა. თუმცა ქალაქში ძნელად თუ იშოვი. მჯერა და დარწმუნებული ვარ მაგარი

შედეგიანი იქნება. აი მოპოვების რა მოგახსენო .

35c4e8e5cf2c.jpg

ეს არის

ამ ჯიგარის მატლია,

bd670640f017.jpg

მტკვარზე მითევზავია მაგით, ხრამული იღებდა გადარეულივით.

Link to post
Share on other sites

737b94fefb59.png

ქაფშია

შემოდგომა–ზამთარში პატარებზე დაჭრილ ქაფშიაზე ვიჭერდი ზღვის ქორჭილას, ხონთქარს, სტავრიდს, მერლანგს

მიდიაზე წერია? მე ვერ შევამჩნიე. ვიცი რომ თევზაობენ ზღვაზე მარა ნემსკავზე ვერ დავამაგრე ვერასდროს წესიერად :D

Link to post
Share on other sites

მიდიას წამოცმა და ნემსკავზე გაჩერება მართლაც ძნელია, იგივე მინდა გითხრათ ორაგულის და სთილჰედის ქვირითზე.

საშინელებაა მათი დამაგრება კაუჭზე.

პ.ს. არის ხალხი, ვინც საკუთარი თვალით ნახა სათევზაო მაღაზიაში სატყუარად რომ იდო გაყიდვაში ბლომად ქვირითი.

დავწერ მერე კიდევ სხვა ბუნებრივ სატყუარებზეც, ბევრია მოსაყოლი.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ბირკას მატლი

Arctium láppa- ს ლიტერატურული სახელი არ ვიცი და ისე კი ვიცნობ მას როგორც ბირკა ! :e025:

1254bc51cf5c.jpg

36b41af469d2.jpg

ამ მცენარეს რომ ყველა იცნობს ამაში ეჭვი არ მეპერება,მაგრამ ის რომ ამ მცენარის ტოტებში და ღეროში ბინადრობს პატარა ზომის თეთრი ფერის მატლი ბევრმა არ იცის.ეს მატლი საუკეთესო სატყუარაა თევზისათვის,განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.ამ მატლის მოპოება ხდება ზამთარში და არაა რთული.ტეხავენ ამ მცენარეს ხმელ ტოტებს და შემდეგ ბასრი დანით ჭრიან მთელ სიგრძეზე.ამ ტოტებს გული რბილი აქვთ და სწორედ შიგ ბინადრობენ ეს მატლები.

8f3041a3848f.jpg

ინახავენ ამ მატლებს ხის ან პენოპლასტის კოლოფში მაცივრის ქვედა თაროზე.ნემსკავზე აცვავენ 2 ცალს.მასზე მშვენივრად მოდის ნაფოტა,კაპარჭინა,ბლიკა,.......

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი

ეს მცენარეც გეცოდინებათ.ამ მცენარეში მობინადრე მატლიც ერთ ერთი საუკეთესო ზამთრის სატყუარაა თევზისათვის

59714aa04ac8.jpg

a7655ab3c1eb.jpg

1dbd2ae8d7b3.jpg

5ad33af48b4a.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

გაიხარე ზურაბ!

შარშანწინ, ზამთარში, ჯაპანას ტბებზე ვნახე მაგის მაგვარი გამხმარი მცენარე. რამოდენიმეს შტამი სიგრძეზე გავჭერი და იქ გამეჩითნენ მასეთი ტიპები, ოღონდ ცოტა პატარები. :)

ადრე "ახოტა რიბალკაზე" ვნახე ცოცხალი სატყუარის მოპოვების ეგ მეთოდი და ჯაპანაში გამახსენდა. :)

:hi:

P.S.

თქვენის ნებართვით, ხომ არ აჯობებდა ეს პოსტები(მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი და ბირკას მატლი ) ბუნებრივი სატყუარების დიდ თემაში გადაგვეტანა. ჩემი აზრით ლოგიკური იქნება.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ამ მცენარეს(ბირკას მატლი) ,,ღორის ბირკა,, ქვია ლიტერატურულად ზური. ყველგან საკმაოდ ბლომადაა მაგრამ სათევზაოდ თუ გამოიყენებოდა მაგის მატლი შენგან გავიგე დღეს. :yes: :yes:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო და სასარგებლო პოსტები გვაჩუქა სალამანდრამ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აქტუალური.

:yes:

ბირკიდანაც ტუ შეიძლებოდა მატლის მოპოვება არ ვიცოდი. :yes:

P.S.

თქვენის ნებართვით, ხომ არ აჯობებდა ეს პოსტები(მამულა,чернобыльник (Artemisia vulgaris)-ს მატლი და ბირკას მატლი ) ბუნებრივი სატყუარების დიდ თემაში გადაგვეტანა. ჩემი აზრით ლოგიკური იქნება.

Link to post
Share on other sites

მე ადრე გაზაფხულზე წინა შემოდგომას აღებულ ჩალიღერების გადანაჭრელებში ვაგროვებ ხოლმე მაგდაგვარ მატლებს,შამაიზე მუშაობს კარგად ! :yes:

Link to post
Share on other sites

მე ადრე გაზაფხულზე წინა შემოდგომას აღებულ ჩალიღერების გადანაჭრელებში ვაგროვებ ხოლმე მაგდაგვარ მატლებს,შამაიზე მუშაობს კარგად ! :yes:

არ დაიზარო და შემდეგში როდესაც მაგ მატლების მოგროვებას დააპირებ სურათი გადაუღე და გვაჩვენე....არსად არ მინახავს ასეთი ინფო ! :yes::scratchchin:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კი ზური ჩალიღერას(სიმინდის ღეროს) მატლი ჩვენსკენ ძალიან პოპულარული სატყუარაა. ბევრჯერ გამომიყენებია. :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...