salamandra 65 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 (edited) ნამდვილი ორაგულები სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: სხივფარფლიანი თევზები რიგი: ქაშაყისნაირნი ოჯახი: ორაგულისებრნი გვარი: ორაგულები შეიცავს 30 სახეობას (Salmo aphelios) (Salmo balcanicus) (Salmo carpio)იტალიური კალმახი (Salmo cenerinus) (Salmo cettii) Salmo dentex (Salmo ezenami) (Salmo farioides) (Salmo ferox) (Salmo fibreni) (Salmo ischchan) (Salmo letnica) (Salmo lumi) (Salmo macedonicus) (Salmo marmoratus) (Salmo nigripinnis) (Salmo obtusirostris) (Salmo ohridanus) (Salmo pelagonicus) (Salmo peristericus) (Salmo platycephalus) (Salmo rhodanensis) (Salmo salar) (Salmo schiefermuelleri) (Salmo stomachicus) (Salmo taleri) (Salmo trutta) (Salmo trutta labrax) (Salmo visovacensis) (Salmo zrmanjaensis) გადავწყვიტე მეცნიერულად დაზუსტებული ინფორმაციის დადება,რადგან ბევრი საკითხი რჩება ღია როცა საქმე ორაგულებს ეხება.....დავიწყებ ისევ და ისევ ჩვეულებრივი კალმახით( salmo trutta fario).არ დავიწყებ იმის წერას რაც ათასჯერაა დაწერილი ყველგან.აღმოსავლეთ საქართველოში მობინადრე კალმახი კასპიის ზღვის ორაგულის(Salmo trutta caspis)-ის მტკნარი წყლის ფორმაა.დასავლეთ საქართველოში კი შავი ზღვის ორაგულის,( Salmo trutta labrax Pallas, 1814)-ის მტკნარი წყლის ფორმაა.ეს ორი ქვესახეობა ძალზე ახლოს არიან ერთმანეთთან მაგრამ არის მათ შორის მცირეოდენი სხვაობა გენეტიკურ დონეზე Edited November 7, 2013 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 მინგეჩაურის წყალსაცავის აგების შემდეგ,კასპიის ორაგულს აღარ აქვს საშუალება მტკვრის დინებას აჰყვეს საქვირითოდ.მაგრამ კასპიის ზღვის ბასეინის მდინარეებში დარჩენილი კალმახები ამ ორაგულის მტკნარი წყლის ფორმაა.კალმახს,როგორც ძალზე პლასტიკურ სახეობას ახასიათებს ტბის ფორმების ჩამოყალიბება.ეს ტბის ფორმები იმეორებენ ორაგულის ქცევებს ოღონდ უფრო ლოკალურ არეალში.ტბის კალმახი ცხოვრობს და იზრდება ტბაში,საქვირითოდ კი მდინარეში შედის.რის შემდეგ ტბას უბრუნდება.გამოჩეკილი ლიფსიტის ნაწილი მდინარეში რჩება,ნაწილი კი ტბას უბრუნდება.ტბის კალმახი 20 კილოგრამამდე იზრდება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ალბათ ყველას გაქვთ ნანახი სხვა და სხვა ფორუმებზე დადებული სურათი,სადაც ალაზანზე ბრაკების მიერ დაჭერილი ძალიან დიდი ზომის კალმახია გამოსახული.ბრაკები ,ეს გასაგებია....მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.ის რომ ეს თევზი კასპიის ზღვიდან ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ალაზანში,ამაში ალბად ეჭვი არავის ეპარება.ლოგიკური პასუხი ასეთია.თევზმა ამ ზომას მინგეჩაურში მიაღწია,შემდეგ კი საქვირითოდ მდინარეში შევიდა,მაგრამ ვინ აცადა..მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას,რომ მინგეჩაურის წყალსაცავში კასპიური ორაგულის ტბის ფორმა ჩამოყალიბდა და ბინადრობს.ხო,მართლა ხომ არ გახსოვთ იმ თევზის წონა? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ისე ინფორმაციისათვის.შარშან დარეგისტრირდა კასპიის ზღვიდან ვოლგაში 3 ორაგულის შესვლის ფაქტი.ეს ორაგულები 9 და 10 კილო იყვნენ.ამაში სამწუხარო ისაა რომ ორაგულები ისევ ბრაკებმა დაიჭირეს..... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ეს კი სტატისტიკაა.სად და როგორი ზომის ტბის კალმახებია დაჭერილი 42,00 kg Chiemsee (Germany) (by Mr. Heinz Machacek). оз. Wolfgangsee (вост. Альпы) была поймана форель весом 31 кг (Берг). 21,00 kg Chiemsee (Germany) 1932 г. (by Mr. Heinz Machacek). 21,00 kg 124 cm Starnberger Lake (Germany) 1957 г. 20,85 kg WeiЯensee (Austria) 1974 г. (by Mr. Heinz Machacek). Форель в озерах зап.Европы иногда до 25 кг и более (Берг). 17,0 kg Storsjцn, Sverige 16 октября 1991 поймал K.Stenlund (от Jan Olsson). 15,59 kg Bar Lake (USA) 16 мая 1984 поймал R.Henderson (от Jan Olsson). Форель15.1 кг (Неелов). Форель в озерах зап.Европы до 15 кг (Берг). 13.5 kg (30 lb) 15.03.1889 Loch Steness in Orkney (Guide to ..., 1985) 12 kg (25 lb) 23 years old Lough Neagh (Guide to ..., 1985) The Irish record is 26 lb 2 oz (11,8 kg) caught by W.Meares on Lough Ennel in July 1894 (Guide to..., 1985). M. Schuwirth, 05.04.98, 10,20 kg, Ku stenwobbler, Ostsee/Fehmarn (Fish und Fang, 12/98). A. Hiber, 29.04.98, 10,00 kg, Blinker, Tromper Wiek (Fish und Fang, 12/98). Lake-run brown trout flyfished in the River Klarдlven (Швеция) have been weighed in to 21 lb (9.072 кг). The British rod-caught record is 19 lb 9 oz (8,8 kg) caught by J.A.F.Jakson in Loch Quoich in 1978 (Guide to ..., 1985) Форель достигает в Ладоге и Онеге 8 кг (Правдин, 1948). Mieike, 22.03.98, 7,85 kg, Blinker, Ostsee/Warnemu nde (Fish und Fang). Brecht, 05.07.98, 6,50 kg, Spinner, Trave (Fish und Fang, 12/98). Grell, 03.04.98, 6,40 kg, Blinker, Ostsee/Neustadt H. (Fish und Fang). ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ეს კი მდინარის კალმახებს რაც შეეხება Форель Рекорд Белоруссии длина 70 см вес 12 кг возраст 12 лет ("Рыбы" из серии книг "Животный мир Белоруссии") M.Risch, 28.06.98. 6,10 kg, Wobbler, Binnenkanal (Fish und Fang, 12/98). Форель национальный рекорд бывшей ГДР 5.85 кг J. Engelhardt, 16.08.98, 5,645 kg. Wobbler, Pegnitz (Fish und Fang, 12/98). J. Gossens, 29.05.98, 5,0 kg, Tauwurm, Schwarze Laber (Fish und Fang, 12/98). Форель Национальный рекорд Австрии 4.7 кг Форель Национальный рекорд ФРГ 4.6 кг Форель (гатчинская) 4.5 кг (р.Ижора). Форель национальный рекорд Польши 4.4 кг P. Riedel, 01.05.98, 4,40 kg. Wobbler, Lenne (Fish und Fang, 12/98). Форель Национальный рекорд Швейцарии 4.1 кг Форель Рекорд Латвии. 3.875 kg 73 cm поймал J. Ziedins в реке Pededze. Date 07.05.00 Na spining - krasnii vobler (2 chasti) firma Rapala "Pauls Platais" Stro hlein, 12.04.98, 3,80 kg, Spinner, Fernsteinsee (Fish und Fang, 12/98). Jensen, 11.05.98, 3,80 kg, Tauwurm, Arlau (Fish und Fang, 12/98). Krunimen, 12.05.98, 3,65 kg, toter Alet, Saane (Fish und Fang, 12/98). Bloch, 02.05.98, 3,60 kg, Bleikopfstreamer, Okertalsperre (Fish und Fang, 12/98). Kolberg, 24.05.98, 3,25 kg, Spinner, Lippe (Fish und Fang, 12/98). Kessler, 05.05.98, 3,10 kg, Spinner, Baggersee (Fish und Fang, 12/98). Форель, 2,7 кг, 1998 г, р. Красная, вертушка Мепс, Сараев Сергей ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 salamandra ძალიან საინტერესო თემაა! ზურაბ,აი ეს ფოტოც,ალაზანზე დაჭერილი ორაგული. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 მაგარი ორაგულია, ეს როდის იყო ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 მაგარი ორაგულია, ეს როდის იყო ზაზა, აქ ნახე http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=118&st=240&p=24074entry24074 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 (edited) შავი ზღვის ორაგული ( რუს.черноморская кумжа. ლათ.Salmo trutta labrax ) http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A7%D0%B5%D1%80%D0%BD%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D0%BA%D1%83%D0%BC%D0%B6%D0%B0 http://de.wikipedia.org/wiki/Schwarzmeerforelle http://www.fishbase.us/summary/Salmo-labrax.html ეს, როგორც მითხრეს, ბადით დაჭერილია ზღვაში, ქობულეთის სანაპიროსთან. ესენი გალის რაიონში hakito-ს მიერ hakito დაწერილია 23 November 2011 - 01:37 PM გაიხარეთ ძმებო,პაატა ქობალია ჩემი სახელი და გვარი,დღევანდელ დღეს გილოცავთ,უფალმა მრავალს დაგასწროთ,ღმერთმა ქნას რო მომავალ გიორგობას აფხაზეთში მშვიდობით ჩავსულიყავით,ძაან მაგარი ადგილებია ძმებო,ამ ზაფხულისთვის ვემზადები გამწარებული:-D P.S. ეს კაცი , hakito - პაატა ქობალია, დაგვეკარგა??? ფოსტის მისამართი ან რაიმე კავშირი არავის აქვს? Edited March 8, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 (edited) ეს ფოტოები აქ ვანახე- http://www.rusfishing.ru/forum/showthread.php?t=5540&page=117 აწერია- აფხაზეთი, მდ. გუმისთა, კამანი. მგონი კამანის მონასტერთან ახლოს. Edited March 8, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 წინა ორ პოსტში ნათლად ჩანს განსხვავება კალმახსა და შავი ზღვის ორაგულს შორის. ჩემი აზრით მე-10 პოსტში ჩამოყალიბებული(ზღვაში ნამყოფი, გარეგნულად და ფიზიოლოგიურად შეცვლილი) ორაგულებულია, ხოლო მე- 11 პოსტში კი საკმაოდ დიდი ზომის კალმახები. ეს ადრე ვნახე და საინტერესოა. ავტორეფერატი "Зооценозы малых рек Черноморского побережья Северо-Западного Кавказа в условиях антропогенного воздействия" ამ მისამართზეhttp://lib.rudn.ru/avtoreferaty/Zubareva%20A.N.pdf მე -16 გვედის დასაწყისი - Особого внимания требует черноморская кумжа. Кроме исчезающей проходной формы, во многих малых реках региона обитает её пресноводная форма – ручьевая форель. Обе формы кумжи составляют единое нерестовое стадо (Панов, 1958; Барач, 1962). Даже в реках, куда не заходят производители проходной формы, часть потомства ручьевой форели способна к образованию проходной формы (Пашков и др., 2006). В связи с этим необходимы мероприятия по охране верхних участков малых рек, где сохранились популяции ручьевой форели. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 ზღვა ყოველვის წავერცხლისფეროს აძლევს, მკაფიო ერს აფერმკთალებს ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 აფხაზეთში ბევრი მდინარეა სადაც ორაგულის დაჭერა არის შესაძლებელი,ენგური,ოქუმი,ბუღაზი,კანალი,სოხუმისკენ და ფსოუსკენ უფრო მრავლად არის,იმიტომ რომ ბრაკონიერობა ნაკლებად არის,იქაური მეთევზეები მეუბნებიან რომ თევზის ლაყუჩით თევზაობენ და სხვათა შორის დიდ ეგზემპლიარებს იჭერენ,ასევე ოჩამჩირეში ძაან დიდი რაოდენობით არის ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენელი "ბელორიბიცა"ჩემი თვალით მაქ ნანახი თუ რა რაოდენობით იყო მდინარეში,მაგარი გამჭირვალე მდინარეა,დენით ვერ თევზაობენ,იმიტომ რომ ზღვის წყალი შემოდის და დენს არ ატარებს,ულამაზესი სანახავია ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 აფხაზეთში ბევრი მდინარეა სადაც ორაგულის დაჭერა არი შესაძლებელი,ენგური,ოქუმი,ბუღაზი,კანალი,სოხუმისკენ და ფსოუსკენ უფრო მრავლად არი,იმიტომ რო ბრაკონიერობა ნაკლებად არის,იქაური მეთევზეები მეუბნებიან რომ თევზის ლაყუჩით თევზაობენ და სხვათა შრის დიდ ეგზემპლიარებს იჭერენ,ასევე ოჩამჩირეში ძაან დიდი რაოდენობით არის ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენელე "ბელორიბიცა"ჩემი თვალით მაქ ნანახი თუ რა რაოდენობით იყო მდინარეში,მაგარი გამჯვირვალე მდინარეა,დენით ვერ თევზაობენ,იმიტომ რომ ზღვის წყალი შემოდის და დენი არ ატარებს,ულამაზესი სანახავია პაატა, კარგია რომ აქ ხარ! მეგონა დაგვეკარგე. ამ თემის მე-10 პოსტი ნახე . ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ესეც შავი ზღვის ორაგული. http://www.fishbase....ry.php?ID=48205 http://www.tradepoll...ack-sea-salmon/ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ესეც შავი ზღვის ორაგული. http://www.fishbase....ry.php?ID=48205 http://www.tradepoll...ack-sea-salmon/ ვახტანგ, ესლინკები არ იხსნება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ორიოდე სიტყვას ცისარტყელა კალმახსაც დავუთმობ.დავიწყებ იმით რომ ცისარტყელა კალმახი,steelhead-ის, ფოლადთავა ორაგულის(Salmo gairdneri)მტკნარი წყლის ფორმაა.წყნარი ოკეანის ორაგულებისაგან განსხვავებით ეს სახეობა ქვირითობის შემდეგ არ იღუპება და მრავალჯერ ქვირითობს.მაგრამ ამ ბოლო დროს ფოლადთავა ორაგულს და მიკიჟას(Oncorhynchus mykiss)ერთ სახეობათ აერთიანებენ.რუსულ წყაროებში ეს სახეობები ცალ ცალკე,როგორც სხვა და სხვა სახეობები არიან განხილულნი.ერთი სიტყვით თანამედროვე იქტიოლოგიური მასალებია შესასწავლი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 25, 2012 Report Share Posted August 25, 2012 ორაგულის საშენი ორეგონში ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 26, 2012 Report Share Posted August 26, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 ასეა ლატვიაში!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 8, 2012 Report Share Posted September 8, 2012 აფხაზეთში ბევრი მდინარეა სადაც ორაგულის დაჭერა არის შესაძლებელი,ენგური,ოქუმი,ბუღაზი,კანალი,სოხუმისკენ და ფსოუსკენ უფრო მრავლად არის,იმიტომ რომ ბრაკონიერობა ნაკლებად არის,იქაური მეთევზეები მეუბნებიან რომ თევზის ლაყუჩით თევზაობენ და სხვათა შორის დიდ ეგზემპლიარებს იჭერენ,ასევე ოჩამჩირეში ძაან დიდი რაოდენობით არის ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენელი "ბელორიბიცა"ჩემი თვალით მაქ ნანახი თუ რა რაოდენობით იყო მდინარეში,მაგარი გამჭირვალე მდინარეა,დენით ვერ თევზაობენ,იმიტომ რომ ზღვის წყალი შემოდის და დენს არ ატარებს,ულამაზესი სანახავია პაატა, "ბელორიბიცა" - ზე იქნებ ცოტა ვრცლად მოგვიტხრო?? ინტერნეტში რაც ვნახე ამბობენ, რომ კასპიის ზღვის აუზის თევზიაო. ?? ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 (edited) წყარო http://netgazeti.ge/GE/95/Life/8478/ შავი ზღვის ორაგული საფრთხეშია Nestan Tsetskhladze შავი ზღვის ორაგულს გადაშენების საფრთხე ემუქრება. გარემოსდამცველების ინფორმაციით, მდინარეები, რომლებშიც თევზის ეს სახეობა ტოფობას, ანუ ქვირითობას აწარმოებს, მაჭახელა და კინტრიშია. მდინარე მაჭახელაზე ჰიდროპროექტების განხორციელების მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, კინტრიშთან კი ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ააშენეს, რაც სამომავლოდ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების შესაძლებლობის ეჭვს აჩენს. შავი ზღვის ორაგული საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს. შავი ზღვის ორაგული გამსვლელი თევზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამრავლებლად ის მდინარეებში შედის, მისი ქვირითობის პერიოდი კი მარტიდან ივლისამდე გრძელდება. მცირე მოზარდები მდინარეში 1-3 წლამდე რჩებიან, შემდეგ კი ზღვაში ჩადიან, ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მდინარეში ბრუნდებიან, სადაც მათი სქესობრივი მომწიფება სრულდება. ორაგული, რომელსაც შავი ზღვის კალმახსაც უწოდებენ, მდინარის კალმახისგან ძირითადად სწრაფი ზრდითა და მაღალი ნაყოფიერებით განსხვავდება, განსხვავებული აქვს მას ასევე სხეულის ფორმა და შეფერილობაც, რაც ზღვის პირობების გავლენითაა გამოწვეული. მდინარეში ის ძირითადად კიბოსნაირებით, მწერითა და მატლებით, ზღვაში კი თევზებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით იკვებება. ორაგული მდინარეში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე - ზღვაში. ორაგულის სატოფო ადგილები ძირითადად მდინარის შუა წელში და ზემო დინებაში, თხელწყლიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებშია განლაგებული. ორაგული ქვირითს მის მიერ ამოთხრილ ორმოში ყრის, ქვირითის განაყოფიერებაში მანაწილეობს, აგრეთვე, მდინარის კალმახი, ტოფობის შემდეგ კი ორაგული ისევ ზღვაში ბრუნდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, შავი ზღვის ორაგული ბუნებრივ ქვირითობას საქართველოში სულ ორ მდინარეში - კინტრიშსა და მაჭახელაში აწარმოებს. „გვაქვს ასევე მდინარეები აფხაზეთის მონაკვეთზე, სადაც ორაგული ასევე ახორციელებს ტოფობის კამპანიას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ, თუ კინტრიშის ცოცხალ კვეთაში ორაგულის მიგრაციის პერიოდში ადგილი ექნება ინერტული მასალების მოპოვებას ან სხვაგვარ ტექნიკურ მანიპულაციებს, ეს გამოიწვევს წყლის ამღვრევის მომატებას, რაც პირდაპირ ორაგულის მიგრაციის შემაფერხებელი გარემოებაა. ეს წარმოქმნის თევზის დაფრთხობის ფაქტორს. როდესაც შავი ზღვის ორაგული მდინარე კინტრიშში აღმართობს, ის სადღაც ხინოს მიდამოებში, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ყრის ქვირითს და მის გარეთაც ის საკმაოდ ზევით ადის. ამ დროს ნებისმიერმა მანიპულაციამ მდინარეში შეიძლება ჩაშალოს მისი ტოფობის კამპანია, ორაგულმა ვერ ააღწიოს საქვირითოებამდე და ტოფობის კამპანია ჩავარდეს, ანუ იმ წელს ჩვენ ორაგულის ახალი თაობა ვერ მივიღოთ, რასაც ძალიან ნეგატიური ასახვა მოყვება და ორმაგად დაამძიმებს ამ სახეობის ისედაც მძიმე სტატუსს.“ საქართველოს წითელ ნუსხაში შავი ზღვის ორაგულის სტატუსი _ გადაშენების პირას მყოფი სახეობა- მისი კეთილდღეობის მდგომარეობას განსაზღვრავს. არჩილ გუჩმანიძის თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ორაგული შავი ზღვის ენდემური ფორმაა, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის აუზში გვხვდება. ბოლო კვლევის დროს, რომელიც ორაგულის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარდა, შავი ზღვის ექვსივე ქვეყანა დაეთანხმა, რომ ორაგულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავკასიის სანაპიროა.“ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ოფიციალური ნებართვა ამ დროისათვის გაცემული არ არის. შპს „ლეგის“ დამფუძნებელი ზურაბ მიქელაძე, რომლის კომპანიასაც სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშზე ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ეკუთვნის, „ბათუმელებს“ არწმუნებს, რომ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება არ იგეგმება- „ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ოზურგეთში, საიდანაც ქვიშას შემოვიტანთ, ინერტულ მასალებს მდინარიდან არ ამოვიღებთ, ხდება თუ არა ამოღება? _ ეს არ ვიცით, შესაბამის ორგანოებთან გადაამოწმეთ.“ „ჩვენ მდინარიდან ინერტულ მასალებს არ ვიღებთ“ - უთხრა „ბათუმელებს“ საწარმოს დირექტორმა გიორგი მიქელაძემ. კითხვას - აწარმოებენ თუ არა ამოღებას სხვები, მან არ უპასუხა. შავი ზღვის ორაგული ტოფობის კამპანიას მდინარე მაჭახელაშიც აწარმოებს, ამ მდინარეზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა იანვარში ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განცხადების მიხედვით, მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც გარემოსდამცველების განმარტებით, ამ მდინარის ეკოსისტემასაც გაანადგურებს. ორაგული, არჩილ გუჩმანიძის ფოტო Edited November 3, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 დავით ბელორებიცაზე ეხლა ვნახე შენი კითხვა,მოკლედ ოჩამჩირის და სოხუმისკენ მდინარეებში ძაან დიდი რაოდენობითაა,მე პირადად დამიჭერია და სხვის ნათქვამს არ გეუბნები,თან დიდი ეგზემპლიარებია,მაგარ სუფთა წყალში ვიჭერდი და საბედნიეროდ ზღვის დინება შემოდის და დენით ვერ იჭერენ,ამიტომ მრავლადაა,10ში მივდივარ,რა დრო დამიდგა გალში საზღვარგარეთის პასპორტის შევდივარ და მოწვევით,ვაი ვაი ამ მთავრობას,მარტო ლაპარაკი იციან ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 (edited) დავით ბელორებიცაზე ეხლა ვნახე შენი კითხვა,მოკლედ ოჩამჩირის და სოხუმისკენ მდინარეებში ძაან დიდი რაოდენობითაა,მე პირადად დამიჭერია და სხვის ნათქვამს არ გეუბნები,თან დიდი ეგზემპლიარებია,მაგარ სუფთა წყალში ვიჭერდი და საბედნიეროდ ზღვის დინება შემოდის და დენით ვერ იჭერენ,ამიტომ მრავლადაა,10ში მივდივარ,რა დრო დამიდგა გალში საზღვარგარეთის პასპორტის შევდივარ და მოწვევით,ვაი ვაი ამ მთავრობას,მარტო ლაპარაკი იციან პაატა, აბა ესენი ნახე: http://ru.wikipedia.org/wiki/%C1%E5%EB%EE%F0%FB%E1%E8%F6%E0 http://images.yandex.ru/yandsearch?text=%D0%B1%D0%B5%D0%BB%D0%BE%D1%80%D1%8B%D0%B1%D0%B8%D1%86%D0%B0&stype=image&lr=10277&noreask=1 ეს თევზია??? P.S. გალიდან თევზაობის ფოტო-ვიდეო მასალის წამოღება არ დაგავიწყდეს!!! Edited November 3, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.