Jump to content
Club-Monadire.Ge

ონლაინ შესყიდვები


Recommended Posts

მე იხვზე მინდა ღამე,მთვარეზე სანადიროდ,ტყეში ან ეწერზე,უფრო ეწერზეა გარემოსთან შეხამება მნიშვნელოვანი,თან ნადირობა მთვარის ჩასვლამდე გრძელდება,5-6 საათი,ხან მთელი ღამე,მაგარი სპორტული და აზარტული რამეა!!!!!აქ იყიდებოდა,მაგრამ 200 ლარამდე ღირდა,ძვირია ძალიან!!!!ისე მანდ თეთრი ვარიანტიც ვნახე,თოვლში სანადირო,ეგეც მაგარია,თოვლიან დღეს სანადიროდ!!!

 

მამუკა, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი (2 ცალი მაქვს, სხვადასხვაფერი), რომ, ჯობია იყიდო არა პონჩოს ან ხალათის სახის, არამედ დაყოფილი 2 ნაწილად (ზედა და ქვედა). ეს უფრო მოსახერხებელია, რადგანაც, იხვზე ნადირობისას ხშირად არ არის საჭირო რომ ტანის ქვედა ნაწილიც დაფარული იყოს, განსაკუთრებით, თუ ნადირობის დიდი მონაკვეთი ან წყალში დგახარ, ან ზიხარ.

ისე, თუ მაინცდამაინც არ გეჩქარება და მწარმოებლის ბრენდს არა აქვს მნიშვნელობა, შემიძლია აქ გადავხედო რა იყიდება და თუ მოგეწონება, რომ ჩამოვალ, ჩამოგიტან (ალბათ მანქანით წამოვალ და ხელით არ მექნება სათრევი).

Link to post
Share on other sites
  • Replies 102
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მადლობა კობა,მე შარვალი საერთოდ არ მჭირდება,ძირითადად კომბინიზონი მაცვია,უფრო მოსასხამი მინდა,რომელსაც სანადირო ტანსაცმელზე ზემოდან მოვისხამ,ეს ნადირობა მთვარეზე,ძალიან წააგავს რუსეთში გაზაფხულზე მამალ იხვზე ნადირობას,აქ უბრალოდ ,,პადსადნოი,, არ არის და პირის საძახაბელს ვიყენებთ,ჩემთვის მნიშვნელოვანია გადამწყვეტ გასროლამდე,ანუ იხვის ახლო მოსვლამდე ან დაჯდომამდე მაქსიმალურად მასკირებული ვიყო,მართალია პონჩოს კალთები ხშირად ტალახით დაისვრება,მაგრამ რას იზამ,გაირეცხება!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

კობა

მეც ვფიქრობ რომ პონჩო იხვზე ისე არ გამოგადგება როგორიც მოლოდინი შეიძლება გქონდეს მიუხედავად იმისა რომ შენიღბვა გექნება.

მაგას ამერიკელები იყენებ ინდაურზე სანადიროთ, სხედან და ელოდებიან როდის გამოივლის. ანუ მიწაზე მოსიარულე ობიექტს ესვრიან და ჭირდებათ მინიმალური მოძრაობის გაკეთება (აიღო თოფი და ფრთხილად ამოიღო მიზანში)

მფრინავზე სადაც სწრაფად შეგდებით სროლა (შესაბმისად მოძრაობა)გიწევს, ეგ მემგონი ვერ იმუშვებს, რადგან მოძრაობაში შეგიშლის ხელს.

აი ეს ბევრად მოსახერხებელი რამაა

ფასიც შესაბამისად მეტი აქვს

http://www.cabelas.com/product/Cabelas-Leafy-wear-Pro-II-System/1175689.uts?destination=%2Fcatalog%2Fproduct.jsp%3FproductId%3D1626888&categoryIds=104797080%7C104748480%7C104590080%7C103951080%7C&WTz_l=RI%3BIK-933887

Link to post
Share on other sites

მადლობა კობა,მე შარვალი საერთოდ არ მჭირდება,ძირითადად კომბინიზონი მაცვია,უფრო მოსასხამი მინდა,რომელსაც სანადირო ტანსაცმელზე ზემოდან მოვისხამ,ეს ნადირობა მთვარეზე,ძალიან წააგავს რუსეთში გაზაფხულზე მამალ იხვზე ნადირობას,აქ უბრალოდ ,,პადსადნოი,, არ არის და პირის საძახაბელს ვიყენებთ,ჩემთვის მნიშვნელოვანია გადამწყვეტ გასროლამდე,ანუ იხვის ახლო მოსვლამდე ან დაჯდომამდე მაქსიმალურად მასკირებული ვიყო,მართალია პონჩოს კალთები ხშირად ტალახით დაისვრება,მაგრამ რას იზამ,გაირეცხება!!!! :hi:

 

მამუკა "შალაშზე" რას იტყვი?

იყიდება ეგენიც, დასაკეცია, ამოიღებ გაისვრი და შალაში დადგება.

ჩემს მეგობარს აქვს მშვენივრად ხმარობს

აი ესეთი აქვს

http://www.cabelas.com/product/Ameristep-Doghouse-Blind/1373941.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch.cmd%3Fform_state%3DsearchForm%26N%3D0%26fsch%3Dtrue%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3Dblind%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts&Ntt=blind&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

Link to post
Share on other sites

შენ რომელსაც გადაწყვეტ ის ჩამოვიტანოთ

 

ესეთი ვარიანტიცაა

 

http://www.cabelas.com/product/Cabelas-Leafy-wear-Pro-II-Poncho/1626888.uts?WTz_l=Header%3BSearch-All+Products

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

იეტი

 

 

განხილვებში სწერია, რომ კიდურების განშტოებებში დაყოლებული აქვს ელასტიური მასალა და მოძრაობა-სროლისას არ აქვთ პრობლემა.

Link to post
Share on other sites

ერთი კვირის წინ ვნახე ჩემი ქალაქის სამხედრო ნზ-ს მაღაზიაში. ძალიან დიდი მეჩვენა, ალბათ წონაც ექნება. ჩასაფრებიდან ნადირობისას კარგი იქნება.

Link to post
Share on other sites

მადლობა კობა,მე შარვალი საერთოდ არ მჭირდება,ძირითადად კომბინიზონი მაცვია,უფრო მოსასხამი მინდა,რომელსაც სანადირო ტანსაცმელზე ზემოდან მოვისხამ,ეს ნადირობა მთვარეზე,ძალიან წააგავს რუსეთში გაზაფხულზე მამალ იხვზე ნადირობას,აქ უბრალოდ ,,პადსადნოი,, არ არის და პირის საძახაბელს ვიყენებთ,ჩემთვის მნიშვნელოვანია გადამწყვეტ გასროლამდე,ანუ იხვის ახლო მოსვლამდე ან დაჯდომამდე მაქსიმალურად მასკირებული ვიყო,მართალია პონჩოს კალთები ხშირად ტალახით დაისვრება,მაგრამ რას იზამ,გაირეცხება!!!! :hi:

 

მამუკა, შარვალი მხედველობაში მქონდა ზუსტად ისეთი, როგორც იეტიმ გვაჩვენა თავის პოსტში. ის ადვილად ჩამოიცმევა სანადირო ტანსაცმელზე და მითუმეტეს კომბინიზონზე. მგონია, რომ, იხვზე ნადირობისას, შენც ხშირად გიწევს ან წყალში, ან მაღალ ბალახში დგომა*, სადაც გრძელი პანჩო, ან ხალათი ხელისშემშლელი იქნება.

 

*დგომა თუ არა, შეიძლება წყალში შესვლა მოგიწიოს ნანადირევის გამოსატანად

 

h-1358.jpg

Link to post
Share on other sites

ელჩი

ჩემზე უკეთ მოგეხსენება იხვზე ნადირობა და ინდაურზე ნადირობა რამდენად განსხვავებულია თუნდაც რელიეფიდან გამომდინარე.

მე ვფიქრობ რომ ეგ პონჩო შექმნილია ინდაურზე სანადიროთ, წერია კიდეც.

ინდაურზე რამდენადც ჩემთვის ცნობილია მანდ ნადირობენ ფოთლოვან ღია ტყეში ჩასაფრებით. გადაადგილება თითქმის არ უწევთ, ესვრიან მიწაზე მოძრავ ან გაჩერებულ ფრინველს.

მამუკას სადაც უნდა რომ ეგ პონჩო გამოიყენოს იმ ადგილის რელიეფი აბსოლუტურად განსხვავებულია ინდაურზე სანადირო ადგილის რელიფიდან, მაგის "ფრთები" ათას რამეს წამოედება და დაგტანჯავს. თავის საქმეს, შენიღბვას ორი აზრი არაა გაკეთებს, მაგრამ სხვა რამ არ დაზარალდეს მაგის ხარჯზე.

ვეთნხმები კობას, რომ შარვალ ხალათი უფრო ეფექტური იქნება, როგორც გადაადგილების ისე ტანზე სიმძიმის გადანაწილების მხრივ.

ეგ რომ დასველდება გახდება 100 კილო :)

Link to post
Share on other sites

მართალს ბრძანებ ძმაო, ეგ კომუფლაჟი არ არის სამოძრაო, მხოლოდ საფარისთვის გამოიყენება.

ინდაურის გარდა ხმარობენ კოიოტზე და შველზე.

კი უწერია 3D, მაგრამ არ არის სამი დეტალისგან შემდგარი, ანუ არ არის ცალცალკე შარვალი, ქურთუკი და კაპიშონი, ერთი მთლიანი ჩასაცმელია.

მიუხედავად მისი მცირე წონისა, მაგით გადაადგილებას გამოვრიცხავ.

 

ადგილზე მისვლისას უნდა ჩაიცვას მონადირემ.

აი, მაგით წყალში შესვლას კიდევ, არავის ვუსურვებ.

 

ერთია კიდევ, არსად არ ეწერა, არის თუ არა წყალგაუმტარი. :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 7 months later...

პირველად და უკანასკნელად შევიძინე სპინნინგი ინტერნეტით და აი რა ჩამომივიდა,სულ ვამბობდი ანკესს ინტ-ით არ ვიყიდითქო,მაინც წამცდა სული და ახლა 1 კვირა უნდა ველოდო როდის ჩამომივა

 

309ed526c732.jpg

049bdcc3456b.jpg

Link to post
Share on other sites

არა ავთო ალბათ ახალს რომ მოიტანენ ამას წაიღებენ,გადამზიდავი კომპანია ანაზღაურებს ზარალს..სარათში არ ჩანს,თუარა მოეორე ნაწილსაც აქვს ბზარი ზუსტად იმ სიმაღლეზე

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

არა ავთო ალბათ ახალს რომ მოიტანენ ამას წაიღებენ,გადამზიდავი კომპანია ანაზღაურებს ზარალს.

კიდევ კარგი :yes:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ბიჭებო! ისე იმიტომ გავრისკე ინტ-ით ყიდვა იტალიის Torino-ში აქვთ მაღაზია,ეგრევე გადავრეკე,სურათიც გავუგზავნე და ბოდიში მომიხადეს და 2 დღეში გამოაგზავნეს ახალი.ამიტომ ანკესის ყიდვას მაინც არ გირჩევთ ინტ-ით :old:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ჩვენთვის ადვილი ამოსაცვლელი მაინც არ აქ და საქარტველოშI ჩასულს როდის ის უკან დაბრუნდება და მთელი ამბები იქ მეტი რისკია ისე რა გინდა კარგად კი შეუფუთიათ მეორეჯერ :D

ჩემი ახალი Mitchell Fluid 363, 60 - 100 g, 3,66 m

8b51b013d8c5.jpg

მოლოდინს გადააჭარბა მარტო ერთხელ არი მდინარესთან ნამყოფი ჯერ არ უთევზავებია :D

თვეზე მეტია რაც ვიყიდე მოყვა სამი ბოლოთავი სხვადასხვა სიძლიერის დრეკადობის შეფუთვით არმენ ჩემიც გადაბმულ ყუთში იყო და გულის ფანცქალით გავხსენი მარა გამიმართლა ბერტოლი და ჯიელსი იმენა ამანათების მტვრეველი ფოსტაა :D :D :D

სყრათს სპეციალურად არ ვაპატარავებ იქნება და ვინმეს დეტალურად ნახვა უნდა :alfons:

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...