paraskeva 30 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა. ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება. ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა: - ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა. მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას). რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. - წვიმა არ არი! ************საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არი! ************საბას თავი გაუთეთრა რამ?! - ყინვა არ არი! ************სულხან საბას აკანკალებს რა?! - რამ დაასველა?! ************- რამ დათეთრა?! ************************- რა აკანკალებს?! საქართველოა ************მისთვის: ****************წვიმაც, ********************თოვლიც და ყინვაც!.. ...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს). - რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. - უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!- წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. - არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?! - უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?.. საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,- თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან. საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა! შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი. მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... - მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი? გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა. ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება. ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა: - ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა. მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას). რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. - წვიმა არ არი! ************საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არი! ************საბას თავი გაუთეთრა რამ?! - ყინვა არ არი! ************სულხან საბას აკანკალებს რა?! - რამ დაასველა?! ************- რამ დათეთრა?! ************************- რა აკანკალებს?! საქართველოა ************მისთვის: ****************წვიმაც, ********************თოვლიც და ყინვაც!.. ...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს). - რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. - უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!- წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. - არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?! - უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?.. საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,- თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან. საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა! შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი. მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... - მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი? გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება! არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ამ ლექსის ავტორი თავად ვნახე ერთ-ერთ მის საღამოზე. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემმა მეზობელმა მოსაწვევი მომცა. პოეტთან შეხვედრა პატარა დარბაზში შედგა , ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიმხდარნი ვუსმენთით მსახიობს, რომელიც მუხრანის ლექსებს კითხულობდა. შემდეგ თავად მუხრანი წამოდგა, დაიწყო და რა დაიწყო.. " და იარონ, და იარონ, და იარონ...ამინ!!!" დააგუგუნა პოეტმა. მთელი ღამე მისი ლექსების კითხვაში გავათენე...დილით, თითქმის ყველა ზეპირად ვიცოდი.... აქედან დაიწყო ლექსებისადმი ჩემი დიდი სიყავრული. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 ჩემს თაობაში მუხრანი დისიდენტად აღიქმებოდა. ეროვნულ სულზე გადაფარებულ ნაცარს გვიფერთხავდა მისი ლექსი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ამ ლექსის ავტორი თავად ვნახე ერთ-ერთ მის საღამოზე. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემმა მეზობელმა მოსაწვევი მომცა. პოეტთან შეხვედრა პატარა დარბაზში შედგა , ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიმხდარნი ვუსმენთით მსახიობს, რომელიც მუხრანის ლექსებს კითხულობდა. შემდეგ თავად მუხრანი წამოდგა, დაიწყო და რა დაიწყო.. " და იარონ, და იარონ, და იარონ...ამინ!!!" დააგუგუნა პოეტმა. მთელი ღამე მისი ლექსების კითხვაში გავათენე...დილით, თითქმის ყველა ზეპირად ვიცოდი.... აქედან დაიწყო ლექსებისადმი ჩემი დიდი სიყავრული. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 ძაან მაგარია პარასკევა. უბრალოდ ხო, იცი კავკასიელ კაცებს ღიად კომენტირება გვიჭირს ასეთ ფაქიზ რამეებზე. იგულისხმე რომ ფორუმის ყველა მამაკაცს გულის სიმები შეურხიე ეს ლექსი არ არის. ჩემი დაწერილია. :karochera: ქარიან დღეს გულში ქარიშხალმა ბებიის ძველი სკივრიდან ამოქექილი ნივთებივით მომაყარა შენზე ფიქრები. გადავწყვიტე წერილი მომეწერა. გამარჯობა ჩემო...! ჩემო-მეთქი გეუბნები და არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს სიტყვები შენდამი სათქმელად. ვიცი შენი პასუხი, ვგრძნობ შენს გამომეტყველებას, წარბებს ოდნავ აზიდავ და დაბალი, სევდიანი ხმით მეტყვი:“--გეკუთვნის, აბა არ გეკუთვნის ჩემო ხატო, ჩემო“.ვიცი რომ არც ხატი ხარ და არც ანგელოზი, მე ჩვეულებრივი მე ვარ, მაგრამ რადგან გინდა ვიყო შენი ხატი-ვიქნები. არ ვიცი, ალბათ, ლამაზდება შენი ცხოვრება ჩემით და --პირიქით. ახლა საღამოა და მარტო ვარ. ცივი ქარი ხარხარით მოაწყდა ჩემს ფანჯარას, მინას ცხვირი მოაჭყლიტა და თვალებდაჭყეტილმა დამიწყო ყურება. ცნობისმოყვარეობა მოეძალა, დაინტერესდა რას ვწერ. არ წავაკითხებ, არა. ქარი მესაიდუმლედ არ გამოდგება. ჭორიკანა ქალივით დაირბენს ქუჩებს, სიტყვები გზადაგზა დარჩება,ზოგს გააცინებს, ზოგს კი შურით ჩააღიმილებს. ...გახსოვს, მაშინაც ქარი ქროდა , ოღონდ თბილი. ჩვენი პატარა ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. თითს ვაყოლებდი სახლებს, მიმავალ მანქანებს, ისე გავერთე ამ საქმით, რომ შენი არსებობა საერთოდ დამავიწყდა. თავი შემახსენე, მხრებზე ხელი შემახე და მითხარი--„მიყვარხარ“. იცი, რა დამემრთა? სისხლი გამიჩერდა. ასე ხელგაწვდილი ვიდექი დიდხანს. მოვიხედე, შენ უკვე მანქანაში იჯექი და რაღაცას წერდი. დავინტერესდი და წამოვედი. ბარათი მომაწოდე. წაკითხვა ვერ მოვასწარი, ქარმა გამომგლიჯა ხელიდან. გამოვეკიდე და ძლივს წავართვი. მოესწრო წაკითხვა. „...რა ვქნა, ძალიან მიჭირს უშენობა, შენს სითბოს, შენს სუნთქვას ვერ ველევი,რაღაცა საოცრებას წარმოადგენ და თვითონაც არ იცი რამხელა სიხარული და სიყვარული ხარ, რამხელა სიმამაცე და შიშია შენში შერწყმული და ყველაფერს ამას ერთად აღებულს წარმოადგენ შენ, მხოლოდ შენ ...“-მწერდი. მეგონა, დაგვცინებდა ქარი, ქვეყანას მოსდებდა, არა, პირიქით, ხელი გადამხვია, მომეფერა და სირბილით მომიყვანა შენამდე, თვითონ კი ონავარა ბიჭივით სტვენა-სტვენით აუყვა აღმართს. ...შენზე ვფიქრობ! საოცრება მე კი არა შენა ხარ, შენ. მენატრები. როგორ მენატრები? ეს რა კითხვაა. მენატრები და მორჩა. ოჰ,ამ ქარმა ხომ მომკლა, არ მშორდება. ვერ ვენდობი ვერა. ცრემლები მახრჩობენ. აი, ერთი ცრემლი გადმოგორდა, მეორე, მეორეს მესამე მოყვა. ვტირივარ. ქარს გავხედე და ისიც ტიროდა. ჩემს შეხედვაზე შერცხვა და თავი დახარა. შემეცოდა. ახლა, ამ წუთში ვიგრძენი, რომ ქარსაც ჰქონია გული, ქარსაც სცოდნია სიყვარული და მივხვდი, რომ ის ამ ქვეყნად მარტოა, მარტოსული, რომ ქვეყნად არავინ ჰყავს ჭირისუფალი.შენ გაგიგია ღამით ქარის ქვითინი? მე გამიგია. ახლა ვხვდები ფუფალასავით რატომ მისტირის თავის შიოლას. იმასაც ვხვდები რატომ არის დილით უდარდელი, დაუდრვარი, შმაგი, ხანაც ბოროტი. ...ფანჯარასთან ჩემი ქარი ჯიუტი ბავშვივით ფეხებს მიბაკუნებს, საიდუმლოს შენახვას მპირდება, დახმარების ხელს მიწვდის . ავდგები, გამოვაღებ ფანჯარას და ვთხოვ ჩქარა, ჩქარა, ჩქარა მოფრინდეს შენთან და გითხრას , რომ მიყვარხარ.ოღონდ არ იკითხო ძალიან გიყვარვარ? რატომ გიყვარვარ? მიყვარხარ უბრალოდ, ნაზად, ყოველგვარი ახსნის გარეშე. გამიგე? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 ძაან მაგარია პარასკევა. უბრალოდ ხო, იცი კავკასიელ კაცებს ღიად კომენტირება გვიჭირს ასეთ ფაქიზ რამეებზე. იგულისხმე რომ ფორუმის ყველა მამაკაცს გულის სიმები შეურხიე დიდი მადლობააააა აი, ესეც ჩემია. ვიდრე ახალგაზრდები ვართ. შენ მიუყვები მოკირწყლულ ქუჩებს, ყველა და ყველაფერი გიხარია, მომავალი შენია! ყველა გიყვარს, ყველას უყვარხარ... ჩერდები, ფეხის წვერებზე დგები და ხელით სწვდები მზეს... გზას აგრძელებ. მოიღრუბლა და გაწვიმდა. საშინლად დასველდი. არ შეშინდე! გზა გააგრძელე! რამხელა გზა გაქვს გასავლელი იცი? როგორც იქნა გადაიღო,მზემ ისევ გამოანათა შენთვის. გიხარია. იქვე, სახლის კუთხეში, ქალი იებს ყიდის. ფეხს მოუჩქარე, თორემ სხვა მიგასწრებს!...დაგასწრეს. ვიღაც ვაჟმა იყიდა ის იის კონა, რომელიც შენ მოგეწონა. გული დაგწყდა, არა? უცებ, ვაჟი ტრიალდება და ყვავილებს გაწვდის. თავს რატომ ხრი, ნუ გრცხვენია! ეს იის კონა კი არა, სიყვარულია, სიყვარული. ხელი არ ჰკრა, შენია! ოღონდ იცოდე, კარგად უნდა გაუფრთხულდე! დღეს მოწყენილი მეჩვენები. გამოცდა ვერ ჩააბარე. ნუ დარდობ, მოემზადები და ჩააბარებ.დარდი მოიცილე და მარჯვნივ გაიხედე,ის გელოდება! შენს მეგობრებს აცნობ და მხიარულად მიუყვებით ქუჩას. რა კარგია ახლაგაზრდობა, არა? ჯერ სად ხარ! ...თავბრუს გახვევს მენდელსონის ზეამაღლებული მარში, საკმეველის ტკბილი სურნელი და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა.ყველა გლოცავს და გეფერება. ღმერთმა დალოცვილი გატაროს! ...ტკივილი აუტანელი, ლამის გაგიჟდე. უნდა აიტანო, ასეთია დედათა ხვედრი. ტკივილი ბავშვის ტირილში გადადის, ბავშვის ტირილი კი შენში სიხარულად შემოდის და გულში მალამოდ გეღვრება. შენ დედა ხარ, დედა! რამხელა ბედნიერებაა... გულწრფელად გილოცავ! მომვლელმა ქალმა ბავშვი მოგიყვანა. გაოცებული დაჰყურებ პატარას. ნაკვთებს აკვირდები, ნაცნობ სახეს ეძებ მის სახეში. უცებ შენს და ბავშვს შორის იის კონა ჩავარდა. სწორედ ისეთი...გახსოვს? --ოჰ, ეს ახალგაზრდები!-ბუტბუტებს მომვლელი ქალი. ...სამი შვილის დედა ხარ. აქეთ სკოლა, იქეთ საბავშვო ბაღი, სახლში ჩვილი და სამსახურიდან მოსული დაღლილი მეუღლე. ყველას უნდა გაუნაწილო სითბო და სიყვარული. აბა, რა გეგონა ოჯახი! დღეს პირველად დააკვირდი სარკეში შენს თავს. სახეზე დაღლა დაინახე, თმაში კი-ჭაღარა. ნუ შეშინდები, ჯერ კიდევ შორს არის ის, რამაც ასე შეგაშინა. ...დღეიდან შენ დედამთილი გქვია, შენს მეუღლეს--მამამთილი. ხვალ კი ორი რძლის დედამთილ-მამამთილი იქნებით, ზეგ კი --სიდედრ-სიმამრი. პირობას გაძლევთ, სულ მალე „მონღოლთა ურდოსავით „ შემოიჭრებიან შვილიშვილები. თქვენს თბილ და ბედნიერ სახლს კიდევ უფრო გაათბობენ. შვილიშვილები აგრევენ, დაგრევენ. შენ კაბის კალთაზე დაგეკიდებიან, შენს მეუღლეს ზღაპრების წაკითხვას მოსთხოვენ......... რატომ მაწყვეტინებთ? რას ეძებთ ჩემო კეთილო მოხუცებო? სარკეს? აი, ისიც. სარკეში იხედებით, იცინით, ერთმანეთს დასცინით... სახეზე ნაოჭებს ითვლით..., თეთრ თმაში შემორჩენილი რამდენიმე შავი თმის ღერიც მიათვალეთ. ბოლოს ორივე გაყუჩდით. შეგეშინდათ.--ეჰ, ახალგაზრდობავ! --თითქმის ერთად ამოიოხრეთ... ...ქუჩას მიუყვებით ჯოხის კაკუნით. სახლის კუთხეში ქალი იებს ყიდის. შენ გული აგიჩქარდა. ფეხს მოუჩქარე, თორემ სხვა მოგასწრებს! დაგასწრეს... შენმა მეუღლემ იყიდა ის იის კონა, რომელიც შენ მოგეწონა. თაიგული გამოგიწოდა, მხარზე ხელი გადაგხვია და ყურში ჩაგჩურჩულა-- გული ხომ ისევ ახალგაზრდულად გვიძგერს, ჰოდა, ვიაროთ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 ოქროს გოგო ხარ ეკა,ძალიან ვისიამოვნე,სიბერეში შევდივარ უკვე,მართალია გაჭაღარავება ვერ მოვასწარი,ისე გამცვინდა თმები,მაგრამ მაინც შემერხა გულის ჟანგიანი სიმები!!!! :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 25, 2013 Report Share Posted March 25, 2013 ....................... აი, ესეც ჩემია. ვიდრე ახალგაზრდები ვართ. .......................................... გაიხარე პარასკევა! ძალინ მსიამოვნებს თქვენი პოსტების კითხვა, მითუმეტეს თქვენი ნაწარმოებების :clapping: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 ოქროს გოგო ხარ ეკა,ძალიან ვისიამოვნე,სიბერეში შევდივარ უკვე,მართალია გაჭაღარავება ვერ მოვასწარი,ისე გამცვინდა თმები,მაგრამ მაინც შემერხა გულის ჟანგიანი სიმები!!!! :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 გაიხარე პარასკევა! ძალინ მსიამოვნებს თქვენი პოსტების კითხვა, მითუმეტეს თქვენი ნაწარმოებების :clapping: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 (edited) ( ჩემი სისულელეები) B) 1.ერთხელ მკითხავდის ვაჟაი წვიმა გიყვარს თუ თოვლია, თოვლი მირჩევნის, ხმა გავეც თოვლში გორვაი ჯობია. მეც იგივ კითხვა დავუსვი შენთვისა რომელ ჯობია, თოლებში ცეცხლი დაენთო, შენთანა წოლა ჯობია. 2. ვერ ვუშველე, ვერ ვუშველე სიყვარულის იარებს, ამ ცხოვრების ნახევარი მე ხომ მარტომ ვიარე. არ მინდოდა, არ მინდოდა სიყვარულის იარა, ცოტა დარდმა, ცოტა სევდამ ტალღად გადამიარა. გადავწყვიტე, რომ დავძლიო ამ ცხოვრების იარა, მხოლოდ მარტო სიყვარულით, სიძულვილით კი არა! B) B) B) Edited March 26, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 paraskeva კარგად ჟღერს ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 კარგია ეკა,ცალკე თემა უნდა გავხსნათ შენი პოეზიის!!!! ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 მაგარია ეკა! (პირველი განსაკუთრებით) ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 (edited) ცივი ქარი ხარხარით მოაწყდა ჩემს ფანჯარას, მინას ცხვირი მოაჭყლიტა და თვალებდაჭყეტილმა დამიწყო ყურება. ცნობისმოყვარეობა მოეძალა, დაინტერესდა რას ვწერ. არ წავაკითხებ, არა. ქარი მესაიდუმლედ არ გამოდგება. ჭორიკანა ქალივით დაირბენს ქუჩებს, სიტყვები გზადაგზა დარჩება,ზოგს გააცინებს, ზოგს კი შურით ჩააღიმილებს. გენიალურია ! Edited March 26, 2013 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 კარგია ეკა,ცალკე თემა უნდა გავხსნათ შენი პოეზიის!!!! ჩემში იფეთქა ნიჭმა, ვითარცა კვირტმა, კვირტმა ატმისამ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 მაგარია ეკა! (პირველი განსაკუთრებით) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 გენიალურია ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 ( ესეცა ) მე და გალაქტიონი რკინის უხეში კარი მძიმედ გაიღო. ნაცრისფერი ბურუსით მოცული სამყარო გამოჩნდა. დაუკითხავად შევედი. ქანდაკებასავით გაყინული ლანდები უხმოდ იდგნენ. ჩემი მისვლა და ყოველი ლანდი თითქოს ცოცხლდება. ეს „მერია“, ჯვრისწერის სცენა. ბედნიერი წყვილი ჯვარს იწერს. მათ უკან ვიღაც მუხლზე დაცემულა და უხმოდ ქვითინებს. ეს ხომ შენ ხარ, მესმის შენი გოდება: „ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული და მე ავტირდი -ვით მეფე ლირი ლირი ყველასგან მიტოვებული“ იქვე, გვერდით მესაფლავემ დამცინავი გაყინული ღიმილით და უხეში ხელებით ორი კუბო შემზარავი ხმაურით ჩაუშვა მიწაში. ეს საშინელი ხმა ახლადდაქვრივებული ქალ-ვაჟის სასიყვარულო ჩურჩულმა შეცვალა. ვიღაცამ ჩემს გვერდით მწარედ ამოიქვითინა: „...ასე ხდება ქვეყანაზე- ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება, და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება..“ ...და უხმოდ გაიარა. იქვე ჩამოვჯექი, ფიქრებს მივეცი თავი. ცხენების ჭიხვინი შემომესმა, „ლურჯა ცხენები“ შენს აბობოქრებულ სულს სადღაც მიაგელვებდნენ, „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქრით“ გამოგეკიდე, „გურიის მთების“ მისადგომებთან დაგეწიე. მოწყურებული ირემივით დაეწაფა შენი სული თავისუფლებას, ბავშვივით გალაღდი, სული მოითქვი. სიამოვნებისგან მეც მოვდუნდი. შემდეგ „მთაწმინდის მთვარე „ მობრძანდა, ზედ დაბრძანდი როგორც მეფე და ნაცრისფერი სამყაროსკენ ლოცვით გაცურდი: „მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“. ...ისევ უხმოდ მდგარი ლანდები, დამწუხრებული სულები,:მგლოვიარე სერაფიმები“, რა შთამბეჭდავი სახეებია, ყველა სახეში შენი ხატებაა, შენი სულია. გზა გავაგრძელე.ნელ-ნელა ნაცრისფერი ბურუსი გაქრა, თითქოს გზა განათდა და ოი, საოცრებავ, ჩემს წინ ამოლივლივდა ნიკორწმინდა. ციდან ანგელოზების გალობა შემომესმა. ახლოს მივედი, სული გამინათდა, გული ამიძგერდა, მხრებში გავიშალე. იქვე შენ დაგინახე, შენს ქმნილებას დაჰყურებ, წვერზე ხელს ისმევ კმაყოფილებისაგან.თვალებში ეშმაკუნები ჩაგძრომია, დიდო ბავშვო! ჩურჩული მომესმა, არა, ეს უფრო ღიღინს ჰგავდა. შენ ღიღინებდი: „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია დარობს რა მდიდარი“. მინდა შევყვირო:საიდან მოხვედი ან სად წახვედი? შენ გაიგე ჩემი უხმო ძახილი, მომხედე, გამიღიმე, მერე წელში გაიმართე, მხრები გაშალე, ფეხის წვერებზე შედექი, ფრთები შეისხი და ნელ-ნელა ცისკენ წახვედი. გარკვევით მესმის შენი ხმა: „ფრთები, ფრთები გინდა კიდევ ფრთები გინდა გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა....“ ეს ხმა თანდათან ანგელოზების გალობას შეუერთდა და ბოლოს გაქრა. ...და როცა გამოვფხიზლდი გადაშლილი წიგნიდან და ასი წლის გადასახედიდან მომზერდნენ შენი თვალები და მათში ამოქარგული შენი ნიკორწმინდა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 ( შემომეწერა) ზეზვა და მზია --მზია! --ღამის წყდიადში გაისმა მამაკაცის ხმა. ---ზეზვა!--გამოეპასუხა ქალი, რომელიც გამოქვაბულიდან ფრთხილად მოიპარებოდა.კაცმა ხელი გაუწოდა ქალს, ახლოს მიიზიდა და გულში ჩაიკრა. --მიყვარხარ მზია!--ჩურჩულით თქვა კაცმა. --მეც მიყვარხარ ზეზვა! --უპასუხა ქალმა. მან თვალები დახუჭა და გაინაბა. --გავიპაროთ მზია! ვიცი, მამაშენისთვის არასასურველი სასიძო ვარ, ერთი უბრალო მამონტების მწყემსი, მაგრამ გპირდები, რომ სიკვდილის მერეც მეყვარები, მოგივლი და ვიზრუნებ შენზე. მამაკაცი გაჩუმდა, შემდეგ ჩუმად წარმოთქვა: --მე შენ უკვდავებას გაჩუქებ, მზია! --უკვდავებას?--გაოცებით იკითხა ქალმა --ხო, უკვდავებას. მთელი მსოფლიო ილაპარაკებს ჩვენზე, ჩვენს სიყვარულზე. --სად წავიდეთ? აფრიკაზე უკეთესი ადგილი არის სადმე?--მორიდებით იკითხა ქალმა. -- ვიცი ერთი ადგილი. შორს არის, მაგრამ ულამაზესია,ნამდვილი სავანე. იქ წავიდეთ--დმანისში!--შთაგონებით წარმოთქვა კაცმა და თან თვალი ციდან მოწყვეტილ ერთადერთ ვარსკვლავს გააყოლა. დრო აღარ იცდიდა.შესხდნენ ზეზვას საყვარელ მამონტზე, რომელიც ბაბუამ აჩუქა ბავშვობაში,(ქე რომ ბატონები დაუბრძანდა მაშინ. ). და სიბნელეში გაუჩინარდნენ. არავინ იცის, შეურიგდნენ თუ არა მშობლები მზიას, მაგრამ ზეზვამ პირობა შეასრულა. მზიას მართლაც აჩუქა უკვდავება.ისინი დასახლდნენ დმანისში, დღესაც იქ ცხოვრობენ და საინტერესო ამბებს უყვებიან მნახველებს. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 მარა ერთიც იყო! საშინელი ჯიუტი და ვირიშვილი გამოდგა მამონტი, რამდენჯერ ჩაუდგა ფეხი უბედურ მზიას წველისას დერგში კაცი ვერ დათვლის. ამიტომ დილიდან საღამომდე ისმოდა თურმე მაგენის გამოქვაბულიდან მზიას არც თუ ისე სასიამოვნო ხმოვანი სიგნალები: იმ დღეს რეიზა არ გოუწყალდი დედაშენს ზეზვაია პირველად რო გეექანე მუცელში (შენ გაგაქანა ეშმაკებმა), აი მამონტი დაკალი ქე მაინც და შევჭამოთ შენ ჭამე ცეცხლი და ნავთი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 (edited) მარა ერთიც იყო! საშინელი ჯიუტი და ვირიშვილი გამოდგა მამონტი, რამდენჯერ ჩაუდგა ფეხი უბედურ მზიას წველისას დერგში კაცი ვერ დათვლის. ამიტომ დილიდან საღამომდე ისმოდა თურმე მაგენის გამოქვაბულიდან მზიას არც თუ ისე სასიამოვნო ხმოვანი სიგნალები: იმ დღეს რეიზა არ გოუწყალდი დედაშენს ზეზვაია პირველად რო გეექანე მუცელში (შენ გაგაქანა ეშმაკებმა), აი მამონტი დაკალი ქე მაინც და შევჭამოთ შენ ჭამე ცეცხლი და ნავთი მზიას არც თუ ისე სასიამოვნო ხმოვანი სიგნალები ---- ვაიმეეე, სიცილისგან გადავარდი სკამიდან B) Edited March 26, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 ჰამლეტ გონაშვილი მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ, მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა, და ამიტომაც დავჭირდი უფალს. არ მითესია შური და გესლი, მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი, არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი, ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი. ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის, მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმს და, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი, მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით. ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს, და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს, და ასე მუდამ კარიკარ ივლის, ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს. შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად, იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას, ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს, ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს. ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს, გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა და ამიტომაც დავჭირდი უფალს! მედეა კახიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 ჰამლეტ გონაშვილი მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ, მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა, და ამიტომაც დავჭირდი უფალს. არ მითესია შური და გესლი, მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი, არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი, ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი. ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის, მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმს და, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი, მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით. ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს, და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს, და ასე მუდამ კარიკარ ივლის, ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს. შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად, იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას, ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს, ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს. ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს, გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა და ამიტომაც დავჭირდი უფალს! მედეა კახიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს. მესაუბრება, რას აღარ ამბობს. ყველა სურათი საოცრად მათბობს, მაშინაც, როცა ცივა და მათოვს. აი, ეს ქალი (რა კარგად მახსოვს), სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს. ეს კი ბაბუა! სურათზეც ბრაზობს თუ შვილიშვილი ჟარგონზე “ბაზრობს”. მამაჩემია, დანას რომ ასობს. იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს. დედიკო ჩემი, რაღაცით ხარობს. ოცი წლისაა, ტუშს ჯერ არ ხმარობს. მაგრამ ვერ მივხვდი ალბომის საზომს - რა უნდა მასში მეზობელ ანზორს? ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ, წააგავს კარლსონს, ვიღაც დეიდა ატენის მაწონს. გაივლის დრო და… ნურავინ დარდობს, რას იზამ, ზოგჯერ სიკვდილი ჭარბობს. და ამ ალბომში (ეს აზრი მართობს) მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს. ნიკო გომელაური ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 28, 2013 Report Share Posted March 28, 2013 ჩემო საყვარელო ადგილებო... (შ.ნიშნიანიძე) ჩემო საყვარელო ადგილებო, ჩემო მოჭიხვინე რიონო, როცა დავბერდები, სიბერესთან უნდა შენებურად ვიომო, შენა ხარ ბავშვური სიხარულის ჯერაც აუხსნელი იგავი, შენთან ბედნიერი, (უფრო მეტიც) შენთან უდარდელი ვიყავი... სიჭაბუკის ჭალა, გაიჩეხა, დარჩა მხოლოდღა ნაფოტი, ბავშვობის შიშო და სიხარულო, მუხის ფუღუროდან გამოდი. ჭინკებმა გამტყვრალი მეწისქვილე დაიჭირეს და გაპარსეს, მისი წისქვილი და ყაბალახი ცხენებს გამოაბეს ფაფარზე. ნიკორა ბოსტნიდან მომაბღავლებს, ჩემი წარღვნამდელი ღვთაება, გუთანს ეწევა და მიბურღაობს დევების წარმოთქმულ ტაეპად. მისი გუშინდელი გუთნისდედა, მისი გუშინდელი მეხრე ვარ. და ჩემი ბავშვობის ბილიკები რქებზე ბაწარივით ეხვევა. ქანაობს პატარა სამწყემსური ნიკორას რქებზე და თხის კუდზე, ალი ნაწნავებით აბრიალებს წყალში მოჭყუმპალე ხის კუნძებს. არღნიდან ჭირვეულ მაყარივით გადმობარბაცდება სიმღერა, გზაზე შემხვდება და გადამკოცნის, სიყვარული იცის იმხელა. ადგილის დედაო, შემიფარე...მომე ბედნიერი სიბერე, ამ მხარეს წყალობას ნუ მოაკლებ, ნურცა მშვიდობას და სიმღერებს. ადგილის დედაო, დამიფარე, გული დამიყენე საგულეს, შენი ჭირნახული მიწილადე, შენი მყუდროება მარგუნე. ჩემო საყვარელო ადგილებო, ჩემო მოჭიხვინე რიონო, როცა დავბერდები – სიბერესთან უნდა შენებურად ვიომო. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.