paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 შენ ლეონიძის მარიტას გავხარ, ნესტან-დარეჯანს გავხარ რუსთველის ვგრძნობ, რომ იმაზე მეტად მიყვარხრ გალაკტიონი რომ ეტრფის მერის. სამად გაშლილი, ის ერთი ლექსში წერეთელი რომ ეძებს სულიკოს, მე ის ღვთაება ვიპოვე შენში, სხვაგან სად უნდა დამალულიყო? ჯიუტი გრძნობა ჩემში დაძრვება, შემოიპრა, არ ითხოვს ნებას აღარც ეს ღამე აღარ გათენდა , იქნებ მცირედი შევიგრძნო შვება. როგორ შემხედე დამწუხრებულმა…. რომ მწარე სევდამ მეც ამიტანა, ალბათ ვერ ხვდები, რომ შენმა გულმა ეს ჩემი გული ტყვედ აიყვანა. სტოპა ჩილინგარაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მე, ცა ვარ, ზეცა ვარ, მთვარეც ვარ, მზეცა ვარ... ხან თითქოს კარგად ვარ, ხან თითქოს ვერცა ვარ... ხანდახან, ია ვარ... ხანდახან, ვარდი ვარ... ხანდახან, მტკივა და უშენოდ დავდივარ... ხანდახან, ღამეც ვარ... ხანდახან, დღეცა ვარ... ხანდახან, დროცა ვარ... და შენთან როცა ვარ... ხანდახან, წვიმა ვარ... ხანდახან, თოვლი ვარ... ხან შენგან მივდივარ, ხან შენთან მოვდივარ... ხანდახან, წყალი და ხანდახან, მიწა ვარ... გინდა, თუ არ გინდა, მიყვარხარ, ვფიცავარ... ხანდახან, ერთი ვარ... ხანდახან, ბრბოცა ვარ... ხან, შენი ცრემლი და ხან, შენი კოცნა ვარ... ხანდახან, შენთან ვარ... ხან, სხვასთან დავდივარ... ხან, თითქოს მგზავრი ვარ... სულ სადღაც ჩავდივარ... ხანდახან, ფიქრი ვარ... ხანდახან, ლოცვა ვარ... შენიც ვარ, სხვისიც და... არაც და ჰოცა ვარ... ხანდახან, ბრმაცა ვარ... ხანდახან, არცა ვარ... მინდა თუ არ მინდა, ესა ვარ, რაცა ვარ.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 შემოდგომა არყის ხე გრძნობს, რომ მისი სილამაზე ხუნდება, დიდი სურვილი აქვს გაიხანგრძლივოს ზაფხული, ამიტომაც იგი შემოდგომის ასაკისათვის ყველაზე მოდურად, ყვითლად იღებება... სწორედ მაშინ ხედავს ყველა, მისი შემოდგომა რომ დგება. ფელიქს კრივინი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება. ბედობა დღეს უბედობა დამებედა. ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა, როცა გნახე მეკოცნა და გამებედა, რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი, მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი, გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა, გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა. ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ, ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ. ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები, გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები, შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი, დღე და ღამე ამერია დავიღალე, მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე. ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ, ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ . ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მერე რა მოხდა მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთა ვარ, მარტივით გადარეული. მერე რა მოხდა თუ დღემდე, არ გამიმართლა ცხოვრებამ. რა მოხდა თუკი ვერ შევძლე, სამოთხის გამოგონება. მერე რა მოხდა თუ გზები, უსწორ-მასწოროდ წავიდა. მაინც შენზე ფიქრს ვუნდები, ოცნებებს ვიწყებ თავიდან. მერე რა მოხდა თუ შენი, ალერსი მე არ მეღირსა. უკვე ხომ ვერას ვუშველი, მაგრამ კვლავ მჯერა ბედისა. მერე რა მოხდა თუ დღემდე, აქ ვერ გამიგეს აზრები. მერე რა მოხდა, გთხოვთ მენდეთ, წამითაც არ გავბრაზდები. მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთ ვარ, მარტივით გადარეული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ლექსი სიყვარული იყო, - საუბარი ქალთან - ხან შენთან და, ხან მასთან და, ხან უბრალოდ... სხვასთან... აუ, ეს რა წესიაო, - ბევრი იტყვის წესით... რამდენ გოგოს გამიბრაზებს ეს პატარა ლექსი... რამდენსა და... არც არავის, - ვის ვახსოვარ, ვინ მყავს?! მაგრამ მაინც სიყვარული შეშლილივით მიყვარს.. დათო ახლოური ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ბიჭები საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები... დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს სხვისი უბისკენ გააპარებენ. გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში, თითქოსდა მართლაც უნახესო ცას გასაღები. მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში, თავის ნათქვამად გაასაღებენ. არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს, მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა... დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს სხვას მიუშვერენ გასაწეწავად. ნათელ თვალებზე დაუტოვებს ნაკვალევს წლები, თუმცა თვალები აღასოდეს არ ხუნდებიან. და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით, მშობელ კერასთან დაბრუნდებიან. აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა, და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ. მაგრად დაგმანულ ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად იკანკალებენ შავი ფარდები. მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს, დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს... ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ. ზურაბ კუხიანიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 შეხვედრა შეხვედრისას ქარი ქროდა, მთვარე ვარსკვლავს თითქოს თვლიდა, ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა, ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა, ღამით, ჩვენი შეხვედრისას, იცინოდა ზეცის კარი. მიგიგავდა ტანი ისარს, მე მშვილდივით აგეკარი. მირზა გელოვანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან! დაუსტვინე, ჩემო გიჟო, და გავჩნდები შენთან! გაგიჟდება მამაჩემი, შეიშლება დედა, – სულ ერთია, დაუსტვინე და გავჩნდები შენთან! რობერტ ბერნსი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 შემოიარე, მეგობარო, საღამოს ჩემთან! ამოიძახე... დაგახვედრებ გიზგიზა ბუხარს. შემოიარე – მარტო ვარ და... ექვსვისთვის მოდი სიტყვა – სიტყვაა, გელოდები... ჩემი ძმა თუ ხარ! ვილაპარაკოთ... თითო ჭიქაც... ჰა, თითო ბოთლიც... თორე, ხვალ, იქნებ... დალახვროს ღმერთმა შემოიარე მეგობარო საღამოს ჩემთან. გივი ძნელაძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ადრე გავიგე სიყვარულის ძალა და სევდა... ადრეც მოვხუცდი... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მამას ავიწყდება მისმინე შვილო, მოგმართავ, როცა შენი პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდვია და მშვიდად გძინავს. მე მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამოდენიმე წუთის წინ, როცა გაზეთს ვკითხულობდი, დანაშაულის გრძნობამ წამომაგდო და მომიყვანა შენს საწოლთან. აი, რაზე ვფიქრობდი, ჩემო ბიჭუნა: დილით მე შენზე გულმოსული ვიყავი, სკოლაში წასვლამდე დაგტუქსე, რადგან იმის ნაცვლად რომ პირი დაგებანა, სახეზე სველი ტილო გადაისვი, გიყვირე, როცა რაღაც დაგივარდა იატაკზე, არც საუზმობისას დაგტოვე «ყურადღების» გარეშე, შენ ჩაი დაგეღვარა, კოვზს მაგიდაზე ურტყამდი, პურზე ბევრ კარაქს უსვამდი და მერე უგემურად იღეჭებოდი. სახლიდან რომ გავდიოდი, შენ ხელი დამიქნიე და მომაძახე, «ნახვამდის, მამა». მე კი შუბლშეკრულმა პასუხად რაღაც წავიბურდღუნე. სადილობისას ყველაფერი თავიდან დაიწყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეზოში დაგინახე სხვა ბავშვებთან ერთად მუხლებზე დაჩოქილი პატარა ბურთულებით თამაშობდი, შენ დახეული წინდები გიჩანდა. მე შენ ამხანაგების წინაშე დაგამცირე, გაიძულე, რა წინ გამძღოლოდი სახლისაკენ «შენ თვითონ რომ ყიდულობდე წინდებს, ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეოდი» - მამისგან ამის მოსმენა... თუ გახსოვს, გაზეთს ვკითხულობდი, შენ მოკრძალებით შემოხვედი ოთახში და კარებთან გაჩერდი, მე გაზეთის ზემოდან გადმოგხედე, გაღიზიანებულმა იმით, რომ კითხვაში ხელი შემიშალეს... «რა გინდა?» გკითხე უხეშად, შენ არაფერი არ მიპასუხე, უცებ მომვარდი, კისერზე ხელები მომხვიე, მაკოცე და გარეთ გავარდი. და აი, შვილო, მალე გაზეთი ხელიდან ჩამიცურდა და შიშმა შემიპყრო, რა მიყო ჩემმა ჩვევამ, ყოველთვის ვიღაცას შენიშვნა მივცე, რაღაცაში დავადანაშაულო, და ეს შეგეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უბრალოდ, პატარა ბიჭი ხარ, მე კი ბევრს მოვითხოვდი ბავშვისგან და ყველაფერს ვზომავდი ჩემი არშინით, უფროსი ადამიანის არშინით. შენს ხასიათში ხომ ძალიან ბევრია კარგი და სათუთი. შენი პატარა გული ისე დიდია, როგორც განთიადისას მზის სხივებში გახვეული მთები, ეს მაშინ გამომჟღავნდა, როცა მომვარდი და მაკოცე ძილის წინ. ახლა სხვა არაფერს არავითარი აზრი აღარა აქვს, ჩემო შვილო. მე სიბნელეში მოვედი შენს საწოლთან და დავიჩოქე. ეს ძალიან ცოტაა დანაშაულის გამოსასყიდად, ვიცი, რომ შენ ამ ყველაფერს ჯერ ვერ გამიგებდი, თუნდაც ეს მაშინ მეთქვა, როცა არ გძინავს. მაგრამ ხვალიდან მე შენი ნამდვილი მამა ვიქნები, ვიმეგობრებ შენთან, გავიცინებ, როცა შენ გაიცინებ და მოვიწყენ, როცა შენ მოგეწყინება. მე ენას მოვიკვნეტ თუ იგი შენს გასაღიზიანებლად სიტყვის თქმას დააპირებს. მე ყოველთვის მემახსოვრება, რომ შენ უბრალოდ ჯერ პატარა ბიჭუნა ხარ. ახლა რომ გიყურებ, დაღლილსა და საბანში გახვეულს, გხედავ რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ, განა ამ რამოდენიმე ხნის წინ არ იყო, დედაშენს ხელში აყვანილი რომ დაჰყავდი? მე კი შენგან ბევრს ვთხოულობდი, ძალიან ბევრს. მაპატიე, შვილო! დეილ კარნეგი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 – რა არის ის, რასაც მადლობის გარეშე იღებენ, რითაც არ იციან, როგორ სარგებლობენ, რასაც სხვას აძლევენ ისე, რომ არ იციან, სად აქვთ და შეუნჩნევლად კარგავენ. ცხოვრება. – რა არის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ჩქარი და ყველაზე ნელი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობადი. ყველაზე უგულველყოფილი და ყველაზე დასანანი, ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რომელიც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს, რაც დიდია - ეს არის დრო, არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია, არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი განზრახვის შესრულებისათვის, არაფერია მასზე ნელი, ვინც ელოდება, არაფერია მასზე სწრაფი იმისთვის, ვინც ერთობა, ის დაუსრულებლად იშლება, პატარა ნაწილებად იყოფა, ყველა უგულველებელყოფს მას, ყველა გამოსთქვამს სინანულს მის დაკარგვაზე, არაფერი კეთდება უიმისოდ, ის გვავიწყებს ყოველივეს, რაც მომავალი თაობებისათვის უღირსია და დიდ ამბებს ამარადისებს. – ბავშვები ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთი გამოყავთ ბავშვობიდან, როგორც დიდებს ბრძოლის ველიდან, ანდა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რადგან ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ, ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, თუმცა ახლა, ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც თავკომბალა და გომბეშო ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა, მაგრამ იცის რომ ის, პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ, უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი, ერთი და იგივე არსებაა, ორად გაყოფილი, არა, ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული, გაჭიმული სიმივით, სიმივით კი არა, ჭიაყელასავით, რომელიც სადაცაა გაწყდება, სადღაც შიგნით, საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება, მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, უფრო ზუსტად – ორჯერ, ჯერ პირველ საფეხურზე, მერე უკანასკნელზე, ჯერ თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას, ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგახნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გვახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებიდან ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას. – სიმართლის ფასი შაურია, რადგან არავის არ ჭირდება იგი. ტყუილი კი ჯადოსნური წამალივითაა, თვალებზე გადაუსვამ და გათავდა, ისეთ სიზმრებს დაგასიზმრებს, გაღვიძება არ მოგინდება. ამიტომაც ღირს უფრო ძვირი. ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ, ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვებზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში. – თუ გინდა რომ დედამაც პატივი გცეს და ცოლმაც, ერთმანეთს უნდა მიუქსიო ისინი, ქალს, დედა იქნება თუ ცოლი, უსიძულვილოდ გაძლება არ შეუძლია. ამიტომ კაბასთან, თავსაფართან და ფლოსტებთან ერთად სიძულვილის საშუალებაც უნდა მისცე, უნდა მიუგდო, როგორც ძაღლს ძვალი, შენვე რომ არ გიკბინოს. დედა პირველ რიგში შვილს შეიძულებს, თუკი შვილმა რძალი არ მოუყვანა, ხოლო ცოლი - ქმარს, თუკი ქმარმა დედამთილიც არ დაახვედრა ოჯახში. ასეთია ქალის ბუნება. – ოჯახი თავისებური თეატრია, ცოლ-ქმრობა ძალაუფლებისათვის ომია და ქმარი, თურმე, სულ იმის ცდაშია, ცოლი როგორმე თავის ადგილს მიაჩვიოს, როგორც ლეკვი - თავის ფიჩვებს და თავის ძვალს, მაგრამ ცოლი სულ განზე იწევს, თურმე, სულ მაღლა და მაღლა იცქირება, და იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე ქმარს მათრახს არ ააღებინებს ხელში, ანდა ფიჩვზე ფიჩვს ან ძვალზე ძვალს არ დაამატებინებს, გააჩნია, ვინ უფრო მტკიცე აღმოჩნდება ბოლომდე. – ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარშვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია, რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ. – ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება, მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. სიკვდილის მერეც ადამიანისაგან მარტო სინდისი რჩება, სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია, აქედან თავისთავად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი, ოღონდ, ისეთივე სუფთა, როგორიც თოვლი დევს უშბაზე, ისეთივე მშვიდი, როგორი მშვიდიც კვერცხია ბუდეში და ისეთივე მტკიცე, როგორი მტკიცეც ჩვილის გრდემლია, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, დიახ, ჩვილის გრდემლი, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, რამდენადაც მათი სიმტკიცე უსაზღვრო რწმენისა და შეუვალი გულუბრყვილობის ნაზავია და სხვა არაფერი. – ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისაგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს. – მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაცემა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ჭირდება ადამიანს. ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს. – ძაღლსაც უნდა ჰქონდეს ერთი თავისი ადგილი, საკუთარი სითბოთი და საკუთარი სუნით გაჟღენთილი, სადაც დაწვება, დაეძინება და გულხელი დაეკრიფება. – უვიცობის პატიება არ შეიძლება. – თევზაობა იქამდე არ მოიშლება, ვიდრე თევზი ანკესის ყლაპვას არ მოიშლის. – ადამიანი წისქვილივითაა, რასაც დააყრი, დაფქვავს, მაგრამ წისქვილისაგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, რასა ფქვამს. – კაცის ოცნება და ლობიოს ყვავილი ძალიანა ჰგავს ერთმანეთს. ორივეს მაღლა-მაღლა უყვარს ძრომიალი. – სინდისი და ნამუსი ტანსაცმელს ჰგავს, რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი. – გულღია და ალალმართალი კაცი მოგისმენს, მერე თვითონაც გულს გადაგიშლის, ბოროტი კი მოგისმენს, თან საჭმლის ჭამას დაიწყებს და მერე შენც მიგაყოლებს. – საერთო ფეხსადგილში ერთნაირად გაჭირვებული ხალხი იყრის თავს და არა ერთნაირად მოაზროვნე. ოთარ ჭილაძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ... მერე ოცნებით წამწამებს ნაბავ, გესმის სიმღერა ქარის და წვიმის, და ძლივს იკავებს სულმოკლე კაბა, მუხლისთავების ვარდისფერ ღიმილს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე. დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 დახუჭე, თვალები დახუჭე, სინათლე ყველაფერს აფუჭებს, სიბნელე მათბობს და მაყუჩებს. არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ, თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს, ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს. გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე, შენი თითები მაჩუქე, შენი სიზმრები მაჩუქე, შენი ალერსი მაჩუქე, უღონო ტუჩები მაჩუქე, დილა და საღამო მაჩუქე და ამ ყველაფრის სანაცვლოდ დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ვაჟიკასი და ხვარამზის სიყვარულის ამბავი ხვარამზე: ვინა ხარ? ვინ იარები, ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა, თავს რად არ შამაიბრუნებ, ყანას რად მამკებ ცრემლითა? ვაჟიკა: ის გეგონაა, ქალაო, გუშინ რო მედიდებოდი? კაც შუაკაცებ გიგზავნე, თხა-წალებურად ხტებოდი, შენს დედასა და მამასა საკლავით ვეხვეწებოდი. ისე გაგახდევ სურვილსა, ნემსს ყუნწზე აგეგებოდე. ჩაჰქონდე დილის ნიავსა, უსულოდ ჩაელღვეოდე! პატარას, ნარის-ჩიტასა თვალში ფხად ჩაეგებოდე. ქალი: ვერცხლი თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდე, დაფერილი მქნა წითლადა, შამვმევდი, შაგერგებოდე, ანა მქნა ვერცხლი სათითე, რო ხელზე ჩაგეგებოდე, ანა მქნა ოქროს ბურთვაი, კალთაში ჩაგეშლებოდე. ან ვერცხლის ფულად მაქცია, ჯიბეში ჩაგეყრებოდე. ან შენი ნამგლის ყანა მქნა, რო ფხაზე შაგეჭრებოდე, ანა მქნა ვარდი ყოილი, რო პირზე დაგეყრებოდე, ანა მქნა მოის პერანგი, რო გულზე დაგადნებოდე! ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი, ძალიან დაწუხებული გზაზედაც შაგეყრებოდი, ან შენი ძმა მქნა მოწილე, აროდის გაგეყრებოდი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს, იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე დიდხანს საფერებელ თითებს. მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მე მარტი მიყვარს შენი არეული და ცელქი... მე ღვინო მიყვარს შენი და დოქის ფსკერზე ლექიც... მე ლექსი მიყვარს შენი ჯერ მაჭარივით ტკბილი... სიზმარი მიყვარს ღამით შემოფეთება დილის... თითები მიყვარს შენი გრძელი, ნატიფი, თლილი... მოღერებული ყელი დაბმულ-შეკრული ღილით... თვალები მიყვარს შენი მზერა უძირო ტბისა... ეს სიჯიუტეც მიყვარს სულში ნაკირწლი ქვისა... თმების სურნელი მიყვარს თითქოს ნაბანი წვიმით... შენი ღიმილი მიყვარს გაგიჟებული ხიბლით... შენ სცენა ხარ და მე კი შენი საღამო მიმყავს... ფარდის დაშვების მერე ის მარტოობა მიყვარს. იქ სარკეში, რომ კრთება შუქის ანარეკლს იჭერს ეს სიახლოვე შენთან ვიცი, რომ გამაგიჟებს... მერე აწყვეტილ ულაყს ვეღარ დაიჭერს გონი... შენს გვერდით ყოფნა მიყვარს და უშენობაც მგონი... გადარეულა მარტი დარაბებს მიმტვრევს ძალით, შენ ოცნება ხარ ჩემი შეყვარებული ქალის! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე, მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები მაშ არაგვიდან, რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?.. - ნინა, ნინა, ჩემო ნინა გათხოვება, ხომ არ გინდა? - გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? ასე მეარღნე, დაამტვრიე, დასცხე, გეთაყვა, აბა რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა, ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ეხლაც ჯამბაზი. - “შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?” ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს, რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი, იმას ჰყავს საქმრო... ჩემო მეარღნევ, გენაცვალე, წაიღე სული, საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე! რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ ვარდებს! ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ მიტირებ არღანს, ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა მოკვდეს თამარი. შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები არვინ დაგმარხავს, თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი. ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ეგ შენი ნინა! არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს. ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია, ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს. უბრალოდ ვკვდებით მეარღნები და პოეტები, მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება... ტიციან ტაბიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მოგიტაცებენ მე ხომ ვიცი ქვეყნად რა ხდება შენი მნახველი ანგელოზიც ქურდი გახდება ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 გაზაფხულმა გამოაღო დარაბები სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს, ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები აპრილია თავად უნდა მიხვდე... თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება, ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე, არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა აპრილია თავად უნდა მიხვდე... არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ, ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე, აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ, აპრილია თავად უნდა მიხვდე... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ნეტავ ახლა ჩემთან იყო, ნეტავ, ახლა გხედავდე, ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე გულში ჩაიხედავდე! ნეტავ, ახლა გეხვეოდე, ნეტავ, გულში გიკრავდე, ნეტავ, ჩემო ანგელოზო ოდნავ მაინც გიყვარდე. ნეტავ, ახლა მიღიმოდე ამბორისთვის მიხმობდე ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო არავისზე ფიქრობდე. ნეტავ, ახლა გიმღეროდე შენს წინაშე ვდნებოდე, ნეტავ ,ჩემი სიყვარულის ქსელში გაებმებოდე. ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე ნეტავ, ასე ხდებოდეს, ღმერთო ჩემო ეს სურვილი ნეტავ ამიხდებოდეს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ღმერთმა სიყვარული შექმნა, სანთელი მისცა ხელში. -წადი,იარეო ქვეყნად, ნათელი შეიტანე ბნელში. გული გაუთბეო ყველას, ვინც კი გულდამზრალი ნახო, იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს! -რატომ?-შეცბა სიყვარული. -მაგასაც კითხვა უნდა? შეყვარებული კაცი, ღმერთზე დიდიაო მუდამ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 „-ქალო, ისებრო, ისებრო, ზღვის პირის ლერწამისებრო, თმანო, სიმდიდრის ბურღანო, სიშავით ყორანისებრო, ყურო, უკუღმა ნახვრეტო, იოთამ საკმელისებრო; შუბლო და შუბლის ფიცარო, გათლილო სუროისებრო. მასზედა წარბო აყრილო, ხელმწიფის ალყაისებრო, მასზედა თვალი გიდგია, მინდვრისა მაყვალისებრო; სუფთად გაქვს ცხვირი ჩასმული, სვეტია ყუმყუმისებრო, აქეთ-იქითა ლოყები მინდვრისა ყაყაჩოსებრო, მას შიგან ენა გიგდია ზღვას შიგან კალმახისებრო, იმის ქვეითგან ნიკაპო, სული ამოგიკნაპო; გულო და გულის ფიცარო, ხელმწიფის მეიდნისებრო“. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.