paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 არაფერი სხვა არ მინდა რაც მაქვს ისიც ბევრია , ერთი ტკბილი სიტყვა თქვი და ჩემი გული შენია! ფიანდაზად დაგეგები გულს გაგიხსნი სევდაინს, კეთილ ღიმილს დავნებდები ასე გადამდებიანს, სიყვარულის გზას გავკაფავ ალაგ -ალაგ ეკლიანს ერთს კი არა ცხრას გადავალ ცხრა მთას ნაირ-ფერიანს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 "ცუგრია" რა მოხდებოდა რომ სიკვდილი არ იყოს რა მოხდებოდა რომ ტკივილი არ იყოს რა მოხდებოდა რომ ამაგს ვიზეც დებ კუბოს ფიცრამდე სულ შენთან იყოს ნუთუ ყველაფერ რასაც განვიცდი ამ ცხოვრებაში დასაშვებია? ნუთუ ყოველი დიდი და მცირე ამ ცხოვრებისთვის ნაწამებია.. არ ვიცი არა რა გზას დავადგე მე მეცოდება ყველა, ყოველი, თუნდაც იმიტომ რო მომავლისგან პატარა სიტკბოს მაინც მოველით.. მოველით მაგრამ არა არ მოდის და თავს გვანატრებს როგორც მზის სხივი და მეც ამ სითბოს ისე მოველი ვით ანტარქტიდის უცხო ფრინველი. დღეს მე მივტირი ყველა იმ წასულს რომელთაც მოგვცეს მარად ტკივილი აქ დარჩენილებს რომ გვიმახსოვრეს მოგონებებში მწარე ტირილი, რა ვქნა არ ვიცი ვერ გავექცევით ეს ხომ ბუნების მკაცრი წესია ხეს რომ ამოსდის ახალი ყლორტი იქვე სიკვდილიც გვერდზე თესია, გული გაიყინა ამდენი დარდით მელანიც გახმა უკვე კალამში ფურცელსაც სტკივა ალბათ მე რომ ვწერ ანდა დაილია სიტყვების მარაგში... ნეტავ ვინ გაიგებს ამ ტკივილს დაწერილს ყოველ ნაბიჯზე უხმოდ რომ მხვდება თავს რომ მახსენებს ეს ჩემი ნატვრა ნატვრა რომელიც ცეცხლად მედება დღეს მე დავწერე ეს ლექსი ძაღლზე ძაღლზე რომელიც ძაღლზე მეტია მან მიმეგობრა გამათბო მარტომ არც უსახლკაროს მომრიდებია მან დამავიწყა ამ ქვეყნის ავი, თავისი გულით მაჩვენა სითბო არც ცუდათ ქცევა ახსოვდა ჩემი ბედნიერებას თავლებით მიყოფს მაგრამ გაგვყარა დროის ტკივილმა დამტოვა ასე ძაღლის გარეშე კაცს ვერ შევადრი მე მის სიყვარულს არავინ არ ჰგავს მას ქვეყანაზე პატარაობა უკვე დიდობაც ცხოველთ სიყვარულით მყარად გამითბია მე კი მაოცებს იმ კაცთა საუბარი ერთგულება რომ მარტო მითებია ამიტომ მჯერა და მე ვაფასებ ძაღლი ამ ქვეყნად ყველა ერთია რომელთაც უყვართ მუდამ პატრონი და მათთვის ალბათ კაცი ღმერთია. ჩვენ კი არ გვჯერა ამ სიყვარულს და ვფიქრობთ ძაღლი მაინც ძაღლია ვუქრობთ ხანდახან იმ ნაპერწკალსაც მათ თვალებში რომ საწყლად ანთია ეს იყო ჩემი პატარა ამბავი მე მენატრება ჩემი ცუგრია, ისეთი გოდებით ვწერდი მე ამ ლექსს ცასაც ცრემლები მგონი სწყურია... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ''არიან ქალები - უდაბნოები, ისინი უნდა გადალახო და დატბორო. არიან ქალები - ჭაობები, ისინი უნდა ამოაშრო... არიან ქალები - ლარნაკები, ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო, ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები, რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე! არიან ქალები - ტოლჩები, რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო... არიან ქალები - ყრუ კედლები, მათ უნდა გვერდი აუქციო! არიან ქალები ხელსახოცები, ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს, მერე არავის არაფერში არ სჭირდება. არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები, მათ არავინ აღარ კითხულობს... არიან ქალები - ფორმულები, მათ ძუძუებს დაავიწყდათ მამაკაცის ტუჩების ელდა... არიან ქალები - მყუდრო ოთახები, შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო, არიან ქალები - ნიაღვრები, რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან! არიან ქალები, მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს. არიან ქალები, რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ; არიან ქალები, მუდამ ჩვენთან არიან ქალები... არიან ქალები - რომელთაც გვშობეს, არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს, არიან ქალები - ჩვენი შვილები, ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი, არიან ქალები . . . და არიან კიდევ ქალები - პოეტები, დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი, ქალები - ტკივილები, ''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით!..'' ქალები, რომელთაც შეუძლიათ მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ... ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები, ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი სურნელია ბალახების, მზის და გვირილის!!!.. ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად არიან ქალები... ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები, ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები, რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის, რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს ჩვენი ცოდვები და ტკივილები, რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები, თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები, ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები, თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები და ის ქალები სუყველანი, რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან, დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ, ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები, ძალიან დიდხანს ნამალავი და უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით, ქალები - პოეტები, ლურჯი ზმანებებით და ''ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ზღვაში გახრჩობთ...'' ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ: დიდი მადლობა და დიდი ბოდიში ყველაფრისთვის!'' შოთა იათაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ქალი არ ბერდება! –ქალი? –გენაცვალე! ქალი არ ბერდება! ნაოჭი? ეს სულის შტრიხია... ახალ ესკიზს ხატავს დრო ქალის სახეზე, ნახატს,რომელიც მისია! თვალის უპეებთან ჩიტის ნაფეხურებს მოსდევს მხიარული ჟღურტული... ბაგის კუნჭულების პაწაწა ღარებიდან ისმის ვნებიანი ჩურჩული! –არა, გენაცვალე, ქალი არ ბერდება! ვნება ემატება მის ესკიზზს, და დრო განსხვავებულ, განუმეორებელ, ღრმა შინაარსიან ნახატს ქმნის! თუკი სიყვარულმაც ხელი არ დააკლო, და თუ შეაშველა პალიტრა, ქალის სილამაზეს წინ რა დაუდგება, სითბოს თვით ზეცამდე აიტანს! ხოდა,ნუ გგონიათ, რომ ქალი ბერდება, მის ასაკს დროც კი ვერ გახედნის, ქალი ძლიერია, მას რა მოერევა, კაცის ხელითაა ნაძერწი! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ყველა ქალში სძინავს სწერვას,ეშმაკს,ანგელოზს და ულამაზეს პრინცესას! რასაც დაიმსახურებთ იმას მიიღებთ . ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი... ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს ვუყურებ მთვარეს, შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუ დამდებ პატივს - ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს. მერე რაა, რომ მზე ჩავიდა ამ სერებს იქით, მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი. შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუნდაც როგორც მამრს დღეს სურნელი მომწყურდა ქალის. დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ - ყველაფრისთვის სმენა დახშული და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს ფოთოლი ვერხვის, დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ, სასაფლაოდ მექცა წარსული... შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ჩემი სიხარული, ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნება და ჩემი სურვილი ხარ... შენთან ყოფნა მინდა, შენთვის ლოცვა მინდა, შენი ფიქრი მინდა, შენი სუნთქვა მინდა... ჩემი სინარნარე, ჩემი სისპეტაკე, ჩემი სიზმარი და ჩემი ღიმილი ხარ... ჩემი სიცოხლე ხარ უკიდეგანო და ჩემი საოცარი სიკვდილი ხარ.... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ცეცხლის წვიმა წამოსულა, ღვთისმშობელო მარიამ, და ეს წმვიმაც, იქნებ სულაც, ისევ ჩვენი ბრალია. მეწყერს სული გაუპია და, კაციან - ქალიან, არავის არ გაუგია, ღვთსმშობელო მარიამ. ღვთისმშობელო, შენ ხარ ჩვენი იმედიც და ნუგეშიც, მოგვეც ღამის გასათევი შენს მადლიან უბეში. შენი წყნარი ხმა გვაღირსე და ზღაპრით თუ იგავით ისეთები გაგვაღვიძე, დიდგორთან რომ ვიყავით. თამაზ ჭილაძე - ლოცვა ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 14, 2014 Report Share Posted March 14, 2014 მურმანა )) ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_ მახსოვს! შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა_ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა_ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე_ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე მასროლინე_ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე_ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე_ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი_ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი_ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები_ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები_ მახსოვს! ბოლო ხანებში გვეღლებოდი_ მახსოვს! მახსოვს,ხელიდან ვეცლებოდი_ მახსოვს! "მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო"_ მახსოვს! "ჰაუ,რანაირად თენდებაო!"_ მახსოვს! ლექსებს მიკითხავდი კოცონთან_ მახსოვს! ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა_ მახსოვს! "გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი... ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 14, 2014 Report Share Posted March 14, 2014 ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს! შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები, ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს! ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები, ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს! ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი არ ჩააქრო, არ ჩააქრო! _ გაფიცებდი. არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! _ დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი, დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 14, 2014 Report Share Posted March 14, 2014 ომიდან მახსოვს უმთავრესად მე სამი ფერი: შავი- რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები, თეთრი- რომელიც ზამთრის ტყეებს სჭირდება ფონად, და კიდევ ფერი გერმანელი მეომრის ფრენჩის- თაგვისფერი, რომელიც მწვანეში გადადის..... ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 14, 2014 Report Share Posted March 14, 2014 ეს განსაკუთრებით მამწონს უპირველესად ვამღერებ ქართველს, მას მერე - ვისიც რამდენად მმართებს; ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს - ამის უფლებას მე ვინ წამართმევს! სად ყოვლიარი გადატრუსულა და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს, - გრუზინ? - თათარი მკითხავს რუსულად და მიმასწავლის საკურდღლე სერებს. წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს - "ფეშქეშ!" - და თვალებს მიშტერებს ნდობით. დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს, ავუხმაურებ სამშობლოს თოფით... მინდა ეს ლელი ლერწმად გავთალო, სალამურივით ჩავბერო ყელში... "ხოშ გელდი!" - ძმა ხარ, ჩემო თათარო! ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 15, 2014 Report Share Posted March 15, 2014 ეს განსაკუთრებით მამწონს უპირველესად ვამღერებ ქართველს, მას მერე - ვისიც რამდენად მმართებს; ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს - ამის უფლებას მე ვინ წამართმევს! სად ყოვლიარი გადატრუსულა და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს, - გრუზინ? - თათარი მკითხავს რუსულად და მიმასწავლის საკურდღლე სერებს. წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს - "ფეშქეშ!" - და თვალებს მიშტერებს ნდობით. დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს, ავუხმაურებ სამშობლოს თოფით... მინდა ეს ლელი ლერწმად გავთალო, სალამურივით ჩავბერო ყელში... "ხოშ გელდი!" - ძმა ხარ, ჩემო თათარო! ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში! ვისია? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 15, 2014 Report Share Posted March 15, 2014 იმისათვის რომ მე შევიცვალო ამისთვის უნდა გარდავიცვალო ფერი ვიცვალო, გრძნობა ვიცვალო გული ვიცვალო, სიტყვა ვიცვალო და მე გავხვდები ცივი და უტყვი ყველას მოშურნე ,ბოროტი, ფლიდი მზის ამოსვლისას , მე ,ქალი- გველი გესლიან ენით მოვრწყავ ყვავილებს. ბუდეს მოვუნგრევ იმ კუდმაკრატელას ხარება დღეს რომ მახარებდა:-აი, მოვფრინდი. შმაგი ქარივით დავიწყებ ხარხარს ბავშვის ცრემლებზე, - დიდი ამბავი ის თუ დაეცა. დიდი ამბავი ვინმეს თუ შია. დიდი ამბავი ვინმეს თუ სცივა. მე ბოროტი ვარ, ფერი ვიცვალე ამისთვის მე ხომ გარდავიცვალე. / მე / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 17, 2014 Report Share Posted March 17, 2014 კობა გავაშელი თოკი თოკით გადიან უფსკრულზე გზა თუ არა აქვთ სხვა, თოკით იპყრობენ მწვერვალებს,თოკით აბამენ ნავს, თოკით მოქსოვეს ფარდაგი,ჯამბაზი თოკზე არს, თოკზე ჰკდია შვეული,თოკი კიდია ზარს. თოკით ბორკავენ,ახრჩობენ,თოკით იხრჩობენ თავს, თოკით ამოჰყავთ ორმოდან,თოკით უშვებენ მკვდარს, მხოლოდ თოკით ვერ გაზომავ ცუდ და კარგს შორის ზღვარს, ცრემლის თოკები აერთებს მიწას,ზეცას და ცას. მძივად ასხმულა სამყარო,დროთა,ერათა ცვლა, იქით თუ რამე მომწყდარა,აქეთ მოება სხვა, ღმრთისაგან იშვა ყოველი,გონება ბადებს აზრს, გამოიყენოს რა რისთვის,საჭიროების ჟამს. - ვაკვირდებოდი წიქარას რქებში ჩაჭერილ თოკს, ქალს შევადარე,გრძნეულ ქალს,კაცი რომ ვერა თმობს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 21, 2014 Report Share Posted March 21, 2014 მთვარესთან საკეკლუცოდ გამოსულა ცაზე ვარსკვლავების დასი, მინდა,რომ შევსვა სადღეგრძელო ღვინით ამივსეთ თასი. მარტის პირველ დღეებს გაუმარჯოს ხასიათი რომ აქვს ქალის, მთის იმ თეთრ მწვერვალებს გაუმარჯოს ნამად რომ იქცევა ბარის. ბალახის ღეროებს ამწვანებულს რიჟრაჟზე რომ აწევს ცვარი, მორცხვად ყელშეღერილ ყოჩივარდებს თვალს რომ შეგავლებენ წამით. ტოროლას გალობას განთიადზე სიყვარულს რომ აქსოვს ხმაში, თევზების მაცდურ ტანის რხევას მდუმარედ გიხმობენ ზღვაში. ქალის მოშიშვლებულ გულმკერდს ათქვირებულს ჟრუანტელს რომ გგვრის ტანში, მზენაქსოვ დალალებს,მხრებზე დაყრილს, რომ ეწეწება ქარში. ლამაზი ღამეების გიჟურ თევას სინათლე რომ ახლავს მთვარის, მოდით იმ გაზაფხულს გაუმარჯოს სურნელი რომ უდის ქალის. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 22, 2014 Report Share Posted March 22, 2014 ვისია? ლებანიძის ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2014 Report Share Posted March 24, 2014 მანძილი შენამდე დიდია შენიდან ჩემამდე არც ისე ამინდი საგრძნობლად მშვიდია მანცვიფრებ ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები ქარია მომიტანს რამე ჭორს მე ვამბობ არ მომენატრები შენ სდუმხარ იღიმი საეჭვოდ ვარსკვლავნი აენთნენ , რომ ვხედავ , შორი_შორს საკმაოდ მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც მუდმივად რაღაცა მაწამებს და ჩემში მუდმივად ბინდია და მაინც მიზიდავს წამწამებს მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია შორს სადღაც ჰყვავიან ატმები ქარია მომიტანს რამე ჭორს მე ვამბობ არ მომენატრები შენ სდუმხარ იცინი საეჭვოდ...... ტარიელ ხარხელაური ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 2, 2014 Report Share Posted April 2, 2014 Ты неслышно вошел в мою жизнь, Тихо сел у моей кровати... Я кричала другому: вернись. Ты сказал мне уверенно: Хватит! Я спросила тебя: кто такой? Почему нарушаешь час муки? Ты сказал, что ты будешь со мной... Сжал в руках мои слабые руки. Удивилась!— другого люблю! Для чего мне незваные гости? Хамства этого я не стерплю!, И уже клокотала от злости. Засмеялся, и, глядя в глаза, Произнес: «Это я тебе нужен, А в другого влюбляться нельзя... Кстати, я приготовил нам ужин...» Мира Айсанова ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 4, 2014 Report Share Posted April 4, 2014 (ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე) თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის... რა ლამაზი იყავი ბიჭო.... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 4, 2014 Report Share Posted April 4, 2014 ცრემლად დაღვენთილი ნაწვიმი ცა, დილით უცნაურად გამზიანდა, ჩემი ამოსუნთქვის ნაწილი ხარ, გულში შემოსულო განთიადად. ღიმილს შეჩვეული შენს ლოდინში, აღარც მარტოობას ვწუხვარ ახლა... შენ ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი, ჰოდა, იყავი და ნუღარ წახვალ... ციდან მომზირალი ღმერთის თვალი, თურმე არ მტოვებდა ასე ცალად, ბევრჯერ გინატრე და ვერ გითხარი, შენზე ვფიქრობდი და არ მეცალა... მე შენ უფალივით უნდა მწამდე, ჩემო ღვთის ხატო და ანგელოზო, მინდა მზის აქეთაც გვერდით მყავდე, მინდა მზის იქითაც დაგელოდო! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2014 Report Share Posted April 9, 2014 მე რომ საყურე გაჩუქე, შენი თვალების ფერია, როგორ გიხდება ჭირიმე, ლურჯს სადღაც მწვანეც ერია, როგორი ეჭვიანი და როგორი შენნაერია, ყურის ქვეშ როცა გაკოცე, კინაღამ გადამერია... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 11, 2014 Report Share Posted April 11, 2014 განეშორნენ მზე და მთვარე, ერთად ყოფნა ვეღარ შეძლეს. მზეს დღე ერგო, მთვარეს ღამე, ერთმანეთი მოიბეზრეს. იღვრებოდა მზე სხივებად, მთვარე, მის სხივს გაურბოდა, გლუვ მინებზე ბაჭიებად, ცელქი ათინათი ხტოდა. დღის და ღამის გასაყართან, შეხვდებიან ერთი წამით, მზე მიიწევს მეგობართან, ვეღარ ნახავს იცის ღამით. მთვარე უხმობს: ,,მზევ მომინდი, მინდა ისევ შენთან ვიყო" მაგრამ დარჩა მხოლოდ ბინდი, სიყვარული გამქრალიყო... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 11, 2014 Report Share Posted April 11, 2014 იყავი აწმყო, გახდი წარსული, გულს, შენს სახელსაც ვერ გავახსენებ... სულის კუნჭულში, გადამალული, ახმაურდი და აღარ მასვენებ. მინად დამსხვრეულ ნერვებს ჩამორჩა, მაინც დაგორდა დაღლილ წამწამზე, ვერ დავინახე, ალბათ გამომრჩა, ცრემლად დაგკარგე სიბერის ზღვარზე. ყოველთვის ვგრძნობდი, დარდი მელოდა, ისე მიყვარდი, იმდენად მსურდი, ვცდილობდი ვნება გადამრჩენოდა... ვერ გავარჩიე კარგი და ცუდი. ვერ დაგპირდები,თავად არ ვიცი... გხედავ დაღლილს და ჩემგან ნაწამებს... ოღონდ იცოდე, დღემდე განვიცდი, ცრემლი რომ გამტვრევს დაღლილ წამწამებს ... კახა დოლიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2014 Report Share Posted April 17, 2014 მეთევზე ბიჭის ბალადა” ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით, ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში. და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა, დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა. წელს ზევით კი... ვარდისფერი ბურუსების ფორები, წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი. ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი? წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი. თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით, ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი. დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა. გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო, თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო. ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა. და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე, ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე. იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა, ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას. გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია, ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა. და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა, ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა. გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო, კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?! /ზურაბ გორგილაძე/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.