paraskeva 30 Posted April 27, 2014 Report Share Posted April 27, 2014 ლექსად აღდგომა მომინდა ისეთი დილა გათენდა, ლექსად აღდგომა მომონდა ხელში ავიღე კალამი, მუზა ქალივით მოვიდა ვერ ვემალები სიყვარულს, ვეთაყვანები შორიდან სულ ვეფერები სტრიქონებს, სევდას გარითმვა მომწყინდა. გაზაფხულს მოაქვს აღდგომა, გამოღვიძება მძორიდან ძარღვებში სისხლი ადუღდა, ალბად ჩუხჩუხი მოწყურდა გულში იმედი გამეფდა, გამოვიღვიძე შოკიდან უცებ გონება გაჩერდა, ტკბილი გალობა მოშივდა. ენამ დაიწყო დუდუნი, მთლად გამოვიდა მწყობრიდან ხემ ამოყარა კვირტები, სუნი ამოჩქებს მოლიდან მწვანე წითელში გადადის, სიცოცხლე ფეთქავს ყლორტიდან ატმის ლამაზი ტუჩები,არ წაიშლება ხსოვნიდან. თუ დაიბადე ზეციდან, მეფე გახდები მონიდან ვაზის ცრემლები მაოცებს, მგრძნობიარეა ფლორიდან მდინარე იცვლის კალაპოტს, მთლად ამოვარდა ფორმიდან ელვა ღვთის წყევლას მაგონებს, შიშით ცდუნება მომიკვდა. კაცი სიხარულს განიცდის, მშვიდად გამოდის ქოხიდან მძინარე მიწა იღვიძებს, ბარაქა მოდის შრომიდან ცის შემეცნება თუ გინდა უნდა დაიწყო ნოლიდან არ დალაგდება ოჯახი, სითბოს ვერ იღებ ცოლიდან. გაზაფხულს მინდა მივბაძო, სიცივეს ებრძვის ხორციდან ადამიანი ცივია, შეგნებას კარგავს შობიდან ძაღლს მეგობრობა ასწავლა, თავად ისწავლა ღორიდან ისეთ ტკივილებს განვიცდი, სევდამ ცრემლები მომყიდა. ციხეს უხდება სიმკაცრე, სიბილწე მოდის ცომიდან აღდგომა ამსხვრევს ჯოჯოხეთს, კურთხევა მთხოვეს მორგიდან რა ღვინოც იდგა ქვევრებში, იგივე მოდის კოკიდან მალე დედგება ზაფხული, ოფლი წამოვა ქონიდან. საფლავზე გადის მგლოვარე, ჯეჯილი ხაეობს ხორბლიდან თუ განიწმინდე მარხვაში, ნუ გადაუხვევ ნორმიდან რას ვაკეთებდი არ ვიცი, გამოგვარჩიეს ხსოვნიდან ერთი სისხლია ძარღვებში, ვეზიარებით კოვზიდან. გაზაფხულს მიტომ შევხარით, ცხონება მოდის ლოცვიდან სწორი ცხოვრება მადლია, ვსწავლობთ იესოს სკოლიდან უფლის წყევლაც კი ტკბილია, ლუკმა გვეძლევა ოფლიდან როცა ნაყოფი მწარეა, ცრემლები წვეთენ ფოთლიდან. სიმშვიდე სულის ნიჭია, სიმდაბლე ჩნდება ფონიდან სიკეთე რწმენის კვირტია, შერიგებაა გობიდან სწავლა დიადი განძია, ჯაფას მოითხოვს ნორჩიდან სიყვარულია გვირგვინი, გადამრჩენელი შტორმიდან. იგია თავად უფალი, სიფხიზლეს ითხოვს ლოთიდან იყო, არის და იქნება, გამოდარება გლოვიდან დეპრესია და ნერვოზი, განიდევნება გონიდან ბედნიერება ხვალისა, უნდა დაიწყოთ შრომიდან. მხდალები ომში დაეცნენ, შვებას იღებენ დოქიდან გმირებს კი ჯვარზე აკრავენ, გააძევებენ სოფლიდან ნუ გაცდუნებენ ნურავის, ცხონება მოდის ლოდიდან გული ცივდება ფიქრებით, ალი გაათბობს თონიდან. შინაგანს თუ დაინახავ, გარეგანს იცნობ ჩოხიდან უფალი წვდება იდუმალს, ლოცვა იწყება დგომიდან მართალს სიმდაბლე შეშვენის, მართებულია დოგმიდან ხე დაიწვება ხენეში, განთავისუფლდით ბოღმიდან. 20.04.2014წელი (ბრწყინვალე შვიდეული) ნარიყალა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 27, 2014 Report Share Posted April 27, 2014 მიწას სიკეთე, ზეცას ჩვენი ლოცვა აკლია გვიან სიყვარულს მოვახურე სულის მანტია მოდის მაისი მაგრამ გულში ისევ მარტია ნარიყალაზე სიხარულის ცეცხლი ანთია აღდგომის შემდეგ, კეთროვანი ისევ ათია. სიყვარულს მოაქვს უცნაური ბევრი მანია ჩანისნულ თვალებს, ნაცრისფერი სევდა ატყვია ველოდებოდი ამ საწამლავს დიდი ხანია გამიჯნურება უსასრულო მწვანე მანკია. არმინდა ვიყო მოწყენილი, სევდის გალია უფლის სიტყვებში უკვდავების ტკბილი წყალია წმინდა საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის ალია კაცისთვის დარდი, სამკურნალო თეთრი მატლია. ქალისათვის გრძნობა, ეროტიკის ბილწი ნაკლია კაცთან ერთობით, უხილავი მეფის არსია მათი ქორწილი, სიყვარულის ხატის ხატია ღმერთკაცის დედა კურთხეული წმინდა ქალია. უსიყვარულოდ შახმატიც კი უმალ მატია დაფაზე სვლები, შავი თეთრში უშნო კვალია ჩემში სიბილწემ ჩაილულის წყალი დალია სული უფლისა, სხეული კი სოფლის ფანია. მადლის გარეშე, ღვთის ტაძარი მხოლოდ გვამია რწმენა, იმედი, სიყვარული მტკიცე ფარია მიწას სიკეთე, ზეცას ჩვენი ლოცვა აკლია აღდგომა ღმერთში, დაცემული ჩვენი ტანია. მტკიცე მარჯვენა, უქარქაშო ხმლების ტარია ჭკვიანი კაცი სიყვარულში მუდამ წყნარია ცოდვის მორევში, ეკლესია მტკიცე ნავია უსიხარულოდ ეს ცხოვრება მყრალი კვამლია. თუ ბედისწერას დაიჯერებ ”ღმერთი” კარტია ვინც მას მიენდო, დაიღუპა ცხადი ფაქტია მამონის კერპის არ ვიქნები ბნელი ლაქია ირგვლივ ცდუნების უხილავი მახე აგია. სკოლის დაფასთან,უამრავი ფერის ცარცია ეშხიან თვალებს, სიყვარულის ცრემლი ატყვია ყველა მიჯნური, უკეთური ძალის მავრია ირგვლივ ეშმაკის შეღებილი ვნების ფანდია. იქნებ შეიქმნას შეყვარებულ ძალთა ფრაქცია დროა დასრულდეს უგრძნობლობის მტრული მაფია ცრემლით დავწერე სისპეტაკის ვრცელი ქარტია მიწიერ გრძნობას ვერ ვენდობი ცოდვის ლანდია. უმალ შემოდის, გაიაზრებ ჭრელი ძაფია გარედან თითქოს სილამაზის მარკა აკვრია გახსნი და შიგნით, ყველაფერი უკვე მყრალია ხანდახან გრძნობა, ავხორცობის მცველი კვართია. 24.04.2014წელი ნარიყალა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 8, 2014 Report Share Posted May 8, 2014 "გაგზავნეთ გული საითაც გინდათ, ის უმარკოდაც ჰპოვებს ადრესატს" /მორის ფოცხიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა? უდაბნოს განა გულს გაუთბობს ერთი შხაპუნა? ჩემი წალკოტი მარტოობის სურომ შეღობა და შიგ შორეულ ოცნებების ჩიტი გაბმულა. ველაციცები ამ სასწაულს და სულ ვფაცურობ, ის კი შორეულ ოცნებებში უხმობს მეგობარს... საით წასულხარ რომ წასულხარ, საით მაცდურო? ! სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა? ზურაბ გორგილაძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 სულს მივცემ ჩემსას სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს! არა ცრუქართულს! — ნამდვილად ქართულს! სიტყვითურთ ქართულს! — საქმითურთ ქართულს! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — რომელსაც ვატყობ! — კოჭებში ვატყობ! — არის ყველაფრით ყოველმხრივ სანდო და საქართველოს იმნაირს ნატრობს, — ნატრობს როგორსაც ქართველი მარტო! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — ვინც უწყის: ტატომ ღაღადყო რატომ: სახელმწიფოთა შორის ერთობას (ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!) სარწმუნოება არ ყოფნის მარტო! სულს მივცემ ჩემსას, — ერთი სიტყვით, — მე იმას მარტო, ვინც იცის: გაჩნდა ქართველად რატომ! მუხრან მაჭავარიანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 სიყვარულმა თქვა ოხერმა: ქვეყნად ბევრი რამ ვიციო, -დამაცა, შენთნ მოვიდე გაგატეხინო ფიციო. -ვერ მომერევი ტიალო, რაცუნდა შური იძიო! მოვიდა, მომკლა და მითხრა ვენი, ვიდი და ვიციო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს უგუნური და ფარისეველი გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე გადაყოლია ხალხი გართობას გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში მარტომ ებრძოლო უსამართლობას. თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი და მეგობრობის ფასი არ მყარობს რა შეგიძლია? შენი ლექსებით გინდა შეცვალო მთელი სამყარო?! როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი და უმეცარნი ყალბად ელავენ შენი ღირსებით გახელებულნი ბილწი ენებით გადაგთელავენ. ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან, ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ სიკეთისა და რწმენის ქომაგი დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ? ნუ დაგასუსტებს უიმედობა, ნუ მიეცემი დარდების გროვას ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ გარდაუვალი სიმშვიდე მოვა... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 იწილო-ბიწილო, ღამდება, ფრთებს კეცავს პეპელა, სიზმრები სიზმრიდან გამორბის გამებად, მე და შენ, სავსე ვართ მცირედით. ესა და მესა და ღიმილი ალიონს აღვიძებს ამბორით, მე ვითვლი, გავრბივარ, იცინი, შენ მიჭერ და ბოლო აკორდი ჟღერს უფრო: აინებს, საინებს, მუჭებში ვაგროვებთ, თამაშით სანამდე ბოლოში გავიდეთ, სიყვარულს ვუმიზნებ არათითს. იყო და არადა იყო რა, იწყება ასე და ვიცით რომ, ფერები მომავალს იმოსავს უბრალოდ, იწილო-ბიწილო... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 რა გაოცებს? _ ხეში წყალი ჩადგა უკვე, კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული... თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი, შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული. ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება, მზემ ატმები საბოლოოდ გადარია, შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს, რადგან სულში უსასრულო ზამთარია. რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს? ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული... ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი, შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 სანამ ვიქნები სანამ ვიქნები, ხელს მოგკიდებ რომ არ წაიქცე. გზას ნუ ენდობი, ბალახის ქვეშ ჭაობი იცის. სანამ ვიქნები, ჯერ გავივლი მერე გაგიშვებ. იქნებ საფრთხეა დამალული სადმე, რა იცი? სანამ აქა ვარ, დამეყრდენი მშვიდად რომ იყო. რომ არ ვიქნები,გაგიძნელდეს როგორ, ვინ იცის... ნანა აბესაძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 მე, ცა ვარ, ზეცა ვარ, მთვარეც ვარ, მზეცა ვარ... ხან თითქოს კარგად ვარ, ხან თითქოს ვერცა ვარ... ხანდახან, ია ვარ... ხანდახან, ვარდი ვარ... ხანდახან, მტკივა და უშენოდ დავდივარ... ხანდახან, ღამეც ვარ... ხანდახან, დღეცა ვარ... ხანდახან, დროცა ვარ... და შენთან როცა ვარ... ხანდახან, წვიმა ვარ... ხანდახან, თოვლი ვარ... ხან შენგან მივდივარ, ხან შენთან მოვდივარ... ხანდახან, წყალი და ხანდახან, მიწა ვარ... გინდა, თუ არ გინდა, მიყვარხარ, ვფიცავარ... ხანდახან, ერთი ვარ... ხანდახან, ბრბოცა ვარ... ხან, შენი ცრემლი და ხან, შენი კოცნა ვარ... ხანდახან, შენთან ვარ... ხან, სხვასთან დავდივარ... ხან, თითქოს მგზავრი ვარ... სულ სადღაც ჩავდივარ... ხანდახან, ფიქრი ვარ... ხანდახან, ლოცვა ვარ... შენიც ვარ, სხვისიც და... არაც და ჰოცა ვარ... ხანდახან, ბრმაცა ვარ... ხანდახან, არცა ვარ... მინდა თუ არ მინდა, ესა ვარ, რაცა ვარ.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 11, 2014 Report Share Posted May 11, 2014 კონსტანტინ ბალმონტი * * * დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს (მთარგმნელი: ნინო სვანიძე) დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს, ნაზად და უხმოდ ნაამბორევი, თითქოს ღრუბლების ვისმენდი სუნთქვას და რა ღრმა იყო იმ ზღვის მორევი. არ უხვეწნია - "კმარა, არ გინდა", ჩემგან არც აღთქმას ელოდებოდა, და რა საამოდ მერე აგრილდა - ღამე სარკმელს რომ ეთხოვებოდა. არ აშინებდა არც საზღაური, არც უფიქრია - ისე მომენდო. ცაზე კი ზღაპრულ ღამის დასტური - მარადიული ვარსკვლავი ენთო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 13, 2014 Report Share Posted May 13, 2014 ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა. სიამოვნებით იშმუშნება ტირიფი ნაზი და ვაზის ფოთლებს სიხარულის ცრემლები სცვივა. მხედავ მეზობლის სახურავზე გატეხილ კრამიტს, ვხედავ ფოთლებზე თქარათქური გაუდის წვიმას, ვხედავ შარაზე გოგო გარბის სოველი კაბით ვხედავ ქათმები შეყუჟულან ქლიავის ძირას. წვიმს, ყველაფერი, ყველაფერი სველდება თვალწინ... კრამიტებიდან ვარდებიან წვეთები მწკრივად, ყანა სველდება, გზა სველდება, სველდება ანწლი, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა... ამქვეყნად ერთად ვიმყოფებით მე და შენ ვიდრე მზე თუგინდ სულ არ ამოვიდეს, თუგინდ სულ წვიმდეს... /მუხრანი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 13, 2014 Report Share Posted May 13, 2014 ოტია იოსელიანი - "წვიმს" წამოუბერა ზღვაურმა ღრუბელი სევდას ცრის მემუდარები: - გამიშვი! მე თავს ვიმართლებ: - წვიმს! ხელით გისწორებ სათუთად ყელს მარგალიტის მძივს, ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა! გარეთ გახედებ: -წვიმს! ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ ღრუბელს ვუღერებ მჯიღს; - არ გადაიღო, იცოდე, მეფე ვარ, სანამ წვიმს! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 17, 2014 Report Share Posted May 17, 2014 დილა ისეთია, ფიქრებს ააგორებს - დილა ოხერია აპრილში. ვაჰ! რა უსინდისოდ ლამაზია, ზემო სოსიკაანთ ბადიში. ბიჭი არ ვიყოო, თუ არ გავიყოო ე, მაგ გოგოსთანო ბალიში. გულო მოიცაო, ფიქრო დაიცაო, აზრო დამეხსენო, გამიშვი! ბიჭო გათენდაო, ბიჭო ადექიო! ბიჭო აშენდაო ცაიში. სოფელს გახედეო. ნახე რა ხდებაო, ან რა მოხდებაო, რა იცი!.. გოგო შემიყვარდა. ვუის გავეყარე, ბიჭი ჩავვარდიო ვაიში. სანამ აპრილია… ცრუხმას აყვებაო… არ გამოგყვებაო მაისში. დილა ისეთია,… დილა ოხერია, დილა სულ სხვა არის ცაისში… ფიქრი აგჩემდება, თუკი გყვარებია, თუ არ გყვარებია, რა იცი! /გიორგი ჩაკვეტაძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 მეაკვნეს სიმღერა(ლიტბუნიობა) მთვარემოცვლილ ფიცარს რანდავს მეაკვნე. სამოთხეში ბორჯღალ* ბორჯღალ დაირწევა ონწე. ჩააგორე: ყამარ,დია,მარიხი... ჩამოუჯექ, უგურგურე, კოცნე! აფარფატე დედაციცინათელა, ნისკარტებით აზიდვინე ლოცვა! იდექ ასე, სიზმარშეხორცებული იავნანა იღუღუნე ღმრთისმშობელი მოვა! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 29, 2014 Report Share Posted May 29, 2014 "იცრუო, უფრო ადვილია, - სიმართლის თქმაა ძნელი... ილაპარაკო ადვილია, - აღსარებაა ძნელი... შეცდომა დაუშვა, ადვილია, - გამოსწორებაა ძნელი... გული ატკინო, ადვილია, - მოფერებაა ძნელი... სხვისი მოსმენაც ადვილია, - გაგება, ცოტა ძნელი... რაღაც გაახსენო ადვილია - რაღაც დაავიწყო, ძნელი... კითხვებით შეაწუხო ადვილია, - წარსულზე ფიქრია ძნელი... ღალატს რა უნდა ... ადვილია - ერთგულებაა ძნელი... უკან დახევა ადვილია, - წინ წასვლა ცოტა ძნელი... სხვაზე უარის თქმა ადვილია, - პოვნაა მერე ძნელი... ვინმეს დავიწყებაც ადვილია, - მონატრებაა ძნელი... სხვისი სიკვდილიც ადვილია, - აცოცხლო ესაა ძნელი..." ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2014 Report Share Posted June 7, 2014 ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავდუმდები: ბეთჰოვენია... ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით, მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს, და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2014 Report Share Posted June 7, 2014 "ზოგჯერ" ზოგჯერ _ პეშვი წყალია, ზოგჯერ _ ვეფხვის ცალია, ზოგჯერ _ მორცხვი ძალიან, ზოგჯერ _ ქარიშხალია, ზოგჯერ _ შესაბრალია, ზოგჯერ _ კლდე და სალია, ზოგჯერ, თუ არ სცალია, ალბათ, ჩვენი ბრალია. ზოგჯერ დიდი ძალაა, ზოგჯერ რბილი კრავია, ცის და მიწის ერთობის ჯაჭვი და საკრავია. ზოგჯერ, როგორც კალია, მზით და მიწით მთვრალია, ზოგჯერ _ მოსწონს გალია ზოგჯერ _ (როცა წყნარია). მასზე ძლიერს იცოდებს! და თუ ზოგჯერ მწყრალია... დაამშვიდეთ, სიცოცხლე _ მოეფერეთ, ქალია !!! /მზია შეწირული / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 11, 2014 Report Share Posted June 11, 2014 დედის სათხოვარი (...შვილებს) ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას, დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს, დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს, ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს. ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს, გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ, ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე, თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ. ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს, ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ, ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს. ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ, თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს, ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ, ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს. ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ, სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის, თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ, თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის. არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს, ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა, უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა. როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ, ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე, ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ, ამიყვანე და უცრემლოდ გამაცილე. ვიდრე წავალ,ვიდრე მიხმობს მადლიანი, როცა ვიცი მონატრება გამამწარებს, ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი თორემ მერე სინანული გაგაწვალებს. /ნანა მეფარიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 12, 2014 Report Share Posted June 12, 2014 ავტორი ემიგრანტი ხომ არაა? დედის სათხოვარი (...შვილებს) ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას, დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს, დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს, ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს. ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს, გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ, ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე, თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ. ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს, ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ, ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს. ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ, თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს, ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ, ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს. ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ, სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის, თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ, თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის. არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს, ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა, უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა. როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ, ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე, ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ, ამიყვანე და უცრემლოდ გამაცილე. ვიდრე წავალ,ვიდრე მიხმობს მადლიანი, როცა ვიცი მონატრება გამამწარებს, ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი თორემ მერე სინანული გაგაწვალებს. /ნანა მეფარიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 12, 2014 Report Share Posted June 12, 2014 პარასკევა ავტორები სულ მიუწერე რა. ზოგი ლექსი მაგრად მომწონს და ავტორს ვერ ვცნობ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 12, 2014 Report Share Posted June 12, 2014 პარასკევა ავტორები სულ მიუწერე რა. ზოგი ლექსი მაგრად მომწონს და ავტორს ვერ ვცნობ. კი, ამერიკაშიააა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 13, 2014 Report Share Posted June 13, 2014 გასაგებია, ნანკაა. კი, ამერიკაშიააა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები... ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი... ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან... ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ... /ელგა ფოლადაშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.