Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გიორგი:

ჩემთან გადმოდი ,ფრუშკაო,

ქალს მოგცემ, მსგავსა ეთერის,

ფრუშკა:

მე ეთერსავით არ მინდა

ბეჩავი მინდა ჩემფერი.

გიორგი:

არც მოგთხოვდება, ფრუშკაო,

ცუდი ყოფილხარ, ბებერი.

ფრუშკა:

ხილი სჯობს დამწიფებული,

რათა ხარ შეუგნებელი?

Link to post
Share on other sites
  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

პატიოსანი შენ ხარ ქალი. შენი სხეულიდა სილამაზე არასოდეს გაგიყიდია,უგულო კოცნის, ფუფუნების ტრფობად ქცეული,არ მდგარხარ, სადაც უბედობის შავი კიდეა.პატივმოყვარე შენ ხარ ქალი, შენ არ ინებესხვათა საყუდარს შეფარვოდი, როგორც ფრინველი.ეწევი ჭაპანს საოცარი გულმოდგინებითდა წლებს მიმავალს გასცქერ მშვიდი და უდრტვინველი.სიკეთით სავსე შენ ხარ ქალი, არ გაგაჩნიამსუსხავი სიტყვა მათთვის, ვინაც “ფსკერს” შეეთვისა,თუმც სიდუხჭირემ იარები შენც დაგაჩნია,თუმცა ცთუნება არ ყოფილა უცხო შენთვისაც.მართლაც გულღია შენ ხარ ქალი. შუბლი მაღალიძირს დაგიხრია, როცა გიწევს მათი ხსენება,ვინც გაიყიდა და მონობის ტვირთმა დაღალა,ვისაც ტკბილმწარედ ექცა გარჯა და დასვენება.უკეთუ შენაც გაიყიდე. თუმც საზღაურადარც ოქრო-ვერცხლი გითხოვია, არც გოლეული,უბრალოდ, უცებ მოგეძალა ტრფობის ზღვაური,სითბო მოგინდა და ვაჟკაცის კოცნა გრძნეული...შენ აწყვეტილად მიგაფრენდა გულისწადილიკვალდაკვალ მისად, ვის ალმასის ჰქონდა თვალები,ვისი სიცილიც შენთვის იყო ოქრო ნამდვილი,ქოჩორა თმები - მწიფე მტევნებს მისათვალები.სხეული – არა, შენ გაყიდე სული ალალი,ნიჭიც, გონებაც ტყვექმნილია, ტყვეა მშვენებაც.შენ სამუდამო კატორღაში ხარ მიმავალიდა ტკივილამდე ტკბილმწარეა მისი ხსენება.

 

/ლესია უკრაინკა/

Link to post
Share on other sites

"ტირი?..

-ხო ვტირი...

-მერე და რატომ?

ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო…

გიყვარს?

... -ჰო,მიყვარს…

"რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი,

მე უფრო მეტად მომაწვა დარდი,

ქარი კი დაქრის დღისით და ღამით.

და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?"

-თუ გიღალატა და მიგატოვა

ის სიყვარულის რაღა ღირსია?

-დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო

რომ ჩემი გული მხოლოდ მისია…

-პატარა ქალო!ნუ გადამრიე

აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია!

-გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები

არ დავუჩოქებ,ნება მისია,

მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს

არავის ვაძლევ სესხად,ნისიად…"

Link to post
Share on other sites

იცით, რა მინდა?

სიყვარული მინდა მაწვიმდეს!

მიმტროს ამინდმა,

გალუმპული სული აწივლდეს,

... მან, რაც წავიდა,

აღარაფრით ავნოს აწინდელს,

დადგეს წამი და

ულამაზეს წამად გაცივდეს,

ჩემი მზერიდან

თქვენს მზერაში გადავნაწილდე,

ბევრი არ მინდა,

სიყვარული მინდა მაწვიმდეს...

 

/მანანა ფრუიძე/

Link to post
Share on other sites

მე თანახმა ვარ,

გაზაფხული შენით დაიწყოს,

მე თანახმა ვარ,

რომ სტროფებიც შენით აიწყოს.

... მე თანახმა ვარ,

სიკეკლუცით ცოტა მაწვალო.

მე თანახმა ვარ,

შენ რამდენიც გინდა გაცალო.

მე თანახმა ვარ,

ვიყო შენი ყოველი წამი,

შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე

მე ყოველ ღამით.

მე თანახმა ვარ

დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე.

მე თანახმა ვარ

ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე.

მე თანახმა ვარ

საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა.

მე თანახმა ვარ

გყვავდეს შვილი, რამდენსაც მომცემ.

მე თანახმა ვარ,

ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ.

მე თანახმა ვარ,

შვილიშვილები სოფლად ვატაროთ.

მე თანახმა ვარ,

რომ პირველი წავიდე მიწად,

შენ როცა მოხვალ, თბილი დაგხვდეს

ჩემს გვერდით მიწა.

 

/ნოდარ რევაზიშვილი/

Link to post
Share on other sites

"აღმომაჩინე " .

 

 

ჩემში იწვის და ბორგავს ყოველი

გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს

... ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი

გემუდარებით აღმომაჩინეთ

 

 

აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ

იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა

იქნებ ვშრიალებ თქვეს წინ ჩინარად

იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა

 

იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი

ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ

ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი

გემუდარებით აღმომაჩინეთ

 

ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთები

ნაზი ქარშავა ტალღებს აცინებს

მალე ჯებირებს გადმოვდინდები

გემუდარებით აღმომაჩინეთ

 

 

 

 

 

რუსუდან გიგინაშვილი

Link to post
Share on other sites

"მარტი გიჟდება თურმე აპრილით,

აპრილს კი უყვარს მაისის განცდა,

ამ ცხოვრებაშიც არის ნამდვილი,

როდესაც ვიღაც, ვიღაცას ასცდა..."

Link to post
Share on other sites

იავ-ქალთი

 

სატრფიალო

 

ამ სიყვარულს, ამ სინანულს

მე აქამდე ვინახავდი.

ორღობესთან ვიგრძენ სევდა,

როცა უხმოდ გაფერმკრთალდი.

იავ-ქალთი, იას ჰგავდი.

მოგონებავ ორღობისა,

გაღიმება ხოხობისა,

არ იქნა და არ მეღირსა.

კიდევ გახსოვს, გოგოვ, ისა,

შენ რომ ხოხობს მიაგავდი?!

იავ-ქალთი, ჩემი დარდი

განა აღწევს, გოგოვ, შენთან,

არ მეგონა, თუ ის ია

გულში ხანძარს გამიჩენდა.

იას ჰგავდი, იავ-ქალთი.

შენს სიყვარულს, ჩემს სიხარულს

მხოლოდ გულში ვინახავდი.

მე მეგონა მოგწვდებოდი,

მივაღწევდი მაღლა, ცამდი.

მოდი ჩემთან, ორღობესთან,

ხოხობივით შეფრთხიალდი...

იავ-ქალთი, იავ-ქალთი.

 

/რევაზ მარგიანი/

Link to post
Share on other sites

ამოვარდეს ქარი გიჟი,

უტიფარი,

შენს სარკმელში ფოთოლივით შემაფრინოს,

შენი სუნთქვა ჩემს ბაგესთან მაგრძნობინოს

და ბალიშზე ყვავილივით დამაფინოს.

ღმერთი არ გწამს?

მომაშველ ყლუპი ღვინო,

ავი ფიქრის მომტერე და საზიანო,

მხოლოდ შენ ერთს ჩაგაბარებ აღსარებას,

სიყვარულთან მარტო შენ რომ მაზიარო...

 

/ეკა ლომიძე/

Link to post
Share on other sites

ბალი კრიალა

ჩამოვარდა

წკრიალ-წკრიალა...

ქალი კი არა...

წყარო ხარ და

თანაც ცქრიალა...

ვარდის ფიალა

შეავსო და

შესვა მთლიანად

და მერე ბალახს

უცნაურად გააჟრიალა...

 

ბადრი სულაძე

Link to post
Share on other sites

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,

ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _

მე ვხმები,

შენ ხმები,

ის ხმება

და მაინც ყვავილობს სამყარო.

 

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,

ვიწვით და ღუღუნებს კერია, _

მე ვმღერი,

შენ მღერი,

ის მღერის...

თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

 

მღერიან...

 

სიმღერით მკვიდრდება

სული და ვიშუშებთ იარებს, _

მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.

და მაინც მსოფლიო ღრიალებს

 

და მყარი ოცნების ქვიტკირი

ირღვევა... დუღაბი მწირია...

მე ვტირი,

შენ ტირი,

ის ტირის...

თურმე ტრომბონები ტირიან.

 

ცივდება ვულკანურ ნოტების

ლავა და... მაესტრო ისჯება...

ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით

მე ვრჩები,

შენ რჩები,

ის რჩება...

 

და როგორც მშიერი ობობა,

ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _

ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,

მე წავალ,

შენ წახვალ,

ის წავა!

 

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,

თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _

მე მელის,

შენ გელის,

მას ელის

დიდი გზა... ღმერთები გველიან!.

 

/მორის ფორცხიშვილი /

Link to post
Share on other sites

ყრმობის გალიაში

ჩიტივით ჩაკეტილი

ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -

დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,

შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

 

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი

ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -

ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,

თავი დამიკრა და... წავიდა...

 

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,

არადა, შეცოდება არ მინდა,

სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,

გაშალა ქოლგა და... წავიდა...

 

ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,

რეკდა მწუხარების ზარი და

ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,

თვალი ჩამიკრა და... წავიდა...

 

იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,

მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -

სიცოცხლემ ჩამიტარა

სიკვდილის გაკვეთილი,

გული მატკინა და... წავიდა...

 

/მორის ფორცხიშვილი /

Link to post
Share on other sites

მეფევ,

დარაბები დახურე,

შენი მზე ვიქნები ამაღამ,

ბალიშს მარტოობით დანაღმულს

მზიური ალერსით გავნაღმავ.

დახურე ალაყაფის კარი

და ნდომა დაივიწყე ომის,

ამაღამ სარეცელს გაგიყოფს

ქალღმერთი, ნაშიერი ლომის.

რად გინდა ჯარი და სარდლები,

გაუშვი, მეცხრე ცას ეწიონ,

ჩემსავით ვერავინ დაგიცავს,

ამაღამ, მსურს თავი შეგწირო.

ალერსს შემოგაწნავ მკლავებად,

სულის გაგიხდები ფარეში,

დილით გიპოვნიან მეფეო

საწოლში ტრფობისგან დარეშილს.

მეფევ,

დარაბები დახურე,

სანამ გამქცევია სურვილი,

მეფევ,

შემომძარცვე ქამარი,.

ბოთლში ჩაკეტილი სულივით,

ვწრიალებ, ვედები ტალანებს,

მინდა, რომ ტალღებად დავეშვა,

ჩაგძირო ძუძუთა მორევში

ყელი გამოვღადრო კაეშანს.

მეფევ,

გამომყევი დიოფალს,

სანამ ჟინი მიდუღს ავაზის.

შენი მზე ვიქნები ამაღამ,

ლომის ნაშიერი ლამაზი.

მეფევ,

დარაბები დახურე,

მცველები მოხსენი ალაყაფს,

ამაღამ ძუ ლომი დაგიპყრობს

და ტრფობას აგართმევს ალაფად.

 

ეკატერინე ლომიძე

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

“ვერის უბნის მელოდიებიდან”

 

ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს,

ერია თუ ბერია, -

“მაშინ რაღაც მაინც იყო,

ახლა არაფერია!”

 

ბევრი უხმოდ წრუპავს “სიტროს” -

“დროს მარილი აკლია”,

“მაშინ ყრუმუნჯობა იყო,

ახლა ლაპარაკია!”

 

ზოგი ძველ დროს ვერ ელევა,

როგორც კუთვნილ კერიას, -

“ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ

კარგიც ბევრი ერია!”

 

თავს იზღვევენ ზოგ-ზოგები

და ძველ “მარშებს” მღერიან, -

“მაშინ ყველაფერი იყო,

ახლაც ყველაფერია!”

 

იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ,

ცოტაა თუ ბევრია, -

“მაშინ არაფერი იყო,

ახლაც არაფერია!”

 

მორის ფოცხიშვილი

Link to post
Share on other sites

მოდის და ქუჩას ხალისით ავსებს,

ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი,

და გაოცებულ თვალების სალტეს,

ლაღად მოარღვევს ლამაზი ქალი.

ერთს შური მსჭვალავს: "ამას შეხედეთ,

ცა ქუდად უნდა,მიწა - ქალამნად...”

ვიღაც კრიჭაში ჩაიკლავს ბოღმას,

ვიღაც დააწევს წყევლას ქარაგმად,

ზოგი ხითხითებს,ზოგი ქილიკობს,

ვინ ვნებით გესლავს, უხამსი თვალით,

და ცოდვის კალოდ ქცეულ სამყაროს.

მაინც... ამაყად მიაპობს ქალი.

მოიგოგმანებს შველის იერით,

შეთვალულ სხეულს მოარხევს სხივად,

მის ნატერფალზე გამკრთალი შუქი,

ქვაფენილს მკერდზე ასხმია მძივად.

დალოცვილს, ალვად უწვართავს ტანი,

კაბის შრიალში სინაზეს კვართავს,

ნაქურდალ მზერას, მის კვალზე ნასროლს,

ჩახრილ წამწამთა ბადეში ხლართავს.

მოდის, ქუჩაში სიხარულს აფრქვევს,

ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი,

და ყველას ხიბლავს ჩუმი ღირსებით,

უბრალოდ, მართლაც ლამაზი ქალი!

Link to post
Share on other sites

მუხამბაზი

 

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!

შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ.

შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!

სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!

ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

 

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია!

საუკუნო მეგობრობის მცველია!

ახალი კი დროებითად მწველია

და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.

შენ ერიდე! მოიფარე ფარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!..

 

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?

ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,

თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,

შენი სახე მაინც ჩემ თვალ-წინ არი,

თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

 

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?

ვეხეტები გზა-და-კვალ აბნეული!

ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!

გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..

სჯობს, შევრიგდეთ! ფეხ-ქვეშ დაგივარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

muxambazi 3.pdf

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

ზღვისფერ თვალებს წვიმის თქეში დაგისველებს,

მოფერებას გაგიბედავს ქარი,

მზის ქვეყნების სადედოფლო უნდა გერქვას,

მზეჭაბუკი იყოს შენი ქმარი!

 

თავთუხის თმებს ვარსკვლავები მოგირთავენ,

ბნელი ღამის მესმის ჩუმი კვნესა,

წეღან გზაზე ყაყაჩოც კი შემეკითხა:

ქალიაო, თუ ღვთისმშობლის ფრესკა?!

 

მაია იასეშვილი

Link to post
Share on other sites

შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.

 

არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას: მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!

 

მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს: შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.

 

ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი, რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.

 

მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში, რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.

 

აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.

 

ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას... რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:

 

და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს, რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.

 

ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი, რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.

 

იოსებ გრიშაშვილი

Link to post
Share on other sites

თქვენთვის არ უთქვამთ, ქალბატონო,

რომ გავხართ აპრილს...

რომ გაზაფხულმა

ღია რძისფერ ნისლში გარწიათ,

კარგა ხანია

მყვირალობა დაიწყო მთაში,

და ამიტომაც

შვლებიანი კაბა გაცვიათ.

 

არც ის არ უთქვამთ,

რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი?

ნაფერები და ღიმილივით

ოდნავ დამთბარი...

ო, ქალბატონო,

მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს,

თუ ნებას დამრთავთ,

მე ვიქნები თქვენი ზამთარი.

 

ეკა ქაჯაია

Link to post
Share on other sites

როცა შენს დალალებს ქარი შლის,

მოჰგავხარ ნესტანს და თამარ – ქალს!

დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს,

თუ გინდა ყაჩაღიც დამარქვან.

 

წაგიყვან! გიამბობ მთებმა ვით აღმზარდეს,

გილოცებ შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს,

"საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ"

გველეთში ვაცნობებ მამასაც.

 

რამდენჯერ ჩავუვლი თქვენს ქუჩის შესახვევს,

იქ ტოტებს მიხრიან წნორები,

დედასაც უთხარი რამე ჩემს შესახებ,

სასიძოდ თუ მოვეწონები...

 

მინდა სულ გეფერო, ცხრა ნაწნავიანო,

უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე,

წავიდეთ, მთა გადავიაროთ,

წამოხვალ?

წავიდეთ!

 

მინდია არაბული

Link to post
Share on other sites

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,

შენი ლამაზი გული მელოდეს.

 

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,

ორღობეებში გასროლას დოღის,

ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას

ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.

 

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,

დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,

აგიცხადდება სიზმარი შორი,

გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

 

გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,

ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,

მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,

მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

 

... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,

შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს!

 

მირზა გელოვანი

Link to post
Share on other sites

შენ ისე ნატრობ თოვლსა და ბარდნას,

ვით საქორწილოს ნატრობენ კაბას,

ახლა რომ თოვლი მოვიდეს მართლა,

სიხარულისგან იტირებ ალბათ.

 

შენ ისე ნატრობ მოვიდეს თოვლი,

ითოვოს დიდხანს, ითოვოს გაბმით,

შუაღამისას რომ გითხრან - ბარდნის,

ქუჩაში გახვალ ზაფხულის კაბით.

 

მალე, სულ მალე მოთოვოს ნეტა,

თოვლმა დაფაროს გზები, პარკები,

მოვალ, მოგძებნი და შენთან ერთად,

იმ თოვლში სადმე დავიკარგები...

 

ალექსანდრე ტაბატაძე

Link to post
Share on other sites

საუბარი ნაძვებთან

 

ამ მთაზე ამოსვლა როგორღა გაბედა,

არა ვარ ასეთი გოგონას მნახველი,

მოსულა თქვენთანაც და შეუბრალებლად,

დანით დაუხაზავს თავისი სახელი.

 

თქვენ ალბათ ტკივილებს გულშივე იქრობდით,

ზეცას ვერ შესძრავდით ზარით და კივილით,

როდესაც გსერავდათ, ნეტავ რას ფიქრობდა,

ნეტავ თუ ესმოდა ეგ თქვენი ტკივილი.

 

თქვენ ვიცი დასწყევლით, თქვენ ვიცი დასძრახავთ,

რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული,

აი, მე პატარა პოეტი გახლავართ,

მარადჟამს სუსტი და ფერგადალეული

 

და განა დამინდო?! არაფერს ჩამორჩა,

იხმარა ათასი ხერხი და მახენი,

ამხადა მკერდი და ზედ გულზე ამომჭრა,

ზედ გულზე ამომჭრა თავისი სახელი.

 

მაგრამ მე თქვენსავით არ ვკიცხავ ამაზე,

გავა დრო, ბავშვური ვნებებიც გაუვლის,

ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი,

შევუნდოთ, შევუნდოთ ეს დანაშაული!

 

ი. ნონეშვილი

Link to post
Share on other sites

ქალო, სირცხვილია,

შინ შედი,

ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს,

ქალო, ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,

ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.

 

ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,

ვნებამორეული გსინჯავს,

ქალო, სირცხვილია,

ყელს როგორ იღერებს

მაგ სავსე გულ - მკერდში ჭინკა!

 

როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო,

ბადაგით პირსავსე ფინჯანს,

ქალო სირცხვილია,

დახარე ქუთუთო,

შიშველი თვალები გიჩანს!

 

ნანი ჯაში

Link to post
Share on other sites

შატილის ცასავით

 

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,

მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.

მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,

ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.

 

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,

კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.

შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,

შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.

 

კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,

კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.

შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,

მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

 

და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს

მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,

შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,

უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი

 

გელა დაიაური

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...