paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ალბათ, პაპაჩემი ბოშებს აკერპებდა _ აშლილ ვიოლინოს ვნებით აყეფებდა, უქროდა მათებრ და მათსავით მღეროდა, ვიღაცა აქებდა, ვიღაცა მტერობდა. მეც მისი ჯიშის ვარ, შლეგი და სულელი, თან დამდევს ქვიშის და ქარების სურნელი. ეს მან დამანათლა, ალბათ, ხეტიალი, ხუჭუჭა ქოჩორი, ცხვირი კეხიანი. ახლაც ჩემი ხელით კვლავ ატმებს იპარავს და ჩემი თითებით ტკრციალებს გიტარა... ნამგალს არ ჰკვერავდა, სულ დანავარდობდა, მეგობრად ვერა და, საყვარლად ვარგოდა! თამბაქო უყვარდა, მთვარე და მძივები, მეზობლის ქალების მკერდზე დაძინება. ცხოვრება ჩემსავით ფეხებზე ეკიდა, დანა მოუჩანდა ჩაკეცილ ჩექმიდან! ცოტა მხდალიც იყო _ საფლავებს უფრთხოდა _ ეშმაკს მთლად გროშებად სულსაც დაუთმობდა. ალბათ, კატასავით გამვლელს კლანჭს ასობდა, შენი ვიოლინო სულ აღარ ახსოვდა... რა შლეგიც ის იყო და მიეთ-მოეთი, ხედავთ, მეც ისეთი დავდექი პოეტი!. მარინა ცვეტაევა პრესა.ჯე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2016 Report Share Posted March 24, 2016 დაგვთმო დროებამ - ნაომარმა, ნადაფდაფარმა, მზე მთვარის აღაპს გაერიდა, ცაც აღაპობდა, მთამ დაიფარა ნათლიერის თეთრი დაფარნა და მყუდროება დასადგურდა უცხო ტაფობთან. ისევ მოასწრეს მპარავებმა ჩრდილში გაპარვა და სადაც ელვა საწიერზე ღრუბლებს აპობდა, - ბნელში უჩუმრად აირეკლა ეშმის აღალმა და სამსხვერპლოსთან უჩვეულო კვამლი აბოლდა. ძრწოდა მესიტყვე, სიტყვისაგან დახსნას ლამობდა, სიტყვაც, ეტყობა, უშედეგოდ შაქარლამობდა; ქოხში კი, სადაც დამტვერილი იდგა აკვანი და საიქიოს გასტიროდა სააქაოდან, - ეგდო კაკალი - გამოხრული, ნავირთაგვალი და სათაგურთან დამშეული კატა ჩხაოდა... ჯემალ აჯიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2016 Report Share Posted March 24, 2016 პენტავდა ქარი თოვლს და ღრუბელს, და საპენტელა მგლებს მილალავდა საცხოვარში, ცხოვარს სამგლეში, თავს იანგლებდა მასხარასთან ვიღაც ბენტერა _ იმ მასხარაზე უფრო ყბედი და უანგლესი. მზეს კი, _ თითქოსდა დედამიწას გადაემტერა, _ დავიწყებოდა გაზაფხულის ბოლო ანდრეზი, ბნელ ნასაყდრალთან მიმჯდარიყო სოფლის ტერტერა და დევის ქალთან ნებივრობდა ვირი ტანტრესი. ვინ დაგიდევდათ მზეს და მნათობს: ბევრიც გეძებნათ, კვარს ვერ ნახავდით დედამიწის წასაქეზებლად; ან ვის ახსოვდა მოძმის შველა და გზა უვალი, მხოლოდ ზეცაში _ ყოვლის წიაღ, ღრუბლის ჩრდილობთან, _ ჩამომჯდარიყო გულშეძრული მამა-უფალი და, დაღვრემილი, დედამიწის დახსნას ცდილობდა... /ჯემალ აჯიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 4, 2016 Report Share Posted April 4, 2016 "ჩემი ოდა სახლი (ციკლიდან მე ჩემი სოფლის პატარა (ა)ჩრდილი ვარ) " მე ხშირად მახსენდება ჩემი ოდა სახლი, თითქოს ლურსმანზე საცერიც კიდია, აქეთ წიწაკაა გამხმარი ასხმული, მზეს მიფიცხებული ჩირების მწკრივია. ხის კოჭებს სიძველის ფერი დასდებიათ, სიბერეს არ იმჩნევს და მეგობარს სანდომიანს სხვენზე ასასვლელად მიდგმული ხის კიბე, თითქოს ისვენებსო, ისე დაყრდნობია. ეზოში ორ მწკრივად გაბმული მავთული, მატყლის ლეიბები მზეს მიფიცხებული, კაკალთან ძველი ჭა, ხავსმოკიდებული, სათონე და კუტი შიგ მივიწყებული. ხშირად მახსენდება ბომბორა მეცხვარე, კუდის ქიცინით რომ დაჰყვება დედაჩემს, დრო მოუჭამია, მაგრამ ვერ ღალატობს და მარტო არ ტოვებს ფუსფუსა დედაბერს. ახლაც თვალწინ მიდგას დედის გამოხედვა, დამჭკნარი სახე და დამჭკნარი ხელები. საბძელთან გადაჭრილ, გამხმარ თუთის ხეზე, მყარად დასობილი ცული და ცელები. დედის გაღიმება, რაღაც უცნაური, გულს ერთდროულად რომ მიკლავს და მიხარებს, სიცილდავიწყებულს ღიმილი სტუმრობს და უკბილო პირზე რომ ხელებს აიფარებს. როგორ მენატრება პატარა ხის სახლი, ძალიან მრცხვენია და მიკვირს, იცი რის? ქალაქის გაჭვარტლულ სახლებში გავცვალე, ზურგი შევაქციე და მაინც მიღიმის. მაინც მეფერება,გულში თბილად მიკრავს და ეს სიყვარული ყველაზე დიდია. ახლა სულ მარტოა,ხმა რომ აღარ ისმის, ძელზე რომ ჩამქრალი ლამპარი კიდია. მინდა, მოვეფერო დაბერებულ მხრებზე ხელი შემოვხვიო და ვუთხრა - გპირდები, შენს თავს არ დავუთმობთ არცერთ სარეველას, ყიჟინით აგიკლებენ ქოჩორა ბიჭები. როგორ მიგატოვებთ, როგორ დაგივიწყებთ, ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც, ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები. /პატარა ბარტყი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2016 Report Share Posted April 10, 2016 არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, უკვე გაშლილან იალქანები, არარსებულთან შესაერთებლად სულმოუთქმელად მივექანები, თავის სამშობლოს ვინც გაქცევია, თავს რით იმართლებს, ან რა კაცია, მაგრამ ქვეყანას, როცა ღვარძლი ჭამს და სიყვარული სულაც გაცლია, როგორ იცხოვრებ უსიყვარულოდ, სულის ამოსვლას არ დაგაცლიან. ჰოდა, ამ ჩემი ლტოლვის მიზეზი, ვინ მოთვლის, რაა და რამდენია! მე სიხარულიც ბევრი მინახვს, სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია, ბოლოს სიბერე სულ გამიმწარდა, ქვეყნად ერთი დრო ვის შერჩენია! და მე აღარ მსურს ისე ვიარო ამ ქვეყნად, როგორც დღემდე მივლია, სულაც არ ვნატრობ ედემში ყოფნას, ვარდებს, ბულბულებს და იდილიას, არყოფნა მინდა, რაც თავისთავად, არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია! არც ჯოჯოხეთის გვერდის ავლა მსურს, არც სამოთხეში შესვლა დიდებით, მე სატანჯველის ცეცხლი არ მაკრთობს, არც მაშინებენ ბეწვის ხიდები, არც განკითხვის დღის სამსჯავროს ვუფრთხი, პასუხისგებას არ ვერიდები. იქ სადარდელი არ მელოდება, არც რამ სიამე და სალბუნება, შური და ბოღმა იქ არ იქნება, არც უზნეობის სხვა რამ ცთუნება, არც სხვა რამ ვნება, რაც აშფოთებდა ჩემს არსებას და კაცურ ბუნებას. იქ არც ხმლიანი დგას ანგელოსი, ცოდვილებს შვების კარს რომ არ უღებს, არც ჩამაგდებენ მდუღარე კუპრში, არც დამადებენ რკინის მარწუხებს, ავის და კარგის მოგონებებით მეხსიერება არ შემაწუხებს. იქ ჩემს მისვლასაც ვერვინ შეიტყობს, ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ, ალერსით არვინ მომეგებება, არავინ მეტყვის: “შენი კვნესამე!”. აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი, მე რაღაც სულ სხვა მინდა _ მესამე! არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, უკვე გაშლილნ იალქანები, არარსებულთან შესაერთებლად სულმოუთქმელად მივექანები, გაქრობა მინდა, არარად ქცევა, არყოფნა მინდა, დადგა ამის დრო. არავითარი ზესთასოფელი, არავითარი სულთა სამკვიდრო, არც მიფიქრია _ სიცარიელე ან დავაქციო ან გავამდიდრო. იქ დრო არ იძვრის გაჩერებული, ერთმანეთს არ ცვლის ზაფხულ-ზამთარი, უცნობ პლანეტებს ქროლვით ჩავუვლი, ქუდმოხდილი და ფეხზე ამდგარი, მაგრამ სანთლის ფრთებს მე ვერ ვენდობი ის ახლაც მტკივა მხრებზე დამდნარი. იკარუსივით ვერ გავფრინდები, ვერც ზღაპრის ფრთოსან რაშის ჭენებით, ვერც მაგელანის გემებს გავყვები, იმ მეზღვაურებს ვერ ვეჩვენები, ოკეანეში რომ ინთქმებოდნენ ახალი გზების აღმომჩენები. არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, უკვე გაშლილან იალქნები, არარსებულთან შესაერთებლად სულმოუთქმელად მივექანები, დე, დამიბრმაოს თვალები ელვამ, იქუხოს ცამ და მეხმა იჭექოს, მე იმ ქროლვაში გაოგნებული, ვერ გავიგონებ ამ ქვეყნის ექოს, მე დღემდე უცნობ საწვავზე ვფიქრობ, ჩემს უსასრულოდ გრძელ გზას რომ ეყოს. მეტეორების თქეშშიც რომ მოვხვდე, აღარ ვიზრუნებ თავდასაცავად, გაუკვლეველი გზის გასაკვლევად სხვა ძალას ვცდი და ჩავრთავ სხვა ძრავას _ ჩემს ხორცშეუსხმელ ლამაზ ოცნებებს უხვად დავხარჯავ საგზალ-საწვავად. იმ ოცნებების ძალით გამაფრენს ის ცეცხლი გულზე რომ მიკიდია, არარაობის ბოლო სადგური არარსებული ქვეყნის კიდეა, მაგრამ სურვილი _ უფრო დიდია! და აი, უკვე, არყოფნისაკენ სულმოუთქმელად მივექანები, გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, შავად გაშლილან იალქანები, არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები. გრიგოლ აბაშიძე ეს ლექსი მან სიკვდილის წინ დაწერა. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 9, 2016 Report Share Posted May 9, 2016 მიყვარს ქართულად მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად ვმღერი ქართულად მადლობა ღმერთს ნება დართულად. შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად, ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად. და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად თარგმნეთ სპარსულად მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს მე მწამს, მე ვწერ ქართულად მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 25, 2016 Report Share Posted May 25, 2016 ვერ გავიგე წუხელ ვინ რეკავდა ზარს. დაებურა წუხილს სიზმარივით გზა. სიზმარივით გზა მიდიოდა შორეთს, არ ვიყავი მზად, არ ვიყავი, თორემ გავყვებოდი წუხილს - სიზმარივით გზას, გავიგებდი, წუხელ ვინ რეკავდა ზარს. ა.სულაკაური ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 17, 2016 Report Share Posted August 17, 2016 ცოცხლებს ლანძღავენ გაგიხარია, მკვდრებს კი აქებენ, ქვეშ ეგებიან..... ცოცხლებს იმიტომ, კვლავ ცოცხლები რატომ არიან, მკვდრებს კი იმიტომ––სულ ერთია, მაინც მკვდრებია. ფრანსისკო დე ლა ტორე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 18, 2016 Report Share Posted September 18, 2016 იადონები... ოთახებში შემოდგომა არ ეტევა, გარეთ გავალ, ყვითელ ფოთლებს მივითვლი, ბუნიობამ იცის ასე გარეტება, ნეკერჩხლები მაფხიზლებენ სიწითლით... ბებერ ბაღში არიფები ახველებენ, მაგიდაზე — ფიქრით სავსე ხელადა, მოვიგონეთ ნატკივარი სახელები, მერე, ვდუმდით... და საწვიმრად ელავდა... ყვითელ ფოთლებს რევდა, როგორც იადონებს, ენკენისთვის ქარი — ავი ჩაუში, მგონი მახსოვს, ეს სურათი ჩიტს მაგონებს — მე და შენ რომ გალიიდან გავუშვით... მთვრალ ქალაქში ყველა ქუჩა მონმარტრია, ყოფნაც თავისებურია — ლოდინით... გუშინ ქარმა გალეშილი მომათრია და ნეშოში გამიშალა ლოგინი... ქუჩის თავში ღვინობისთვე აივაზა და ნეკერჩხლებს ვიდრე მოვიშუშებდი, მახსოვს წუხელ, რომ ვიღაცის აივანზე, — გალიიდან იადონებს ვუშვებდი... საშა გველესიანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 17, 2016 Report Share Posted October 17, 2016 მოვა სექტემბერი წვიმით და ტალახით და უცბათ მოიწყენს პატარა ქალაქი. აღარც „დაჩნიკები“, აღარც ბაზრობები, აღარც ტურისტკები, აღარც გაცნობები! აღარც ქოლგები და აღარც “ფიატები“ აღარც ბრკოლდები და აღარც გვიანდები. ცვივა ხეივანში ჭრელჭრული ფურცლები, ქებაძის - ფანჯრები არჩვაძის - ყურძნები... პაწია სკვერები - პროვინციულია... ბულვარს რომ გადადის - მგონი, ციურია! პაწია, მოწყენილ ქალაქს რა ჯობია! - აქ ყველა გიცნობს და ყველა ნაცნობია! და ყოველ საღამოს (რა უნდა აკეთო!) არც გაგემტყუნება, - რესტორანს დახედო! ან ძმაკაცს მიადგე, - ძმობა - სიკეთეა, - ვბაასობთ, ჭიქაზე ხელი გვიკიდია; გავყურებთ შოდას და რიონის სანახებს, ვთხრით ძნელადგასაძლის სატახტო ქალაქებს; და მყუდრო დღეები დღეებს მიჰყვებიან, - ტბაზე გაბაწრული საწყალი იხვებია... არის მოწყენაში რაღაც სიტკბოება, რაც ქვეყნის ზრიალში აღარც იპოვება... სად იყავ, სად ვიყავ, სად ვიყავ აქამდის?! „მშვიდობით“ თუ არა, რად არ ვთქვი „ნახვამდის!“ რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, იმერეთში, გვიან-სიბერეში, გვიან სიბერეში - ოქტომბრის წვიმებით, ნოემბრის ტალახით - მიყვარს მოწყენილი პატარა ქალაქი. /მურმან ლებანიძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 17, 2016 Report Share Posted October 17, 2016 Temur Chkhetiani *** გვიანია – ქარი უკვე დამჭკნარ ფოთლებს ფანტავს და ამ ფოთლებს მიაყოლებს ჩავლილ ტყუილ–მართალს. გვიანია–ნაღვლიანი ჟამი დახშულ კართა,– სულ არავინ... და აღარც ის, ვინც თითქოსდა ჩანდა. ფიქრში ისევ ვატრიალებ ფერდაკარგულ კადრებს. გვიანია... ალბათ მალე სულშიც დაიზამთრებს. რა ვიღონო, როგორ დავხვდე კარზე მომდგარ ავდრებს?– სიყვარული გვიანია, სიკვდილი კი ადრე. 2009 წელი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 23, 2016 Report Share Posted October 23, 2016 თოვს... თოვს... თოვს... მესამე დღე არის, თოვს! სუროზე მოფრინდნენ მშიერი შაშვები, ამინდი დაუდგა თოფს! ბუხართან ბაბუა აბოლებს ყალიონს, ბებია საწინდეს რთავს. შეხედე, შეხედე, რა დიდი თოვლია, რა კარგი ზამთარი გვაქვს! ქრის... ქრის... ქრის... ტოტები ემტვრევა ხეს. მხიარულ სოფელში გაჩაღდა სტუმრობა, სტუმრები გვეწვივნენ ჩვენც! ვუყურებ თოვას და მგონია - მაღლიდან ჩანჩქერი იღვრება რძის. ცრის... ცრის... ცრის ცა ფეხად ჩამოდის ძირს. თოვს... თოვს... თოვს... თეთრია მინდორი, მთა; გორაკზე ბავშვებმა წამოდგეს ბაბუა, რომელიც თეთრია მთლად. ნამდვილი ბაბუა ბუხართან ყალიონს აბოლებს, ხელს იქნევს თან. ჰო... ჰო... ჰო... რა დიდი ზამთარი გვაქვს! /გივი ძნელაძე / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 19, 2016 Report Share Posted November 19, 2016 /შემოდგომის მელოდია/ " როდესაც ხელი შეეხება დაღლილ კლავიშებს და ყველა აკორდს აგიმღერებს სულში სიმშვიდე, შემოდგომის ცა გადაგფარავს, დილას ანიშნებს, რომ უკვე დროა განწყობიდან მინორს იშლიდე. გადაშლი ნოტებს, პიუპიტრზე აღარ ეტევა, უკრავ და ფიქრობ… (ვიღაც გეტყვის, რომ ეს ბევრია), მაგრამ მუსიკამ კატასავით იცის შეჩვევა, გათბობს, გარეთ კი სუსხიანი ნოემბერია. „-თქვენ გიყვართ ბრამსი? -არა, ალბათ უფრო შოპენი… ლურჯ ანგელოზებს რომ უბრუნებს დაკარგულ ქალაქს; ყველა ბერდება, დედამიწაც იმ დღეს მოძებნის, მაგრამ საყვარელ მელოდიას ასაკი არ აქვს. ამ საღამოსაც გაეხვევი ნაცნობ ჰანგებში, თვალებს დახუჭავ, მაგრამ მაინც ხედავ სამყაროს ისეთს, როგორსაც ინატრებდნენ მხოლოდ ბავშვები და აღარ გინდა რეალობამ, სევდამ დაგღალოს. ოცნებები და სიზმრებია შენი შოპენი, დასრულებული ჰარმონია, სექტემბრის დილა… და ის გაგონებს ფერად ფოთლებს, ირგვლივ მოფენილს, მზის ანარეკლად რომ გაქცევს და სინათლედ ცვივა. სული კი ისე გაუვსია ღვთაებრივ ბგერას, შენ უკვე ხედავ როგორ იცვლის ვარიაციებს, უსმენ და იცი ყველა ნოტი რომ თვითონ შენ ხარ და შემოდგომას სონატების ქარით აცილებ. -თქვენ გიყვართ ბრამსი? -არა, ალბათ უფრო შოპენი…" ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 28, 2016 Report Share Posted December 28, 2016 "ადამიანი გაზეთის სვეტში"-ოთარ ჭილაძე მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება ჩიტის ჩიჩახვი, თუ ქვის საწოლი, ეკალ-ბარდები, თუ თბილი ხნული. მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი. სუსტი ყოფილა ადამიანი,რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი. ამიტომ ვკვდები და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. თანდათან ვეღარ ვარჩევ სახეებს უიარაღო დემონსტრანტების, რომლებიც უკან იხევენ ნელა და მკაცრ პეიზაჟს უერთდებიან. უერთდებიან, ან ისე ჰგვანან , რომ უკვე ვეღარ გამირჩევია: ხისგან სხეული, ქვისგან სახე,ცისგან თვალები. ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას , რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა, და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც. ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი. მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება, როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე, მაგრამ მთავარი წყვდიადში რჩება, რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული. ამიტომ ვკვდები, ვკვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის. მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება: შეუგნებელიც და შეგნებულიც, მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად. ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი. მე იმ საწოლზეც ვწვებოდი ხოლმე ასე უძრავად, რომ დამესვენა და განმეცადა საამო გრძნობა თავისუფლების. ასე საგანი აწვება საგანს, გამოთიშული ტანის სიმძიმით. ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც მხეცები ღრმა სოროებში და თუ ქვეყანას მართლა მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი, მე კმაყოფილი ვიქნები ამით, მაგრამ არ მინდა და არც მგონია,რომ ჩაეტიოს გაზეთის სვეტში ჩემი ვნებები და სურვილები. ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი. სამარადისოდ მოვწყდი ქვეყანას , რადგან სამხედრო წესდების მუხლებს მთლად ვერ დაემთხვა ჩემი სურვილი. ვერც ამ მუნდირმა ვერ გამიდევნა მარადიული ეჭვი და შიში და მეც ტკივილით მოვწყდი ქვეყანას, როგორც წყდებიან საკრავს გამები. ხნულს ვერ მონახავს ყველა მარცვალი, რომ პურად იქცეს და დააპუროს მშიერი ხალხი, ანდა ხედ იქცეს და მის ტოტებზე ჩამოჯდეს ხოლმე ჩიტების გუნდი. ამიტომ ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. ჯარი სამშობლოს მტრისაგან იცავს და სიცოცხლესაც მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს. ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის უარს, თუ აქვს და იცის საკუთარ ჭერის და პურის გემო. თუ მზეს აფასებს და თუ კუსავით ყოველთვის თან არ დაათრევს ჯავშანს. თუ შეუძლია, რომ მოიკვეთოს ფეხები, რომელსაც გადაჰყავს გზიდან და დაითხაროს თვალები, რომელიც აცდუნებს მხოლოდ… ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა, ხოლო სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებს ვერც ერთი ღმერთი. მე კი ვფიქრობდი გზითა და სიცხით გაბრუებული და დაქანცულიც, ყაზარმის დოლითა და საყვირებით დაფეთებულიც. ჯერ არ არსებობს ტვინის რენდგენი და ვერ გაიგებ, რას ფიქრობს კაცი, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტს და კეთილს. ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი:თავისუფლების და სიყვარულის. მაინც ყველასთვის უცხო ვარ ახლა. ამხანაგებმა დამცხრილეს ტყვიით, ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ჩამქრალა ეჭვი და შიში. არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი. მე კი ჩუმად ვარ, როგორც მარცვალი ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული. მე ჯერ მინდოდა, რომ მესარგებლა ღამის წყვდიადით, დემონსტრანტებს შევერთებოდი და ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის, როგორც ნიშანი პატიოსნების და ერთგულების. პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს; ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, აღარ დაადგას ქედზე უღელი, არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება.მე წასვლა მსურდა, მაგრამ გუშაგი სიგარეტს სწევდა და სიგარეტის წითელი თვალი გზას მიკეტავდა, ხოლო ჯარისკაცს, რომელიც ბანაკს ტოვებს თავისით, გუშაგის ტყვია ელის კეფაში. მე არ მჯეროდა, რომ გაიგებდა ჩემს პატიოსან სურვილს გუშაგი. არ მინდოდა, რომ ასე ადრე მოეჭრათ ჩემი ცხოვრების ტოტი, ძლივს ამოზრდილი და მოხიბლული ამქვეყნიური წვიმით, ქარით, მზითა და თოვლით, ცითა და ზღვებით და იმ სოფლელი გოგოს სურნელით. ნუთუ საკუთარი სისხლის გუბეში უნდა მეცქირა ჩამავალი მზისთვის… ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი. თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი და რატომ კვდება ადამიანი, თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?!რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლითა და ჰაერით?!..ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი.. ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში. უცნაურია, მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები: სიმწრის, სიბრაზის და სინანულის…მეც, რა თქმა უნდა, ვნანობ სიცოცხლეს… ძალიან მალე დასრულდა იგი, მაგრამ არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი; რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც; რაღაცას ნიშნავს, რადგან ამქვეყნად, გარდა ბოროტისა, არის კეთილიც. ბევრია ჩემზე პატიოსანი, ჩემზე ჭკვიანი, მოყვარულიც და, როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები, სურვილები. ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში, ხოლო წვიმები კლდერბსაც რეცხავენ და კაცის გულსაც და, როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 12, 2017 Report Share Posted February 12, 2017 Осень Ирина Левинзон Осень – она не спросит, Осень – она придёт. Осень – она вопросом В синих глазах замрёт. Осень дождями ляжет, Листьями заметёт... По опустевшим пляжам Медленно побредёт. Может быть, ты заметишь Рыжую грусть листвы, Может быть, мне ответишь, Что вспоминаешь ты? Или вот это небо, Синее, как вода?... Что же ты раньше не был, Не приходил сюда? Пусть мне не снится лето, Я тебе улыбнусь. А под бровями где-то Чуть притаится грусть. Где-то за синью вёсен Кто-нибудь загрустит... Молча ложится осень Листьями на пути... 1963, сентябрь ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 "თებერვალსაც შეუცვლია ბუნება დღეს სიცივე მზესთან აღარ კამათობს ჩემი ქმარი სახლში გვიან ბრუნდება ნუთუ ისიც ზამთარივით მღალატობს? მის პერანგზე სხვა სურნელი იღვრება ჩემი კოცნა აღარ ურხევს მიმიკებს და ეს ღამეც, მის გარეშე ილევა ჩემი ქმარი უსათუოდ მივიწყებს მის თვალებზე სიხარული აღარ ჩანს წარბების ქვეშ მიმალავს და გამირბის კართან მისი ნაბიჯები აღარ დგას ყოველ სითბოს მოაყოლებს "გამიშვი"-ს შუაღამით მხოლოდ ფიქრად მაწყდება მისი ერთი შეხებაც კი მაგიჟებს ჩემი ქმარი სხვის დალალებს ადნება მისი სითბო სხვის ბაგეებს აფითრებს უსათუოდ, უსათუოდ დამტოვა ჩემი ქმარი ახლაც ურცხვად მღალატობს აღარც კარებს გააღებს და შემოვა მისი სული სხვის სხეულში ნავარდობს თებერვალმა შეიცვალა ბუნება ფანჯრის რაფას ფანტელები არ ათოვს ჩემი ქმარი სახლში აღარ ბრუნდება ვიცი, ისიც ზამთარივით მღალატობს." ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 ავტორი:- ქუთაისელი პოეტი -ბიჭიკო სვანაძე.. ეს ლექსი ბიჭიკოს სტუდენტობისას, 1957 წელს შეუქმნია ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც თავის ძმასთან, დიმიტრისთან ერთად ცხოვრობდა. მართლაც დამართნია „ბატონები...“ სწორედ იმ პერიოდში დაუწერია 18 წლის ყმაწვილს ეს ლექსი და მიუძღვნია თავისი მუზის - მზექალა (იგივე ნინელი) არეშიძისადმი. "ბავშვობაში წითელა რომ „დამიბრძანდა“ (როგორც ჩვენში ეძახიან - „ბატონები“), რაც ვინატრე, მომიტანეს ისე მარდად, თითქოს ჩემთვის გამოისხა ყველამ ფრთები... თავზე მადგა "ბატონებთან მიღებული", დედაბერი ჩურჩულებდა უცნობ ლოცვას.... იყო მასში თბილი, რაღაც დიდებული და მე ჩემმმა უფლებებმა გამაოცა. ეჰ, ბავშვობა გამიფრინდა მინდვრის მერცხლად, უტკივარი გული შენით ამტკენია, შენი ნახვა მე ოცნებად გადამექცა, დამწვა შენი თვალთა შუქის გამთენიამ. რა ძალა გაქვს ასე მძაფრი, ჩემო კარგო, როგორ გაძლოს უშენობით გულმა ჩემმა, ნეტავ ახლაც ბატონები დამემართოს და, ძვირფასო, შენი თავი ამაჩემა." ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 Осип Мандельштам - стихи Мне Тифлис горбатый снится, Сазандарей стон звенит, На мосту народ толпится, Вся ковровая столица, А внизу Кура шумит. Над Курою есть духаны, Где вино и милый плов, И духанщик там румяный Подает гостям стаканы И служить тебе готов. Кахетинское густое Хорошо в подвале пить,— Там в прохладе, там в покое Пейте вдоволь, пейте двое,— Одному не надо пить! В самом маленьком духане Ты обманщика найдешь, Если спросишь «Телиане» — Поплывет Тифлис в тумане, Ты в бутылке поплывешь. Человек бывает старым, А барашек молодым, И под месяцем поджарым С розоватым винным паром Полетит шашлычный дым... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 17, 2017 Report Share Posted March 17, 2017 შაქრად ფავორიტებში დამატება ყურძენს, ვაშლებს, ატამს შემოდგომა ხატავს. გემრიელად ხატავს, შინ სანამდე გვატანს. წითელ-ყვითელ ფერებს ოქროს ფუნჯით გაჰკრავს - აფერადებს მაგრად. დააყოლებს მერე: „შაქრად, შაქრად, შაქრად!“ მაყვალა მრევლიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 18, 2018 Report Share Posted February 18, 2018 გივი ძნელაძე ერთი ქუჩის ერთ კუთხეში ერთხელ ერთმა ქალმა მადლიანად შემომხედა, გამოღიმა სალმად; იმისთანა ღიმის ფერი არ მინახავს სხვა მე იმ ქუჩაზე იმის მერე არ ყოფილა ღამე… ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 18, 2018 Report Share Posted February 18, 2018 36 minutes ago, paraskeva said: გივი ძნელაძე ერთი ქუჩის ერთ კუთხეში ერთხელ ერთმა ქალმა მადლიანად შემომხედა, გამოღიმა სალმად; იმისთანა ღიმის ფერი არ მინახავს სხვა მე იმ ქუჩაზე იმის მერე არ ყოფილა ღამე… ცხონებული რამიშვილი მღეროდა ამ ლექსზე შესანიშნავად... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 19, 2018 Report Share Posted February 19, 2018 8 hours ago, Gurulo said: ცხონებული რამიშვილი მღეროდა ამ ლექსზე შესანიშნავად... ცისფერი ტრიოოოო ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 19, 2018 Report Share Posted February 19, 2018 /ოთარ ჭილაძე/ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,არ წარიკვეთო არასდროს სასო, ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია, როგორიც იყო, კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს. არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის... ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს, მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 19, 2018 Report Share Posted February 19, 2018 2 hours ago, paraskeva said: ცისფერი ტრიოოოო https://www.myvideo.ge/v/2394210 ამ ბმულზე 37-43-დან მოუსმინე... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 19, 2018 Report Share Posted February 19, 2018 (edited) 7 hours ago, Gurulo said: https://www.myvideo.ge/v/2394210 ამ ბმულზე 37-43-დან მოუსმინე... http://www.geolyrics.com/3256 აბა ამას მოუსმინე,.. ეტყობა მუსიკა რამიშვილის არის რა ხმებიააა <3 Edited February 19, 2018 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.