Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

  • 4 weeks later...
ბარათი მთიდან – სიმონ ჩიქოვანი      
       
სვანეთში მივდივარ მთებში და…
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე
მიყვარხარ, 
ვინ იცის რა რიგად. 
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.
Link to post
Share on other sites

"ისევ მღლის... 
როგორ მღლის
მსგავსება დღეთა...
უგულო მოკითხვა -
"რა ხდება შენთან?"...
ფანჯრიდან
თვალთვალი
შორეულ გზათა...
არყოფნა, 
ვინც ძლიერ 
მჭირდება, მათთან.
დარდი მღლის...
როგორ მღლის...
როგორ მღლის...
როგორ...
ჩავკალი
ჩემს სულში
ფუსფუსა გოგო...
ვეღარ ვგრძნობ
ცისაკენ
აღერილ ფრთებს და
თრთის გული,
ჩიტივით
უმწეოდ კრთება
და ვდგავარ,
ერთ მტკაველს
შეზრდილი
თითქოს...
ბევრს არა,
უფალო,
მხოლოდ ფრთებს ვითხოვ!"
/მარიამ კოზმანიშვილი/

Link to post
Share on other sites

ხატაურა

დუმს ბუხართან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო!
იზმორება: ამინდია
ლოთობის და ბოზობისო!

თუ ვღიღინებ, მაშინ ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო
კნავის, თითქო უნდა „ბისზე”
გამომიხმოს: „ბის” და „ბისო!

ამინდია მართლაც კარგი,
უფრო სწორად მართლა ცუდი:
საჭიროა პალტო, კაშნე,
წინდა, ბათინკა და ქუდი...

ფეხსაც ვერ გავადგამ გარეთ,
მთლად მსოფლიო დამაფიცო!
თავს მიქნევს და თანამიგრძნობს
ნებიერი დამა ფისო!

რომ ჰგონიათ, არც ისეთი
უეშმაკო და უბიწო 
დუმს კერასთან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო...

ტარიელ ჭანტურია

Link to post
Share on other sites

მთელ სამყაროში მე მას მივმართავ,
ერთი ვარსკვლავის ხატებას ვეძებ,
არა იმიტომ, რომ ის მიყვარდა,
არამედ მიტომ,რომ სხვასთან ვერ ვძლებ.
და თუკი ეჭვში ღამეგანათევს
მსურს დავინახო ის, ერთი ციდა,
არა იმიტომ, რომ ის ანათებს,
უბრალოდ მასთან შუქიც არ გინდა.
/ინოკენტი ანენსკი/

Link to post
Share on other sites

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე
ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად
და რისხვა გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება
რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

ოთარ ჭილაძე.

Link to post
Share on other sites

"როცა უბრალოდ ქარია გარეთ 
და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას, 
რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს, 
როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის 
და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს 
ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს 
- მე შენ მიყვარხარ.
როცა უბრალოდ ქარია გარეთ 
და გადამფრენი ფრინველები ტოვებენ ქალაქს, 
როცა ბეღურა ჩიტებიღა სხედან მავთულზე - 
იბუზებიან, 
როცა გვიანი შემოდგომის ბოლო ღამეებს 
ვათენებ თეთრად 
- მე შენ მიყვარხარ.
როცა უბრალოდ ქარია გარეთ 
და ირონია - ბოლო ხურდებს ვაძლევ მათხოვარს - 
როცა რაღაცა გამიხარდეს მაქვს საფუძველი 
და მიხარია, 
როცა ცარიელ ჯიბეებში ცარიელ ხელებს 
ვიწყობ და ასე - 
სტვენა-სტვენით ვაგრძელებ ჩემს გზას 
- მე შენ მიყვარხარ.
როცა უბრალოდ ქარია გარეთ 
და მაგიდაზე არეულ ფურცლებს, 
შავ ფანქარს, 
მაგარ უშაქრო ყავას 
და შთაგონების მთავარ საფუძველს - 
ცხოვრებას - 
შენი მძაფრი სუნი აქვთ 
- მიყვარხარ-მეთქი."
ნიკა ჩერქეზიშვილი

Link to post
Share on other sites

ოთარ ჭილაძე 2764.png<3
"...იცოდეს ყველამ იცოდეს,
ღვინის ტრფიალი როდი ვარ,
მე სიყვარულის ლოთი ვარ
და ახლაც, ფეხარეული,
შენი სახლისკენ მოვდივარ."

Link to post
Share on other sites

თოლიგე
"წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე!
ჩაფერფლილ ბუხარს წყალი არ დაასხა, თოლიგე!
წამოჩოქილ ხარს სახრე არ დაარტყა, თოლიგე!
დამარცხებულ მტერს მკლავი არ წააჭრა, თოლიგე!
ცხოვრება კიბეა და ზიგ-ზაგია, თოლიგე,
ზოგნი ადიან და ზოგნი ჩადიან, თოლიგე.
მწვერვალზე ახვიდე, - არ გაიკვირვო, თოლიგე,
დამარცხდე, - თავი არ დაიტირო, თოლიგე.
მაინც ყველაფერი წარმავალია, თოლიგე,
დაიმახსოვრე, რაც მთავარია, თოლიგე, - 
მარადიული მხოლოდ რწმენაა, თოლიგე
და რაღაც სულ სხვა აღმაფრენაა, თოლიგე.
...
წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე!"

Link to post
Share on other sites

„დამთავრდა ზამთარი, ჩაწვა ფოთლებში ჩრდილი, ღობის ძირას. ფოთლებმა ერთიც გაიშრიალეს, თქვეს ერთმანეთში რაღაცა ჩურჩულით და გარიჟრაჟზე წაიშალნენ.
მის მერე ის ზამთარი არავის უნახავს".

რეზო გაბრიაძე

Link to post
Share on other sites

ოდესღაც ფიროსმანს
შიმშილი კლავდა და
დღეს კი მის ნახატში
მილიონს იხდიან,
მაფიქრებს ასეთი
რა სენი შეგვყრია,
ეპოქის შემქმნელნი რომ
მშივრები მიდიან.
თაობის გენია,
ჩაიში მუშაობს,
სირცხვილი შეგვმოსავს
მომავლის აღმართის
და როცა დრო გავა
საზოგადოება
ვეცდებით გადახდას
ძეგლების აღმართვით
რად გვინდა უსულო
ძეგლების ყურება
ისინი ვერ გრძნობენ
ამ სოფელს ბინდიანს…
აი იმ ფიროსმანს
შიმშილი რომ კლავდა 
…………და………
დღეს რომ მის ნახატში
მილიონს იხდიან !
ვზივარ და ვუყურებ 
ფიქრებს და სტრიქონებს,
თუ როგორ ასკდება 
მოაჯირს ტალღებად,
ზღვისფერი სინდისი 
მაშინებს მემგონი,
სულ არ ღირს აქედან 
არაფრის წაღება…
გამოთქმებს ისვრიან 
სწავლულნი ჯეროვნად,
ისევე ისეა 
ეს თავდაჯერება,
არადა, არადა,
იქ ვრჩებით სადაც არს,
არაფრის დიდების 
გ ა ნ დ ი დ ე ბ ა …
ეძღვნება დიდება 
კერპებს და ბიუსტებს,
ზეცამდე აყვანით 
ადამის მოდგმისა,
ღმერთების ბრენდებით 
ნაცვალსახელება,
ჰაერის შეშლილი 
უძრავი გოდება…
ასეთი რაშია 
ეს თავისუფლება,
მორალის თრევა რომ 
გამხდარა საჭირო,
ახალი ტანსაცმლით 
სხეულს თუ დავფარავთ,
გადაბინძურებულ 
ამ სულებს რა ვუყოთ…?
დავტეხოთ სამყარო 
დავკორტნოთ რუკები,
რადგან აქ გმირებად 
გამყიდვლებს იღებენ,
უძრავი ქონებით 
გამოხდილ კაპიტალს,
ყოველთვის თავს უხრის 
სიყალბის საბადო…
არასწორ სამიზნეს 
ველურად ზომავენ,
მდიდრები ხდებიან 
და ნდობას იხდენენ,
რა მოხდა თუკი რომ 
ღარიბებს ეახლენ,
თამაშის წესები 
ამასაც ითხოვენ…
კედელებზე ლურსმები 
იცდიან…ასეა,
ბელადნი სურათის 
ჩარჩოებს ზომავენ,
ძეგლების მასალებს 
ხალხები იხდიან,
თვითონ კი უტიფრად 
ოქროში გორავენ…
დიდებას ელიან 
დილას და საღამოს,
ძილისწინ საქებარ 
სიტყვებსაც ისმენენ,
სიმაღლის შიში აქვთ
და მაინც ადიან,
რამეთუ ზემოდან 
ყურებას იხდენენ…
სიმცირის განცდაა 
საწყისი ყოველი,
დაცემის იარებს 
ცოდვები ფარავენ,
ძლიერნი ამ ქვეყნის 
ღმერთებთან მიდიან 
და გზაში ყოველგვარ 
სიკეთეს კარგავენ...
ვზივარ და ვუყურებ 
ამაო სტრიქონებს,
თუ როგორ ასკდება 
მოაჯირს ტალღები,
ზღვისფერი სინდისი 
ტყდება და ვხვდები რომ
მაინც მაქვს სურვილი 
რაღაცის დაწერის…
რად გვინდა უსულო
ძეგლების ყურება
ისინი ვერ გრძნობენ
ამ სოფელს ბინდიანს…
აი იმ ფიროსმანს
შიმშილი რომ კლავდა 
…………და………
დღეს რომ მის ნახატში
მილიონს იხდიან !
ზურა სალუქვაძე

Link to post
Share on other sites

მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ , 
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი 
საეჭვოდ......
/ტარიელ ხარხელაური/

Link to post
Share on other sites

ალბათ, ვინმე ძვირფასთან ერთად
ყოფნაც არსებობს. -
ვეუბნები საკუთარ თავს
და ჩემს ერთ ცივ ხელს
მეორე ხელს ვკიდებ 
და ვათბობ.
/თორნიკე ჭელიძე/

Link to post
Share on other sites

-მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და გავიარე ჩვეულებრივი ცხოვრება. მე არ დამიდგავენ ძეგლებს და ჩემს სახელსაც მალე დაივიწყებენ.., მაგრამ მე შევიცანი სიყვარული და ეს ჩემთვის საკმარისია...
,,უბის წიგნაკი"

Link to post
Share on other sites

სიცოცხლის სიმღერა

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.

Link to post
Share on other sites

სიყვარული არ კვდებაო ნინორე, 
გული მაინც გაუძლებსო სიშორეს, 
წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი, 
დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე... 
მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა, 
სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე! 
ზღვის ტალღებში მარტო როგორ შეცურავ, 
მოვა ვინმე,დაელოდე ნინორე... 
გათენება ახლა ისევ შორია, 
ქარი წეწავს გიპიურის მიმოზებს, 
სანამ ბაგე შეგრჩენია ალუბლის, 
სიყვარული არ მოკვდება ნინორე!!!

დიკა სალაყაია

Link to post
Share on other sites

სიხარულმა ჩაიარა,
ჩაიარა წყენამაც.
უკვდავებას მაზიარა 
შენმა გამოჩენამა.
ერთი ჰო და ასი არა 
ვით გამოთქვას ენამა.
უკვდავებას მაზიარა
შენმა გამოჩენამა.
სიხარულის ცრემლი კმარა,
თვალები დამენამა. 
უკვდავებას მაზიარა 
შენმა გამოჩენამა.
შენ მეყოფი ლხინად, დარად,
ქარმა გითხრას ზენამა.
უკვდავებას მაზიარა 
შენმა გამოჩენამა.
მე შენი ვარ აწ და მარად,
მომკლას შენმა ხვევნამა.
უკვდავებას მაზიარა 
შენმა გამოჩენამა..

დალილა ბედიანიძე

Link to post
Share on other sites

ოდესღაც გწერდი:

"ველი გაზაფხულს!.."

მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა -

ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო,

ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.

 

ვერ გავიგონე წვეთის სიმღერა,

ვერ დავისუსხე წვიმის შოლტებით,

მიდის ცხოვრება და მიიმღვრევა

დროის გულცივი ქარაშოტებით.

 

მე ხომ ბავშვურად კვლავ მიმაქროლებს

სიზმრები - ცრემლით შემოვერცხლილი

და ხელისგულზე შენი ამბორი

დევს, დაჭორფლილი ჩიტის კვერცხივით.

 

თავსხმა წვიმაში, უკანასკნელი,

ცვდება მინდვრებზე მზის ხავერდები,

დახურულია ზეცის სარკმელი

და შემოდგომის კართან ვბერდები.

 

ჩემს სიყვარულსაც გზა შეუმოკლეს,

ჭკნება ოცნებაც და ნაფიქრალიც.

მინდვრის ყვავილო, ისე ნუ მომკლავ -

შენი სახელი მაინც მითხარი.

/ვანო ჩხიკვაძე/

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

- წავედი...
ღამეს კი ღიას ვტოვებ
და არ გამიციო
ვარსკვლავები.
ზეცას ეგ ბეჭები
დაატოლე,
ჩემთვის სამყაროს რომ
აკავებენ.
მოდი, როცა გინდა
მაშინ მოდი,
თუნდაც იფიქრე რომ
შეშლილია!
აქამდე თუ რამის
მეშინოდა,
აწი, აღარაფრის
მეშინია!
მოდი! - 
მითხარი და...
- ეჰე-ჰეი! -
მთვარეს გადავხვიე
მერე ხელი,
ერთად შემოვძახეთ
"ერეხელი!..
ერეხელი ვარ და
მერეხელი..."
ცა და დედამიწა შევარყიეთ
(კაცო, რა ყოფილა
მთვრალი მთვარე)
მერე, უფრო უფრო
შეგიყვარე
მერე, უფრო უფრო
დავითვერი...
მერე, ფეხაკრეფით
ნიავივით
ჩუმად შემოვედი
იმ ღამეში,
შენ რომ ჩემთვის
მოგიღიავია,
კი არ შემოვედი,
გადავეშვი...
ციცინათელები შევაფრქვიე,
ცაზე მივაბნიე - ციმციმია!
უკვირთ, ვარსკვლავები
რატომ ქვიათ,
მაგრამ სულ არა სწყინთ,
იცინიან...
ღრუბელი უკმეხი
და უჟმური
კარში გამოვბერტყე
როგორც თექი
მთვარე - სასთუმალთან -
აბაჟური
დაგიდგი და სანამ
ჩამოვჯექი,
ცოტას, ცოტას კიდევ
მომითმენდე,
ზეცას გამოგიჭრი
საფეხურებს,
ასე...
ღია ღამე
მოგირთე და
მერე,
ფრთხილად,
ფრთხილად
გამოვხურე...

/კახა შალამბერიძე. /

Link to post
Share on other sites

"შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - 
ყოველდღე თითქმის; 
ხან მოწყენილი, 
ხან მხიარული...
ვაჟი - 
სიმაღლით 
შენზე ერთი მტკაველით დიდი, - 
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - 
ის როცა ფიქრობს, - 
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი. 
ღიმილი შენი 
არ გეგონოს მარტო შენი. 
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი 
ნურასოდეს 
შენ მარტო შენად. 
ღმერთმა ნუ ჰქნას და... 
შენ რომ იყო გადასარჩენი, - 
თავს არ დაზოგავს 
ის ვაჟი შენს გადასარჩენად. 
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - 
ყოველდღე თითქმის; 
ხან მოწყენილი, 
ხან მხიარული...
ვაჟი - 
სიმაღლით 
შენზე ერთი მტკაველით დიდი, - 
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - 
შენი ერთგული კაცია იგი!"

მუხრანი

Link to post
Share on other sites

ცაზე პატარა ვარსკვლავი
სულ ციმციმებს და ციმციმებს,
ალბათ არც დარდი აწუხებს,
არც საკუთარი სიმძიმე,
ცალკე გაკიდეგანებულს
არ აკრთობს სიცხე-სიცივე.
_ რა აციმციმებს ნეტავი?
_ რა ვი, უნდა და ციმციმებს.
ვახუშტი კოტეტიშვილი

Link to post
Share on other sites

თავს გაუფრთხილდი
***
სადღაც, ოდესმე გადაკვეთავს 
ერთმანეთს გზები,
ჩვენ მოკრძალებულ სალამს ვეტყვით 
ერთი_მეორეს,
წამებში, ისევ აგვენთება 
თვალები გზნებით, 
როს ერთმანეთში
მოგონება გაგვიმეორებს.
და შენ, როგორც მე, 
არ გექნება სათმელი რამე, 
ცხადია, ერთურთს მოვიკითხავთ, 
ასეა წესი,
მე, შენს კითხვაზე, გავიფიქრებ,
_როგორ ვეწამე... 
შენს გარდა ქვეყნად 
რომ არ მყავდა სხვა უკეთესი.
წამიერ, შენზე მოგონება 
გამომდებს ხელკავს, 
ნაცნობ ქუჩაშე ჩაატარებს 
ვიღაცა ვარდებს,
ჩვენ გავიგონებთ 
წარსულიდან ზარების რეკვას 
და გავაცოცხლებთ 
ქვაფენილზე გაბნეულ ლანდებს.
ცოტა ხნით ხელში შემოგრჩება
ჩემი თითები, 
ნაოჭებიან საფეთქლებზე 
დაბერავ ძარღვებს...
და გულებიდან 
ისეთ კვნესად ამოვითქმებით, 
რომელიც სულის შეურყეველ 
კედლებსაც არღვევს.
მე, ალბათ გეტყვი, 
რომ კარგად ვარ, ასე სჯობს ითქვას, 
ბაგეზე ღიმილს მოვიშველებ, 
დამეტყოს რომ არ 
ტკივილი ჩემი... 
და იგივეს შენ მოგცემ კითხვას,
შენ, ზრდილობისთვის მეტყვი, 
რომ მე ისევ გახსოვარ.
მოგვეჩვენება ერთი წუთი, 
ერთი წლის მსგავსი, 
თითქოს ყურს გვიგდებს,
გაჩერდება თვით დედამიწა,
შენ გამახსნებ 
წვიმაში რომ ვიცეკვეთ ვალსი, 
და რომ გეგონა ჩვენს ხელებში 
სამყარო იწვა.
მერე ღიმილით მშვიდობითო მეტყვი 
და გვერდზე,
იბრუნებ სახეს, 
მე კვლავ შემძრავს ქალური რიდი,
გავყვებით გზებს და 
გავიყოლებთ მოღალულ მხრებზე,
ორიოდ სიტყვას, გულში ნათქვამს
_ თავს გაუფრთხილდი...
/ნანა მეფარიშვილი/

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...