paraskeva 30 Posted April 3, 2018 Report Share Posted April 3, 2018 წვიმს, საყვარელო, წვიმს...ეშველათ მწყურვალ ველებს;მოხვალ სველსა და ცივს,მხრებზე დამაწყობ ხელებს...ვის შევლეოდი, ვის?შენ საყვარელო? მერე?.. /იმედი ჯახუა/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 3, 2018 Report Share Posted April 3, 2018 როგორ მიდის ეს სოფელისევდიანი ფერებით...სხვა მიყვარდა, სხვას ვუყვარდიდა სულ სხვას ვეფერები./გრიგოლ ჯულუხიძე/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 3, 2018 Report Share Posted April 3, 2018 ნანა თუ არ ვცდები შტატებში ცხოვრობს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 11, 2018 Report Share Posted April 11, 2018 როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი, და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით. როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით, და როცა გიღირს ცხოვრება ერთ დღით. როცა გული ცემს აპრილის ტემპით, ატმის ყავივლებს ქარი შლის პენტვით. უნდა გიყვარდს მუცელში პეპლით, პეპლებიც ერთ დღით მოდიან , ერთ დღით! როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი, და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით. როცა მუხელბი გეღლება კეცვით, როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის. ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით, თუნდაც პეპელად ვიცხოვრო , ერთ დღით! ესეთ სიყვარულს , უვნებელს , კეთილს... მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი! /ირაკლი გაფრინდაშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 ვერის ხიდზე "ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქალი მღერის... ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე, ლანდი თოვლის და ნამქერის... ვერის ხიდზე ქარი ზუის, მწვანე ზღაპარს ანიავებს, ჰე! არული გაუმართავს ვერის ხიდზე კუდიანებს... ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის, სტვენს და ჰკივის... ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით, კუდიანი ხტის და ჰკივის... ვერის ხიდზე ველურ ხმაზე ქარი აყრის მტკვარს სიამეს... სისხლის ლანდი ვერის ხიდზე გულს ეჭრება მძიმე ღამეს... მძიმე ღამით ვერის ხიდზე მთვრალი ქარი სატრფოს ელის... ვერის ხიდზე ქეიფია გამართული გიჟი ველის..." გრიგოლ რობაქიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 ვერსად შევჩერდი მგზავრი, გზა შენს სიყვარულს მართმევს, მე ხან ლომი ვარ მძლავრი, ხან გულწითელას მართვე. და გულნაკლული დავალ, დავალ, ცალს ვეძებ ირემს, ხან უმკაცრესი ხმა ვარ, ხან უნაზესი ვინმე. ვთვლემ ბალახებზე დაბლა, შენი ლოდინით ვთვრები. მაქვს უჭრელესი კაბა - ჭიამაიას ფრთები. ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს გამინაოჭებს ქარი. - აბა გამიგე, ჭიავ, საით წამიყვანს ქმარი... არ გავფრინდები, მომკლა, არ აგისრულებ სურვილს, და შენს თითებზე ვტოკავ უნეტარესი სული. /მირზა გელოვანი / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 "იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი, თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც... თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს, ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“. - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე. . . . - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო, ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი. ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი..." შოთა ნიშნიანიძე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 კარგია. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 "მეთევზე ბიჭის ბალადა”ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.წელს ზევით კი... ვარდისფერი ბურუსების ფორები, წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი. ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი? წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი. თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით, ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი. დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა. გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო, თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო. ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა. და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე, ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე. იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა, ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას. გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია, ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა. და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა, ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა. გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო, კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?! /ზურაბ გორგილაძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 ,,ვაი,დედასაქართველოვ, შენს მიწაზე სხვა ჯანმრთელობს. ხოლო შენი მართლა შვილნი,- (მოგვდგომიხარ შალაშინით), რა ფიცრებად გინდა გვთალო...აფსუს,შლეგთა სამართალო!'' ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 "დამშვენებულსა პირზედა გიხდების შავი თვალია,აწ შენსა მოშორვებასა ვინცა მოელის, ბრალია,სასურველსა და საყვარელს მოგშორდე, დამწვავს ალია,არ არის შენიცა სწორი ევროპიაში ქალია!"/თეიმურაზ II/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 "ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე " ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები... ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი... ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან... ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ... /ელგა ფოლადაშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 "რა არის სიყვარული?ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...მერე დაიწყება,ვისთვის ვარდისფერი... ვისთვის ნაცრისფერი თოვა... დარდი გაბევრდება... ცრემლი დაბერდება... ლოცვა დაიღვრება გლოვად... რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი... თვალებს დახუჭავ და მოვა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2018 Report Share Posted April 17, 2018 (edited) "ყელსაბამი ლალისფერი, ბროლის ყელზე შესაბმელი, შენის ხელით ნაჩუქარი, სანუკვარი... ყელსაბამი ლალისფერი, ყელსაბამი. მეგობარო, გახსოვს წამი?... შენ მომიძღვენ ყელსაბამი, მე კი ჩემი გული წრფელი მოგიძღვენი. მოგიძღვენი გული შენთვის ანაძგერი. ვით მძივები აბრეშუმმა, საუკუნო სიყვარულმა ჩვენი გრძნობა, გულის ფეთქვა შეაერთა. შეგვამძივა სიყვარულმა, სიხარულმა. ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო, შემოგევლო, შეგჭიკჭიკო, და ფრთა ყოველ გაზაფხულზე გაგკრა გულზე. ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო, შეგჭიკჭიკო. ცრემლი ვიყო პაწაწინა, შენს წამწამქვეშ მქონდეს ბინა. ელვა ვიყო, შენს თვალებში გამაცინა. სიყვარულის ცრემლი ვიყო პაწაწინა. ყელსაბამი ლალისფერი, ბროლის ყელზე შესაბმელი, შენის ხელით ნაჩუქარი, სანუკვარი... ყელსაბამი ლალისფერი, ყელსაბამი.' Edited April 17, 2018 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 ოშკის ანდერძი დავბერებულვარ, ნაოჭებს ვითვლი და კვირტებივით ჰყვავის ჭაღარა, ვაითუ,ფესვში სიკვდილი მიზის, თუმცა ამდენი ხანი მატარა. თუ კურთხეული ვარ ქართველთაგან, ძვლებში რად მამტვრევს მაშ, ნოსტალგია? ქართველო, შენი წინაპარის კვალი, ტაო-კლარჯეთის მიწას ატყვია. მე ვინ მომირჩენს დროის ნაქუხარს, ვინ დამიამოს დარდი, ფიქრები... და სანთელივით ერთ დანთებაზე, ნელ-ნელა სევდის ალით ვიწვები. ეჰ, ჩემო მიწავ, რწმენის საუნჯევ, როგორ შორსა ვარ ქართველებისგან და თურქის ხელში ლამის მეჩეთი- ბნელ ღამესავით დამიძმობილდა. ამას წინ ვნახე ჩემი ქართველი, ჩუმად და მალვით კედლებს ჰკოცნიდა, მაშინ ვიგრძენი, დღემდე ქართველში, ძალიან დიდი რწმენა ყოფილა. გამთენიისას ჩამესმის ხმები, რომელიც ძილშიც უმალ მაღვიძებს, რამდენი ხანი ვსაუკუნდები, ცრემლით ვიხსენებ მინდვრის ყვავილებს. გამაკრეს ჯვარზე, ჭვარტლში მახრჩობენ, ხან მაწამებენ, ხანაც მანგრევენ... და ქართველები დადუმებულნი, ცრემლით ალტობენ ტაძრის ნანგრევებს. ლამის გავთურქდი. ენით ვბორძიკობ... იქ, ჩემს მიწაზე, მეჩეთებს ვხედავ, ვაი, ტკივილო! და ვაი, შიშო, ჯობია ერთად ადამი გერქვას. აიღეთ ხმალი! აღმართეთ დროშა! დროა, ვიბრძოლოთ ჩვენი განძისთვის, ყოველდღე ჩვენს გულს დაცემულს ვხედავ, დრო მეხურება შავი ჩადრივით. რა გინდა, მომშორდი, თურქო, შენ ურჯულოვ! მაქცევ და მაკეთებ, თითქოს ვარ მეჩეთი, ადამიანო, მიშველე, მიშველე! სიზმარშიც, ცხადშიც ქართველო, გეძებდი. შენ, ჩემო ჭკვიანო, ლამაზო ქართველო, მოდი და აღმართე ქართული დროშა, არ მიმატოვო, მომკიდე ხელი, თორემ მეც ლამის თურქულად გლოცავ. გადარჯულდით და დაეცით განა, ვინგრევი, თქვენი ბებერი ოშკი და როცა მოხვალთ ჩემთან, იცოდეთ, დაგხვდებათ მხოლოდ აგური ორი. მე რა დაგლოცო, მე რა შეგმატო, ლამის დავეცე ტყვიადახლილი, ვენებში მისხმენ სისხლს მუსლიმისას, მეძგერა დროის მწარე მახვილი. ისმინე ქართველო, ანდერძი ესე და მოსვი სიმწარის ჩემი ფიალა, გიგზავნი ცრემლებს, გიგზავნი ლექსებს, რომ გულისგულთან ჩამოგიაროს. ალბათ თქვენს გულთან მოვა ეს ლექსიც, გამოიღვიძებს ქართველი ერი, გახსოვდეთ, ოშკთან უფალი გიცდით... და მომავალი სვებედნიერი. ნიკა ფუტკარაძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია,ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი...ხეივნები მოდიან და მოტირიან,ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის...მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია,ჩემო კარგო,მტკვარიც გულდაკოდილი...ხეივნები მოდიან და მოტირიან,ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის.../ანა კალანდაძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 ბალახზე ნამი ჰკიდიანამში სამყარო ჩანს,სამყარო მშვიდზე მშვიდიანამს კი მზის სხივი სვამს.ერთ წამში შრება სამყარორჩება ბალახის ღერი, ზემოდან სიმღერ-სიმღერით კაცი მოჰყვება ცელით. აღარც ბალაზი, არც ნამი მარტო გამშრალი მტვერი, ასე მოკლეა სიცოცხლეც ერთი შეხედვით გრძელი. გოდერძი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 მოდის და ქუჩას ხალისით ავსებს, ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი, და გაოცებულ თვალების სალტეს, ლაღად მოარღვევს ლამაზი ქალი. ერთს შური მსჭვალავს: "ამას შეხედეთ, ცა ქუდად უნდა,მიწა - ქალამნად...” ვიღაც კრიჭაში ჩაიკლავს ბოღმას, ვიღაც დააწევს წყევლას ქარაგმად, ზოგი ხითხითებს,ზოგი ქილიკობს, ვინ ვნებით გესლავს, უხამსი თვალით, და ცოდვის კალოდ ქცეულ სამყაროს. მაინც... ამაყად მიაპობს ქალი. მოიგოგმანებს შველის იერით, შეთვალულ სხეულს მოარხევს სხივად, მის ნატერფალზე გამკრთალი შუქი, ქვაფენილს მკერდზე ასხმია მძივად. დალოცვილს, ალვად უწვართავს ტანი, კაბის შრიალში სინაზეს კვართავს, ნაქურდალ მზერას, მის კვალზე ნასროლს, ჩახრილ წამწამთა ბადეში ხლართავს. მოდის, ქუჩაში სიხარულს აფრქვევს, ჟრუანტელს აფენს სიცოცხლით მთვრალი, და ყველას ხიბლავს ჩუმი ღირსებით, უბრალოდ, მართლაც ლამაზი ქალი! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 მარტო ვზივარ მოწყენილი მუა ვინცხა ამბავს მკითხავსდამეთხუე თუ ღმერთი გწამს მაწუხებელი ბევრი მყავსმთელი ქვეყანა შეიძრა მე ერთი საყვარელი მყავსმამასახლისს რა უნდოდა იმას ჩემს ამბავს ვინ კითხავს იროისოდი მიბარებს ლეონიძე საქმეს მკითხავს გაუტყდები რასაც ვეტყვი საყვარელი მყავს და მიყვარს ქუთაისში გამგზავნიან პროკურორი ამბავს მკითხავს ჩემებიც რომ უყურებდენ მასაც ვეტყვი მიყვარს მიყვარს იქიდან თუ ჩამოვბრუნდი დედაჩემი ამბავს მკითხავს მამაჩემიც რომ ყურობდეს მასაც ვეტყვი მიყვარს მიყვარს ცოლოურს გამაგზავნიან რა მენახვა მას ვინ კითხავს დედამთილი მომიჯდება დედავ შვილო ამბავს მკითხავს შენი ამბის თავი არ მაქვს მე ერთი საყვარელი მყავს მე ერთი საყვარელი მყავს იგი მყავს და იგი მიყვარს მამასახლისს რო მიგზავნი შეჩერდია მამაძაღლი რაცხას მკითხავს მე უსურპლავ ცხვირში პირში გაგენავა შენ ვინ გკითხავს მე ერთი საყვარელი მყავს იგი მყავს და იგი მიყვარს სანამდიენ არ შემიძლებს სულ ვიძახი მიყვარს მიყვარს ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 თოვლი თოვს თოვლი თოვს, თეთრი ქარია, თეთრ სამოსელით ვირთვები. ჩიტებო, რა გიხარიათ,რისთვის მღერიხართ ჩიტები. დიდი ზამთარი იქნება? ნეტამაც ასე ინებოს! თქვენ მაინც რა გეფიქრებათ, რა გენანებათ, ჩიტებო? გადივლის, დაიფარება ფიქრებით, თოვლის ქულებით. . . თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ მაგ პაწაწინა გულებით? თოვლი თოვს, უფრო თოვდება, თეთრ სამოსელით ვირთვები. მივდივარ, აღარ მშორდება მკერდგაღეღილი ჩიტები. /ალექსანდრე საჯაია/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 წუთისოფლის სტუმარი ვარ, ხან მატკბობს, ხან მაწვალებსა,თავის ჭკვაზე მიდი-მოდის, ანგარიშს არ მაბარებსა.წამის წინ ცრემლს მაფრქვევინებს, წამის უკან მახარებსა,ხან გულსში ვარდს ჩამოთესავს, ხან საწამლავ-სამსალებსა. . . კარგა ვიცნობ, _ მუხთალია, თავს რატომღა მაყვარებსა.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 ეჰა, განთიად აღსდგები, ცისკარო, ნარგიზ ნარევო, წარბო, აყრილო შვილდურად, პირსუფთავ, მოცინარეო, ღვთის მადლმა, შემიწყნარეო. ქალო, რო წიგნი მოგწერე, ქალო, ეშხითა მორთულო. დღისით მზევ, ღამით მთვარეო, ბრწყინვალე შუქურ ვარსკვლავო, შენ ხმელეთისა მდარეო, ვარსკვლავო სურვილისაო, სული შენ მიიბარეო. ქალო, ამ თვალთა ნათელო, ქალო, სახე გაქვს მზისაო, ქალო, შვენება ვინ მოგცა სამოცი ვარსკვლავისაო. მთვარე ხარ მანათობელი იალბუზისა მთისაო, შუქი ანათებს ქვეყანას მაგ შენი თვალებისაო. ცაში ნაბანო ვარსკვლავო, ხელთ დასაჭერო მზისაო. ვისაც შენ ჰყვეხარ, მასა აქვს წყალობა მაღალ ღვთისაო, გახსოვდე, მომიგონებდე, მე შენთვის ცრემლი მდისაო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2018 Report Share Posted April 24, 2018 დილა ისეთია, ფიქრებს ააგორებს - დილა ოხერია აპრილში. ვაჰ! რა უსინდისოდ ლამაზია, ზემო სოსიკაანთ ბადიში. ბიჭი არ ვიყოო,თუ არ გავიყოო ე, მაგ გოგოსთანო ბალიში. გულო მოიცაო, ფიქრო დაიცაო, აზრო დამეხსენო, გამიშვი! ბიჭო გათენდაო, ბიჭო ადექიო! ბიჭო აშენდაო ცაიში. სოფელს გახედეო. ნახე რა ხდებაო, ან რა მოხდებაო, რა იცი!.. გოგო შემიყვარდა. ვუის გავეყარე, ბიჭი ჩავვარდიო ვაიში. სანამ აპრილია… ცრუხმას აყვებაო… არ გამოგყვებაო მაისში. დილა ისეთია,… დილა ოხერია, დილა სულ სხვა არის ცაისში… ფიქრი აგჩემდება, თუკი გყვარებია, თუ არ გყვარებია, რა იცი! /გიორგი ჩაკვეტაძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 27, 2018 Report Share Posted April 27, 2018 "სამოთხის ბაღებიშემოდგომის ბაღები, დახუნძლული ქარვები,ფერად-ფერად მძივებით, აკინძული ძაფებით,გაზაფხულის ბაღები არც არაფრით ნაკლები,ლალისფერი ბლებით და მსხმოიარე ატმებით,მზისადარი ქალები, ყურზე ბლის კუნწულებით , ჭრელა-ჭრულა კაბებით, უზადო დალალებით, გარეთ გაშლილ ძელსკამზე ჩამომსხდარი ბალღები , დაბრაწული ლოყებით, ჭორფლებით და ხალებით, თვალბრიალით გართული, გულფიცხი ვაჟკაცები, ღვინის ყლურწვით დამთვრალნი, მხიარული ანცები, მოხუცებიც არიან ჩაბმულნი დიდ ამბებში, თრთოლაშეპარულები, ხილით სავსე კალთებით, დიდი ლხინი დამდგარა, ამ სამოთხის ბაღებში, უფლის მადლის ქვეყანას დასდგომია ნათელი. " ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 27, 2018 Report Share Posted April 27, 2018 "მიწას სიკეთე, ზეცას ჩვენი ლოცვა აკლია გვიან სიყვარულს მოვახურე სულის მანტია მოდის მაისი მაგრამ გულში ისევ მარტია ნარიყალაზე სიხარულის ცეცხლი ანთია აღდგომის შემდეგ, კეთროვანი ისევ ათია.სიყვარულს მოაქვს უცნაური ბევრი მანია ჩანისნულ თვალებს, ნაცრისფერი სევდა ატყვია ველოდებოდი ამ საწამლავს დიდი ხანია გამიჯნურება უსასრულო მწვანე მანკია. არმინდა ვიყო მოწყენილი, სევდის გალია უფლის სიტყვებში უკვდავების ტკბილი წყალია წმინდა საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის ალია კაცისთვის დარდი, სამკურნალო თეთრი მატლია. ქალისათვის გრძნობა, ეროტიკის ბილწი ნაკლია კაცთან ერთობით, უხილავი მეფის არსია მათი ქორწილი, სიყვარულის ხატის ხატია ღმერთკაცის დედა კურთხეული წმინდა ქალია. უსიყვარულოდ შახმატიც კი უმალ მატია დაფაზე სვლები, შავი თეთრში უშნო კვალია ჩემში სიბილწემ ჩაილულის წყალი დალია სული უფლისა, სხეული კი სოფლის ფანია. მადლის გარეშე, ღვთის ტაძარი მხოლოდ გვამია რწმენა, იმედი, სიყვარული მტკიცე ფარია მიწას სიკეთე, ზეცას ჩვენი ლოცვა აკლია აღდგომა ღმერთში, დაცემული ჩვენი ტანია. მტკიცე მარჯვენა, უქარქაშო ხმლების ტარია ჭკვიანი კაცი სიყვარულში მუდამ წყნარია ცოდვის მორევში, ეკლესია მტკიცე ნავია უსიხარულოდ ეს ცხოვრება მყრალი კვამლია. თუ ბედისწერას დაიჯერებ ”ღმერთი” კარტია ვინც მას მიენდო, დაიღუპა ცხადი ფაქტია მამონის კერპის არ ვიქნები ბნელი ლაქია ირგვლივ ცდუნების უხილავი მახე აგია. სკოლის დაფასთან,უამრავი ფერის ცარცია ეშხიან თვალებს, სიყვარულის ცრემლი ატყვია ყველა მიჯნური, უკეთური ძალის მავრია ირგვლივ ეშმაკის შეღებილი ვნების ფანდია. იქნებ შეიქმნას შეყვარებულ ძალთა ფრაქცია დროა დასრულდეს უგრძნობლობის მტრული მაფია ცრემლით დავწერე სისპეტაკის ვრცელი ქარტია მიწიერ გრძნობას ვერ ვენდობი ცოდვის ლანდია. უმალ შემოდის, გაიაზრებ ჭრელი ძაფია გარედან თითქოს სილამაზის მარკა აკვრია გახსნი და შიგნით, ყველაფერი უკვე მყრალია ხანდახან გრძნობა, ავხორცობის მცველი კვართია." 24.04.2014წელი ნარიყალა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.