paraskeva 30 Posted June 7, 2018 Report Share Posted June 7, 2018 უცხო ბაღით გადარგული, საოცნებოდ მოქარგული, მიძღვენ ვარდის თაიგული, ოდეს მქონდა მე შინ ია. რად, რად მაწვდი შვების ალებს?.. ვაჰმე! ია თრთის, კანკალებს, უნუგეშოდ ხუჭავს თვალებს... მეშინია... მეშინია!.. /იოსებ გრიშაშვილი / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2018 Report Share Posted June 7, 2018 წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა ყველა ქალების ჯინაზე. გალაკტიონ ტაბიძე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2018 Report Share Posted June 7, 2018 ახლა აპრილის ჩუმი ღამეა გულთამხილავი... ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ, როგორ ბრწყინავენ... ისინი თვის მადლს ცას და მიწას უხვად სწირავენ... ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც... ისე ბრწყინავენ... ახლა აპრილის ჩუმი ღამეა გულთამხილავი... ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ, როგორ ბრწყინავენ... /ანა კალანდაძე / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2018 Report Share Posted June 7, 2018 მე ახლა მივხვდი საიდან მოდის წვიმა, რომელსაც სიმღერა ჰქვია. მე ახლა ვიცი, რატომ და როდის, როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას. მე ახლა ვატყობ, რად დამჭრეს ფრთები, რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს. მე ახლა... მაგრამ მე უკვე ვთვრები და გული ჩემი შენს ფერხთით გდია. მორის ფოცხიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 7, 2018 Report Share Posted June 7, 2018 "შუაღამე დნება როცა, ვიღაც სტრიქონს წერს… ვიღაც ფრენს და ვიღაც ცოცავს, ზოგიერთიც თვლემს… მე კი ისევ ვთვრები, ვთვრები, ვრითმავ, ვცოცავ, ვფრენ… მე გავბედე ყველაფერი. ნუ გაბედავთ თქვენ." 1 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 16, 2018 Report Share Posted June 16, 2018 უცხო ბაღით გადარგული, საოცნებოდ მოქარგული, მიძღვენ ვარდის თაიგული, ოდეს მქონდა მე შინ ია. რად, რად მაწვდი შვების ალებს?.. ვაჰმე! ია თრთის, კანკალებს, უნუგეშოდ ხუჭავს თვალებს... მეშინია... მეშინია!.. /იოსებ გრიშაშვილი / ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 16, 2018 Report Share Posted June 16, 2018 "ბებიაჩემი მოკვდა სწორედ ოთხმოცი წლისადა მთელი ეს დრო მოანდომა წვრილმან საქმეებს;დასდევდა მუდამ ჩალის ჯოხით ქათმის წიწილსადა ყოველ შაბათს ნაკვერცხალზე ჰყრიდა საკმეველს.უვლიდა ბოსტანს და ეზოში რგავდა ხეხილებს,ეჯავრებოდა მწვანე შტოზე ფითრი და ხავსი ახალუხისთვის საუცხოოდ სკვნიდა გრეხილებს, ამბობდა ზღაპრებს მაღალ კოშკის მზეთუნახავზე. ერიდებოდა მეზობლის ქალს, ანჩხლს და კაპასსა, თავის ეზო-კარს იშვიათად მოშორდებოდა; კაკლის ზანდუკში ინახავდა ფარჩის კაბასა, რომ თეთრ კუბოში ჯვარისწერა მოჰგონებოდა... ერთხელ გაჰყიდა ასი კვერცხი ცამეტ შაურად და ექვსი წყვილი სეფისკვერი მღვდელს ჩააბარა. დაბრუნდა სახლში, წიწილებთან გაიხმაურა, დაწვა და ტკბილად დაიძინა... და არ ამდგარა. ალბათ, ყოველთვის სანატრელად მემახსოვრება მიწის ის კუთხე, სად ბავშვობა ჩემი დავყავი, სადაც ჰყვაოდა უდარდელი ჩემი ცხოვრება, შემდგომთა დროთა სიბრძნის ჟანგით დაუჟანგავი... და ვფიქრობ ახლა, არ დავეძებ დიდრონ საქმეებს, იქნება ჯობდეს, ჩამოვწიო ქუდი ყურებზე! ხანდახან ჩუმად ნაკვერცხალზე დავყრი საკმეველს, რომ ვიოცნებო ზღაპრულ კოშკის საფეხურებზე. რა საჭიროა გადავაკვდე ურჩ მოკამათეს, მჭამოს ათასმა თეორიამ და დებულებამ, როცა მზე ჩემთვის მხოლოდ ერთი წუთით ანათებს და სხვა სიცოცხლე მიწის გარეთ არ მეგულება! რად ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ, ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია? ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ, და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!.." ... ალექსანდრე აბაშელი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 16, 2018 Report Share Posted June 16, 2018 "წუხელის უცხო წაწალი - ცისკარი მკლავზე მეწვინა, არ ვიცი,მეცხრე ცას ვიყავ, არ ვიცი, ედემს მეძინა. შავად მოექცეს საწუთრო, მთვარეს ვინც გააგებინა, ჩამოაბნელა ირგვლივი, პირზეც ღრუბელი ეფინა. ცისკრის და ჩემი ნაწილი გრიგალ-ქარს გააწეწინა, თითქო არცროდის მოვწონდი, რავი, რაღაზე ეწყინა." ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 16, 2018 Report Share Posted June 16, 2018 მოვდივარ, გზაში სიყვარული წამომეწია, დილის ნისლებში ისველებდა ბუმბულს მზეწვია,მოივარაყა ახალგაზრდა ცვარით ბეწვია, მერე მოვიდა სალაღობოდ ბუდეს მეწვია... ამ ყველაფერში უცნაური დილის "პეწია," ხელისგულებში დავატყვევო მინდა მეც, ია, მეც მის მზეს ვეტრფი ვნებებიდან ღაწვი შემწვია, არ შევეპუე, არც მას სახე არ გაეწია... უსიყვარულოდ ყველა გული ცრუ და ბერწია, მეც მუდამ მსურდა გულში თბილი გრძნობა მერწია, ან თინათინი ვყიფილიყავ, ანდა მერცია, მზის ასულისთვის მეც აკვანი რომ დამერწია.... იქნება, სანამ მე ვეძებდი, მანაც მეძია, ავცდით ერთმანეთს, ხანდახან ხომ თვალი ბეცია, ავმხდარიყავი მსურდა ხელით ცა მომეწია, როდესავ გზაზე სიყვარული წამომეწია!!! ქეთი მინაძე 14.06.2018. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 8, 2018 Report Share Posted July 8, 2018 მოდი,თითქოს ბავშვები ვართ,გამიტაცე,მერე სადმე გადამხიზნე მთაში,სიყვარული სულ თავიდან ამიხსენიარ გამიშვა,არ გამიშვა სახლში...ყვავილები დამიწანი გვირგვინებად,სამკაულად კესანები მართვი, საღამოჟამს ბუხარს ცეცხლი შეუკეთე, ცხელი ჩაი მოვიმზადოთ მაყვლით. მერე დილით განთიადზე გამაღვიძე, ნაწვიმარზე მასეირნე ბაღში, ხელისგულზე შენი ხელი დამაფარე ისე ვითომ შემეშინდა რამის.... მოდი,თითქოს ბავშვები ვართ,გამიტაცე, მერე სადმე გადამხიზნე მთაში, სიყვარული სულ თავიდან ამიხსენი არ გამიშვა,არ გამიშვა სახლში... დიკა სალაყაია 1 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2018 Report Share Posted August 23, 2018 ორივე გინდა? - არასოდეს დამეკარგო, თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... გინდა? - ორივენი ავიბარგოთ - თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?. ასე შორი არი ღმერთი რახან, გზები ვიახლოვოთ შორივე, სხვებმა წერტილებად დაგვინახონ ოღონდ მარტო არა... ორივე.... გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, მარტში აპრილს სითბო გამოართვი და შენს მაისებად მიხატე... უფალს მიწა რისთვის შეუქმნია იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე... ხელი აღარავის დავუქნიოთ, აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ.... ვიდრე ატომებად დავიშლებით. გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს შენი ოთახი და ბალიშები ჩემი ღიმილებით მოგირთო? ჰოდა, არასოდეს დამეკარგო, სითბო ვატრიალოთ მორევად... ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ, მარტო აღარ ვიყოთ... ორივე. (ნიკა ჩერქეზიშვილი) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 4, 2018 Report Share Posted September 4, 2018 Quote თივის და გოგოს ბალადაყველაფერში დამნაშავე იყო თივა…(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,ზაფხული და შენი მოკლე კაბა.ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,ვარსკვლავები უპირველეს ღამის…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,უცნაურად მოცახცახე წამი…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,წავიდა და არაფერი უთქვამს… რენე კალანდია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 15, 2018 Report Share Posted December 15, 2018 Quote თივის და გოგოს ბალადაყველაფერში დამნაშავე იყო თივა…(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,ზაფხული და შენი მოკლე კაბა.ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,ვარსკვლავები უპირველეს ღამის…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,უცნაურად მოცახცახე წამი…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,წავიდა და არაფერი უთქვამს… რენე კალანდია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 15, 2018 Report Share Posted December 15, 2018 კუკუდამალობანაისე თოვდა, სულს ითხოვდა, საზენაოდ გახედნილს,ბებერ ცაცხვთან დამახუჭე, დასამალად წახვედი...დღეს, ბავშვობაამღერებულს ფიფქმა პირი მომბანა,დღესაც, ისე მენატრება კუკუდამალობანა.დიდხანს თოვდა, გადაგკარგეს ცერმტკაველა ფიფქებმა, ბედი, ჩუმად, სადღაც, ზემოთ, ცის დოლაბში იფქვება... უკვალავში დაგეძებდი, კვალიც ვერსად ვერ ვნახე, დამემალე და სიბერეს ხელში შემოველახე. კი არ მძინავს, ვიხუჭები და ძველ სიზმრებს მივკვალავ, ვეღარც გიცნობ, დიდხანს თოვდა და ბავშვობამ იქალა... ძლივსღა ვკონკავ დამზრალ სიტყვებს, ფიფქებივით სალექსოს, ცაცხვსაც დაღლა შეტყობია, ქართან ვეღარ ალერსობს... საზენაო სული დამაქვს, ხორცს დავათრევ სამიწეს, ისევ თოვს და ვინ რა იცის, რა და როდის რა მიწევს... დილით, სული ამიმღერდა, ქარმა დვრინით მომბანა... ღმერთო, როგორ მომენატრა კუკუდამალობანა... /საშა გველესიანი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 12, 2019 Report Share Posted March 12, 2019 სიყვარულს იქ რა უნდა, სადაც სიავკაცეა. სიყვარულს იქ რა უნდა, თუ არ სუფევს სუფევა. სიყვარული ისაა, ერთი ხარის გამწევმა, ცხრა უღლისა გასწიოს. არაკაცს რომ დაჰმართო? - კაცად უნდა აქციოს! მეძავს რომ შეეყაროს, მთლად ხელიდან წასულსაც, უნდა მოაქციოს და კახპა გააქალწულოს! სიყვარული იტყვიან - უყვარდაო ბატონო, ასე განუკითხავად, ასე ხელწამოკრულად? სიყვარულის ხსენება, უნდა იყოს ვედრება, იგი იმსიმაღლეა, ყველა რომ ვერ შეწვდება. ან შეწვდენას არ ნიშნავს, ხელის წაპოტინება... შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე, როგორც არავინ არასდროს. შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა ტანჯვა უნდა იყოს, კირთება. ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით, ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი ოქროს ასოებით. ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება დღე უნდა ბნელოდეს ნათელი, უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი და უსასრულო ღამის გამთევი. უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო. ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის, უნდა იძახო და იძახო. ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული, შენ არ შეელიო და იძრახო, ყველაფერი რომ წაგართვან - წაირთვი, ჩემი ხატი უნდა შეინახო. მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა, უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო. ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო, ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ. ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს, ათასი გიხმონ და გიძახონ. უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი ცრემლი ვერ ნახონ. შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი, უმზეო ყვავილი, უსახო. ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს ცის გახსნა, ღვთის წყალობა. შენთვის ჩემი ჩურჩული უნდა იყოს სირინოზების გალობა, უჩემოდ ვერავინ შეძლოს შენი შველა და წამლობა. უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მიზნად არაფერი დაისახო. შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო და ჩემთან ერთად დაიმარხო. არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს მეტი წყურვილით და წადილით, ვერავინ შეძლოს გადაბირება ვერარა ვედრება-ქადილით. უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ, თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ. /ოტია იოსელიანი ) -სიყვარული 1 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 29, 2019 Report Share Posted March 29, 2019 დღეს მოიწყინეს ატმის რტოებმა... მე მიყვარს შენშიგანმარტოება, მიყვარს, სიგიჟე შენში... თვალებდახუჭულს შენით განცხრომა, შენით, სურნელი მდედრის... ყველაფრისაგან თავის დაღწევა, მიყვარს , სიცოცხლე შენში ... თეთრი ღილების, ლამის აწყვეტა, აშვება შენი მკერდის... ყმუილი მგლის და საკუთარი ხმა, ასვლა ზეცით და ზევით... შენი თითების კვალად დამჩნევა, და არასოდეს ძებნა ნაპირის, დაკარგვა მიყვარს შენში... დღეს მოიწყინეს ატმის რტოებმა, მე მიყვარს შენში განმარტოება, დამალვა მიყვარს შენში... პაატა მძინარიშვილი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 29, 2019 Report Share Posted March 29, 2019 "შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული...ვაჟი - სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი, - მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - ის როცა ფიქრობს, - შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი. ღიმილი შენი არ გეგონოს მარტო შენი. ცრემლსაც ნუ ჩასთვლი ნურასოდეს შენ მარტო შენად. ღმერთმა ნუ ჰქნას და... შენ რომ იყო გადასარჩენი, - თავს არ დაზოგავს ის ვაჟი შენს გადასარჩენად. შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული... ვაჟი - სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი, - მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - შენი ერთგული კაცია იგი!" მუხრანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 12, 2019 Report Share Posted May 12, 2019 რამდენი რამ დაწერილა წვიმაზე,მე ახალი რაღა უნდა დავწერო?მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე,რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო (ნიკო) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 14, 2019 Report Share Posted May 14, 2019 "ბებიაჩემი ერთნაირად იოლად კრეფდაველურ თეთრ ვარდებსდა ვარსკვლავებს ღამის ეკლებში,მაგრამ ერთხელ,გაეკაწრა ხელი სიკვდილზე და იმის მერემე დამიტოვა თავისი ძველი ბიჟუტერია: გამხმარი იის კონა წიგნში და საკუთარი ხელით ნაქსოვი თეთრი საყელო." მარიამ წიკლაური ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.