Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts


უცხო ბაღით გადარგული,

საოცნებოდ მოქარგული,

მიძღვენ ვარდის თაიგული,

ოდეს მქონდა მე შინ ია.

 

რად, რად მაწვდი შვების ალებს?..

ვაჰმე! ია თრთის, კანკალებს,

უნუგეშოდ ხუჭავს თვალებს...

მეშინია... მეშინია!..

/იოსებ გრიშაშვილი /

Link to post
Share on other sites
  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

წინანდალელი ნათელა

ულამაზესი ქალია. 

ო, ჩემო ციცინათელა, 

ჩემო ციხე და გალია.


მთელი საღამო შევჯერდი: 

რა არის ქალის სინაზე, 

მაგრამ უეცრად შევჩერდი 

მშვენიერ თინათინაზე.


ბრწყინავდა საარაკო ცა, - 

მთვარე დაბრუნდა ბინაზე,

როს შუქმა ღრუბელს აკოცა 

ყველა ქალების ჯინაზე.

გალაკტიონ ტაბიძე

 

Link to post
Share on other sites

 ახლა აპრილის ჩუმი ღამეა

 გულთამხილავი...

 ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,

 როგორ ბრწყინავენ...

 ისინი თვის მადლს ცას და მიწას

 უხვად სწირავენ...

 ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...

 ისე ბრწყინავენ...

 ახლა აპრილის ჩუმი ღამეა

 გულთამხილავი...

 ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,

 როგორ ბრწყინავენ...

/ანა კალანდაძე /

Link to post
Share on other sites

მე ახლა მივხვდი

საიდან მოდის

წვიმა, რომელსაც სიმღერა ჰქვია.


მე ახლა ვიცი,

რატომ და როდის,

როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას.


მე ახლა ვატყობ,

რად დამჭრეს ფრთები,

რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს.


მე ახლა... მაგრამ

მე უკვე ვთვრები

და გული ჩემი შენს ფერხთით გდია.

მორის ფოცხიშვილი

 

 

 

Link to post
Share on other sites

"შუაღამე დნება როცა,

ვიღაც სტრიქონს წერს…

ვიღაც ფრენს და ვიღაც ცოცავს,

ზოგიერთიც თვლემს…


მე კი ისევ ვთვრები, ვთვრები,

ვრითმავ, ვცოცავ, ვფრენ…

მე გავბედე ყველაფერი.

ნუ გაბედავთ თქვენ."

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...


უცხო ბაღით გადარგული,

საოცნებოდ მოქარგული,

მიძღვენ ვარდის თაიგული,

ოდეს მქონდა მე შინ ია.

 

რად, რად მაწვდი შვების ალებს?..

ვაჰმე! ია თრთის, კანკალებს,

უნუგეშოდ ხუჭავს თვალებს...

მეშინია... მეშინია!..

/იოსებ გრიშაშვილი /

Link to post
Share on other sites

"ბებიაჩემი მოკვდა სწორედ ოთხმოცი წლისა
და მთელი ეს დრო მოანდომა წვრილმან საქმეებს;
დასდევდა მუდამ ჩალის ჯოხით ქათმის წიწილსა
და ყოველ შაბათს ნაკვერცხალზე ჰყრიდა საკმეველს.
უვლიდა ბოსტანს და ეზოში რგავდა ხეხილებს,
ეჯავრებოდა მწვანე შტოზე ფითრი და ხავსი
ახალუხისთვის საუცხოოდ სკვნიდა გრეხილებს,
ამბობდა ზღაპრებს მაღალ კოშკის მზეთუნახავზე.
ერიდებოდა მეზობლის ქალს, ანჩხლს და კაპასსა,
თავის ეზო-კარს იშვიათად მოშორდებოდა;
კაკლის ზანდუკში ინახავდა ფარჩის კაბასა,
რომ თეთრ კუბოში ჯვარისწერა მოჰგონებოდა...
ერთხელ გაჰყიდა ასი კვერცხი ცამეტ შაურად
და ექვსი წყვილი სეფისკვერი მღვდელს ჩააბარა.
დაბრუნდა სახლში, წიწილებთან გაიხმაურა,
დაწვა და ტკბილად დაიძინა... და არ ამდგარა.
ალბათ, ყოველთვის სანატრელად მემახსოვრება
მიწის ის კუთხე, სად ბავშვობა ჩემი დავყავი,
სადაც ჰყვაოდა უდარდელი ჩემი ცხოვრება,
შემდგომთა დროთა სიბრძნის ჟანგით დაუჟანგავი...
და ვფიქრობ ახლა, არ დავეძებ დიდრონ საქმეებს,
იქნება ჯობდეს, ჩამოვწიო ქუდი ყურებზე!
ხანდახან ჩუმად ნაკვერცხალზე დავყრი საკმეველს,
რომ ვიოცნებო ზღაპრულ კოშკის საფეხურებზე.
რა საჭიროა გადავაკვდე ურჩ მოკამათეს,
მჭამოს ათასმა თეორიამ და დებულებამ, 
როცა მზე ჩემთვის მხოლოდ ერთი წუთით ანათებს
და სხვა სიცოცხლე მიწის გარეთ არ მეგულება!
რად ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ,
ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია?
ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ,
და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!.."
...
ალექსანდრე აბაშელი

Link to post
Share on other sites

"წუხელის უცხო წაწალი -
ცისკარი მკლავზე მეწვინა,
არ ვიცი,
მეცხრე ცას ვიყავ,
არ ვიცი,
ედემს მეძინა.

შავად მოექცეს საწუთრო,
მთვარეს ვინც გააგებინა,
ჩამოაბნელა ირგვლივი,
პირზეც ღრუბელი ეფინა.

ცისკრის და ჩემი ნაწილი
გრიგალ-ქარს გააწეწინა,
თითქო არცროდის მოვწონდი,
რავი, რაღაზე ეწყინა."

Link to post
Share on other sites

მოვდივარ, გზაში
სიყვარული წამომეწია,
დილის ნისლებში
ისველებდა ბუმბულს
მზეწვია,
მოივარაყა ახალგაზრდა
ცვარით ბეწვია,
მერე მოვიდა 
სალაღობოდ 
ბუდეს მეწვია...

ამ ყველაფერში
უცნაური დილის "პეწია,"
ხელისგულებში 
დავატყვევო 
მინდა მეც, ია,
მეც მის მზეს ვეტრფი
ვნებებიდან
ღაწვი შემწვია,
არ შევეპუე,
არც მას სახე
არ გაეწია...

უსიყვარულოდ
ყველა გული 
ცრუ და ბერწია,
მეც მუდამ მსურდა
გულში თბილი 
გრძნობა მერწია,
ან თინათინი 
ვყიფილიყავ,
ანდა მერცია,
მზის ასულისთვის
მეც აკვანი 
რომ დამერწია....

იქნება, სანამ მე ვეძებდი,
მანაც მეძია,
ავცდით ერთმანეთს,
ხანდახან ხომ
თვალი ბეცია,
ავმხდარიყავი
მსურდა ხელით
ცა მომეწია,
როდესავ გზაზე
სიყვარული 
წამომეწია!!!

ქეთი მინაძე
14.06.2018.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოდი,თითქოს ბავშვები ვართ,გამიტაცე,
მერე სადმე გადამხიზნე მთაში,
სიყვარული სულ თავიდან ამიხსენი
არ გამიშვა,არ გამიშვა სახლში...
ყვავილები დამიწანი გვირგვინებად,
სამკაულად კესანები მართვი,
საღამოჟამს ბუხარს ცეცხლი შეუკეთე,
ცხელი ჩაი მოვიმზადოთ მაყვლით.
მერე დილით განთიადზე გამაღვიძე,
ნაწვიმარზე მასეირნე ბაღში,
ხელისგულზე შენი ხელი დამაფარე
ისე ვითომ შემეშინდა რამის....
მოდი,თითქოს ბავშვები ვართ,გამიტაცე,
მერე სადმე გადამხიზნე მთაში,
სიყვარული სულ თავიდან ამიხსენი
არ გამიშვა,არ გამიშვა სახლში...
დიკა სალაყაია

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ორივე

 
 გინდა? - არასოდეს დამეკარგო, 
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... 
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ - 
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?.   
ასე შორი არი ღმერთი რახან, 
გზები ვიახლოვოთ შორივე, 
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ 
ოღონდ მარტო არა... ორივე....   
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი 
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, 
მარტში აპრილს სითბო გამოართვი 
და შენს მაისებად მიხატე...   
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია 
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე... 
ხელი აღარავის დავუქნიოთ, 
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ....   
ვიდრე ატომებად დავიშლებით. 
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს 
შენი ოთახი და ბალიშები 
ჩემი ღიმილებით მოგირთო?   
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო, 
სითბო ვატრიალოთ მორევად... 
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ, 
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე. 

                             (ნიკა ჩერქეზიშვილი) 
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
Quote

 

თივის და გოგოს ბალადა

ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ზაფხული და შენი მოკლე კაბა.
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ვარსკვლავები უპირველეს ღამის…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
უცნაურად მოცახცახე წამი…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
წავიდა და არაფერი უთქვამს…

რენე კალანდია

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
Quote

 

თივის და გოგოს ბალადა

ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ზაფხული და შენი მოკლე კაბა.
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ვარსკვლავები უპირველეს ღამის…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
უცნაურად მოცახცახე წამი…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
წავიდა და არაფერი უთქვამს…

რენე კალანდია

Link to post
Share on other sites

კუკუდამალობანა
ისე თოვდა, სულს ითხოვდა, საზენაოდ გახედნილს,
ბებერ ცაცხვთან დამახუჭე, დასამალად წახვედი...
დღეს, ბავშვობაამღერებულს ფიფქმა პირი მომბანა,
დღესაც, ისე მენატრება კუკუდამალობანა.
დიდხანს თოვდა, გადაგკარგეს ცერმტკაველა ფიფქებმა,
ბედი, ჩუმად, სადღაც, ზემოთ, ცის დოლაბში იფქვება...
უკვალავში დაგეძებდი, კვალიც ვერსად ვერ ვნახე,
დამემალე და სიბერეს ხელში შემოველახე.
კი არ მძინავს, ვიხუჭები და ძველ სიზმრებს მივკვალავ,
ვეღარც გიცნობ, დიდხანს თოვდა და ბავშვობამ იქალა...
ძლივსღა ვკონკავ დამზრალ სიტყვებს, ფიფქებივით სალექსოს,
ცაცხვსაც დაღლა შეტყობია, ქართან ვეღარ ალერსობს...
საზენაო სული დამაქვს, ხორცს დავათრევ სამიწეს,
ისევ თოვს და ვინ რა იცის, რა და როდის რა მიწევს...
დილით, სული ამიმღერდა, ქარმა დვრინით მომბანა...
ღმერთო, როგორ მომენატრა კუკუდამალობანა...
/საშა გველესიანი/

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

სიყვარულს იქ რა უნდა,

სადაც სიავკაცეა.

სიყვარულს იქ რა უნდა,

თუ არ სუფევს სუფევა.


სიყვარული ისაა,

ერთი ხარის გამწევმა,

ცხრა უღლისა გასწიოს.

არაკაცს რომ დაჰმართო? -

კაცად უნდა აქციოს!


მეძავს რომ შეეყაროს,

მთლად ხელიდან წასულსაც,

უნდა მოაქციოს და

კახპა გააქალწულოს!


სიყვარული იტყვიან -

უყვარდაო ბატონო,

ასე განუკითხავად,

ასე ხელწამოკრულად?


სიყვარულის ხსენება,

უნდა იყოს ვედრება,

იგი იმსიმაღლეა,

ყველა რომ ვერ შეწვდება.

ან შეწვდენას არ ნიშნავს,

ხელის წაპოტინება...


შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,

როგორც არავინ არასდროს.

შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა

ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.

ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,

ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი

ოქროს ასოებით.


ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება

დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,

უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი

და უსასრულო ღამის გამთევი.


უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა

და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.

ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის,

უნდა იძახო და იძახო.


ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,

შენ არ შეელიო და იძრახო,

ყველაფერი რომ წაგართვან - წაირთვი,

ჩემი ხატი უნდა შეინახო.


მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,

უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.

ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,

ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.


ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,

ათასი გიხმონ და გიძახონ.

უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი

ცრემლი ვერ ნახონ.

შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,

უმზეო ყვავილი, უსახო.


ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს

ცის გახსნა, ღვთის წყალობა.

შენთვის ჩემი ჩურჩული

უნდა იყოს სირინოზების გალობა,

უჩემოდ ვერავინ შეძლოს

შენი შველა და წამლობა.


უჩემოდ არაფერზე იოცნებო

და მიზნად არაფერი დაისახო.

შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო

და ჩემთან ერთად დაიმარხო.


არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს

მეტი წყურვილით და წადილით,

ვერავინ შეძლოს გადაბირება

ვერარა ვედრება-ქადილით.


უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და

ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ,

თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის

და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ.

/ოტია იოსელიანი ) -სიყვარული

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დღეს მოიწყინეს
ატმის რტოებმა...
მე მიყვარს შენში
განმარტოება,
მიყვარს, 
სიგიჟე შენში...
თვალებდახუჭულს
შენით განცხრომა,
შენით,
სურნელი მდედრის...
ყველაფრისაგან 
თავის დაღწევა,
მიყვარს ,
სიცოცხლე შენში ...
თეთრი ღილების,
ლამის აწყვეტა,
აშვება 
შენი მკერდის...
ყმუილი მგლის და
საკუთარი ხმა,
ასვლა ზეცით და 
ზევით...
შენი თითების
კვალად დამჩნევა,
და არასოდეს
ძებნა ნაპირის,
დაკარგვა მიყვარს
შენში...
დღეს მოიწყინეს
ატმის რტოებმა,
მე მიყვარს შენში
განმარტოება,
დამალვა მიყვარს
შენში...

პაატა მძინარიშვილი.

Link to post
Share on other sites

"შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - 
ყოველდღე თითქმის; 
ხან მოწყენილი, 
ხან მხიარული...
ვაჟი - 
სიმაღლით 
შენზე ერთი მტკაველით დიდი, - 
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - 
ის როცა ფიქრობს, - 
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი. 
ღიმილი შენი 
არ გეგონოს მარტო შენი. 
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი 
ნურასოდეს 
შენ მარტო შენად. 
ღმერთმა ნუ ჰქნას და... 
შენ რომ იყო გადასარჩენი, - 
თავს არ დაზოგავს 
ის ვაჟი შენს გადასარჩენად. 
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - 
ყოველდღე თითქმის; 
ხან მოწყენილი, 
ხან მხიარული...
ვაჟი - 
სიმაღლით 
შენზე ერთი მტკაველით დიდი, - 
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - 
შენი ერთგული კაცია იგი!"
მუხრანი

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რამდენი რამ დაწერილა წვიმაზე,
მე ახალი რაღა უნდა დავწერო?
მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე,
რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო 
(ნიკო)

Link to post
Share on other sites

"ბებიაჩემი ერთნაირად იოლად კრეფდა
ველურ თეთრ ვარდებს
და ვარსკვლავებს ღამის ეკლებში,
მაგრამ ერთხელ,
გაეკაწრა ხელი სიკვდილზე და იმის მერე
მე დამიტოვა თავისი ძველი ბიჟუტერია:
გამხმარი იის კონა წიგნში და
საკუთარი ხელით ნაქსოვი
თეთრი საყელო."

მარიამ წიკლაური

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...