Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,

ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,

ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

 

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს

და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,

ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს

და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

 

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,

ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,

ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,

სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

 

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას

და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,

ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,

არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

 

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,

უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,

ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,

არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

 

ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,

უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,

ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,

სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.

Link to post
Share on other sites

ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო.. ასკინკილათი ნარბენი სიხარულები გავხედნოთ, ოცნების ეტლში შევაბათ უდარდელობის რაშები, ისე ხმამაღლა ვიცინოთ, შვილებმა მკითხონ: რას შვები? ჩამო! ფოთლებში ვიპოვოთ თაფლივით ტკბილი თუთები და სადარბაზოს კუთხეში კოცნით გავცვითოთ ტუჩები. ჩამო! უგონოდ მთვრალებმა ლექსები ვუთხრათ სახურავს, მერე ერთმანეთს ვუამბოთ ცა ქუდად როგორ გვახურავს. ჩამო! ჩინური კეტები გრაციოზულად ვატაროთ, მუჭში გაცრილი კანაფი სხვენზე წრედ შემოვატაროთ. ჩამო! მინდა რომ ვიღაცამ ისევ ჩამთვალოს სულელად. ჩამო! ერთმანეთს ვახალოთ გრძნობითგამსკდარი გულები. ჩამო! დილამდე ვიცეკვოთ ჩამო! მოვიქცეთ ჯაზურად. ჩამო! შენ მინდა შეგჩივლო ეს, რამდენი დრო გასულა. ჩამო! წარსულის შუკებში იქნებ მივაგნოთ მეგობრებს.. მ ა გ რ ა მ, შენ თურმე წ ა ს უ ლ ხ ა რ, მე რომ ... ეზოში მეგონე.

Link to post
Share on other sites

ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,

ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,

ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

 

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს

და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,

ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს

და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

 

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,

ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,

ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,

სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

 

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას

და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,

ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,

არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

 

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,

უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,

ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,

არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

 

ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,

უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,

ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,

სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.

ქართველი კაცის ათი მცნებაა... :hi3:

Link to post
Share on other sites

წითელთავშალმოხვეული

დგას ეზოში ბროწეული,

გაპობია ლალის ბაგე,

უჩანს კბილი მოწეულის.

ნუ მიცინი ბროწეულო,

მაცდური ხარ, როგორც ქალი,

გუშინ გემო გაგისინჯე, მაჭუტინე ცალი თვალი.

ნუ კეკლუცობ, ჩემო კარგო,

გაისწორე თავსაფარი,

თორემ დაბლა ჩამოგაგდებს

შემოდგომის ცივი ქარი!

 

post-30-0-38753900-1382248135_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სიხარულმა ჩაიარა,

ჩაიარა წყენამაც.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

ერთი ჰო და ასი არა

ვით გამოთქვას ენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

სიხარულის ცრემლი კმარა,

თვალები დამენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

შენ მეყოფი ლხინად, დარად,

ქარმა გითხრას ზენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

მე შენი ვარ აწ და მარად,

მომკლას შენმა ხვევნამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა..

 

დალილა ბედიანიძე

Link to post
Share on other sites

რავარუნაა და კარქუნა...

 

როცა ვმეტყველებ ქართულად,

სიტყვას მოძებნა არც უნდა...

ერთს მაინც გეტყვი კაცურად,-

ცოტას მოვუქცევ რაჭულად...

- რო გამოგიცხვე პურუკა,

ხო არ მიწუნებ საფუარს?..

ჩუმად თქმა არ ღირს, ზურგს უკან,-

რავარუნაა და კარქუნა...

ღვინით აგივსე პირამდე

დოქუნაცა და ჩაფუნაც...

ხოდა, თუ გინდა სიმართლე,-

რავარუნაა და კარქუნა...

რო მოგიხარშე სამყოფად,

ხო არ მიწუნებ კანჭუკას?...

თუკი შეირგებ ამ ყოფას,-

რავარუნაა და კარქუნა...

ცეცხლი აგინთე ბუხარში,

სულ ნეკერჩხალი, ტკაცუნა...

გულით რო გიშლი პურ-მარილს,-

რავარუნაა და კარქუნა...

როცა ვმეტყველებ ქართულად,

სიტყვას მოძებნა არც უნდა...

ერთს მაინც გეტყვი კაცურად,-

ცოტას მოვუქცევ რაჭულად...

 

ბადრი სულაძე

Link to post
Share on other sites

ჭიორის ჭალას

ფაზისი ჩქეფს,

ჭიორის მთვარე

მოარღვევს ტატნობს ;

სძინავს ჭიორას

და სძინავს ღებს

და მხოლოდ ყურშას

არ სძინავს ამ დროს -

მთელ ღამეს ჰყეფს,

ყურშას წესია,

აამოს პატრონს...

პოეტი უღრენს

სამშობლოს მთებს -

პოეტი ათას

გარეწარს აფრთხობს.

 

 

მურმან ლებანიძე

Link to post
Share on other sites

რავარუნაა და კარქუნა...

 

როცა ვმეტყველებ ქართულად,

სიტყვას მოძებნა არც უნდა...

ერთს მაინც გეტყვი კაცურად,-

ცოტას მოვუქცევ რაჭულად...

- რო გამოგიცხვე პურუკა,

ხო არ მიწუნებ საფუარს?..

ჩუმად თქმა არ ღირს, ზურგს უკან,-

რავარუნაა და კარქუნა...

ღვინით აგივსე პირამდე

დოქუნაცა და ჩაფუნაც...

ხოდა, თუ გინდა სიმართლე,-

რავარუნაა და კარქუნა...

რო მოგიხარშე სამყოფად,

ხო არ მიწუნებ კანჭუკას?...

თუკი შეირგებ ამ ყოფას,-

რავარუნაა და კარქუნა...

ცეცხლი აგინთე ბუხარში,

სულ ნეკერჩხალი, ტკაცუნა...

გულით რო გიშლი პურ-მარილს,-

რავარუნაა და კარქუნა...

როცა ვმეტყველებ ქართულად,

სიტყვას მოძებნა არც უნდა...

ერთს მაინც გეტყვი კაცურად,-

ცოტას მოვუქცევ რაჭულად...

 

ბადრი სულაძე

:yes: :yes: :*

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ღრუბლებო, ჰაი ღრუბლებო

 

ქარვად შეხუნდა ბუნება,

ნუ იუცხოვებ, ნიავო, განა რა გაემტყუნება, ზამთარი მოსდგომიაო.

თვალს ისე ესალბუნება იმისი ოქროფერები, ლექსები მომაგუნება მისაფერ-მისამღერები.

წამით იყუჩე ქალაქო, დანატრული ვარ ამისა, წკრიალი მინდა გავიგო წკირს შეყინული ნამისა.

ქუჩისპირ ბალახ-ბულახი, რუხი ქალაქის გერები, პირტუქსით მონაკარჩხალი მცივანა ფოთოლ-ღერები, ხვაშიადს აღარ ამხელენ რთვილის მარმარა ლოგინში, განაბულ-მოცახცახენი ხუშხუშა თოვლის ლოდინში.

ცას რო ციაგი უქრება, მალიმალ რო იქუფრება, ღრუბლებო, თქვე საჩხუბრებო, ვინ მოგცათ ამის უფლება.

მე ამ მონიო თავალას უმეგზუროდაც გავიგნებ, იქნებ წავიგდო სავალი, ვიდრე დაბრილავს, ან იქნებ დარები ტირისდენისა ზეცის საჩუქრად ჩავთვალო, ყინვასთან ერთად მინებზე მოვქარგო ზღაპრის სამყარო, ქარშეთმაც შემოაგელვოს ღრუბლის მანჯიკი სამთვარო…

შენც ასე მშვიდად ჩაგევლოს ჩემი ცხოვრების ზამთარო

Link to post
Share on other sites

ბუხარი რის ბუხარია, ცეცხლი თუ არ უხარია, ხმელი შეშა თუკი ნახა, მაშინ უფრო უხურს ხახა, ნეკერჩხალის ნაკვერჩხალი ქოცოს მათუხთუხარია, კეცი უკვე მხურალია და კარდალაც მდუღარია.

აგერ ხელი წეიბანეთ, პირსახოციც უხმარია, სანთლის ოტკა გაგვისინჯეთ, უჰ, რა ჩასახუხარია, ხაჭაპური მიატანეთ, ახალგანახუხარია, სტუმარმა თუ მეიწყინა, მაინძელიც მწუხარია.

ე ქალებო, პრასის წნილი, გეინძერით პაწა აწი, ბაძგარია, ჭურს მოხადე, ნუ დამიხჩვე აი კაცი, შალიკოსთან რო სტუმრობენ ქალაქელი გოგონები, დაგვეწვიონ, წამეიღონ თავ-თავისი ბოკონები, შალიკოსაც დამიძახეთ, დამდურება იცის მაგან, აქანა თუ ვერ ვეტევით, გადევიდოთ სადმე სხვაგან.

სამზადისი ფაცი-ფუცი, ყველა საცხა მიდი-მოდის, ვინცხა პუტავს ვარიკას და უბლაყუნებს ვინცხა როდინს, ვინცხა ფხალზე აკიპკიპებს, უტყაპუნებს ჭადებს ვინცხა, ვინცხამ კიდო თორნის პური ბუხრისპირზე მიაფიცხა…

ქეიფია კაკოლისთან, აიწევა მალე ჭერი,

კაცი თუა ქვეყნად ნეტავ ახლა მასზე ბედნიერი…

Link to post
Share on other sites

ალისასა-მალისასა,

ქალსა პირიმთვარისასა,

შუქსა ორთავ თვალისასა

ლექსი მინდა გიმღერო,

გული შენი ნახვის დღესა

აღარ დგება საგულესა,

დახატულო სამოთხესა

თეთრო ალუბლის ღერო.

მოვლენილო ჟრუანტელად,

სალექსოდ და სამღერელად,

საკაცეთის შესაშლელად

როდესაც მოირთვები,

ჩამოივლი ჩემი შუკით,

მოციაგე უცხო შუქით

და ქუსლების პაკაპუკით

იბადება რიტმები.

ზენაქარმა რამოდენა

ღრუბლის ჯარი გამოდენა,

ნავერღვენამ იწყო დენა

და ფოთლების დაირებს

დაახვავებს მალე გრიას,

აუყენებს რია-რიას

და სევდიან მელოდიას

გადამისხვანაირებს.

დატრიალდა თითქოს ზეცა,

ქარის შურით ელდა მეცა,

როს თამამად აგიწეწა

ასე ლამაზი თმები,

წელთა თოშით გალიპულში

აბრიალდა ალი გულში

და ტოტების შარიშურში

ჩაიქარგა რითმები.

მონატრება მოდის წლების,

როს ზვირთებზე ოცნებების

მიმაფრენდა შთაგონების

მოტკარცალე აფრები.

იმ დროს, სიზმარს რომ მოჰგავდა,

ბურავს დავიწყების ფარდა

და ამ მოგონების გარდა

დამრჩა აღარაფერი.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეჰეი! ზეცავ!

მოიხადე ქუდი.

მოვდივარ!

 

სიჩუმე სრული.

 

სძინავს სამყაროს და თათზე უდევს –

ვარსკვლავებით მოტკიპული ვეება ყური.

 

/ ვლადიმერ მაიაკოვსკი /

Link to post
Share on other sites

სიხარულმა ჩაიარა,

ჩაიარა წყენამაც.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

ერთი ჰო და ასი არა

ვით გამოთქვას ენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

სიხარულის ცრემლი კმარა,

თვალები დამენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

შენ მეყოფი ლხინად, დარად,

ქარმა გითხრას ზენამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა.

მე შენი ვარ აწ და მარად,

მომკლას შენმა ხვევნამა.

უკვდავებას მაზიარა

შენმა გამოჩენამა..

 

 

დალილა ბედიანიძე

 

 

 

c7910abc6c0de7072cdddb1a8f0989bc.gif

Link to post
Share on other sites

ჯაჭვის ხიდი

 

ოთარ ჭელიძე

 

 

ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

 

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

 

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

 

ბალღობიდან სიბერემდის.

 

 

 

მის ქვეშ ახლა მეტივეთა

 

მეტივური აღარ ისმის,

 

ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა

 

მეტივეთა საკადრისი

 

 

 

ამ ხიდიდან გავჩნდებოდი

 

ათი კაცის საფარავში,

 

რიონს ზურგზე ვახტებოდი,

 

როგორც ლურჯას ფაფარაშლილს,

 

 

 

წლები მდორედ არ წამსვლია

 

და ვერც ახლა გავხდი დინჯი;

 

წყალს ვტაცებდი აბაზიანს,

 

ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.

 

 

 

ვიღაც მიხმობს, გადახტიო,

 

_ წყალი როგორ გაკრთობს კაცო!

 

გადახტიო, ყაჩაღ რიონს

 

რომ ბალღობაც გამოსტაცო.

 

 

 

ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

 

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

 

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

 

ბალღობიდან სიბერემდის

Link to post
Share on other sites

ჯაჭვის ხიდი

 

ოთარ ჭელიძე

 

 

ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

 

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

 

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

 

ბალღობიდან სიბერემდის.

 

 

 

მის ქვეშ ახლა მეტივეთა

 

მეტივური აღარ ისმის,

 

ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა

 

მეტივეთა საკადრისი

 

 

 

ამ ხიდიდან გავჩნდებოდი

 

ათი კაცის საფარავში,

 

რიონს ზურგზე ვახტებოდი,

 

როგორც ლურჯას ფაფარაშლილს,

 

 

 

წლები მდორედ არ წამსვლია

 

და ვერც ახლა გავხდი დინჯი;

 

წყალს ვტაცებდი აბაზიანს,

 

ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.

 

 

 

ვიღაც მიხმობს, გადახტიო,

 

_ წყალი როგორ გაკრთობს კაცო!

 

გადახტიო, ყაჩაღ რიონს

 

რომ ბალღობაც გამოსტაცო.

 

 

 

ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

 

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

 

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

 

ბალღობიდან სიბერემდის

:*

Link to post
Share on other sites

“ქართული ზღაპარი” შოთა ნიშნიანიძე

 

იქ, რიონზე ბონდის ხიდი ქანაობდა…

გავდიოდი გაღმა, ხარეს

და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი.

თურმე ბეწვის ხიდი იყო,

მე მეგონა ბონდის ხიდი

 

ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა

და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,

მე მეგონა გლეხის ქალი,

თურმე ღვთისმშობელი იყო…

 

ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა

და მთესვარად ხნულს მისდევდა,

თურმე ქრისტე-ღმერთი იყო,

მე მეგონა გუთნის დედა.

 

იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი,

ხათრს არ მიტეხავდა ისიც..

თურმე ამირანი იყო,

ძმა ბადრის და უსუპისი.

 

ერთი გოგო მომეწონა – ი

რმის ჯოგს წველიდა მთაში,

თუ ქალღმერთი დალი იყო,

ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.

 

კოლხის ქალი მყავდა ძიძად

– ამორძალი ენამწარე,

ნიშა ხარის სიყვარულიც

იმ მხარეში შემასწავლეს.

 

დედაჩიტი ბარტყებისთვის

ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს.

ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი

და იმ მადლით გავიზარდე.

 

გზაზე ბერი გადამიდგა…

შემომცინა “ გიხაროდენ “.

- წადი, შვილო, და რაც ნახე,

ქართული ხმით იგალობე.

 

* * * * * *

- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,

ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,

ბონდის ხიდი მაპოვნინე,

ზღაპრის ხიდი… ოქროს ხიდი

Link to post
Share on other sites

საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატულიდა ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი...მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი, ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილიდა შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.ისევა ხარ... გიმზერს მტერი, ავად წამომართული.და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალიან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატულიან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი..

(გ.პეტრიაშვილი)

Link to post
Share on other sites

გურამ რჩეულიშვილი

 

 

მე მომერია დიდი სურვილი დავწერო

 

ჩემი ბიოგრაფია,

პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,

ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით

და თავმდაბალი,

საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _

და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:

არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,

არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,

არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და

ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,

არც დიდ ქუჩებში მიმუშავია

 

ფეხსაცმლის მწმენდავად,

წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ

და ლომიც კი არ მომიკლავს.

და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც

 

გაგიკვირდებათ,

რომ არ მყოლია მეგობარი

არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,

არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,

არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,

არც სომეხი, არც რუსი,

არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.

მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა

როგორც ერთობა კაცისა და ბუნების

ყველა კანონების,

მიყვარდა მეფე ოიდიპოს

თავისი ვნებით, თავისი ბედით,

დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები

და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.

მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,

მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით

და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?

მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით

და კაცი თავისი ნერვიული ხმით,

წინასწარმეტყველში მიყვარს

მისი კაცური ტანჯვა

და არა მისი წინასწარჭვრეტა.

კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,

ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.

მე ვიცი:

ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:

კაცის და მხეცის.

ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,

ერთიანი მსოფლიოს

 

პირველო პოეტო,

ჩემო სამშობლოვ, საქართველო,

მცხოვრებო ცხოვრებით

 

მთელი მსოფლიოსი.

დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,

ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,

გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,

მღერის შენზე, გრძნობებზე,

 

ომში ვაჟკაცობაზე,

 

სიყვარულზე, მეგობრობაზე,

 

ბრძოლაში მშვიდობაზე,

 

მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე

და შექსპირი

 

იყვნენ ღირსი ქართველობის.

ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,

რატომ ტოვებ ჩრდილში

რუსთაველს და საქართველოს,

 

რატომ? რატომ? რატომ?!

ხომ არ გეშინია შენი თავის?!

აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,

ყველაზე მეტი უსაქმური,

ყველაზე მეტი მშიშარა

აქ არ არის კონტრასტი!

აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,

აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,

უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,

აქ არიან უხმო მომღერლები.

დამალეთ, დამალეთ, დამალეთ

ეს ქვეყანა!

 

.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

შობა–ახალ წელს მოგილოცავთ ადექით ფეხზე, გამოხსენით კარები სახლის, გახსენით გულიც და შეკრული შუბლიც გახსენით, ისევ გვაქვს მადლი და წყალობა ახალის ნახვის, ადექით ფეხზე და პირველად ღმერთი ვახსენოთ. თიხის თასებში ჩაქმოასხით ვაზის ცრემლები, სამადლობელი გააყოლეთ წელიწადს ძველსო, დღეს მასპინძლებმა შემოჰხვიეთ მოსულს ხელები, ღიმილიანი შეეგებეთ, ამ ახალ წელსო. მომდგარა ზღურბლთან თმაჭაღარა თოვლის ბაბუა, სიკეთის ხურჯინს დაგვაბერტყავს ბარაქით სავსეს, თოვლიან სარკმელს მოასკდება ჩიტი ღაბუა, ოქროსნისკარტა და ჭიკჭიკა ლოცვით აგვავსებს. თოვლის ფიფქებო, ჩამოჰყარეთ ბარაქა –ხვავი, ლოცვად გიგზავნი საქართველოვ, რაც ლექსად ვერ ვთქვი, მეკვლე მოსულა ქართველებო გაუღეთ კარი, შობა–ახალ წელს მოგილოცავთ, გფარავდეთ ღმერთი.

 

ნანა მეფარიშვილი

Link to post
Share on other sites

ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა;ცხენზედამც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორა-მაფრაშითამცა;ტახტზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,მტერი სუ დაგიბრმავდების, ეშმაკი – ხმელით-ცითამცა,მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა;პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;სიცოცხლე - გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა,უხვადამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.

Link to post
Share on other sites

ევრო ტაში

 

რუსლან მიქაბერიძე

 

(2000 წელს გამოცემული კრებულიდან „ლალე“)

ეძღვნება ძველ და ახალ „მსოფლიო მოქალაქეებს“

 

ტაში, ბიჭო, ტაშიო

„შედი ევროპაშიო“;

ჯანი აღარ დაგეღლება

თესვაში და მკაშიო;

ჯაფა აღარ დაგადგება

ყანაში და ზვარშიო;

წლიდან წლამდე აღარ ივლი

ქარ-ყინვაში, ცხვარშიო;

არც სიმღერით გაწვალდები,

აღარც ლექსის თქმაშიო;

თითს დააჭერ ღილაკზე და

გაეხვევი „კვამლშიო“;

სხვისი ჰანგი ჩაგექცევა

დადონდლებულ ტანშიო;

„დიროლი“ და „სტიმოროლი“

აგლახავე ყბაშიო;

„ბიგმაკით“ და „ჰამბურგერით“

ამოივსე ფაშვიო;

ტაში ბიჭო, მიდი ბიჭო,

„შედი ევროპაშიო“;

ეგ ხელს სულაც არ შეგვიშლის

ერთმანეთის კვლაშიო;

საარჩევნო ყუთებისთვის

ტყუპი წიხლის კვრაშიო;

ტაში ბიჭო, ტაშიო

არ წახვიდე ჯარშიო;

იშლიგინოს დამპყრობელმა

ჩვენს მთაში და ბარშიო;

საშიშ საქმეს გაერიდე,

არც გაუშვა ბავშვიო;

ბალღობიდან დაიგეშოს

რჯულის გაყიდვაშიო;

ჩაუნერგე რომ არ არის

ის წინაპრის ვალშიო;

ეროვნული ნიშან-წყალი

გამობერტყოს კარშიო;

აღარც თავში, აღარც გულში,

„მარტო მოწმობაშიო“;

„უკომპლექსოდ“ გადაეშვას

გარყვნილების ზღვაშიო;

მაგრამ საფრთხეც დიდი არი

„სექს-თავისუფალშიო“;

(ინსტრუმენტი უნდა ედოს

მუდამ „ცელოფანშიო“);

ტაში ბიჭო, ტაშიო

„შედი ევროპაშიო“;

ცისკენ ნუღარ აიხედავ,

სულ იყურე ჯამშიო;

გაათენე, დააღამე

ჭამაში და სმაშიო;

ნამათხოვრის, ნაჩარჩევის,

ნაქურდალის თვლაშიო;

ტაში ბიჭო „ევრაზიის“

ბინძურ დერეფანშიო;

მიდი, „მაყუთი აკეთე“

მოძმის მოწამვლაშიო;

ალკო-ნარკო შხამ-ტვირთების

სახლში შეტანაშიო;

მიეხმარე ჩვენი მოდგმის

ცოცხლად დამარხვაშიო;

ტაში ლეშო, გახვეულო

„ევროპიულ“ ტყავშიო;

აზიურად გაწაფულო

ყოვლის კადრებაშიო;

შედი ახალ „ინსტიტუტში“

„ცივილურად“ მყრალშიო;

სუნამოთი გაჟღენთილი

ჯალათების კლანშიო;

მცირე ხალხთა ცრემლ და სისხლის

ფულად ქცევის შტაბშიო;

(იაფ მუშა საქონელად

მიგიღებენ „შტატშიო“);

ტაში ბიჭო, უბედურო.

დგახარ ეშმას კვალშიო;

მამა-პაპის ნააზრევი

გადაუშვი ლაფშიო;

(საკარგყმო და სავაჟკაცო

დაგჭირდება რაშიო);

შოთა, ვაჟა და ილია

გადაყარე წყალშიო;

(შემოსავალს არ იძლევა,

დაგამძიმებს გზაშიო);

მსოფლიო „სტანდარტებისკენ“

ხელს შეგიშლის სვლაშიო;

ტაში ბიჭო, უსამშობლო

შეძვერ „ევროპაშიო“;

მოკლე დროში შეისრუტე

რაც არი „მოდაშიო“;

დაოსტატდი თეძოების

მიგრეხ-მოგრეხაშიო;

კარტოფილის ფირფიტების

ვნებიანად ხვრაშიო;

„გოიმობა“ არ შეგემჩნეს

ბორდელში და ბარშიო;

გაერიე, გაილესე,

გაითქვიფე სხვაშიო;

მიაფურთხე, მიატოვე

რაც მოგდგამდა გვარშიო;

ნაომარი, ნაოფლარი,

ნახელავი ქვაშიო;

ტაში, ტაში დაკრულია

სასიკვდილო მარშიო;

„კავკასიის ინდიელო“

შეხტი „ევროპაშიო“;

და იცეკვე საფლავებზე

ჯიშის წარღვნის ქარშიო;

(ბევრი ერი ჩაიძირა

მაგნაირ კოშმარშიო);

ტაში, ბიჭო, დაუარე

სიმწრის ოფლის ღვრაშიო;

მიდი, მაგის დედაც რა ვთქვი,

ტაში, ბიჭო, ტაშიო!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...