paraskeva 30 Posted July 5, 2014 Report Share Posted July 5, 2014 სვანეთში მივდივარ, მთებში და... მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად... ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე. ფერდობზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. იმ ხევში მკივანა შურთხია. მომწყინდა ბილიკზე წანწალი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად... ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მივდივარ, გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი... სიმონ ჩიქოვანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 5, 2014 Report Share Posted July 5, 2014 ციცოს პასუხი მურმანს რატომ გგონია წყალს არ შავასმევ წყაროზე ჩასულ ჭაბუკს, წყალსაც დალევს და თუ ამოვარდა გაუმკლავდება ქარბუქს. დაგეხმარები თუკი გწადია, სურვილის მავკლავ მახრას, შეყვარებული კაცის სხეული რომ ვერასოდეს დახრას. ნუ გეშინია მურმან - ბატონო ცოლ - შვილს არ გაგყრი ძალით, ა, ეგ გულწრფელი სიტყვები გახლავს პატარა, ციცქნა ქალის. ტყუილად გგონავ წყალს არ შავასმევ წყაროზე ჩასულ ჭაბუკს, წყალსაც დალევს და თუკი დასჭირდა შაერკინება ქარბუქს. ოთარ რურუა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 არავინ მკითხა ამქვეყნად მოსვლა, არც წასვლას არვინ შემეკითხება. ვიღაცისათვის ტკივილად მოველ, ვიღაცისათვის ლამაზ ფიქრებად. მე არ ვყოფილვარ მუდამ მართალი, ისევე როგორც, სულ დამნაშავე. თუმცა ცხოვრება მქონდა ისეთი, მუდამ მეგონა ყოფნით ვაშავებ. არავინ მკითხა ამქვეყნად მოსვლა, არც წასვლას არვინ შემეკითხება. ერთხელაც ჩემი არყოფნის ყოფნა, დარჩება იღბლის ჩახითხითებად. ნანა აბესაძე 07.07.14. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 8, 2014 Report Share Posted July 8, 2014 აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები, გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე.. უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები, დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ. ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ.. მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები, სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ. არსობდეთ იმდენად უბრალო არსობით, რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ.. აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით, სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ. იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად, სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ.. მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად, რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ. იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები, სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს.. იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები, რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს. შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები.. თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე, გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით. გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ, ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში.. სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ, ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში. სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ, დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ.. ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ, რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ! /ბექა კოლხიტაშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 8, 2014 Report Share Posted July 8, 2014 Charles Bukowski Чарльз Буковски стихи и переводы перейти к стихотворению: THE GIRLS I have been looking at the same lampshade for 5 years and it has gathered a bachelor's dust and the girls who enter here are too busy to clean it but I don't mind I have been too busy to notice until now that the light shines badly through 5 years' worth. ДЕВУШКИ я смотрю на один и тот же абажур уже 5 лет. он собрал пыль холостяка и девушки, входившие сюда — слишком заняты, чтобы почистить его. но я не против: я был слишком занят, чтоб написать об этом раньше что лампочка светит паршиво все эти 5 лет. Перевод А. Караковского ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 8, 2014 Report Share Posted July 8, 2014 ლელა სამნიაშვილი გადათოვა უფალო, შენ ხარ ერთადერთი ჭირისუფალი ჩვენი. რასაც კი აჩენ - გიკვდება. ცდილობ ბალახით ყვრიმალები გადაუაფარო შენს მკვდრადშობილებს და თავიდან ცდილობ მიგნებას ჩვენთვის - ნანატრი უკვდავების. გვაჩენ, გვამრავლებ - ქვირითს, ვარსკვლავებს, ბღუჯად ჩაყრი სულებს გაყოფილს - სიცოცხლის ყუთში, ის ხმაურობს. მერე - სამარედ ამოგყურებს და ყოველ ჯერზე - რაღაც არ ყოფნის სრულქმნილებისთვის. ერთადერთი ჭირისუფალი შენ ხარ, უფალო. ჩვენ - კვდომაშიც მეტი ძალა გვაქვს. სიკვდილზეც ისე ვლაპარაკობთ, თითქოს ძმა იყოს, ძილი იყოს და გაყუჩება, თითქოს წამალიც კი იყოს ზოგჯერ. ვეგუებით. ასე ვაცილებთ ერთმანეთს, ასე ვემზადებით თვითონ - საძილედ. მივდევთ შენს ნებას, კვლავ ვმრავლდებით, კვლავ ვმეორდებით, კვლავ გვითრთის სახე, რომ ერთმანეთს მივუსამძიმროთ. მოგისამძიმრებ. ერთადერთი ჭირისუფალი შენ ხარ, უფალო. თავის ქალა - თავის დაზგებით - ფიქრებს რომ ჭრიან, ადუღებენ, დღეებს გეგმავენ, ცდილობენ მწყობრად დაალაგონ და გასაგებად - მოტივაცია და მიზნები, რადგან ვერავინ იპოვის ძაფის თავს და ბოლოს - ფიქრის ნაწყვეტებს ვერ წაიკითხავს, თუ თვალებზე არ ააფარე - ჭრიალებს, ანუ გაიჭედა, ანუ გაცვეთა დასრულდა, ანუ აღარ გეტყვის ჩემსას არაფერს. და მაინც - კიდევ მერამდენედ - საკუთარ ტკივილს ჩავაშტერდები - ალმასივით რომ აპირკეთებ ჩვენში - მჭრელი და კაშკაშაა. რაში გჭირდება ამდენი თვალი - მარგალიტი, ამდენი კირის გლუვი მარცვალი. თუ საბადოს მეპატრონე ხარ, თუ შენ არა ხარ ერთადერთი ჭირისუფალი, უფალო, მაშინ მგლოვიარე რიტუალები - ცივი და წმინდა - რატომ არის ასე გულწრფელი - კანის და გულის გასკდომამდე. შენი ეზოა - რომელსაც ათოვს დავიწყება, თავდავიწყება, ემბრიონები - სამი კვირის, ოცდაათი წლის, ოთხმოცდაათის - ყვავილები - თითო სეზონის. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 11, 2014 Report Share Posted July 11, 2014 დაიღალნენ თვალები, მართლა დაიღალნენ. მათ უწევდათ სხვა მოვალეობის შესრულებაც და არა მარტო ხედავდნენ დასანახავს, ოცნებობდნენ და უყვარდათ კიდეც. თვალები გრძნობდნენ სასურველისკენ; თვალები იკრავდნენ გულში _ ხელების ნაცვლად; და გაშმაგებით ჰკოცნიდნენ _ თვალები. მაშინ, როცა დანარჩენები არაფერს იქმოდნენ: ფეხები იდგნენ, ხელები გულზე იყვნენ დაკრეფილები, ბაგე კი დუმდა . . . დაიღალნენ თვალები, მართლა დაიღალნენ. ციტირება Link to post Share on other sites
ლიზიკო 0 Posted July 16, 2014 Report Share Posted July 16, 2014 მე შენ მიყვარხარ ამაში ეჭვი რად გეპარება შენს შეძახილზე განა შევძლებ დავაგვიანო? გიჟს რო მეძახი ერთხელ მაინც არ დაუფიქრდი? შენ გამაგიჯე შენვე უნდა დამაჭკვიანო... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 16, 2014 Report Share Posted July 16, 2014 ლიზიკო ვინ დაგიფსო ბიძია თვალები? ვისაა ამნაირ კაი ლექს რო უწერ? მონადირე დაქ აქანა დაბორიალობს? ხო და ასე გგონია ამ ლექს ნახავს და რამეს მიხვდება? შენი სახელი ლიზიკო კიარა მწყერი,ტყის ქათამი,კურდღელი ან კაი თოფის სახელი რომ დაგეწერა უფრო მიიქცევდი მის ყურადღებას ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 17, 2014 Report Share Posted July 17, 2014 რაია ავთო ბიძია,რო დაზაფრე აი ბაღანა,ჩვენ მონადირე-მეთევზეებმა არ ვიცით სიყვარული????!!!!რამდენი აქაური ახალგაზრდა მინახია პოინტერის სტოიკაზე დამდგარი,დურაჯივით გოგონას დანახვაზე!!!!რამდენჯერ ჩვენ,ბებრებსაც აგვფართხალებია გული,ფაცერს მივარდნილი მურწასავით,ხოხობივით გოგო რო შეგეფეთება და ,,პერდესავით,, გადმოგკრავს თვალთა ელვას ჰა!!!!რო ჩამოგიქროლებს ნომერზე გამოსული შველივით და გული რო დააკივლებს კვალზე დამდგარი მდევარივით!!!!! ამას არ უყურო ბიძია შენ,ვერ მიხვდებიან კი არა,ბიჭები გვყავს ,,სოკოლივით,, და ,,ბარსივით,, ფეთქდებიენ,სროლა კაი იციენ და ჯირითი!!!!!! :d030: ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 17, 2014 Report Share Posted July 17, 2014 რაია ავთო ბიძია,რო დაზაფრე აი ბაღანა,ჩვენ მონადირე-მეთევზეებმა არ ვიცით სიყვარული????!!!!რამდენი აქაური ახალგაზრდა მინახია პოინტერის სტოიკაზე დამდგარი,დურაჯივით გოგონას დანახვაზე!!!!რამდენჯერ ჩვენ,ბებრებსაც აგვფართხალებია გული,ფაცერს მივარდნილი მურწასავით,ხოხობივით გოგო რო შეგეფეთება და ,,პერდესავით,, გადმოგკრავს თვალთა ელვას ჰა!!!!რო ჩამოგიქროლებს ნომერზე გამოსული შველივით და გული რო დააკივლებს კვალზე დამდგარი მდევარივით!!!!! ამას არ უყურო ბიძია შენ,ვერ მიხვდებიან კი არა,ბიჭები გვყავს ,,სოკოლივით,, და ,,ბარსივით,, ფეთქდებიენ,სროლა კაი იციენ და ჯირითი!!!!!! :d030: ვახ შენ გენაცვალე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 28, 2014 Report Share Posted July 28, 2014 აქედანა და შენამდე ვადრი მასხია ყელამდე, გულს მიშლის, სურნელით მატკბობს, ავდივარ მაღლა ზენამდე, თუკი რომ შემომითვლიდე, სულ ფრენით მოვალ შენამდე, არ მოგეშვები, გენაცვა, სანამ არ მომკლავ, სანამდე, ეგ შენი ფირუზის დანა გულში რომ დამკრა ტარამდე. აქედანა და შენამდე მთები მიფარებს წინარე, მე შენი სიყვარულითა მიბნედილი ვარ, მძინარე, ასე გამხადა სურვილმა, წამოველ, ვეღარ ვიარე. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 28, 2014 Report Share Posted July 28, 2014 წუთისოფლის სტუმარი ვარ, ხან მატკბობს, ხან მაწვალებსა, თავის ჭკვაზე მიდი-მოდის, ანგარიშს არ მაბარებსა. წამის წინ ცრემლს მაფრქვევინებს, წამის უკან მახარებსა, ხან გულსში ვარდს ჩამოთესავს, ხან საწამლავ-სამსალებსა. . . კარგა ვიცნობ, _ მუხთალია, თავს რატომღა მაყვარებსა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 28, 2014 Report Share Posted July 28, 2014 ეჰა, განთიად აღსდგები, ცისკარო, ნარგიზ ნარევო, წარბო, აყრილო შვილდურად, პირსუფთავ, მოცინარეო, ღვთის მადლმა, შემიწყნარეო. ქალო, რო წიგნი მოგწერე, ქალო, ეშხითა მორთულო. დღისით მზევ, ღამით მთვარეო, ბრწყინვალე შუქურ ვარსკვლავო, შენ ხმელეთისა მდარეო, ვარსკვლავო სურვილისაო, სული შენ მიიბარეო. ქალო, ამ თვალთა ნათელო, ქალო, სახე გაქვს მზისაო, ქალო, შვენება ვინ მოგცა სამოცი ვარსკვლავისაო. მთვარე ხარ მანათობელი იალბუზისა მთისაო, შუქი ანათებს ქვეყანას მაგ შენი თვალებისაო. ცაში ნაბანო ვარსკვლავო, ხელთ დასაჭერო მზისაო. ვისაც შენ ჰყვეხარ, მასა აქვს წყალობა მაღალ ღვთისაო, გახსოვდე, მომიგონებდე, მე შენთვის ცრემლი მდისაო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 Эдуард Асадов Зимняя сказка Метелица, как медведица, Весь вечер буянит зло, То воет внизу под лестницей, То лапой скребет стекло. Дома под ветром сутулятся, Плывут в молоке огоньки, Стоят постовые на улицах, Как белые снеговики. Сугробы выгнули спины, Пушистые, как из ваты, И жмутся к домам машины, Как зябнущие щенята. Кружится ветер белый, Посвистывает на бегу... Мне нужно заняться делом, А я никак не могу. Приемник бурчит бессвязно, В доме прохладней к ночи, Чайник мурлычет важно, А закипать не хочет. Все в мире сейчас загадочно, Все будто летит куда-то, Метельно, красиво, сказочно... А сказкам я верю свято. Сказка... мечта-полуночница... Но где ее взять? Откуда? А сердцу так чуда хочется, Пусть маленького, но чуда! До боли хочется верить, Что сбудутся вдруг мечты, Сквозь вьюгу звонок у двери - И вот на пороге ты! Трепетная, смущенная, Снится или не снится?! Снегом запорошенная, Звездочки на ресницах... - Не ждал меня? Скажешь, дурочка? А я вот явилась... Можно?- Сказка моя! Снегурочка! Чудо мое невозможное! Нет больше зимней ночи! Сердцу хмельно и ярко! Весело чай клокочет, В доме, как в пекле, жарко... Довольно! Хватит! Не буду! Полночь... гудят провода... Гаснут огни повсюду. Я знаю: сбывается чудо, Да только вот не всегда... Метелица как медведица, Косматая голова. А сердцу все-таки верится В несбыточные слова: - Не ждал меня? Скажешь, дурочка? Полночь гудит тревожная... Где ты, моя Снегурочка, Сказка моя невозможная?.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 Скажите, Вы когда-нибудь любили? /Люся Моренцова/ Скажите, Вы когда-нибудь любили? Скажите, в Вашем доме плыл рассвет? А голуби над головой кружили Свой самый белый в мире менуэт? Скажите, в Вашей спальне пела вьюга? А Вы читали ей свои стихи? А в каждом взгляде Вы искали друга И брата, как лекарство от тоски? А Вы когда-нибудь стояли на вокзале, Вдыхая сложный запах поездов, А Вам казалось, что Вы в тронном зале Почти что задохнулись от духов. Скажите, Вы когда-нибудь рыдали Навзрыд от счастья горького с утра? А душу на салфетках отдавали Редакторам, ревнителям пера? А Вы надеялись на Божью волю? А в осень с листьями летали в свет? А Вы благословляли свою долю, Когда любовь предаст И больше нет надежд? А Вы смиряли строгую гордыню, Пытаясь одолеть свои пути? А Вы любили так, что даже имя Вам больно было вслух произнести? И если Вам хоть чуточку знакома Ошибок рябь моей шальной руки, То, значит, это Вам, а не другому, Я написала все свои стихи ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 Люблю тебя сейчас Не тайно - напоказ. Не "после" и не "до", в лучах твоих сгораю. Навзрыд или смеясь, Но я люблю сейчас, А в прошлом - не хочу, а в будущем - не знаю. В прошедшем "я любил" Печальнее могил. Все нежное во мне бескрылит и стреножит, Хотя поэт поэтов говорил: - Я вас любил, любовь еще, быть может... Так говорят о брошенном, отцветшем - И в этом жалость есть и снисходительность, Как к свергнутому с трона королю. Есть в этом сожаленье об ушедшем, Стремленье, где утеряна стремительность, И как бы недоверье к "я люблю". Люблю тебя теперь Без обещаний: "Верь!" Мой век стоит сейчас - я век не перережу! Во время - в продолжении "теперь" - Я прошлым не дышу и будущим не грежу. Приду и вброд и вплавь К тебе - хоть обезглавь! - С цепями на ногах и с гирями по пуду. Ты только по ошибке не заставь, Чтоб после "я люблю" добавил я и "буду". Есть в этом "буду" горечь, как ни странно, Подделанная подпись, червоточина И лаз для отступления в запас, Бесцветный яд на самом дне стакана И, словно настоящему пощечина, - Сомненье в том, что я люблю сейчас. Смотрю французский сон С обилием времен, Где в будущем - не так и в прошлом - по-другому. К позорному столбу я пригвожден, К барьеру вызван я языковому. Ах, - разность в языках! Не положенье - крах! Но выход мы вдвоем поищем и обрящем. Люблю тебя и в сложных временах - И в будущем и в прошлом настоящем! В. Высоцкий 1973 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 Нет, эти слезы не мои - Жалеть не смей. Когда я плачу о любви, Люблю еще сильней. В ознобе розы на столе, Вино в холодном хрустале. Когда я плачу о любви - Люблю сильней. Нет, нет, не зажигай огня. Целуй сильней. Раз меньше любишь ты меня, Сильней тогда жалей. Мы расстаемся при свечах, И плачут руки на плечах. Раз меньше любишь ты меня, Сильней жалей. Любовь уходит не одна - Мы вслед за ней. Налей мне горького вина И сладкого налей. Не говоря случайных слов, Мы молча выпьем за любовь. Она уходит не одна - Мы вслед за ней. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2014 Report Share Posted August 9, 2014 თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა??? სულ უბრალო საქმე არი.. ზიხარ,,, უცდი... გჯერაა.... ასეთია ჩვენი საქმეც.. ანუ ლექსის წერა... კალმით ხელში მაგიდასთან... ზიხარ. უცდი. გჯერა... /მიხეილ ქვლივიძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2014 Report Share Posted August 9, 2014 მზემ ბოშასავით ეზო-ეზო ჩამოიარა, დაღალულ გულთა მოარჩინა ყველა იარა. მეწამულ ტალღად გადაავლო მინდვრებს ყაყაჩო. იმდენი კოცნა გვირილები, ლამის დაახრჩო. გამოიდევნა საბელივით უკან ჩიტები, სოფელ ქვეყანა გააბრუა უცხო მითებით... როცა მობეზრდა, აიკრიფა ოქროს მარმაში და ნებიერად ჩაუგორდა ზეცას კალთაში. /მარიამ კოზმანიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2014 Report Share Posted August 13, 2014 ძევახ,სიცოცხლეო ჩემო, ვართავ თითისტარზე მთვარეს, გულში მზე გამთბარა ჩვევად, მკერდზე-ამეთვისტოს თვალი. ისევ გამოვყურებ შენს გზას, ზოგჯერ მალვით, ჩუმად ვოხრავ, ვიცი,არ მატყუებს გზნება, მოხვალ, უეჭველად მოხვალ. იქნებ წელს არა და... სხვა დროს... სულ სხვა საუკუნის ღამეს, შენი არყოფილი ცოლი, რწმენას ყოველ დილით ვაღებ... ნისლი ეპარება რიჟრაჟს, წურავს საწნახელი ღრუბლებს, ისევ უღიმღამოდ ჟინჟლავს, მამტვრევს უშენობით დაღლილს... ვზივარ, მუხის აკვანს ვარწევ, ჩვენი არშობილი ჩვილის. ვზივარ, ქვა გახეთქა წლებმა, მკერდზე ამეთვისტო სივის, მტკივა, მზე გახეთქა წლებმა, ლოდინს გაუხუნა ჩერო, ბოლო გაკივლებამ სისხლის- "ძევახ,სიცოცხლეო ჩემო!"... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 15, 2014 Report Share Posted August 15, 2014 წუთიერი ვნება ვაჟის თვალებს ვნების ჟინი გასჩენია, ეღიმება ჭორიკანა ქარს, სიცრუეა,---გული მუდამ ერთგულია და არ სჯერა დატყვევებულ ქალს. ვაჟის ბაგეს კოცნის ჟინი დასტყობია, ქარი უცდის ვარსკვლავების ჯარს, გჭორავენო,---გული მართლა ერთგულია, აღარ ესმის გაოგნებულ ქალს. ვაჟის ვნებას ცივი ჟინი შეჰპარვის, ღამე უცდის განშორების წამს, გვიანია,გული ცრემლში შეგუბულა ქარი ჭორავს მიტოვებულ ქალს. /ნანა მეფარიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 20, 2014 Report Share Posted August 20, 2014 ახლაც მახსოვს იმ წისქვილის სუნი, ბავშვობაში რომ მოგსდევდი ბებო, ნეტავ მართლა დამაბრუნა უკან, შენს ოთახში გამაღვიძა ჩემო. წუხელ ისევ დამესიზმა შენი- სახლ-კარი და ღობისპირა მდელო, თითქოს შენთან მეც ვუყავი წუხელ, მზის ამოსვლას ვდარაჯობდით ბებო. მერე დილით აგედევნე უკან, ყვითელგულა წიწილები ბებო, ხელსიგულზე დაგესია ისევ, შენ შვილივით დააპურე ჩემო. ........................................................................... ახლაც მახსოვს იმ წისქვილის სუნი, ბავშვობაში რომ მოგსდევდი ჩემო, როგორ მინდა დაგიძახო ისევ, -ხმა გამეცი,სად წახვედი ბებოოოოოოოოოოოო?! დიკა სალაყაია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 22, 2014 Report Share Posted September 22, 2014 ბროწეულის ყვავილებით შეგიკერე კაბები, მოგიქარგე ვერცხლისფერი, გვირილების ძაფებით, ჩუმად თავქვეშ ამოგიდე, შენ ზღაპრებთან გეძინა, -დილით სულ სხვა კაბა გეცვა, -იცი როგორ მეწყინა...? პაატა.მძინარიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 22, 2014 Report Share Posted September 22, 2014 მომიყევით თბილისელო ბეღურებო, სანამ ვინმემ მოგიხურათ დარაბები, თბილისური აივნიდან დანახული სასწაული სიყვარულის არაკები... მომიყევით ბეღურებო, გენაცვალეთ, ჭორები და მოგონილი ქარაგმები... ხომ მიყურებთ გული როგორ მიფეთქას და მტრის ჯინაზე ვხმაურობ და არა ვკვდები... შემოგევლეთ თბილისელო გოგოებო, ტალღად მიაქვს ნიავს ოქროს დალალები... შავგვრემნებო... ლურჯთვალებავ... ჟღალთმიანო... ყველას თქვენი ქარი დაგაქვთ ამ ქუჩებში... მაკოცნინეთ სანამ სული გამძრობია, ეშხისაგან აფეთქებულ მაგ ტუჩებში... ყველას დარდი მე თან როგორ გავიყოლო სად გეძებოთ ნუშებში თუ ალუბლებში გამოაღეთ,.გამოაღეთ ფანჯრები და არ დახუროთ გოგოებო დარაბები... ხომ მიყურებთ გული როგორ მიფეთქავს და მტრის ჯინაზე ვხმაურობ და არა ვკვდები... მომიყევით გენაცვალეთ ბეღურებო. ჭორები და მოგონილი ქარაგმები... მომიყევით, კიდევ ერთხელ მომიყევით, ამ ქალაქის სიყვარულის არაკები... /პაატა მძინარიშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.