Gurulo 138 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ახალბედა მონადირეებს ეს თემა რამდენიმე ავტორის წყალობით სხვა ფორუმზე საკმაოდ ნორმალურად იყო დალაგებული, მაგრამ სამწუხაროდ იქ ,,აორთქლდა". შევეცდებით აღვადგინოთ და მოგაწოდოთ(ტექსტების ახლიდან აკრება მოგვიწევს). თოფის ბალანსი თოფის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია სროლის სიზუსტესთან. განასხვავებენ 2 სახის ბალანსს: ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს. ჰორიზონტალური ბალანსი ამ სახის ბალანსი მოწმდება სახსრის ჭანჭიკის გასწვრივ საყრდენზე თოფის მოთავსებით(მაგ. ფანქარზე). შემდგარი ბალანსის დროს არც კონდახმა უნდა დაწონოს და არც ლულამ. თუ კონდახმა დაწონა ასეთ შემთხვევაში უნდა შემსუბუქდეს კონდახი. თუ გადაწონა ლულამ, ასეთ შემთხვევაში კონდახს უკან უკეთდება ნახვრეტები და მასში თავსდება ჩამოსხმული ტყვია ან საფანტი. საბალანსე ნახვრეტები კეთდება კონდახის წარმოსახვითი ცენტრიდან ზემოთ და ქვემოთ(ეს ვერტიკალური ბალანსისათვისაც აუცილებელია). საჭირო წონის საბალანსე ტყვია თავსდება პოლიეთილენის პარკში ან სხვა ჭურჭელში და თავსდება ნახვრეტში, რომელსაც ვხურავთ საცობით, საცობს საჭიროების შემთხვევაში ამოვაძრობთ ,,პროპოშნიკით". ვერტიკალური ბალანსი ვერტიკალური ბალანსი მოწმდება შემდეგნაირად: თოფს ქვედა ლულის(ვერტიკალური წყობის შემთხვევაში) ტუჩით დავიჭერთ და ავწევთ საჩვენებელი-ცერა თითებით. შემდგარი ვერტიკალური ბალანსის შემთხვევაში სამიზნე თამასა(შესაბამისად ლულათა წარმოსახვითი ღერძებიც) უნდა იდგეს ვერტიკალურად(შეიძლება შედარდეს სწორ კედელთან ან შემოწმდეს თარაზოთი). თუ ვერტიკალური ბალანსი არა შედგა, მაშინ საბალანსე ტყვიას შესაბამისად დაგავიტანთ კონდახის ზედა ან ქვედა ნახვრეტში. ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაბალანსება ხდება ერთდროულად და სავაზნეში უნდა ეწყოს კონკრეტული თოფისათვის რეკომენდირებული წონის ვაზნები(უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია!!!) დაბალანსებული თოფი ,,დამატებითი წონის" მიუხედავად უფრო მანევრირებადია და მსუბუქიც გვეჩვენება. არ გჯერათ? აბა შეამოწმეთ! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted February 8, 2012 Author Report Share Posted February 8, 2012 თოფის არჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ 1) პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველი დაინტერესებულია საქონლის გასაღებით!!! ის, რომ თოფი ახალია, უმთავრესი არაა. ახალი თოფები(განსაკუთრებით ბოლო პერიოდის) ხშირად არაკეთილსინდისიერადაა ნაკეთები, მათში ხშირად იმალება ,,შეფუთული" წუნი. 2) თოფი უნდა იყოს კარგად მორგებული(მონადირის ფიზიკური კონდიციების შესაბამისად), კარგად ჯდებოდეს ხელში გააჩნდეს კარგი ბალანსი(ან მინიმუმ დაბალანსების შესაძლებლობა). 3) იარაღი უნდა შეესაბამებოდეს მონადირის წონას. თოფი, რომელიც დიდხნიანი ტარებისთვისაა განპირობებული, უნდა იყოს ზომიერად მსუბუქი, ხოლო ჩასაფრებით ან წყალმცურავებზე ნადირობისათვის განკუთვნილი თოფი უნდა იყოს უფრო მძიმე(დიდ მუხტებზე გათვლით). გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ თოფს მეტი უკუცემა აქვს. საშუალოსტატისტიკური მონადირის თოფის წონა შეადგენს მისი წონის 1/22-ს 4) ლულები გარგად უნდა შემოწმდეს(შიგნით-გარეთ). არ უნდა გააჩნდეს ამონატეხები, ამონაბერები, გარედან შესამჩნევი რგოლები. ლულის შიგა ზედაპირის დათვალიერებისას ხილული რგოლები უნდა იყოს მკაცრად სიმეტრიული. ლულა უნდა შემოწმდეს სკურპულოზურად_ვაი და ,,შუსტირებულია"(ხეხავენ შიგნიდან ნიჟარების დასამალად)???!!! კარდაგ უნდა შემოწმდეს სამიზნე და შემაერთებელი თამასების შედუღების ხარისხი(წერტილოვანი-მთლიანი). ამის შემოწმება ხდება შემდეგნაირად: ლულა ქვედა კაუჭით გამოკიდეთ პატარა თოკით და თამასების მთელ სიგრძეზე დააკაკუნეთ ფანქარი. კაკუნის ხმა ყრუა შეუდუღებელ ადგილებში და მკვეთრი შედუღებულში(ისე ამას სმენა ჭირდება და ივარჯიშეთ კრიმანჭულში ) 5) დააკვირდით სანემსეებს(სხვა შემთხვევაში ბრანდმილებს), ეს ადგილი ხშირად კოროზირებული და დაზიანებულია. ლულისა და კალაპოტის ბალიშები უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი(მეორადი თოფის პირობებში). სახსრის ჭანჭიკი უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი. ამის შემგეგ თოფს ავაწყობთ და არ დავაფიქსირებთ ტიბჟირს. ამ მდგომარეობაში თოფი უნდა შემოწმდეს რყევაზე(შატკა). 6) თოფის შეყენებისას უნდა გვესმოდეს(და ვგრძნობდეთ ხელში) მექანიზმის მკვეთრი და სუფთა ხმა. ნემსას უნდა გააჩნდეს დარტყმის ზომიერი ძალა. აღნიშნული მოწმდება შემდეგნაირად: შეყენებულ თოფს ვშლით და სანემსეებზე დავაწყობთ ცარიელ(!!!) ლატუნის ვაზნებს. დასხლეტის შედეგად ცარიელი ვაზნა უნდა ავარდეს 50 სმ ზე. 7) კონდახს არ უნდა გააჩნდეს ნაბზარები. კალაპოტისა და ხის შეხების ადგილებში უნდა იყოს თანაბარი დაშორება. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 ისე ჩემი აზრით, ჯობს დამწყებმა თავიდან რომელიმე ძველი იაფიანი თოფით დაიწყოს, მაგალითად "ტულით", არასათანადო მოპყრობით დაზიანების შემთხვევაში, გული რომ არ დაწყდეს. მერე რომ ყველაფერში კარგად გაერკვევა , კარგს იყიდის და შესაბამისად ზემოთ გურულოს დაწერილ ყველა წვრილმანს ყურადრებას მიაქცევს. მაგალითად მე იჟ-18ით დავიწყე მერე ჩახმახა ტულაზე გადავედი და ხშირად მე დაცემი ძმაკაცი ნადირობისას თოფებს ვცვლიდით ხოლმე, ჩიფსანი აქვს მართალია 14-15 წლის თოფია მარა ახალივითაა და ტარებისას ძალიან ვუფრთხილდებოდი არაფერი მოსვლოდა. ასე ნელ-ნელა ვისწავლე თოფთან მოპყრობა, წელს კი ჰუგლუ შევიძინე და ახალწლებზე სოფელში რომ ჩავედი და ჩემი ძველი ტულკით სანადიროდ წავედი, გადაგდება მომინდა, თითქოს გადასხვანაირებული იყო- უფრო უხეში მომეჩვენა. ეს ალბად ჰუგლუს ბრალია, ბევრად კომფორტულია ტულის და იჟევსკის ნაწარმებთან შედარებით. მომავალში ალბად ფული თუ ჩამივარდა მინდა რომელიმე საშუალო კლასის ევროპული თოფი შევიძინო, ეს წლების მერე მოხდება მარა, მაინც მოთმინებით ველი ამ დროს. ასე რომ დამწყებ მონადირეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც თოფთან მოპყრობის პრაქტიკა არ აქვთ, ვურჩევ, ფული როგორც კი ჩაუვარდებათ ეგრევე ძვირფას ნუ მივარდებიან და იყიდიან, მერე ღმერთმა არ ქნას და დაუდევარი მოპყრობით თოფს რამე მოუვიდეს, ძალიან დასწყდებათ გული. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 რამდენიმე შტრიხი რუსული სერიული წარმოების თოფების მარკირებაში იმ შემთხვევაში, როცა საბაზო მოდელში შეტანილია ცვლილებები, მის სახელს ემატება ინდექსი "М" (მოდერნიზებული მოდელი). დამატებითი ტიპიური მექანიზმების შეტანისას იარაღის სახელს ემატება ინდექსი, რომელიც ამ მექანიზმის სახელს აღნიშნავს "Е"(ეჟექტორი), "1С"(ორლულიანი ერთ სასხლეტზე). თოფს, რომელიც გათვლილია მაგნუმის ვაზნისათვის, სახელში ემატება(როგორც წესი) კიდევ ერთი "М"(მაგნუმი). მოდელის შიგნით ზოგიერთი ეგზემპლიარი მზადდება უფრო სკურპულოზურად(დაყვანა ხელით ხდება), უფრო ნატიფი გრავირებით. ესენია საცალო და სუვენირული(სასაჩუქრე) შესრულების თოფები. მათი ფასი დიფერენცირებულია გრავირებსა და ხელით შრომის პროპორციულად(ევროპაში ასეთი თოფები, რომლებიც სერიულის ბაზაზეა აწყობილი აღინიშნება "ლუქს" კლასით)... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 შტუცერი შტუცერები ეწოდებათ ორლულა ხრახნილლულიან(კუთხვიკლულიან) თოფებს, რომლებიც გამოიყენებენ საშუალო და მაღალმუხტიან ვაზნებს. სახელწოდება წარმოდგება გერმანული სიტყვისაგან Stutzen. გარდა ამისა გერმანულში სიტყვათა სინქრონი Bergstutzen ნიშნავს "სამთო შტუცერს". ევროპაში ორლულიან ხრახნილებს უწოდებენ "ორმაგ კარაბინებს" ან "ორმაგ ექსპრესებს". შტუცერი ესაა სპეციარაღი, რომელიც განკუთვნილია დიდ, ხშირად საშიშ ცხოველზე სანადიროდ. შტუცერის ძირითადი პლიუსი იმაში დევს, რომ მეორე გასროლა შესაძლებელია ვაწარმოოთ იარაღის მხრიდან ჩამოუღებლად(შესაბამისად უფრო ჩქარა ვიდრე კარაბინიდან). იარაღის ჩამოღებასა და გადატენვაზე საშუალოდ იხარჯება 2-3 წამი, რაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!!! უმეტესად შტუცერები სახაზინო გადატენვისაა. აღსანიშნავია, რომ თვითდამტენი კარაბინის შემთხვევაშიც შესაძლებელია მხრიდან ჩამოუღებლად მეორე(და შემდგომი) გასროლების წარმოება, თუმცა პროფესიონალი მონადირეები ვერ ენდობიან მათ ბოლომდე, ამასთან თვითდამტენი კარაბინის ლულა(ცალია როგორც იცით) ყოველი შემდგომი გასროლისას უფრო და უფრო მეტად თბება, რაც უაყოფითად აისახება ბალისტიკაზე. შტუცერების უკუცემა იმდენად დიდია, რომ დაწოლილ პოზიციაში სროლისას არის შემთხვევები, როცა მონადირემ მხრის მოტეხილობაც კი მიიღო. შტუცერების ცალსახა უარყოფითი მხარეა მათი სიძვირე. ისინი 2-3-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე იმავე კლასის გლუვლულიანი ან კარაბინი. ფასი განპირობებულია ლულის მასალის, დამზადების სირთულისა და გაძლიერებული საკეტი სისტემის მაღალი თვითღირებულებით. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 რა მაინტერესებს, გლუვლულიან იარაღს ეგრეთწოდებული "მაყუჩი" უკეთდება? აქემდე არ მინახავს ციტირება Link to post Share on other sites
avto 89 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 რა მაინტერესებს, გლუვლულიან იარაღს ეგრეთწოდებული "მაყუჩი" უკეთდება? აქემდე არ მინახავს რაზე ფიქრობ გურო შენ? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 რაზე ფიქრობ გურო შენ? რაღაცააქ ჩაფიქრებული უეჭველი თან როგორც ვიცი გლუვლულიან თოფს ბალისტიკა არ უტარდება :old: ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 სუფთა ტექნოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია, პრაქტიკული თვალსაზრისით აზრს ვერ ხედავენ და არც აკეთებენ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 89 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 არც გამიგონია ჯერ მსგავსი რამ. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 სუფთა ტექნოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია, პრაქტიკული თვალსაზრისით აზრს ვერ ხედავენ და არც აკეთებენ. ხო მეც არ გამიგია და იმიტო ვიკითხე, ერთადერთი აზრი ალბათ ისაა რომ ცხოველძე ნადირობის დროს ზედმეტი ხმაური არ გამოიწვიოს და არ დააფრთხოს ნადირი, მარა იშვიათად ნადირობენ ცხოველძე გლუვლულიანით ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 არა გლუვლულიანითაც საკმაოდ ხშირად ნადირობენ ცხოველზე. არც ხრახნულულიანზე აყენებენ ნადირობის დროს მაყუჩებს იშვიათი გამონაკლისების გარდა. მარტო მაყუჩი არ ახშობს ხმას. ვაზნაც სპეციალური (დაბალსიჩქარიანი) ჭირდება რომ მისაღები შედეგი მიიღო. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 არა გლუვლულიანითაც საკმაოდ ხშირად ნადირობენ ცხოველზე. არც ხრახნულულიანზე აყენებენ ნადირობის დროს მაყუჩებს იშვიათი გამონაკლისების გარდა. მარტო მაყუჩი არ ახშობს ხმას. ვაზნაც სპეციალური (დაბალსიჩქარიანი) ჭირდება რომ მისაღები შედეგი მიიღო. დაბალსიჩქარიანი მოგვცემს საჭირო შედეგს? ერთი ორჯერ მისვრია ქარხნული გილზი გლუვლულიანში (ფირმა აღარ მახსოვს) რომელსაც "მოგუდული" ხმა ქონდა და არა ჩვეულებრივი,ხმაურიანი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 ხმაურის მხრივ კი, ობიექტის დაზიანების მხრივ არა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 რუსულთან ან ინგლისურთან თუ ამხანაგობ ინტერნეტში საკმაო მასალაა მაყუჩის მოქმედების პრინციპებთან დაკავშირებით ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 რუსულთან ან ინგლისურთან თუ ამხანაგობ ინტერნეტში საკმაო მასალაა მაყუჩის მოქმედების პრინციპებთან დაკავშირებით OK, თუ რამე ვერ გავიგე translate-ს მივმართავ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 ეს კარგი რუსულენოვანი რესურსია, დასურათებულია და უფრო ადვილად მიხვდები. გადახედე აბა http://izzabugra.com.ua/index.php?option=com_content&view=article&id=101:2009-07-26-19-17-13&catid=1:latest-news&Itemid=89 ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 18, 2012 Report Share Posted February 18, 2012 ეს კარგი რუსულენოვანი რესურსია, დასურათებულია და უფრო ადვილად მიხვდები. გადახედე აბა http://izzabugra.com.ua/index.php?option=com_content&view=article&id=101:2009-07-26-19-17-13&catid=1:latest-news&Itemid=89 მართალია ბევრი ვერაფერი გავიგე მარა რაც გავიგე საინტერესოა ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ტემა ვერ ვნახე სადაც შეიძლებოდა დამეწერა და მეკიტხა ამაზე და მაინტერესებს ამასთან თუ გქონიათ შეხება?http://www.amazon.com/12-Gauge-38-shotgun-adapter/dp/B004BB1C5Q/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1330695471&sr=8-2 ამას ჩადებ 12კალიბრიან თოფში და გაისვრი? რაღაც სიანტერესო რამეა.. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted March 3, 2012 Author Report Share Posted March 3, 2012 ტემა ვერ ვნახე სადაც შეიძლებოდა დამეწერა და მეკიტხა ამაზე და მაინტერესებს ამასთან თუ გქონიათ შეხება?http://www.amazon.com/12-Gauge-38-shotgun-adapter/dp/B004BB1C5Q/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1330695471&sr=8-2 ამას ჩადებ 12კალიბრიან თოფში და გაისვრი? რაღაც სიანტერესო რამეა.. ინგლისურს მე ვერ ვხვდები, მარა რამდენიმე კითხვა მაინც გამიჩნდა: თუ ეს მოწყობილობა(ადაპტერი) მაღალყალიბიან სავაზნეში უნდა მოთავსდეს და ისე მოვახდინოთ დაბალყალიბიანი ვაზნის გასროლა, მაშინ ა) გლუვლულიანისათვის რას ვუშვებით ობტურაციას_ ვაზნის საფენები ლულის არხში გასვლისას ძალიან პატარა იქნება და წნევა ხომ დაშლის საფანტის ჯგუფს, შესაბამისად საზიზღარ სიბურჯღლეს მივიღებთ, არა????????????? ბ) ხრახნილლულიანის შემთხვევაში მცირე ყალიბის ტყვიამ როგორ უნდა მიიღოს დიდი დიამეტრის ლულის ახრში ბრუნვითი მოძრაობა???????????? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მეც ეგ გამიკვირდა ვერ მოვედი აზრზე რა უნდა ქნას მაგან.. ფულის მახე ჩანს... რაც შეეხება ტყვიის სროლას არნაირ ბრუნს არ მიიღებს ალბათ და დავარდება რამდენიმე მეტრში ))))))) გლუვლულიანის შემთხვევაში შეიძლება სულაც არ მივიღოთ ცუდი სიბურჟღლე უბრალოდ ძალიან ახლო მანძილზე გაშლის სავარაუდოდ.. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted March 3, 2012 Author Report Share Posted March 3, 2012 გლუვლულიანის შემთხვევაში შეიძლება სულაც არ მივიღოთ ცუდი სიბურჟღლე უბრალოდ ძალიან ახლო მანძილზე გაშლის სავარაუდოდ.. გავყვეთ ლოგიკურად, მაგალითად, 20 ყალიბის თოფიდან მაგ ,,აპარატის" დახმარებით ვისვრით 32-ის ვაზნას. 32-ში რა წონის საფანტი ჩადის ვიცით, იმასაც ახლოში გაშლის, ჭრა არ ექნება ნორმალური და ა.შ. არ ვიცი, არ ვიცი.... მაგ ადაპტერს სახლში საქათმეში თუ გამოიყენებს კაცი და ეგაა მგონი... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მაგ ადაპტერს სახლში საქათმეში თუ გამოიყენებს კაცი და ეგაა მგონი... დაახლოებით ეგეთი მიზნებისთვისაა შექმნილი ეგ გადამყვანი გაძლევს საშუალებას, რომ 12 კალიბრიდან სხვა კალიბრის ვაზნა გაისროლო. უბრალოდ გაისროლო და მეტი არაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 დაახლოებით ეგეთი მიზნებისთვისაა შექმნილი ეგ გადამყვანი გაძლევს საშუალებას, რომ 12 კალიბრიდან სხვა კალიბრის ვაზნა გაისროლო. უბრალოდ გაისროლო და მეტი არაფერი. შეიძლება მწერზე ნადირობის დროს გამოდგეს 12 კალიბრინად 16-ის გილზის სროლა, ახლოს გაშლის ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 ფასზევე ემჩნევა რაცაა მარა დამაინტერესა უბრალოდ... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.