Jump to content
Club-Monadire.Ge

რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ახალბედა მონადირეებს


Recommended Posts

ქართული საიარაღო ტერმინოლოგია არც თუ ისე კარგადაა ცნობილი ქართველი მონადირეებისათვის. არადა გადმოქართულება საშურ საქმედ მიმაჩნია. ამიტომ ამ განყოფილებაში მოვიტან რამდენიმე ტერმინს, რომელიც პარალელურად ინგლისურ და გერმანულ ენებზეა მოცემული.

 

გთხოვთ უცხო ენის მცოდნეებს გაააგრძელოთ ეს ჩამონათვალი და საჭიროების შემთხვევაში დაწეროთ შენიშვნებიც. :hi3:

 

 

 

 

 

1. ,,სამხრე" იარაღი(shoulder arm, Handfeuerwaffen)_ იარაღი რომელსაც ორთავე ხელით ვიჭერთ, ვიყრდნობთ მხარზე და გააჩნია კონდახი. ესენია: გლუვლულიანები, შტუცერები, კარაბინები, ხელის ტყვიამფრქვევები და ა.შ.

 

 

2. ,,ხელის" იარაღი(handguns, Faustfeuerwaffen)_ პისტოლეტები, რევოლვერები

 

2.1. რევოლვერი(revolver, Revolver)_ არაავტომატური იარაღია. მას გააჩნია მბრუნავი მჭიდი, რომელიც ხელდან ბრუნავს. რევოლვერს კინემატიკურ იარაღსაც უწოდებენ;

2.2 პისტოლეტი((pistol, Pistole)_ ავტომატური იარაღია. ის გადასატენად გამოიყენებს გაზის ან უკუცემის ენერგიას. პისტოლეტს გაზოდინამიურ იარაღსაც უწოდებენ. ვაზნები მიეწოდება მჭიდიდან რომელიც უმეტესად სახელურში აქვს განთავსებული

 

 

3. ხრახნილლულიანი(კუთხვილლულიანი) თოფი(rifle, Buechse)_ ეწოდება ცეცხლსასროლ სამხრე იარაღს, რომელსაც ლულაში სპირალისებური ხრახნი აქვს(ტყვიას ანიჭებს ბრუნვით მოძრაობას). ხრახნი არის მარჯვენა-საათის ისრის მიმართულებით და მარცხენა-საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

 

4. გლუვლულიანი იარაღი(shotgun, Flinte)_იარაღი, რომელსაც ლულაში ხრახნი არ გააჩნია და განკუთვნილია ძირითადად საფანტის სასროლად(ტყვიისაც, თუმცა ძირითადად საფანტისა).

 

 

5. ჩახმახი(hammer, Hahn)_სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელიც საბრძოლო ზამბარის მოქმედებით ეცემა ნემსას ან ჩაქუჩს, რომელიც თავის მხრივ იწვევს დეტონატორის აფეთქებას.

 

 

6. ჩაქუჩი(firing pin, Schlagbolzen)_სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელიც ზოგჯერ გაერთიანებულია(ერთი დეტალი) ნემსასთან. ის უშუალოდ ზემოქმედებს დეტონატორზე(ხეთქავს მას).

 

 

7. ნემსა(firing point, Schlagbolzenspitze)_ სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მცირე რადიუსის თავაკი. ის უშუალოდ ზემოქმედებს დეტონატორზე(ხეთქავს მას).

 

8. საბრძოლო ზამბარა(mainspring, Schlagfeder)_ ზამბარა, რომელიც ნემსას გადასცემს იმ ენერგიას, რაც საჭიროა დეტონატორის ასაალებლად.

 

 

9. მერყევა(sear, Abzugsstollen)_ სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელიც უშუალოდ იჭერს ჩაქუჩს ან ჩახმახს საბრძოლო მდგომარეობაში(მზადყოფნაში).

 

10. სასხლეტი კავი(trigger, Abzug)_ სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელიც რკალის ფორმისაა(მსროლელის თითის შესაბამისად). ის გადასცემს მსროლელის რეაქციას მერყევას, რაც თავის მხრივ იწვევს დასხლეტას.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • Replies 196
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

შტუცერი

 

 

შტუცერები ეწოდებათ ორლულა ხრახნილლულიან(კუთხვიკლულიან) თოფებს, რომლებიც გამოიყენებენ საშუალო და მაღალმუხტიან ვაზნებს. სახელწოდება წარმოდგება გერმანული სიტყვისაგან Stutzen. გარდა ამისა გერმანულში სიტყვათა სინქრონი Bergstutzen ნიშნავს "სამთო შტუცერს". ევროპაში ორლულიან ხრახნილებს უწოდებენ "ორმაგ კარაბინებს" ან "ორმაგ ექსპრესებს".

შტუცერი ესაა სპეციარაღი, რომელიც განკუთვნილია დიდ, ხშირად საშიშ ცხოველზე სანადიროდ. შტუცერის ძირითადი პლიუსი იმაში დევს, რომ მეორე გასროლა შესაძლებელია ვაწარმოოთ იარაღის მხრიდან ჩამოუღებლად(შესაბამისად უფრო ჩქარა ვიდრე კარაბინიდან). იარაღის ჩამოღებასა და გადატენვაზე საშუალოდ იხარჯება 2-3 წამი, რაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!!!

უმეტესად შტუცერები სახაზინო გადატენვისაა.

აღსანიშნავია, რომ თვითდამტენი კარაბინის შემთხვევაშიც შესაძლებელია მხრიდან ჩამოუღებლად მეორე(და შემდგომი) გასროლების წარმოება, თუმცა პროფესიონალი მონადირეები ვერ ენდობიან მათ ბოლომდე, ამასთან თვითდამტენი კარაბინის ლულა(ცალია როგორც იცით) ყოველი შემდგომი გასროლისას უფრო და უფრო მეტად თბება, რაც უაყოფითად აისახება ბალისტიკაზე.

შტუცერების უკუცემა იმდენად დიდია, რომ დაწოლილ პოზიციაში სროლისას არის შემთხვევები, როცა მონადირემ მხრის მოტეხილობაც კი მიიღო.

შტუცერების ცალსახა უარყოფითი მხარეა მათი სიძვირე. ისინი 2-3-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე იმავე კლასის გლუვლულიანი ან კარაბინი. ფასი განპირობებულია ლულის მასალის, დამზადების სირთულისა და გაძლიერებული საკეტი სისტემის მაღალი თვითღირებულებით.

 

 

 

 

ერთი გასროლის კონცეფცია

 

 

 

a136dccbf58f.jpg

 

 

 

სათაურში აღნიშნული კონცეფციის საფუძველი სხვასთან ერთად ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეობს. ერთი და ზუსტი სროლის კულტურა მონადირეთა უმაღლესი კასტის პრეროგატივაა. ეს ,,სამონადირეო მსოფლმხედველობაა", რომლის თანახმადაც ნადირსაც უნდა მიეცეს შანსი(იგულისხმება გაქცევის). ამ წესით სტაჟიანი და გამოცდილი მონადირეები ნადირობენ. სხვადასხვა ქვეყანაში მათ მიმართ ტერმინიც კი გამოიყენება_,,ნადირობის მეფე".

ამ წესით მონადირეთათვის შესაბამისი იარაღიც იწარმოება წამყვანი მეიარაღეების მიერ. ეს გახლავთ ერთლულიანი შტუცერები(კიპლაუფები). ერთლულიანი შტუცერებით ნადირობენ შველზე, ირემზე, ცხენირემზე და ა.შ. ზოგჯერ მელასა და დამჯდარ როჭოზე(დათვზე და მისთანანზე რატომაც არ ნადირობენ ამ თოფით ალბათ ყველასათვის გასაგებია :alfons:).

ასეთი თოფები მონადირეს დისციპლინირებულს და მომთმენს ხდის და აკისრებს მაღალ პასუხისმგებლობას. გასაგებია კიდეც: თუ ბოლომდე დარწმუნებული არა ხარ, არ ისვრი და შესაბამისად დაჭრილი ცხოველებიც აღარაა. აღსანიშნავია პასუხისმგებლობა, რომელიც კოლექტიური-ჩასაფრებითი ნადირობების დროს ეკისრება ,,ნადირობის მეფეს".

5d4735a2c620.jpg

ყველაფერთან ერთად ერთლულიან შტუცერს აქვს რიგი უპირატესობებისა: ნაკლები წონა, ტარებისა და ტრანსპორტირების კომფორტულობა(იგრძნობა განსაკუთრებით მთაში ნადირობისას), მეტი მორგებულობა და მანევრის უნარი, სიზუსტე.

ამ ტიპის იარაღს უძველესი დროიდან აწარმოებდნენ გერმანელები: Blaser, Heym, Merkel, Krieghoff და სხვა. ბოლო პერიოდში გამოშვება დაიწყეს იტალიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, რუსეთში და სხვაგან.

 

 

Merkel K1 Premium

92866b2a4699.jpg

 

 

 

Krieghoff Hubertus

3285744dd97c.jpg

 

 

 

 

9927dc392c73.jpg

 

 

 

 

საცალო ეგზემპლიარების ფასები საშუალოდ 15 000 ევროდან 35 000 ევრომდე მერყეობს, ხოლო სერიულების ფასები კი რამდენიმე ასეული ევროდან იწყება(მაგალითად, ბრაზილიური Rossi-ის ერთლულიანი შტუცერი Pomba 023 ღირს 390 ევრო).

Link to post
Share on other sites

ჩემი SAVAGE-იც მშვენივრად ასრულებს "ერთი სროლის" ფუნქციას. :friends:

 

მთავარია ვის უჭირავს იარაღი და ვინ უშვებს სასხლეტს. :old:

Link to post
Share on other sites

ჩემი SAVAGE-იც მშვენივრად ასრულებს "ერთი სროლის" ფუნქციას. :friends:

 

მთავარია ვის უჭირავს იარაღი და ვინ უშვებს სასხლეტს. :old:

 

 

შენი სამონადირეო ეთიკის შესახებ არაერთხელ წამიკითხია ჩვენს ფორუმში ძამა :hi:

 

ბევრჯერ მიმიღია სიამოვნება როცა წერ: ,,არ ვესროლე, რაგან იმის შანსი არსებობდა რომ დამეჭრა და 100%-იანი გარანტია არა მქონდა ადგილზე გამეცივებინა ნადირიო". რამდენჯერმე ასეთი შემთხვევაც გქონდა: ოპტიკაში ჯვარზე გყავდა, დაგდების უეჭველი შანსიც, მაგრამ შეყენებული იარაღი დაუშვი და მისი ლაღი ნახტომით უფრო დიდი სიამოვნება მიიღე.

დამერწმუნე გიო, მთლად შენსავით ვერ დავტკბი ამ სიტყვების კითხვისას(რადგან მხოლოდ წარმოდგენაში გაიელვა) თუმცა ბევრჯერ დამსიზმრებია შენი პოსტების შინაარსი :yes:

Link to post
Share on other sites

ჯერ არ ვიცი როგორ და რანაირად უნდა ასრულდეს ეს ჩემი ერთერთი ოცნება, როცა ჩემი რჩეული ბიჭები გვერდში დამიდგებით და სანადიროდ გავალთ სერიოზულ ნადირზე აქ.

 

 

მაგარი ოპტიმისტი ვარ გურულო და ბევრი რამ ავისრულე, რეალისტი უფრო ვარ.

 

 

 

უნდა ჩამოგიყვანოთ აქა, ძალიან ჰგავს აქაურობა ჩვენს დახატულ სამშობლოს. :old:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

თოფის არჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ

 

1) პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველი დაინტერესებულია საქონლის გასაღებით!!!

 

ის, რომ თოფი ახალია, უმთავრესი არაა. ახალი თოფები(განსაკუთრებით ბოლო პერიოდის) ხშირად არაკეთილსინდისიერადაა ნაკეთები, მათში ხშირად იმალება ,,შეფუთული" წუნი.

 

2) თოფი უნდა იყოს კარგად მორგებული(მონადირის ფიზიკური კონდიციების შესაბამისად), კარგად ჯდებოდეს ხელში გააჩნდეს კარგი ბალანსი(ან მინიმუმ დაბალანსების შესაძლებლობა).

 

3) იარაღი უნდა შეესაბამებოდეს მონადირის წონას. თოფი, რომელიც დიდხნიანი ტარებისთვისაა განპირობებული, უნდა იყოს ზომიერად მსუბუქი, ხოლო ჩასაფრებით ან წყალმცურავებზე ნადირობისათვის განკუთვნილი თოფი უნდა იყოს უფრო მძიმე(დიდ მუხტებზე გათვლით). გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ თოფს მეტი უკუცემა აქვს. საშუალოსტატისტიკური მონადირის თოფის წონა შეადგენს მისი წონის 1/22-ს

 

 

4) ლულები გარგად უნდა შემოწმდეს(შიგნით-გარეთ). არ უნდა გააჩნდეს ამონატეხები, ამონაბერები, გარედან შესამჩნევი რგოლები. ლულის შიგა ზედაპირის დათვალიერებისას ხილული რგოლები უნდა იყოს მკაცრად სიმეტრიული. ლულა უნდა შემოწმდეს სკურპულოზურად_ვაი და ,,შუსტირებულია"(ხეხავენ შიგნიდან ნიჟარების დასამალად)???!!!

კარდაგ უნდა შემოწმდეს სამიზნე და შემაერთებელი თამასების შედუღების ხარისხი(წერტილოვანი-მთლიანი). ამის შემოწმება ხდება შემდეგნაირად:

ლულა ქვედა კაუჭით გამოკიდეთ პატარა თოკით და თამასების მთელ სიგრძეზე დააკაკუნეთ ფანქარი. კაკუნის ხმა ყრუა შეუდუღებელ ადგილებში და მკვეთრი შედუღებულში(ისე ამას სმენა ჭირდება და ივარჯიშეთ კრიმანჭულში :hi: )

 

5) დააკვირდით სანემსეებს(სხვა შემთხვევაში ბრანდმილებს), ეს ადგილი ხშირად კოროზირებული და დაზიანებულია. ლულისა და კალაპოტის ბალიშები უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი(მეორადი თოფის პირობებში). სახსრის ჭანჭიკი უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი.

ამის შემგეგ თოფს ავაწყობთ და არ დავაფიქსირებთ ტიბჟირს. ამ მდგომარეობაში თოფი უნდა შემოწმდეს რყევაზე(შატკა).

 

 

6) თოფის შეყენებისას უნდა გვესმოდეს(და ვგრძნობდეთ ხელში) მექანიზმის მკვეთრი და სუფთა ხმა. ნემსას უნდა გააჩნდეს დარტყმის ზომიერი ძალა. აღნიშნული მოწმდება შემდეგნაირად:

 

შეყენებულ თოფს ვშლით და სანემსეებზე დავაწყობთ ცარიელ(!!!) ლატუნის ვაზნებს. დასხლეტის შედეგად ცარიელი ვაზნა უნდა ავარდეს 50 სმ ზე.

 

7) კონდახს არ უნდა გააჩნდეს ნაბზარები. კალაპოტისა და ხის შეხების ადგილებში უნდა იყოს თანაბარი დაშორება.

 

 

 

თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეორადი თოფის ყიდვა

 

 

6885bd221245.jpg

 

 

პოლ სკარლატი ამბობდა_ ,,უმჯობესია თავი დაიზღვიოთ, ვიდრე მერე ინანოთ" :hi3:

 

 

თოფები სხვა საქონლისაგან იმით განსხვავდებიან, რომ თუ მოუვლით, ისინი რამდენიმე თაობას ემსახურებიან. პირადად მე ჩემი და უფროსი ხნის რამდენიმე თოფი მაქვს, თუმცა სწორი მოვლის გამო ახლაც განაგრძობენ მუშაობას...

მეორადი თოფის ყიდვა იმის გარდა, რომ შეიძლება საკმაოდ სარფიანი გამოდგეს, დამატებით გამოცდილებასაც გვმატებს და საინტერესოცაა.

წარმატებული შენაძენის მატრიცა პირობითად 4 ეტაპად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1)ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა; 2) დათვალიერება; 3)შეკითხვები გამყიდველთან და 4) შემოწმება

 

ინფორმაციის შეგროვება

მყიდველი პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს თოფის მარკისა მოდელის თაობაზე. შემდეგ დროის, ნერვებისა და ფულის ეკონომიის მიზნით უნდა გაიგოთ:

იწარმოება თუ არა ეს მოდელი ამ დრომდე და არსებობს თუ არა მწარმოებელი დღეს? რამდენად ძველია ეს მოდელი(პოპულარული მოდელები ბევრი ათწლეულის განმავლობაში გამოდიოდა და გამოდის)? დაგეხმარებათ ინფორმაცია სერიული ნომრებისა და მარკირების თაობაზე. სასარგებლოა ინფორმაცია მოდელის დიზაინისა და ფორმების შესახებ(კონდახი, ლულის სიგრძე, ყალიბი, სამიზნის ტიპი და ა.შ.). ჩვენს საიტზე აღნიშნული ინფორმაციები მეტნაკლებად არის(კომპანიათა ისტორიის ჩათვლით :hi3:).

რა ზომისაა თოფის სავაზნე? იძლევა თუ არა გამყიდველი გარანტიას? რა ღირს ასეთი თოფი ქარხნულ მდგომარეობაში? შეადარეთ თქვენი არჩეული თოფის ფასი კატალოგებში მოცემულ ფასებს...

 

 

 

დათვალიერება

 

 

ეს ეტაპი მოცემულია ზემოთ პოსტში(კომფორტისათვის აქაც გადმოვიტანე ;) )

 

 

 

შეკითხვები გამყიდველთან

 

როცა შეიარაღებული ხართ სათანადო ინფორმაციით, გაგიადვილდებათ იმის დადგენა სიმართლეს გელაპარაკებათ გამყიდველი თუ არა. უნდა დაადგინოთ გამყიდველი ამ თოფის პირველი მფლობელია თუ არა? თოფის წარმოშობა(სავაჭრო ორგანიზაცია, კერძო პირი). როცა დარწმუნდებით, რომ იარაღი ყველა პარამეტრით საიმედოა, შეეკითხეთ რატომ ყიდის ნივთს? შეეკითხეთ ჰქონდა თუ არა თოფს პრობლემები მუშაობაში? თუ ჰქონდა, მაშინ როდის და რა სახის? თუ განარემონტებია, ვინ შეაკეთა და ა.შ.

დაადგინეთ გამყიდველთან აქვს თუ არა თოფს დოკუმენტაცია; რა ინტენსივობით აქვს ნახმარი (:alfons:); დაახლოებით გასროლილი ვაზნების რაოდენობა; საუკეთესოდ რა ვაზნას ამუშავებს; შენახვის პირობები და ა.შ.

 

 

 

 

შემოწმება_ გააკეთე კიდევ ორი რამ, რომ არ იყიდო პრობლემები

 

 

ყიდვამდე დაათვალიერებინე თოფი მცოდნეს;

თუ გამყიდველი კერძო პირია, გადი მასთან ერთად სტენდზე ან ველში და მიზანში გაისროლე რამდენჯერმე;

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

BHB

 

32b39f78e5d5.jpg

 

იტალიურმა კომპანია ზოლიმ წარმოადგინა კომპაქტური ნაკრები, რომელიც თოფის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. ნაკრებს ქვია BHB(Between the Hands Balansing system) და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ლულის სიმძიმისათვის_20 ელემენტი(პატარა მაგნიტები), თითოეული 4 გრამი წონით;

ბ) კონდახის სიმძიმისათვის_6 ელემენტი, თითოეული ელემენტი შედგება პატარა საწონებისაგან. ერთი ელემენტის ჯამური წონა აღწევს 85 გრამამდე. მაგრდება საბჟენის წინ კონდახში ან პისტოლეტურ სახელურში ბალანსისათვის განკუთვნილ სპეციალურ ხვრელში.

Link to post
Share on other sites

სასწავლო კომპლექტი მოსბერგისაგან

 

4bcbb9880e96.jpg

 

კომპანია მოსბერგმა ბაზარზე წარმოადგინა სასწავლო კოპლექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ყალიბის ,,იარაღს". მოდელები წარმოადგენენ ცეცხლსასროლი იარაღის კოპიებს, მხოლოდ არასაბრძოლო მდგომარეობაში. ეს კომპლექტი იდეალურია ახალგაზრდა დამწყები მონადირეებისათვის სასწავლო კურსების გავლის პერიოდში.

ნაკრები მოწოდებულია ასწავლოს ახალგაზრდებს თოფის დაშლა-აწყობა, მექანიზმის მუშაობის პრინციპი და მოვლა-შენახვის საწყისები.

კომპლექტი განთავსებულია ქეისებში და ღირებულება შეადგენს 1500 მწვანეს :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ბიჭებო მე დამწყები მონადირე ვარ და ვაპირებ ეხლა ვიყიდო თოფი და თქვენი რჩევა მჭირდება... ჯერ მინდა რო რამე იაფიანი ვიყიდო და ვნახე მაგაზიაში იარაღი "HASTAN OPTIMA SB-P"

ჰქვია და მაინტერესებს თუ ღირს ყიდვა და რომელი კალიბრი ვიყიდო არის 16 კალიბრიანი და 12იანი. თუ არადა თქვენ მირჩიეთ რამე

Link to post
Share on other sites

ეს hatsani არის თურქული წარმოების და ვნახე კიდევ რუსული წარმოების იარაღი "BAIKAL MP - 18 M-M" ღომელიც არის 12 კალიბრიანი 12X76 ესე აწერია კალიბრზე. რუსული წარმოების იარაღი ჯობია ხო მემგონი თურქული წარმოების იარაღს??

Link to post
Share on other sites

შემოვლენ ბიჭები და გირჩევენ. ზოგი თურქულს ამჯობინებს, ზოგიც რუსულს. ორლულიანი 12 კალიბრი არაა ცუდი დამწყებისთვის

Link to post
Share on other sites

ეს hatsani არის თურქული წარმოების და ვნახე კიდევ რუსული წარმოების იარაღი "BAIKAL MP - 18 M-M" ღომელიც არის 12 კალიბრიანი 12X76 ესე აწერია კალიბრზე. რუსული წარმოების იარაღი ჯობია ხო მემგონი თურქული წარმოების იარაღს??

 

იყიდე ის რომელიც ვიზუალურად მოგეწონება და კარგად მოირგებ მხარზე.

მაქსიმუმ 200 დოლარიანი იარაღია ორივე მანდ ხარისხებზე საუბარი არც ღირს.

Link to post
Share on other sites

გაიხარე ძმაო და რომელი კალიბრის იარაღი ვიყიდო ??

 

12

ვაზნის დიდი არჩევანის გამო

16 და 12 კალიბრს შორის დიდი სხვაობა არ არის.

 

ისე კი რომ იცოდე ნადირობისას იარაღი მეორეხარისხოვანია მონადირისთვის.

პირველ ხარისხოვანია იყო კარგი ნატურალისტი, გიყვარდეს ბუნება, ტკბებოდე მისი სილამაზით, პატივს სცემდე, გებრალებოდეს მისი შვილები.

აი მე მაგალითად ნაწილობრივ ავუკრძლე ჩემს თავს მწყერზე ნადირობა, მათდამი სოლიდარობის ნიშნად თუ არ ვიცი რა დავარქვა ამდენი ბარაკონიერის და მეხორცის შემყურემ.

Link to post
Share on other sites

მეც 12-იანს გირჩევ და იეტის ვეთანხმები, დასაწყებად არ მოგაწოდეს ცუდი ვარიანტები, მერე დაამუღამებ და მეტს გაიგებ ნადირობაზეც და იარაღზეც.

 

მომავალში იარაღის არჩევანს თავად გააკეთებ.

 

პ.ს. ძნელია წაიკითხო ასეთი წერილი ახალგაზრდა როცა სწერს, ძალიან გული მწყდება ასეთი მდგომარეობა რომ გვაქვს დღეობით.

 

33 წლის კაცს რომ ამას დააწერინებ, რა გინდა მთავრობაში ვიღაც ხარ??? :karochera: /იეტის ბოლო წერილს ვგულისხმობ./

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ბიჭებო რჩევისთვის გაიხარეთ!

 

ერთერთი საუკეთესო ჩვევა გქონია, მე პირადად მაგარ მომავალს გიწანასწარმეტყველებ, თან 19 წლის ჰყოფილხარ.

 

მაგარია, დღესდღეობით ასეთი პასუხი დაგიწეროს შენი ხნის კაცმა, გვაკლია პრაქტიკაში.

 

გიქებ საქციელს. :yes:

 

როცა არ იცი რაიმე, რომ ჰკითხო შენზე მეტად გამოცდილს, სირცხვილი არ არის, მითუმეტეს ეს ყველაფერი, როცა სიცოცხლე-სიკვდილს ეხება.

 

 

კაია. :yes:

 

მეგობრებად ჩამოვყალიბდეთ, ჩვენში წლოვანებას დიდი აზრი აქვს, წლოვანება=გამოცდილებას.

მაგრამ უკვე თოფ-აღებულებს, ერთად გასულებს, თანაბარი მოვალეობა გვეკისრება, მაგრამ აქაც უფროსია პასუხისმგემელი დანარჩენზე, ვინც გვერდში მიჰყვება იმას, თუნდაც მასზე გამოცდილები ჰყავდეს თან.

 

მოკლედ, მომავალი წინ გაქვს და გვერდში დაგიდგებით.

 

გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და დავხატავთ შენნაირი ახალგაზრდების მომავალს.

 

 

აპა რისთვის ვართ ჩვენ??? :friends:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 year later...

მოკლეთ ესეა საქმე, რამდენიმე იარაღიდან მინდა ავარჩიო ერთერთი, ან იქნებ უკეთესი ვარიანტი შემომთავაზოთ მცოდნეებმა?!

შეილება ცოტა შეუსაბამო შედარებას ვაკეთებ მაგრამ, ამ სამი თოფიდან 2 ნასროლი მაქვს და მომეწონა აი მესამე ვარიანტი უბრალოდ მაღაზიაში ვნახე და მომეწონა.

ფრანჩი. პირველი ვარიანტი.

post-16-0-11054100-1390848366_thumb.png

ფაბარმი ელოს ა მოდელი(იჟექტორის გარეშე 2 სასხლეტიანი ა მოდელია თუარვცდები) მეორე ვარიანტი

და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმოება :e025: ატა სპ მესამე ვარიანტი.

 

 

ნუ მესამე ვარიანტი მხოლოდ იმიტომ დამიჯდა ჭკვასი რომ ვისროლე და საკმაოთ მორგებული იარაღი მეჩვენა.

ფაბარმიც ნასროლი მაქვს და მომეწონა.

ეს ფრანჩი მაღაზიაში ვნახე, დინამოზე ხელში რომ დავიკავე ვიზუალურად მომეწონა მხარზეც რომ მივიდგი კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

Edited by zaza13
Link to post
Share on other sites

მოკლეთ ესეა საქმე, რამდენიმე იარაღიდან მინდა ავარჩიო ერთერთი, ან იქნებ უკეთესი ვარიანტი შემომთავაზოთ მცოდნეებმა?!

შეილება ცოტა შეუსაბამო შედარებას ვაკეთებ მაგრამ, ამ სამი თოფიდან 2 ნასროლი მაქვს და მომეწონა აი მესამე ვარიანტი უბრალოდ მაღაზიაში ვნახე და მომეწონა.

ფრანჩი. პირველი ვარიანტი.

post-16-0-11054100-1390848366_thumb.png

ფაბარმი ელოს ა მოდელი(იჟექტორის გარეშე 2 სასხლეტიანი ა მოდელია თუარვცდები) მეორე ვარიანტი

და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმოება :e025: ატა სპ მესამე ვარიანტი.

 

 

ნუ მესამე ვარიანტი მხოლოდ იმიტომ დამიჯდა ჭკვასი რომ ვისროლე და საკმაოთ მორგებული იარაღი მეჩვენა.

ფაბარმიც ნასროლი მაქვს და მომეწონა.

ეს ფრანჩი მაღაზიაში ვნახე, დინამოზე ხელში რომ დავიკავე ვიზუალურად მომეწონა მხარზეც რომ მივიდგი კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

 

 

ჯერ შენს მიერ მოპოვებული ინფოები ჩამოყარე ბოლომდე, მერე იქნება ჩვენი რჩევები:

 

 

რა ფასად ყიდულობ ამ სამი ვარიანტიდან თითოეულს?

ძირითადად რაზე სანადიროდ გინდა(თუ ისეთ ვარიანტს ეძებ დაახლოებით და მისადაგებით ყველაფრისათვის რომ გამოდგება: მწყერი, ქათამი, იხვის გადაფრენები, ცხოველზეც თუ საჭიროებამ მოითხოვა)?

სამთავე თოფი ერთნაირად კარგად მოგერგო?

სავაზნის და ლულის სიგრძე ერთნაირი აქვთ სამივეს? კონდახები რისი აქვთ? წონები? კალაპოტები რა მასალაა?

 

 

არ გამამტყუნო ახლა, ეს რეებს ითხოვს თქო :haha: :haha: :haha:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...