zaza13 0 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 (edited) Gurulo ფაბარმი 2400 ლარი ღირს. ფრანჩი. 2100 ლარშია ატა სპ. 1700 ლარი. ფასთა სხვაობა ნაკლებათ მაინტერესებს უბრალოდ მინდა თოფი მოვირგო კარგათ. მაქვს იჯ 58მა, იცით თქვენ ჩემი თოფი, ზაზასგან ავიღე(ბუნებისმცველისგან) მწყერზე ვერ ვნადირობ საშუალო მანძილშიცკი აფუჭებს, იხვზე და წვრილფეხა ნადირზე წავა, ეხლა თოფი მინდა მწყერზე, ქათამზე და სტენდზე. გელა ფაბარმიდანაც ვისროლე რამდენიმე, ატა თიც ვისროლე, თითქოს ატა უფრო უკეთესად მოვირგე, მარტო იმიტომ ვიკავებ თავს რომ თურქულია. რაც შეეხება ფრენჩს არ მისვრია, უბრალოთ მაღაზიაში ვნახე და მომეწონა, მხარზეც რომ მივიდგი კარგათ მოვირგე. ლულის და სავაზნის სიგრძე ერთნაირი აქვთ სამივეს. კონდახები რისი აქვთ? წონები? კალაპოტები რა მასალაა? მაგდენი აღარ ვიცი. Edited January 28, 2014 by zaza13 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 28, 2014 Author Report Share Posted January 28, 2014 კიდევ ერთი შეკითხვა და მორჩა: შენი იჟ-58 უნდა დაიტოვო თუ ყიდი? ანუ რა მაინტერესებს_ გექნება ერთი თოფი ყველაფერზე სანადიროდ ან ორი თოფი_ იჟ-58 წყალმცურავებზე და დისტანციაზე სროლისათვის და კიდევ მეორე რომელსაც ახლა შეიძენ?! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 იჯ58 არასდროს გავყიდი, ეგ თოფი მექნება წყალმცურავებზე და დისტანციაზე სროლისთვის, მეორე თოფი მინდა ცვლადი ჩოკებით რომლითაც ვინადირებ მწყერზე, ქათამზე და სტენდზე ვისვრი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 28, 2014 Author Report Share Posted January 28, 2014 (edited) კაი აბა. იმ პირობებში, როცა შორსმასრი თოფი გაქვს, ჩემის მოკლე ჭკუით, გჭირდება ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც ძაღლთან ერთად წარმატებით ინადირებ, ბევრს ატარებ და არაფერში არ გჭირდება დიდწონიანი ვაზნები_მაქსიმუმ 32 გრამი(ქვევით კი ბატონო 30-28-24). ერთი დეტალი კიდევ, როგორც წესი, მოკლელულიანებს უმეტეს შემთხვევაში ბრწყინვალე ბალანსი და მსუბუქი წონა აქვთ(ბევრი ტარება როცა გიწევს კაი რამეა მსუბუქი თოფი). პირობა 1) ლულის სიგრძე უნდა მერყეობდეს 60-დან 68 სმ-მდე. თუ ასეთი მოკლე ლულა არა აქვს შენს მიერ ნანახ თოფებს ჰა,ჰა 70-სმ, მეტი არაფერში გჭირდება. სახსნელი ჩოკები სამთავეს აქვს, როგორც მახსოვს, ამიტომ მხოლოდ სმაილიკი პირობა 2) არ ვიცი ვაზნებს თავად ამზადებ თუ ქარხნულებს იყენებ, მაგრამ გაითვალისწინე, რომ შენი დატენილი ვაზნა ყველას ჯობია, რომელსაც შენს თოფს მოარგებ ზუსტად. მითუმეტეს ძაღლთან ნადირობისას... ამიტომ ეჟექტორიან ვარიანტს ექსტრაქტორიანი ჯობია; თუ ეს პირობა ნიშანდობლივია შენთვის, მაშინ ორი სასხლეტიც უპრიანია. პირობა 3) რადგან ამ ინსტრუმენტში გაძლიერებულ დოზებს არ გამოიყენებ, შეიძლება მისი კალაპოტი მსუბუქი მეტალების შენადნობისაც იყოს, მაგრამ თუ არჩევანის შესაძლებლობაა, მაინც ფოლადისას გირჩევ. შემოწმება ძალიან მარტივად შეიძლება_ თუ კალაპოტი მაგნიტს იკრავს, მაშინ ფოლადია, თუ არა და მსუბუქი მეტალებისა; პირობა 4) რადგან ფასთასხვაობას არა აქვს შენთვის მნიშვნელობა, აარჩიე იტალიურ მწარმოებელთა შორის(ანუ ფაბარმი ფრანჩი). სხვა თუ არაფერი რომ დაგჭირდეს, მაგენს უფრო გაყიდი და ნაკლები ,,სკიდკით" ვიდრე თურქულს; ატა რომ უფრო მოგერგო ვიდრე იტალიური, ეგ არაა დიდი პრობლემა: ჩემის აზრით შენს ,,ფიზიკას" უფრო მოერგო კონკრეტული თურქული, რადგან კონდახის დახრა(პიტჩი) მას სხვა აქვს, იტალიურს სხვა. ამის გამო იტალიური არ დაიწუნო_ ნებისმიერი კონდახის ხელოსანი ძალიან მცირე თანხის საზღაურად მოგიჯენს კონდახს, ისე რომ თავად კონდახს საერთოდ არაფერი დაეტყობა; პირობა 5) ჩავთვალოთ რომ ორთავე იტალიურს კაკლის კონდახი აქვს_ დააკვირდი რომლის ჯავარია უფრო მდიდარი(ჯავარი რასაც ქვია გეცოდინება); პირობა 6) რომლის გრავირება უფრო მოგწონს? ეგ ინდივიდუალური საკითხია ჩემის მოკლე ჭკუით, ექვსივე პირობა პრიორიტეტის მიხედვით დავალაგე... მაგ ორი იტალიური თოფიდან რომელიც მეტად მოერგება ამ პირობებს ის უნდა იყიდო Edited January 28, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 მე მაინც ფაბარმს გირჩევ,არ აქებენ ფრანჩის ვერტიკალებს,ზოგადად იჟ-58-ც მოგცემს ნებისმიერ გაშლას,ვაზნას უნდა შერჩევა!!! ციტირება Link to post Share on other sites
jorjick 0 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 ბრავო GURULO :clapping1: ზაზა მე ფაბარმს ავიღებდი ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 Gurulo გაიხარე მადლობა. mamuka grigolia გიორგი ჟორჟოლიანი მადლობა რჩევისთვის, ჩათვალეთ გათვალისწინებულია. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted January 29, 2014 Report Share Posted January 29, 2014 ესეგი ბალანსი რომ შევამოწმო შიგ ვაზნები უნდა იდოს? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 30, 2014 Author Report Share Posted January 30, 2014 ესეგი ბალანსი რომ შევამოწმო შიგ ვაზნები უნდა იდოს? კი ვაზნებით უნდა შეამოწმო. უსაფრთხოება დაიცავით!!! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted January 30, 2014 Report Share Posted January 30, 2014 Gurulo შევამოწმე და სიმძიმის ცენტრი ჭანჭიკიდან წინ აქვს ასე 5-6მმ-ით ცუდია? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 30, 2014 Author Report Share Posted January 30, 2014 Gurulo შევამოწმე და სიმძიმის ცენტრი ჭანჭიკიდან წინ აქვს ასე 5-6მმ-ით ცუდია? ჭანჭიკზე დასვი, უკეთესია. არ მოგთხოვს მანდამანიც ბევრი ტყვიის დამატებას კონდახში... ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted January 30, 2014 Report Share Posted January 30, 2014 Gurulo კაი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 31, 2014 Author Report Share Posted January 31, 2014 ამ თემას ეს სურათი უხდება თუ არ მოგწონთ წავშლი ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted January 31, 2014 Report Share Posted January 31, 2014 http://gorda.ge/chifsan-12x76/ ამ თოფის შესახებ რა აზრის ხართ ? ვიზუალურად მომწონს და მაინტერესებს ვინმეს თუ გიხმარიათ და რა შედეგი მიგიღიათ ? ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted January 31, 2014 Report Share Posted January 31, 2014 datoxaran1 მასეთ დაბალ ფასიანებს შეეშვი რა უნდა იყოს ახლა ეგ? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 datoxaran1 ამ სეზონზე იყიდა ეგ ჩიფსანი ჩემმა ახლობელმა, სეზონი რო გაიხსნა მაშინ, ახლა უკვე კონდახი აჩრელებლი აქ ლაქი გადაძვრა ლულების ვარანენიაც აღარაა პირვანდელ მდგომარეობაში და ა.შ ასე რომ მეც ალიკას დავეთანხმები და გირჩევ რო შეეშვა მაგ თოფს , დაამატე მაგ თოფის ფასს 200-300 ლარი და ახალი იჟი იყიდე, ბევრი ემადლიერება ახალ იჟებს რასაც მაგ ჩიფსანზე ვერ იტყვიი ;) ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 მადლობ გამოხმაურებისთვის :Laie_99: . იჟები 16 კალიბრებში გამოდის ? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 datoxaran1 არვიცი მე არ მინახავს ახალი იჟი 16 კალიბრიანიი ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 16 კალიბრში მინდა ან 20ში რა , რა იცით კაი თოფი 1000 ლარის ფარგლებში ? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 რა იცით კაი თოფი 1000 ლარის ფარგლებში ? მასე ვერ იტყვი 1000 ლარად შეიძლება ბევრი ვარიანტი გამოჩნდეს ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 მასე ვერ იტყვი 1000 ლარად შეიძლება ბევრი ვარიანტი გამოჩნდეს თქვენ რომელი თოფი გაქვთ ? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 datoxaran1 მე ბებერი იჟ 27 მაქ ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted February 1, 2014 Report Share Posted February 1, 2014 datoxaran1 1000 ლარად საბჭოურ იჟს იყიდი მაგარ მდგომარეობაში 16 კალიბრს. ახლები არაა მე როგორც ვიცი. ისე ჩემი გემოვნებით ან 12 ან 20 ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted February 2, 2014 Report Share Posted February 2, 2014 datoxaran1 1000 ლარად საბჭოურ იჟს იყიდი მაგარ მდგომარეობაში 16 კალიბრს. ახლები არაა მე როგორც ვიცი. ისე ჩემი გემოვნებით ან 12 ან 20 გაიხარე ალიკ ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted February 2, 2014 Report Share Posted February 2, 2014 იჟ-27 ხო იგივე MP-27 ია ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.