levani 71 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 როდის და როგორ იღებს თევზი სატყუარას საერთოდ ამ თემაზე მეთევზეებს ერთი ზუსტი და ამომწურავი პასუხი გვაქვს! თევზი მაშინ იღებს სატყუარას როცა შია!!! მაგრამ მაინც ვცადოთ და მიახლოებით პასუხი დავწეროთ რაც ჩვენს პრაქტიკაში გვქონია. ზაფხულის პერიოდში მაგალითად სათევზაოდ საუკეთესო დროდ სისხამი დილა და გვიანი საღამო ითვლება. პირადი გამოცდილებითაც ამ დროს უფრო წარმატებულია თევზაობა. კარგი მაჩვენებლები მქონდა ღამით თევზაობისას ზაფხულში. ამ დროს წვერას ვიჭერდით და თანაც კარგ ეგზემპლიარებს. ზღვაზეც განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ღამით თევზაობა და შედეგიც კარგია. შემოდგომობით როცა დილას შედარებით უფრო ცივა და დღის განმავლობაში ხვატი არ არის კარგი წარმატებული თევზაობა შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში. მტაცებელზე რაც შეეხება შემოდგომის პერიოდში თუ მიაგნებთ ქორჭილათი ან ქარიყლაპიათი ,,მდიდარ" წყალსატევს ან მდინარეს მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ (რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არსებობს და ასე დროსაც ხელცარიელი არცთუ ისე იშვიათად წამოვსულვარ). ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 8, 2012 Author Report Share Posted February 8, 2012 უმეტეს შემთხვევაში სატყუარას თევზი ფსკერიდან იღებს, არის თევზების ისეთი სახეობები რომელიც საკვებს მოიპოვებს წყლის ზედაპირზე, წყლის შუა ფენებშიც, მაგრამ მაინც რადგანაც ფსკერზე შლამში და ქვებს ქვეშ უფრო ბლომადაა ნაირგვარი უხერხემლოები ძირითადი კვების ბაზა მაინც ფსკერზეა. ადრე გაზაფხულზე თევზის აქტიურობას საკვების მომატება განაპირობებს. ამ დროს წყალი შედარებით თბება და ნაირგვარი ჭიები და უხერხემლოები მატულობს, აქედან თევზიც უფრო ხარბად ეტანება მითავაზებულ სატყუარას და ნაკლებად ჭირვეულობს, ამ დროს უფრო შედეგიანად ცხოველური სატყუარა გამოიყენება. მაგრამ დანამდვილებით მგონი ვერავინ იტყვის იმას, რომ მხოლოდ ცხოველური ესა თუ ის სატყარაა გამოსადეგი, ჩემი აზრით თევზაობის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჩვენ თვითონ გამოვცადოთ ყველანაერი სატყუარა და თვითონ დავასკვნათ რომელი იყო უფრო წარმატებული. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 კარგია ლევან,მომეწონა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ეს კარჩხანას ჩარტყმა, ძირითადად ასეთ მოძრაობაში მოყავს ტივტივა ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ეს კობრის ჩარტყმები ფსკერულ მონტაჟზე ეს ტივტივაზე http://www.youtube.com/watch?v=cAFvzrLQMGI ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ყოჩაღ ლევან! ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 რა ყოჩაღ დავითას ვენაცვალე, მე მხოლოდ ჩემს მწირ გამოცდილებას ვწერ. მადლობა ღმერთს აქ ნამდვილი პროფესიონალი მეთევზეები ხართ და ერთობლივად გავაღრმავოთ ასეთი თემები. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ასე იღებს სატყუარას კაპარჭინა, ტივტივის მოძრაობაც თავისებული აქვს. http://www.youtube.com/watch?v=Txwc_4Pu5f8 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ეს ქორჭილას ჩარტყმები ტივტივიან ანკესზე, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე დაეტაკება ნემსკავს და მიათრევს. თუ ამოკვრას დააგვიანებთ მერე მოგიწევთ ოპერაციის ჩატარება ქორჭილაზე ნემსკავის ამოსაღებად. 1 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ვისაც გითევზავიათ დამერწმუნებით იმაში, რომ მტაცებელ თევზზე ტივტივიანი ანკესით თევზაობა ძალიან აზარტული და სასიამოვნო სახეა თევზაობის. დავდებ რამდენიმე ვიდეოს იმისა თუ როგორ იღებს სატყუარას ქორჭილა და ქარიყლაპია. ასევე დავამატებ იმას, რომ ცოცხალათი თევზაობა ათჯერ უფრო ეფექტურია ყველა ხელოვნურ თევზთან და სატყუარასთან შედარებით. ასე იღებს სატყუარას ქარიყლაპია მაშინ როცა ნემსკავზე ცოცხალაა ან ცოცხალი ბაყაყი. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 კიდევ ქარიყლაპია ტივტივიან ანკესზე ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 20, 2015 Author Report Share Posted November 20, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted November 20, 2015 Report Share Posted November 20, 2015 levani ლევან გითევზავია "ჟივეცით"? სპინინგის განყოფილებაშ კი დავწერე და სურათიც დავდე, მე რომ რკინებით დავსდევდი ფოთში ტბაში ქარიყლაპიას, ადგილობრივმა ბავშვებმა პატარა ლიფსიტით ლამის 5 კგ ქორჭილა დაიჭრეს პატარა ლიფსიტებზე ისე, ეს ქარიყლაპია რომ დამესვა სპინინგზე, ამდენს არ ვაბლატავებდი ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted November 20, 2015 Report Share Posted November 20, 2015 levani ლევან გითევზავია "ჟივეცით"? სპინინგის განყოფილებაშ კი დავწერე და სურათიც დავდე, მე რომ რკინებით დავსდევდი ფოთში ტბაში ქარიყლაპიას, ადგილობრივმა ბავშვებმა პატარა ლიფსიტით ლამის 5 კგ ქორჭილა დაიჭრეს პატარა ლიფსიტებზე ისე, ეს ქარიყლაპია რომ დამესვა სპინინგზე, ამდენს არ ვაბლატავებდი მასე იჭერენ ს ფოთში 70% მეთევზეების,და აგრეთვე ე.წ "ჟერლიცაზე " და კი გამოლიეს და დედა უტირეს ქარიყლაპია,ქორჭილას ....ვისაც ნავები ყავს შორს შედიან და იჭერენ სპინინგით ,რადგან ადვილი მისადგომი და ნაპირზე მოსიარულე სპინინგისტი ვერ დადის იმ ადგილებზე.ამას წინათ ვიყავი ,რამდენი ვიარე მოკლედ და შედეგი ნული,მერე კაცი ვნახე კაი მაგარი ზარბაზანი სპინინგით და მძიმე ყანყალით ,ნავით იყო და რო შევეკითხე რა შედეგი აქვს მაჩვენა 10ცალი ქარიყლაპია 1.5 და 2 კილოიანი 2 ცალი არ იქნება გასაკვირი მალე თუ ძაან მოიკლებს ქარიყლაპია.არ ვიცი ყიდიან თუ ინახავენ მთლიანად მაცივარში ,მაგრამ მალე კაი ჩიტსაც დაიჭერენ ხო მართლა დამავიწყდა ,სადაც ვსროულობდი სატყუარას ,მოვიდა ეს კაცი და ცხვირ წინ ჩააგდო სატყუარა ,მაგარი კაი კაცია მალადეც ) ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 21, 2015 Author Report Share Posted November 21, 2015 TOZI777 არაერთხელ. მე ვიცი რამდენი ადგილი სადაც მტაცებელზე სხვა საშუალებით ვერ ითევზავებ ეს ერთი, ამას გარდა ძალიან კარგი ეფექტი აქვს მაგის მოკიდებას სატყუარაზე როცა ტივტივა ყარაულობს. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted January 10, 2016 Author Report Share Posted January 10, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 (edited) levani კარგი კადრებია. რამდენჯერ ისე ჩაყლაპა ლამის კუჭიდან მოუწია ამოფურთხება სასურველია ყველა მეთევზემ იცოდეს როგორ იღებს სატყუარას მისი სამიზნე თევზი. მე მაგალითად წყალქვეშ ქორჭილას შეტევები წითელ ჭიაზე რომ ვნახე, მას შემდეგ მივხვდი რატომ არ აქვს აზრი ზოგიერთი სატყუარით მაგაზე თევზაობას Edited January 11, 2016 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
ერეკლე2 0 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 გამარჯობა ყველას....ახლახანს დავინტერესდი თევზაობით კერძოდ სპინინგით თევზაობით...სიმართლე გითხრათ არასდროს მითევზავია არც ანკესით არც არაფრით...ძალიან გთხოვთ ვინმემ მითხრას როგორი სპინინგის ჯოხი და მოწყობილობები შევიძინო რომ ვისწავლო ნელ ნელა და თან მუღამისთვის ცოტაოდენი თევზიც დავიჭირო ...თქვენი დახმარების იმედი მაქ მადლობა წინასწარ... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 გამარჯობა ყველას....ახლახანს დავინტერესდი თევზაობით კერძოდ სპინინგით თევზაობით...სიმართლე გითხრათ არასდროს მითევზავია არც ანკესით არც არაფრით...ძალიან გთხოვთ ვინმემ მითხრას როგორი სპინინგის ჯოხი და მოწყობილობები შევიძინო რომ ვისწავლო ნელ ნელა და თან მუღამისთვის ცოტაოდენი თევზიც დავიჭირო ...თქვენი დახმარების იმედი მაქ მადლობა წინასწარ... გაგიმარჯოს ერეკლე. სად ცხოვრობ და რომელ მტაცებელზე აპირებ თევზაობას? ციტირება Link to post Share on other sites
არიოპაგელი 0 Posted May 30, 2017 Report Share Posted May 30, 2017 მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე ხნის წინ რატომღაც სურვილი გამიჩნდა ამ გადასარევი "საქმისათვის" მომეკიდა ხელი. როგორც ვხედავ აქ პროფესიონალი ადამიანები ბრძანდებით შეკრებილნი. თავი რომ არ შეგაწყინოთ, როგორც დამწყებს რჩევას ხომ არ მომცემდით რამეს? - მადლობას გიხდით წინასწარ. გაგახაროთ ღმერთმა! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 30, 2017 Report Share Posted May 30, 2017 პერსევსი გამარჯობა მეგობარო.უპირველესყოვლისა ის გვითხარი სად აპირებ თევზაობას დასავლეთში თუ აღმოსავლეთში,მდინარეებზე თუ ტბებზე და აქედან გამომდინარე გირჩევთ რამეს ) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.