Bako 0 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 ტყუილ-მართალი ამბები ნადირობაზე მონადირე ტყუილის გარეშე ვის გაუგია,მაგრამ მართალიც ბლომადაა ნათქვამი,მოდით ამ თემაში გაგონილი,თავს გადამხდარი,ოდესმე სადმე წაკითხული თუ ნანახი ამბები დავწეროთ,ტყუილი ჩვენს შვილებს გაუხარდებათ ზღაპრად,მართალი ვინმეს გამოადგება,მგონი საინტერესო იქნება ყველასთვის,აბა...დავცხეთ! ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 8, 2012 Author Report Share Posted February 8, 2012 პირადად მე ასეთი სახალისო ამბავი მაქვს გაგონილი:თურმე სადღაც კახეთში სტუმარი ჩასვლია მონადირე კაცს,ერთხელ მანადირე,რა იქნებაო,შეიკლა კაცი ხელში,არადა იცის ამ მონადირემ,რომ არაა კურდღელი,მწყერიც წასულია უკვე,იხვისთვის ადრეა და ტყის ქათამი კიდე ჯერ არ ჩამოსულა მთიდან,მოკლედ ძალიან ცუდი მომენტია ნადირობისთვის,მაგრამ რა ქნას,სტუმარს გული როგორ დაწყვიტოს...გადავიდა მეგობრებთან სთხოვა,მოდი რამე მოვახერხოთ,ისე როგორ გავუშვა,სირცხვილია,რას იფიქრებსო.იფიქრეს,იფიქრეს და ბოლოს რამოდენიმე ჭიქა ჭაჭის მერე მოიფიქრეს!კურდლის ტყავი მაქვს სახლშიო ერთმა თქვა,კატას გადავაცვათ ზედ და გავუგდოთ წინ,სროლით ეგ ვერ ესვრის,ან თუ ესვრის,ააცილებს და გასახსენებელი კი ექნებაო მართლაც დილას ადგნენ,გაემზადნენ,მისცეს სტუმარს თოფი და გავიდნენ სანადიროდ,დააყენეს ნომერში და თვითონ წავიდნენ "სარეკში",ცოტა თვალს მოეფარნენ,მერე გააძრეს ზურგჩანთიდან კურდღლისტყავიანი კატა და გაუგდეს წინ ძაღლებს,გაგიჟდნენ ძაღლები,მოსდევენ გიჟებივით და გიჟდება ნომერში სტუმარი კაცი,გაიოფლა,ააკანკალა,გაიხედა და გამორბის კურდღელი,მოსდევენ ძაღლები,აიგდო თოფი და უმიზნებს,თან ნერვიულობს,ვაიდა ძაღლებს გაარტყას...მაგრამ აბა რა ქნას,გადაწყდა,უნდა ესროლოს,ოღონდ კარგად უნდა დაუმოზნოს,აი ეხლა კაი მომენტია...უნდა გამოკრას!....და ავარდა კურდღელი ხეზე... ცოტა ხანში მოვიდნენ ჯიგრები სიცილით,ჯიგარი შეუმოწმეს სტუმარს,ხომ არ ეწყინა ჩვენი ხუმრობაო,მაგრამ ის უარესად ბჟირდებოდა თურმე,ეს რა ვნახეო დამსხდარან მერე და მოულხენიათ ბუნებაში,ის სტუმარი თურმე ხშირად იხსენებს ეხლაც,მაგარია ნადირობა,ვერაფერი შეედრება მდევრების ყეფას და ნადირობის ჟრუანტელსო,ასე ამბობს თურმე ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 :hi: ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 8, 2012 Author Report Share Posted February 8, 2012 ერთი კიდევ ასეთი გავიგე,ვიცინე მაგრად,თურმე თბილისელი დაუპატიჟებიათ მთაში სანადიროდ,მთის ხალხი შეჩვეულია,თბილისელს გაუჭირდა თურმე სიარული,არადა 1 დღე იარეს,2 დღე იარეს 3 დღე იარეს...გათავდა საჭმელი,ვერც ვერაფერს გადააწყდნენ რომ მოკლან და შიმშილი დაიოკონ,მთელი დღე ისე გავიდა,არაფერი უჭამიათ,გაქექეს ზურგჩანთები და ერთმა რამოდენიმე თავი ხახვი იპოვა.გაჭრეს ეს ხახვები ნახევრებად,დაუჯდნენ და ახრაშუნებენ ვაშლივით.თბილისელი არ ჭამს...აიღე ძმაო,ჭამე,მოგეწონება,სნიკერსივით არისო უთხრეს,ცოტა შეყოყმანდა,მაგრამ შია,რა ქნას,აიღო ნახევარი ხახვი,თეთრი,მწარე წვნიანი ხახვი როა,ხომ იცით?-ეგეთი...აიღო აახრაშუნა...გასდის თვალებიდან ცრემლი,ეწვის ყელი და ეჭმუხნება სახე...პირველივე ლუკმის მერე ცოტა სული რომ მოითქვა,დადო ხახვი და ბიჭებს ეუბნება,ბო..შვილი ვიყო თქვენ თუ სნიკერსი გქონდეთ ნაჭამიო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 8, 2012 Report Share Posted February 8, 2012 ბომბააააააააააააააააააა. :hi: ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 კარგია ბაკო, შენ მანდ გასახსენებელი ბევრი გაქვს, მიდი მიაყარე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ცხვრის ბეწვისგან დავამზადეთ აბრეშუმის ფართალი. ტყუილი თუ მართალი? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ჯორმა კვიცი გააჩინა მეტისმეტად გამხდარი. ტყუილი თუ მართალი? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 საბუდარში კატა იწვა სახლს იკლებდა კაკანით. ტყუილი თუ მართალი? ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 :hi: სამივე ტყუილია ეკატერინე ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 paraskeva გამოცანებს ვერ ვუნახე ნადირობის გზა-კვალი ტყუილი თუ მართალი? ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 მართალი)) ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ნადირობის დროს მოგეხსენებათ ხშირია რაღაც უცნაური მომენტები,კურიოზები,სირთულეებიც რა თქმა უნდა,ბევრჯერ მინანია,რომ არ შემეძლო გადამეღო ნადირობის დროს ულამაზესი მომენტები,არადა ხანდახან ისეთი რამე მინახია,დასაჯერებლად ძნელია,მაგალითად ჩემმა მეგობარმა-შოთიკომ ნადირობის დროს ფრინველი ჩამოაგდო,ჰაერშივე დაიჭირა და ჩამოიკიდა საქამრეზე,მე სამაგიეროდ ქედანი დავუგდე პირდაპირ სუფრაზე,გარეჯში მონადირეს გიურზამ პატრონტაშზე დაარტყა,ჩემი ერთი მშიშარა საცოდავი ნარევი გონჩი,გიჟივით მისდევდა კვალზე მგელს,დაჭრილმა ტურამ საცოდავ დღეში ჩააგდო ანგლო-რუსული გონჩი,ძალიან სცემა,ტარასას ძაღლი-ბაგზი დაახლოებით 10 წუთი იდგა ნაბულზე და ჩვენ კიდე კაპოტზე ვქეიფობდით,ბოლოს მამალი ხოხობი ამოაფრინა,დედალმა გარეულმა ღორმა ფილტვებში გატარებული კარტეჩით დაახლოებით 500 მეტრი ირბინა ბუჩქნარიან სულ ციცაბო აღმართზე,მანუჩარამ ქედანს ესროლა,ჩამოგდებული ქედანი მოხვდა მანუჩარას ცხენს თავში და ამის შემდეგ თოფის გასროლაზე ცხენი ტაჩკიან-მხედრიანად თავქუდმოგლეჯილი ისე გარბის რამოდენიმე კილომეტრს,კაცი არაა მაგის გამჩერებელი,მეგობრის ძაღლი ჯეკი ჩამოგდებულ ფრინველს ბუჩქებში მიარბენინებდა და იქ ჭამდა რომ არ წაგვერთმია,ნადირობის დროს შეხვედრილმა თათარმა მწყემსმა ალახი მოიყვანა მოწმედ,რომ ჟირაფი ნახა ქვემოქედში...გასახსენებელი მართლა ბევრია,ჩუბინის თქმისა არ იყოს თქვენც გექნებათ რაიმე საინტერესოები,დაწერეთ,ნუ დაიზარებთ ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ეგი ჯერ არ მომიყოლია არავიზა. ცხოვრებაში ერთხელ ვარ მწყერზე სანადიროდ ნამყოფი.ძმაკაცმა წამიყვანა.ესეიგი ნიკეადან ყანებით მესხეთში თუ რომელიღაც სოპელში ჩავდიოდით.ვაბშე აზრზე არ ვარ ნადირობის,ტირში ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოპი.მითხრეს აფრინდებაო და ზეპეო რა,ძაან იოლიაო.გადევიკიდე იჟი-ფიგ ეგო ზნაეტ რომელი და დავგაზეთ.საქეიპო მასალა რომ მოვაგროვეთ,ახლაო შენ იკაიფეო,ახლა რო ააფრენსო ცერბერაო შენ ზეპეო.ჩადგა ეგ ცხონებული სტოიკაში და დაცხვიტა ყურები,მოემზადეო.მეც მოვიმარჯვე ფიშტო,ამოვიყვანე ადგილი მიზანში.გადახტა ცერბერა,ააფრინა მწყერი,თან ისე ააფრინა იმ საცოდავმა რო ახტა თვითონაც მაღლა.იტოგში მწყერი გაპრინდა და ჩვენს ნადავლს მენიუში ცერბერა შეემატა.მის მერე არავის არ დაუპატიჟებივარ სანადირიდ ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 9, 2012 Author Report Share Posted February 9, 2012 ეგი ჯერ არ მომიყოლია არავიზა. ცხოვრებაში ერთხელ ვარ მწყერზე სანადიროდ ნამყოფი.ძმაკაცმა წამიყვანა.ესეიგი ნიკეადან ყანებით მესხეთში თუ რომელიღაც სოპელში ჩავდიოდით.ვაბშე აზრზე არ ვარ ნადირობის,ტირში ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოპი.მითხრეს აფრინდებაო და ზეპეო რა,ძაან იოლიაო.გადევიკიდე იჟი-ფიგ ეგო ზნაეტ რომელი და დავგაზეთ.საქეიპო მასალა რომ მოვაგროვეთ,ახლაო შენ იკაიფეო,ახლა რო ააფრენსო ცერბერაო შენ ზეპეო.ჩადგა ეგ ცხონებული სტოიკაში და დაცხვიტა ყურები,მოემზადეო.მეც მოვიმარჯვე ფიშტო,ამოვიყვანე ადგილი მიზანში.გადახტა ცერბერა,ააფრინა მწყერი,თან ისე ააფრინა იმ საცოდავმა რო ახტა თვითონაც მაღლა.იტოგში მწყერი გაპრინდა და ჩვენს ნადავლს მენიუში ცერბერა შეემატა.მის მერე არავის არ დაუპატიჟებივარ სანადირიდ არაუშავს ლიფსიტ... ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ძაღლის პატრონი უნდა გენახა ბაკო.კიდევ კარგი რომ მისი თოფი მე მეკავა თორემ უეჭველი დამბრიდავდა.იტირა მასტმა.შვილივით ზრდიდა.დღემდე არ მელაპარაკება.თან მისი თოფით დავბრიდე). ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 მდააააააააააააააააას, მარა ერთია რომ ცერბერას გაუმართლა, ვაჟკაცურად ნადირობისას მოკვდა. ასე ყველას კი არ უმართლებს. ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 ძაღლის პატრონი უნდა გენახა ბაკო.კიდევ კარგი რომ მისი თოფი მე მეკავა თორემ უეჭველი დამბრიდავდა.იტირა მასტმა.შვილივით ზრდიდა.დღემდე არ მელაპარაკება.თან მისი თოფით დავბრიდე). ეგეთი რამეები ჯობია არ მოყვე, მეც მაგრად განვიცადე ციტირება Link to post Share on other sites
nukri1 0 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 ცერბერას ისტორიაზე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გამახსენდა. საცოდავმა მურადამაც ეგრე ტრაგიკულად დაამთავრა მეწამეობრივი ცხოვრება. ამიტომ მიეძალეთ თევზაობას. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 ერთმა კაი თავმომწონე გურულმა კაძახმა იყიდა თურმე თოფი და იმ დღის მერე შეაწუხა სოფელი, გამარჯობის მაგივრად თოფს აქებდა და ადიდებდა. ხოდა მეეშალა ერთ ახლო მეზობელს ნერვები და სხვებთან დეიქადნა მაგას ვაყურებიებ სეირს თუ არ შევარცხვინო კაცი არ ვიყოო, მივიდა სახლში, დატენა ნახერხით პატრონები და დააწერა 2 ნომერი. დაუძახა მერე მეზობლებს იმ თოფის პატრონიანა და გამოაცხადა საჯაროდ: აი თოფის ფასი კაპიკია, ტყვილა აქებ ძამა და მაგის დასტურად ეგერ დავდგები 15 მეტროში, აგერ შენ პატრონები და ვნახოთ ერთი რა ფეხებს მომჭამ შენი თოფით! გადირია მარა რა გადირია თოფის პატრონი გამოართვა და წაი დადექიო უთხრა. წევიდა აი აბდალიც ამაყი სახით, უკრავს თვალს მეზობლებს, წევიდა და წეიკუნცხა 15 მეტროში, დოუდგა ტ....ით მესროლე აბა შე გლახაკოო. ამან გადახსნა თოფი დახედა პატრონებს აწერია 2 ნომერი. შეცბა, კი გამამწარა მარა მეზობელია არ შამომაკვდეს ნამეტანი მსხვილია 2 ნომერიო..................... ხოდა გადაყარა აი პატრონები და მისი დატენილი 7 ნომრები ჩაალაგა ლულებში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დანარჩენი გამეიცანით. ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 :yes: მაგარია ლევან ციტირება Link to post Share on other sites
nukri1 0 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 levani :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Bako 0 Posted February 11, 2012 Author Report Share Posted February 11, 2012 ვავა,ეგ მაგარი იყო ლევან,ვიცინე მაგრად კიდევ ერთ ამბავს წავამატებ ამ თემას.ძაღლი რამდენს ნიშნავს ნადირობაში თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით,მე თუ მკითხავთ,შედეგიანი ნადირობის მიზეზი ს 80% ძაღლის დამსახურებაა.იმერეთში,აჯამეთში ვიყავი კაი ხნის წინ სანადიროდ,უფრო სწორედ სეზონის გახსნაზე ვიყავი დაპატიჟებული,კარგად ვიქეიფეთ იმ საღამოს და დილას გავედით სანადიროდ,ბლომად ვიყავით,გავყავით მინდორი და დავუყევით ლამაზად,არაფერს ვტოვებთ,რომ იტყვიან "ვპარსავთ" მინდორს,ჩემს გვერდით მყოფს ირლანდიური სეტერი ყავს წამოყვანილი,მაგრად გვანადირებს ძაღლი,მუშაობს სერიოზულად,ხაზავს ჩვენს წინ,შორს არ გადის,ნაბულს აკეთებს,მოკლედ,სიამოვნებაა ნადირობა,უკეთესს ვერ ინატრებ.ერთიც გააკეთა ძაღლმა ნაბული,მივიდა ეს ახლოს და მოემზადა სასროლად და....დაიწყო ძაღლმა თაგვის სოროს თხრა...აუფ,ამას რას შობიო,გადაირია პატრონი და დრუზა თოფის კონდახი ბეჭებში,გახია ძახლმა კივილით ცა და გაქუსლა სახლისკენ.რა ქენი,იმ კაცს ვეუბნები,რას ერჩოდი,ჯერ ეგ ერთი ძაღლია და ცოდოა,მერე ნადირობს საუცხოოდ,პატარა წაითამაშა,მაგის გულისთვის ნადირობა ხომ არ უნდა შეაძაგოთქო,რას ამბობ,მაგი ნადირობის მანიაკია,არ შეძაგდებაო,შენ თოფი დამიჭირე,გავეკიდები ეხლა,პაწა შევეტენები და ჩვეულებრივად გააგრძელებსო.მართლა გაეკიდა,ძლივს დაეწია,ეხვეწა,ეფერა,პატიება სთხოვა,თავს.....კრეტინი ეძახა და შეირიგა ძაღლი,მოვიდნენ ერთად,მეც მოვეფერე,შევაგულიანე ძაღლი.გავაგრძელეთ ნადირობა,გავიარეთ 100 მეტრი და ვატყობთ-კვალზეა ძაღლი,მართლაც სულ ცოტა ხანში დადგა ნაბულზე,ამის დანახვაზე მიირბინა პატრონმა და აწია თოფი,სასროლად მოემზადა,თოფი აწია და ძაღლმა იფიქრა ისევ ბეჭებში უნდა მდრუზოსო და ისევ წივილ-კივილით გაიქცა სახლში,რამოდენიმე წამში გინება-ღრიალით გაყვა ეს თავისი პატრონი უკან...გადავედი სხვებთან და იმათთან ერთად ვინადირე მერე,რა უნდა მექნა ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 12, 2012 Report Share Posted February 12, 2012 ჰეჰ კაი იყო ბაკო :hi: ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 კერძოა ნეტავი... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.